25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ერ­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ

spot_img

ლე­ი­ლა ხო­ნე­ლი­ძე

სსიპ ილ. ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ფო­თის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, კარ­გა ხა­ნია, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კი­სა და გან­ს­ჯის სა­გა­ნია. მის და­ნერ­გ­ვას პრაქ­ტი­კა­ში უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვა ახ­ლ­და თან. ჩა­ტარ­და არა­ერ­თი ტრე­ნინ­გი, ვე­ბი­ნა­რი, შეხ­ვედ­რა. ამ­ჯე­რად ამ პრობ­ლე­მებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე არა­ფერს ვიტყ­ვი, არც იმ სკეპ­ტი­კურ გან­წყო­ბა­ზე, ხში­რად რომ გვიჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე ამა თუ იმ სი­ახ­ლის და­ნერ­გ­ვი­სას, მხო­ლოდ მეშ­ვი­დე კლას­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ერ­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რებ.

რო­გორც ვი­ცით, „კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს მოს­წავ­ლის შე­მეც­ნე­ბით-შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­დუქტს, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც მო­ითხოვს სხვა­დას­ხ­ვა ცოდ­ნის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას ფუნ­ქ­ცი­ურ კონ­ტექ­ს­ტებ­ში“. ხში­რად გაგ­ვი­გია ასე­თი კითხ­ვაც: კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა – შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტი თუ თავ­სა­ტე­ხი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის? (ზოგ­ჯერ – მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც!)

კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბამ ამ კითხ­ვა­საც გას­ცა პა­სუ­ხი, რო­მელ­საც სტა­ტი­ის ბო­ლოს მო­გახ­სე­ნებთ, ახ­ლა კი ისევ და­ვა­ლე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბი.

მე-7 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლაა შე­ტა­ნი­ლი. მათ შო­რის გა­მო­ვარ­ჩევ­დი რ. ინა­ნიშ­ვი­ლის „ჩი­ტე­ბის გა­მომ­ზამ­თ­რე­ბელს“, რო­მე­ლიც არა­ერთ სა­კითხ­ზე და­ა­ფიქ­რებს მკითხ­ველს. სწო­რედ ამ ნა­წარ­მო­ებს და­ვუ­კავ­ში­რე მო­რი­გი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბაც. მი­სი პი­რო­ბა ამ­გ­ვა­რი გახ­ლ­დათ:

რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის „ჩი­ტე­ბის გა­მომ­ზამ­თ­რებ­ლის“ მი­ხედ­ვით და­წე­რე გან­გი­ას დღი­უ­რი.

ნაშ­რომ­ში:

♦  გულ­წ­რ­ფე­ლად გად­მო­ე­ცი გან­გი­ას ფიქ­რე­ბი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, გან­ზ­რახ­ვა, მის­წ­რა­ფე­ბე­ბი, ქცე­ვა, შე­ფა­სე­ბე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დე­დის, მა­მის, მას­წავ­ლებ­ლის, სკო­ლის მი­მართ.

♦  გა­მო­ი­ყე­ნე პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ენობ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, და­ი­ცა­ვი ენობ­რი­ვი ნორ­მე­ბი და პუნ­ქ­ტუ­ა­ცი­ის წე­სე­ბი.

♦ წარ­მო­ა­ჩი­ნე დღი­უ­რის ჟან­რობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ცოდ­ნა.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე, რო­ცა ბავ­შ­ვებს და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა გა­ვა­ცა­ნი, და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ნი­მუ­შიც წა­ვუ­კითხე (ანე ფრან­კის დღი­უ­რი, ჯინ ვებ­ს­ტე­რის „გრძელ­ფე­ხე­ბა მა­მი­ლო“, ნ. მგე­ლა­ძის „უც­ნო­ბი ბი­ჭის დღი­უ­რი“). ამ ნი­მუ­შე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ დღი­უ­რის ჟან­რობ­რივ მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­თა გა­აზ­რე­ბა­საც შე­ვე­ცა­დეთ. წა­კითხულ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, მოს­წავ­ლე­ებ­მა თა­ვად­ვე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს დღი­უ­რის ჟან­რობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, დარ­წ­მუნ­დ­ნენ იმა­ში, რომ დღი­უ­რის წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა გულ­წ­რ­ფე­ლო­ბაა, იმ­ს­ჯე­ლეს იმის შე­სა­ხე­ბაც, რა­ტომ წე­რენ ადა­მი­ა­ნე­ბი დღი­ურს. წა­ვუ­კითხე ერ­თი ბლო­გე­რის „8 მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ უნ­და ვწე­როთ დღი­უ­რი“:

1) ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა წა­მის და­სა­ჭე­რად;

2) გან­მ­ტ­ვირ­თა­ვი თე­რა­პი­ის ნა­წი­ლია, დამ­ღ­ლე­ლი და არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ცუ­დი დღის შემ­დეგ;

3) წე­რის პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ფე­რი უფ­რო ცხა­დი ხდე­ბა;

4) დღი­უ­რი სა­უ­კე­თე­სო მსმე­ნე­ლი და მე­გო­ბა­რია;

5) დღი­უ­რის წარ­მო­ე­ბა ხელს შე­უწყობს თქვე­ნი წე­რის ტექ­ნი­კის დახ­ვე­წა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას;

6) დღი­უ­რი მხო­ლოდ თქვე­ნია, წე­რის დროს თქვენ ხართ თქვენ;

7) დღი­უ­რის წე­რა ზრდის კრე­ა­ტი­უ­ლო­ბას;

8) დღი­უ­რი თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი „მე“-ს სარ­კეა.

ამის შემ­დეგ და­იწყო ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა. სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა დავ­გეგ­მეთ და შე­ვას­რუ­ლეთ კლას­შიც და ში­ნაც: მოს­წავ­ლე­ებ­მა ტექ­ს­ტი­დან ამოკ­რი­ბეს გან­გი­ას და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი, დედ-მა­მას­თან მი­სი თუ დედ-მა­მის მას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ფრა­ზე­ბი, და­აკ­ვირ­დ­ნენ, რო­გორ ახა­სი­ა­თე­ბენ გან­გი­ას დე­და, მა­მა, მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­გო­რია გან­გი­ას ემო­ცი­ე­ბი, სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ამის შემ­დეგ კი, მოს­წავ­ლე­ებ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იმუ­შა­ვეს კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე.

სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, დი­დი ინ­ტე­რე­სი­თა და, ცო­ტა არ იყოს, ში­ში­თაც ვე­ლო­დე­ბო­დი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რამ­დე­ნად გა­ი­თა­ვი­სეს გან­გი­ას პრობ­ლე­მე­ბი, რამ­დე­ნად ჩას­წ­ვ­დ­ნენ ნა­წარ­მო­ე­ბის პრობ­ლე­მა­ტი­კას, რამ­დე­ნად შეძ­ლეს თა­ნა­ტო­ლის ტყავ­ში შეძ­რო­მა. ში­ში – რა­ტომ? ალ­ბათ, იმედ­გაც­რუ­ე­ბი­სა მე­ში­ნო­და, მაგ­რამ, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ბავ­შ­ვებ­მა კარ­გად გა­არ­თ­ვეს თა­ვი და­ვა­ლე­ბას. ზოგ­მა დღი­უ­რი ჩი­ტე­ბის და­ხოც­ვის სა­ბე­დის­წე­რო დღმდე და­იწყო, ზოგ­მა იმ დღის ჩა­ნა­წე­რიც გა­ა­კე­თა დღი­ურ­ში, ზოგ­მა კი გაზ­რ­დი­ლი გან­გი­აც გაგ­ვაც­ნო.

ბავ­შ­ვე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ, გან­გი­ას საქ­ცი­ე­ლის­თ­ვის ახ­ს­ნა მო­ე­ძებ­ნათ, ამი­ტო­მაც თა­ვი­ანთ დღი­უ­რებ­ში იმა­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ, რა­ტომ არ სწავ­ლობ­და გან­გია, რა­ტომ აც­დენ­და სკო­ლას.

ანა: „სა­ერ­თოდ არ ვსწავ­ლობ, ამის მი­ზე­ზი კი ტა­სოა, ისევ ძა­ლი­ან მომ­წონს, კი­დევ უფ­რო გა­ლა­მაზ­და, სულ მას­ზე ვფიქ­რობ, გაკ­ვე­თილ­ზე სულ ვუ­ყუ­რებ და მას­წავ­ლებ­ლებს ვერ ვუს­მენ“.

გი­ორ­გი: „ახა­ლი კლა­სე­ლი გვყავს, ანას­ტა­სია ჰქვია, პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ისე მომ­წონ­და, რომ სკო­ლა არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, არა­ფერს ვსწავ­ლობ­დი და სულ ორი­ა­ნებს მი­წერ­დ­ნენ.“

ლუ­კა: „მინ­დო­და ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში, მაგ­რამ ბავ­შ­ვებ­მა მითხ­რეს, რომ, რად­გან კარ­გი კე­ტე­ბი არ მქონ­და, ვერ მა­თა­მა­შებ­დ­ნენ, ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გუ­ლი და გა­მო­ვი­პა­რე სკო­ლი­დან“.

მარ­თა: „მშობ­ლე­ბი რომ ხში­რად მი­ჯავ­რ­დე­ბი­ან ნიშ­ნე­ბის გა­მო, გა­ნა არ მინ­და სწავ­ლა? უბ­რა­ლოდ, არ გა­მომ­დის, მი­ჭირს გაკ­ვე­თი­ლებ­ზე კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა, მე­მუქ­რე­ბი­ან პროფ­სას­წავ­ლებ­ლით. ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ მე­მუქ­რე­ბი­ან, შე­იძ­ლე­ბა იქ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა კი­დეც“.

ლი­ზი: „დე­და­ჩე­მის აზ­რით, მე დე­ბი­ლი ვარ, მა­მა­ჩე­მი კი დე­დას უს­მენს და არა­ფერს ამ­ბობს, ეთან­ხ­მე­ბა და არა­ფერს აკე­თებს. მა­მა ცო­ტა მკაც­რია და ვერ ვუ­გებთ ერ­თ­მა­ნეთს. არც ვე­ლა­პა­რა­კე­ბი რა­მე­ზე, ამ ოჯახ­ში მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, რომ კარ­გი ნი­შა­ნი მი­ვი­ღო და ეგ არის, არა­ფე­რი ადარ­დებთ მა­გის გარ­და სა­ერ­თოდ“.

ანა­ნო: „ყო­ვე­ლი დღე მე­ზიზღე­ბა, რო­დე­საც სკო­ლა­ში მივ­დი­ვარ. ყვე­ლა მე დამ­ცი­ნის. სხვა თე­მა­ზე სა­სა­უბ­რო არა აქვთ, ჩე­მი არა­ვის ეს­მის. ერ­თი მე­გო­ბა­რიც არ მყავს, სულ მა­ბუ­ლინ­გე­ბენ, ყვე­ლა­ფერს მე მაბ­რა­ლე­ბენ, მშობ­ლებ­საც ვერ ვე­უბ­ნე­ბი, არ და­მი­ჯე­რე­ბენ. დე­და ისევ აქეთ მეჩხუ­ბე­ბა, თა­ვის დაც­ვა არ იციო, სუს­ტი ხა­რო და ამი­ტომ არ ვე­უბ­ნე­ბი“.

კა­ტო: „არა­სო­დეს მომ­წონ­და არც ჩე­მი სკო­ლა და მით უმე­ტეს, არც მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ყო­ველ­თ­ვის ჩხუ­ბო­ბენ, რად­გან და­ვა­ლე­ბის და­წე­რა მე­ზა­რე­ბა და არა მარ­ტო ამის გა­მო. სკო­ლა­ში არც ერ­თი მე­გო­ბა­რი არ მყავს, ამი­ტომ იქ სი­ა­რუ­ლის არც მი­ზე­ზი მაქვს და არც სურ­ვი­ლი, ვფიქ­რობ, რომ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი ჩემ­თ­ვის უბ­რა­ლოდ დრო­ის კარ­გ­ვაა“.

ნა­ტა­ლია: „მე­უბ­ნე­ბი­ან, გაკ­ვე­თილ­ზე ტყუ­ი­ლად ზი­ხარ ყო­ველ­თ­ვი­სო და რა­ტომ, მა­გას ვერ ფიქ­რო­ბენ. დე­და­ჩემს იბა­რე­ბენ ყო­ველ­კ­ვი­რა, ის გიჟ­დე­ბა და ასე ვარ… მე ერ­თი უბ­რა­ლო, გამ­ხ­და­რი ბი­ჭი ვარ, არა­ვის ვე­სა­უბ­რე­ბი ცუ­დად, მაგ­რამ სკო­ლა­ში ისე­თი ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, არ და­გინ­დო­ბენ, ყო­ველ­თ­ვის სკო­ლის ჭიშ­კარ­თან მხვდე­ბი­ან, ხან რას წა­მარ­თ­მე­ვენ, ხან კი­დევ — რას. იმ­დე­ნი ხე­დავს, რო­გორ დამ­ცი­ნი­ან, მაგ­რამ არც ერთ წე­სი­ერ ადა­მი­ანს არ გა­მო­უვ­ლია და არ უთ­ქ­ვამს მათ­თ­ვის რა­მე. ეს მე იმ­დე­ნად მტან­ჯავს, რომ ცხოვ­რე­ბაც არ მინ­და ხოლ­მე. ბუ­ფეტ­ში რომ შევ­დი­ვარ და წინ ვდგა­ვარ, თავ­ზე გა­და­მახ­ტე­ბი­ან, ოღონდ რა­მე იყი­დონ, ამა­ზეც ყვე­ლა თვალს ხუ­ჭავს. ჩემს ცხოვ­რე­ბას აზ­რი არა აქვს, არც მე­გო­ბა­რი მყავს და ის, რომ გაკ­ვე­თილ­ზე უაზ­როდ ვზი­ვარ, გა­მო­სა­ვა­ლი რა­ტომ არის, არ ვი­ცი… გარ­და იმი­სა, რომ მა­ბუ­ლინ­გე­ბენ, პრობ­ლე­მა მაქვს მახ­სოვ­რო­ბი­სა და კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ი­სა. ახ­ლა რომ მკითხოთ, დი­ლით რა ჭა­მეო, ვერ გი­პა­სუ­ხებთ, ამი­ტო­მა­ცაა ეს ყვე­ლა­ფე­რი“.

მა­რი­ა­მი: „არ ვი­ცო­დი გაკ­ვე­თი­ლი, მაგ­რამ ამა­ში თავს ვერ და­ვი­და­ნა­შა­უ­ლებ – გაკ­ვე­თი­ლი ძა­ლი­ან რთუ­ლია, ვერ ვკონ­ცენ­ტ­რირ­დე­ბი, სულ გა­ფან­ტუ­ლი ვარ, ფიქ­რე­ბით სულ სხვა­გან ვარ. ძა­ლი­ან მო­საწყე­ნია, არ შე­მიძ­ლია, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ზე მე­ტი ერთ ად­გი­ლას ვიჯ­დე და მო­საწყენ სა­უ­ბარს ვუს­მი­ნო“.

მე­გი: „წე­რა-კითხ­ვა მი­ჭირს. ხში­რად მო­მი­მი­ზე­ზე­ბია სკო­ლა­ში, რომ ხე­ლი მეტ­კი­ნა და ვერ დავ­წერ­დი. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­წუ­ხებს, ის არის, რომ ვე­რა­ვის ვეტყ­ვი ამის შე­სა­ხებ, რად­გან მრცხვე­ნია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 15 წლი­სა ვარ და წე­რა-კითხ­ვა არ შე­მიძ­ლია“.

მა­რი: „გა­ნა არ მინ­და სწავ­ლა? უბ­რა­ლოდ, არ გა­მომ­დის… არ გა­მომ­დის და მორ­ჩა, ას­ჯე­რაც რომ წა­ვი­კითხო. მე­რე მე­უბ­ნე­ბი­ან, და­წე­რას რა უნ­დაო. ეგეც არაა ად­ვი­ლი. სა­ში­ნე­ლი და ძნე­ლი ლა­ბი­რინ­თი გაქვს გა­სავ­ლე­ლი, რომ მა­თე­მა­ტი­კის ამო­ცა­ნა ამოხ­ს­ნა. კაი, მა­თე­მა­ტი­კას თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ქარ­თუ­ლი რო ქარ­თუ­ლია, მა­გას ვერ სწავ­ლო­ბო… არ ვი­ცი ეს ზედ­სარ­თა­ვი სა­ხე­ლე­ბი. ვერ ვი­მახ­სოვ­რებ რა, სად, რო­დის და რო­გორ უნ­და დავ­წე­რო. რა ვქნა?“

ნა­თე­ლია, რო­გორ ცდი­ლო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი, ამა თუ იმ მი­ზე­ზით ახ­ს­ნან, რა­ტომ არ თუ ვერ სწავ­ლობს გან­გია.

სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და გან­გი­ას თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი დედ-მა­მა. მარ­თა­ლია, ტექ­ს­ტ­ში ბევ­რი მი­ნიშ­ნე­ბა იყო გან­გი­ას დედ-მა­მის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად, მაგ­რამ ბავ­შ­ვებ­მა სხვა შტრი­ხე­ბი­თაც გა­ამ­დიდ­რეს ისი­ნი. მათ ტექ­ს­ტებ­ში იმის ამო­კითხ­ვაც შე­იძ­ლე­ბა, რო­გორ მშობ­ლებ­ზე ოც­ნე­ბო­ბენ თა­ვა­დაც.

მა­რი­ა­მი: „დე­და იძა­ხის, მა­მა­შენს ჰგავ­ხა­რო, მაგ­რამ მა­ინც ვერ მივ­ხ­ვ­დი, რი­თი. გა­რეგ­ნუ­ლად გა­სა­გე­ბია, ში­ნა­გა­ნად – მა­მა­ჩემს ცი­ვი გუ­ლი აქვს, მე – თბი­ლი. მე ცხო­ვე­ლებ­ზე მე­ფიქ­რე­ბა და მიყ­ვარს ისი­ნი, მა­მა­ჩემს კი სა­ერ­თოდ, ცხო­ვე­ლე­ბი კი არა, მგო­ნი, შვი­ლიც არ უყ­ვარს. შე­იძ­ლე­ბა, ვუყ­ვარ­ვარ. მა­ინც მა­მაა, მაგ­რამ არ ვა­ინ­ტე­რე­სებ. მე კი მწყინს, მინ­და, რომ რა­მე მას­წავ­ლოს, მა­გა­ლი­თად – მან­ქა­ნის ტა­რე­ბა. არა, ხომ უნ­და დაჯ­დეს და ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­როს, თა­ვის თავ­ზე ფიქ­რობს, მე­ტი არა­ვინ ადარ­დებს დე­და­მი­წის ზურ­გ­ზე. მე მა­ინც ორი­ვე მიყ­ვარს: დე­დაც და მა­მაც. თუმ­ცა ორი­ვე­ზე გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი ვარ. ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ვყა­ვარ და მა­გიც რომ არ ადარ­დებთ! აბა, სხვა ოჯა­ხებ­ში, ერ­თა­დერ­თი შვი­ლი სა­დაც ჰყავთ, აკ­ვ­დე­ბი­ან ზედ: აბა, დე­და რა გინ­და? რას შე­ჭამ? მა­მი­კო გე­ნაც­ვა­ლოს, მან­ქა­ნის ტა­რე­ბა გას­წავ­ლო? მე კი ვინ მეხ­ვე­წე­ბა რა­მეს. ისე მექ­ცე­ვი­ან, თით­ქოს არც ვარ­სე­ბობ, მე თვი­თონ ვნა­ნობ, რომ და­ვი­ბა­დე“.

ნი­კა: „დი­ლით დე­და­ჩე­მის ქოთ­ქო­თის ხმამ გა­მაღ­ვი­ძა. უკ­ვე გა­თე­ნე­ბუ­ლი­ყო. სკო­ლა­ში წა­სას­ვ­ლე­ლად მიხ­მობ­და და თან „კე­თი­ლი“ სიტყ­ვე­ბით მამ­კობ­და, თა­ვი სა­ბან­ში დავ­მა­ლე, თით­ქოს მის ხმას ასე და­ვაღ­წევ­დი თავს. უცებ კა­რის ბრა­ხუ­ნი გა­ის­მა და დე­და თავ­ზე წა­მო­მად­გა. მეჩხუ­ბე­ბო­და, ადე­ქი, გაგ­ვი­ან­დე­ბა და სხვა საყ­ვე­დუ­რებს ეგეც და­ე­მა­ტე­ბაო. მე ზან­ტად წა­მოვ­დე­ქი, ისეთ გუ­ნე­ბა­ზე დავ­დე­ქი, რომ ამ ალი­ა­ქო­თი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის ერ­თა­დერთ სა­შუ­ა­ლე­ბად სახ­ლი­დან გას­ვ­ლა მი­ვიჩ­ნიე“.

„დღე ისევ ხმა­უ­რით და­იწყო. დე­და მა­მას ეჩხუ­ბე­ბო­და. რო­გორც ჩე­მი, ისე მა­მა­ჩე­მის არც ნათ­ქ­ვა­მი მოს­წონ­და და არც გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე. მოთ­ქ­ვამ­და, თუ რო­გო­რი უბე­დუ­რი იყო ჩვენს ხელ­ში. საყ­ვე­დუ­რობ­და და სთხოვ­და, მკაც­რი ყო­ფი­ლი­ყო ჩემ­თან. მა­მა­ჩე­მის გა­წო­ნას­წო­რე­ბულ პა­სუ­ხებს დე­და წყო­ბი­დან უფ­რო გა­მოჰ­ყავ­და“.

მე­გი: „დე­და სულ იმა­ზე ფიქ­რობს, თუ რას იტყ­ვის ხალ­ხი… დე­და სულ ასე­თი იყო. პირ­ველ ად­გილ­ზე სხვის აზრს აყე­ნებ­და. მა­მა­ჩე­მი კი ისეთ შეგ­რ­ძ­ნე­ბას მი­ტო­ვებ­და, თით­ქოს სათ­ქ­მელს ბო­ლომ­დე არ ამ­ბობ­და“.

მა­რი­ა­მი: „ვახ­შამ­ზე შე­ვამ­ჩ­ნიე, რომ დე­დამ და მა­მამ ისევ იკა­მა­თეს. ისი­ნი ხში­რად კა­მა­თო­ბენ, პა­ტა­რა რა­ღა­ცებ­ზეც. ძი­რი­თა­დად, დე­და ლა­პა­რა­კობს, მა­მა უს­მენს ჩუ­მად, რაც დე­დას უფ­რო აღი­ზი­ა­ნებს“.

კა­ხი: „დე­და და­ი­ბა­რა ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა. სახ­ლ­ში ტი­რი­ლით შე­მო­ვარ­და, მეჩხუ­ბა, გამ­ლან­ძღა, გულ­სატ­კე­ნი სიტყ­ვე­ბი არ და­ი­შუ­რა, და­მე­მუქ­რა, ყვე­ლა­ფერს მა­მა­შენს ვეტყ­ვიო. ერ­თხე­ლაც არ უკითხავს, რა­ტომ ვზარ­მა­ცობ და რა მიშ­ლის ხელს სწავ­ლა­ში, არც დახ­მა­რე­ბა შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია. უბ­რა­ლოდ, და­მემ­დუ­რა“.

მა­თე: „მე ვარ გან­გია – ბი­ჭი, რო­მელ­ზეც დე­და ყო­ველთვს ნაწყე­ნია. ძა­ლი­ან მინ­დო­და დე­დის გა­ხა­რე­ბა, მინ­დო­და, რომ ჩე­მით ეამა­ყა, გულ­ში ჩა­ვე­კა­რი და ეთ­ქ­ვა, თუ რო­გორ ვუყ­ვარ­ვარ, მაგ­რამ ეს ოც­ნე­ბად დარ­ჩა, რად­გან სწავ­ლა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, დე­და კი ამას ვერ ეგუ­ე­ბო­და და სულ ჩემ­ზე ბრა­ზობ­და, თით­ქოს არ ვუყ­ვარ­დი და მხო­ლოდ ჩე­მი ნიშ­ნე­ბი ადარ­დებ­და, რომ შემ­დეგ ამ ნიშ­ნე­ბით ეამა­ყა და ეტ­რა­ბა­ხა. არა, არ ვფიქ­რობ, რომ არ ვუყ­ვარ­ვარ, პი­რი­ქით, მგო­ნია, რომ ზედ­მე­ტად ჩა­კე­ტი­ლია, გრძნო­ბებს მა­ლავს, ამი­ტო­მაც არ შე­უძ­ლია სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა, გუ­ლის სიღ­რ­მე­ში ძა­ლი­ან კარ­გი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან კარ­გი დე­დაა, უბ­რა­ლოდ, ხან­და­ხან ერ­თ­მა­ნეთს ვერ ვუ­გებთ. გუ­ლი მტკი­ვა, რომ იმე­დებს ვუც­რუ­ებ, ვცდი­ლობ და არ გა­მომ­დის მა­თი გა­ხა­რე­ბა. მათ არა­სო­დეს უკითხავთ ჩემ­თ­ვის, თუ რა მსურ­და. მათ უნ­დო­დათ, მა­თი­ვე ცხოვ­რე­ბით მეცხოვ­რა. მათ­თ­ვის მთა­ვა­რი ის იყო, თუ რას იფიქ­რებ­და ხალ­ხი. დე­და ყო­ველ­თ­ვის იმას წუ­წუ­ნებ­და, ყვე­ლას და­სა­ცი­ნი გავ­ხ­დი შე­ნი უცო­დინ­რო­ბის გა­მოო“.

ნა­ტა­ლი: „დე­და­ჩე­მი და­მე­მუქ­რა, დღეს მა­ინც მი­ი­ღე ათი­ა­ნი, თო­რემ არა­ფერს გა­ღირ­სე­ბო. დე­და­ჩე­მი სას­წა­უ­ლად სუფ­თა ქა­ლია, თუ ისე არ გა­ა­კე­თებ რა­მეს, რო­გორც მას უნ­და, გეჩხუ­ბე­ბა და იმ­ხე­ლა ხმა­ზე, რომ მე­ზობ­ლებ­საც ეს­მით და სახ­ლ­თან აივლ-ჩა­ივ­ლი­ან ხოლ­მე, რა­მე ხომ არ მოხ­დაო. მა­მა­ჩე­მი? ერ­თი უბ­რა­ლო კა­ცია, სიტყ­ვა­ძუნ­წი. სულ მე­უბ­ნე­ბა დე­და­ჩე­მი, მა­მა­შენს ჰგავ­ხა­რო. რა მსგავ­სე­ბა და­ი­ნა­ხა, არ ვი­ცი“.

ანა­ნო: „დღეს სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. მას­წავ­ლებ­ლის ფუ­ლის მო­პარ­ვა და­მაბ­რა­ლეს, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბო­დი, მე ეს არ მიქ­ნია-მეთ­ქი, მაგ­რამ – ამა­ოდ, არა­ვინ მი­ჯე­რებ­და, დე­და­ჩემს და­უ­რე­კეს. დე­და­მაც არ და­მი­ჯე­რა და სა­შინ­ლად მეჩხუ­ბა. ძა­ლით ბო­დი­შიც მო­მახ­დე­ვი­ნეს – ტყუ­ილ-უბ­რა­ლოდ .სამ­ხი­ლიც არა­ფე­რი ჰქონ­დათ, უბ­რა­ლოდ, ხელს მა­დებ­დ­ნენ .სახ­ლ­ში რომ მი­ვე­დით, დე­და უფ­რო მეჩხუ­ბა, ვუხ­ს­ნი­დი, რომ მე არ მო­მი­პა­რავს, მაგ­რამ არ მი­ჯე­რებ­და“.

ანა­მა­რია: „რო­დე­საც სახ­ლ­ში მივ­დი­ვარ, ყო­ველ­თ­ვის ჩემს ნიშ­ნებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ… და­ვი­ღა­ლე, მაგ­რამ სხვა გზა არ მაქვს, უნ­და შე­ვე­გუო“.

მარ­თა: „დედ-მა­მამ მიხ­მო. გუ­ლი ამო­ვარ­დ­ნა­ზე მქონ­და, ბევ­რი საყ­ვე­დუ­რი მი­ვი­ღე, წკეპ­ლაც არ და­ვიწყე­ბი­ათ. დი­დი ხა­ნი მე­კა­მა­თე­ბოდ­ნენ. ბევ­რ­ჯერ მი­ფიქ­რია, თუ რით და­ვიმ­სა­ხუ­რე ასე­თი მოპყ­რო­ბა. იმა­ვე დღეს ბე­ბია მე­სა­უბ­რა… ისე წყნა­რად… ვი­სურ­ვებ­დი, რომ მშობ­ლე­ბიც ასე თბი­ლად მეპყ­რო­ბოდ­ნენ და მიხ­ს­ნიდ­ნენ… წყნა­რად, რო­გორც ბე­ბო“.

ანა: „მე ვფიქ­რობ, რომ მა­მა უფ­რო არას­წო­რად მო­იქ­ცა, რომ არ შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გა დე­დას, თა­ნაც ბო­ლოს მითხ­რა, თუ არა­ვინ გა­ვა­ლებს, არც ჩი­ტე­ბის გა­მო­ზამ­თ­რე­ბააო სა­ჭი­რო. იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი, ნაწყე­ნიც და გა­ოგ­ნე­ბუ­ლიც“.

ხომ აშ­კა­რაა, რო­გორ უკ­ლავთ ბავ­შ­ვებს გულს ის ყრუ კე­დე­ლი, მშობ­ლებ­სა და მათ შო­რის რომ აღ­მარ­თუ­ლა; ის უნ­დობ­ლო­ბა, უფ­რო­სე­ბი რომ იჩე­ნენ მათ­და­მი; ისიც, რომ მშობ­ლებს მათ­გან მხო­ლოდ ნიშ­ნე­ბი აინ­ტე­რე­სებთ, არც ფიქ­რო­ბენ, რა აწუ­ხებთ ბავ­შ­ვებს, რა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ, არც მა­თი საქ­ცი­ე­ლის (არ­ს­წავ­ლის, გაც­დე­ნე­ბის…) მი­ზე­ზებს ეძე­ბენ.

ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვეს და გა­ნი­ცა­დეს, გან­გი­ას როლ­ში შეჭ­რი­ლებ­მა, ჩი­ტე­ბის და­ხოც­ვის ამ­ბა­ვი, კარ­გად გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ ეს არ იყო მხო­ლოდ ჩი­ტე­ბის და­ხოც­ვა, ეს იყო ოც­ნე­ბე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლის ჩაკ­ვ­ლა იმ ბი­ჭის­თ­ვის, რო­მე­ლიც ირ­გ­ვ­ლივ მყო­ფებს ძა­ლი­ან უნ­დათ, თა­ვი­ან­თი ნაც­რის­ფე­რი, უსა­ხუ­რი ყო­ფი­სა­გან რი­თი­მე(თუნ­დაც ჩი­ტე­ბის გა­მო­ზამ­თ­რე­ბის სურ­ვი­ლით) გა­მორ­ჩე­უ­ლი კი არ იყოს, არა­მედ ისე იქ­ცე­ო­დეს, რო­გორც სხვებს სწა­დი­ათ.

ანი: „მივ­ხ­ვ­დი, დე­და რა­საც აპი­რებ­და. გა­ვი­ქე­ცი, რომ და­მე­ჭი­რა ჩი­ტე­ბი იქამ­დე, სა­ნამ გვი­ა­ნი არ იქ­ნე­ბო­და. პა­ნი­კა­ში ჩავ­ვარ­დი. ვფიქ­რობ­დი, მა­მა და­მეხ­მა­რე­ბო­და და ვე­ძახ­დი, თუმ­ცა რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია, ამა­სო­ბა­ში დე­დამ ორი­ვე ჩი­ტი მო­მიკ­ლა. არ იცის, რომ არა­მარ­ტო ჩი­ტე­ბი, ოც­ნე­ბაც, ბედ­ნი­ე­რე­ბაც და სი­ხა­რუ­ლიც მო­მიკ­ლა“.

დი­ტო: „იმ მო­მენ­ტ­ში ჩემ­ზე სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობ­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში. გა­მო­დის, რომ ჩიტ­ბა­ტო­ნე­ბი ჩე­მი ხე­ლით მი­ვუყ­ვა­ნე მკვლელს“.

ლი­ზი: „იქ­ვე ჩა­მო­მემ­ს­ხ­ვ­რა ოც­ნე­ბე­ბი თავ­ზე“.

კა­ხი: „ჩე­მი ხე­ლით მი­ვიყ­ვა­ნე სა­საკ­ლა­ო­ზე ჩი­ტე­ბი. სა­საკ­ლა­ოდ აქ­ცია ჩე­მი სახ­ლი, და­უ­ფიქ­რებ­ლად და­ხო­ცა ჩე­მი უკა­ნას­კ­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი. მის­თ­ვის უც­ნო­ბია სიბ­რა­ლუ­ლის გრძნო­ბა. მას არა­ვინ ეცო­დე­ბა – მათ შო­რის, არც მე და არც ჩე­მი ჩი­ტე­ბი“.

ნი­ნო: „დე­დამ ჩი­ტე­ბი და­მი­ხო­ცა. ვთხოვ­დი, რომ არ და­ერ­ტყა მათ­თ­ვის… უშე­დე­გოდ… ისე გავ­ნაწყენ­დი მას­ზე, რომ გა­მი­ჭირ­დე­ბა პა­ტი­ე­ბა“.

მარ­თა: „დე­დამ არ იცო­და, თუ რამ­დე­ნად ბევრს ნიშ­ნავ­და ეს ძვირ­ფა­სი შე­ნა­ძე­ნი ჩემ­თ­ვის… გუ­ლი მო­მიკ­ლა… შე­იძ­ლე­ბა, არ მეტყო­ბო­და, მაგ­რამ ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ გა­მეჩხი­რა ყელ­ში უზარ­მა­ზა­რი ბურ­თი“.

ლი­კა: „ჯერ ერ­თი ჩი­ტი ავი­ღე, მე­რე – მე­ო­რე. ვდგა­ვარ ჩი­ტე­ბით ხელ­ში, თით­ქოს­და ფე­ხებ­და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი და მივ­დი­ვარ სა­ნაგ­ვე ყუთ­თან, ვყრი ჩი­ტებს“.

სა­ბა: „მას შემ­დეგ დე­და­ჩემ­სა და მა­მა­ჩემს არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი“.

ამ კომ­პ­ლექ­სურ­მა და­ვა­ლე­ბამ ისიც და­მა­ნახ­ვა, რო­გორ ხე­და­ვენ პა­ტა­რა გან­გი­ე­ბი თა­ვი­ანთ მას­წავ­ლებ­ლებს, გაკ­ვე­თი­ლებ­სა და სკო­ლას.

ნი­ნო: „ახ­ლა სკო­ლა­ში ვარ, ქი­მი­ის გაკ­ვეთ­ლ­ზე. ძა­ლი­ან მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია, ვერც ვე­რა­ფერს ვუ­გებ. ჩე­მი სა­გა­ნი ნამ­დ­ვი­ლად არ არის. ვოც­ნე­ბობ ამ გაკ­ვე­თი­ლი­დან გა­პარ­ვა­ზე, მაგ­რამ ვერ ვბე­დავ, ისე­თი მკაც­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავს ქი­მი­ა­ში, რომ თვა­ლებ­ში შე­ხედ­ვა­საც ვერ ვბე­დავ“.

მა­რი­ა­მი: „ბო­ლო გაკ­ვე­თი­ლი მა­თე­მა­ტი­კა იყო… ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რომ მა­თე­მა­ტი­კის გაკ­ვე­თი­ლი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მო­საწყე­ნი რა­მაა. მთე­ლი გაკ­ვე­თი­ლი გა­რეთ გას­ვ­ლას ვნატ­რობ­დი“.

კა­ხი: „დღეს ქი­მი­ის რვე­უ­ლი სახ­ლ­ში დამ­რ­ჩა… ვა­ნო­საც… მას­წავ­ლე­ბელ­მა ორი­ა­ნი და­მი­წე­რა, ვა­ნოს მხო­ლოდ საყ­ვე­დუ­რი უთხ­რა… ისიც ალერ­სი­ა­ნად… რა აზ­რი აქვს და­ვა­ლე­ბე­ბის წე­რას?“

მა­თე: „სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, დი­რექ­ტო­რიც – ყვე­ლა ჩემს და­ში­ნე­ბას ცდი­ლობს. თით­ქოს­და, ეს სწავ­ლის დო­ნეს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს… ჩე­მი აზ­რით, ბავ­შ­ვებს სხვა­ნა­ი­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა და და­ში­ნე­ბით ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი­ან“.

ნი­ნო: „რომ ამ­ბო­ბენ, მას­წავ­ლე­ბელ­მა ბავ­შ­ვებს სა­გა­ნი უნ­და შე­აყ­ვა­რო­სო, ჩვე­ნი ლუმ­ზი­რა მას­წავ­ლე­ბე­ლი, პი­რი­ქით, სა­განს გვა­ძუ­ლებს“.

ვინ რა გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა შექ­მ­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან?

ზოგ­მა გან­გი­ას პი­რო­ბა და­ა­დე­ბი­ნა, რომ თუნ­დაც მშობ­ლე­ბის გა­მო გა­მოს­წორ­დე­ბო­და, ზოგ­მა მე­გო­ბა­რი შე­ა­ძე­ნი­ნა და ეს მე­გო­ბა­რი უქ­ცია ისეთ სტი­მუ­ლად, რო­მელ­მაც შეც­ვ­ლის სურ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა ბიჭს, ზოგ­მა ისევ მხო­ლოდ თა­ვის დღი­ურ­თან და­ტო­ვა იმედ­და­კარ­გუ­ლი და გულ­მოკ­ლუ­ლი გმი­რი, ზოგ­მა ჯი­უ­ტად ათ­ქ­მე­ვი­ნა, მე გა­ვაგ­რ­ძე­ლებ სხვა­დას­ხ­ვა ფრინ­ვე­ლი­სა და ცხო­ვე­ლის დახ­მა­რე­ბას და ჩემს აზრს ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შე­მაც­ვ­ლე­ვი­ნებ­სო, ზოგ­მა დე­დას ათხოვ­ნი­ნა შვი­ლი­სათ­ვის პა­ტი­ე­ბა, ჩიტ­ბა­ტო­ნე­ბიც აყი­დი­ნა, ბი­ჭის­თ­ვი­საც პი­რო­ბა მი­ა­ცე­მი­ნა, რომ ასე აღა­რა­სო­დეს მო­ექ­ცე­ოდ­ნენ, ზოგ­მა ბედ­ნი­ე­რი გან­გი­ას დღი­უ­რე­ბიც წაგ­ვა­კითხა, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია, ერ­თი ამო­ნა­რი­დი არ გა­გაც­ნოთ ბავ­შ­ვე­ბის დღი­უ­რე­ბი­დან, გუ­ლის გაგ­ლე­ჯამ­დე მტკივ­ნე­უ­ლი ამო­ნა­რი­დი: „მე არა­ვის ვუყ­ვარ­ვარ, სას­ჯე­ლი­სა რომ არ ეში­ნო­დეთ, მეც ჩიტ­ბა­ტო­ნე­ბი­ვით მო­მექ­ცე­ოდ­ნენ. სულ ტყუ­ი­ლე­ბი წე­რია წიგ­ნებ­ში სი­კე­თე­ზე, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა­სა და ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბა­ზე, არც მე­გო­ბა­რი არ­სე­ბობს და არც სიყ­ვა­რუ­ლი. მაშ, რა­ტომ უნ­და ვის­წავ­ლო ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლი? ამ ცხოვ­რე­ბა­ში ვი­საც და­ხე­უ­ლი ფეხ­საც­მე­ლი აც­ვია, ვერც ის­წავ­ლის, ვერც იმე­გობ­რებს და ვერც ითა­მა­შებს ვე­რა­ვის­თან… მე მარ­ტო ვარ ამ სას­ტიკ სამ­ყა­რო­ში“.

და­მე­თან­ხ­მე­ბით, სწო­რედ ასე მო­ფიქ­რა­ლი „გან­გი­ე­ბი“ რომ არ გვყავ­დეს, დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა გვმარ­თებს მშობ­ლებ­საც და მას­წავ­ლებ­ლებ­საც.

ახ­ლა კი სწო­რედ იმ კითხ­ვას მინ­და გავ­ცე პა­სუ­ხი, სტა­ტი­ის და­საწყის­ში რომ დავ­ს­ვი: კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა – შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტი თუ თავ­სა­ტე­ხი მშობ­ლე­ბი­სათ­ვის?

მე მგო­ნი, პა­სუ­ხი ნა­თე­ლია-ამ ერ­თ­მა კომ­პ­ლექ­სურ­მა და­ვა­ლე­ბამ სწო­რედ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტი მოგ­ვ­ცა და მხო­ლოდ ისე­თი მშობ­ლე­ბი­სათ­ვის თუ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა იგი თავ­სა­ტე­ხი, რომ­ლე­ბიც ამ დღი­უ­რებ­ში სა­კუ­თარ თავს ამო­იც­ნო­ბენ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები