19 აპრილი, პარასკევი, 2024

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­და ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით

spot_img

ირ­მა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი

ფი­ლო­ლო­გი, თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

 

 

2005 წლი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ძვე­ლი, საბ­ჭო­უ­რი სის­ტე­მა შე­იც­ვა­ლა. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის იდეა და მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, არა­ერ­თი მი­ზე­ზის გა­მო, დღემ­დე, ერთ-ერთ წარ­მა­ტე­ბულ რე­ფორ­მად მი­იჩ­ნე­ვა.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და და­ნერ­გი­ლი მო­დე­ლი შე­ფა­სე­ბის სა­მარ­თ­ლი­ან, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე, უნი­ფი­ცი­რე­ბულ, მე­რი­ტოკ­რა­ტულ პრინ­ცი­პებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სის­ტე­მაა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს მოს­წავ­ლის უნა­რე­ბი­სა და ცოდ­ნის კომ­პ­ლექ­სურ შე­ფა­სე­ბას.

2005 წლი­დან­ვე, გა­მოც­და ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გან­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­შია. ტეს­ტის თავ­და­პირ­ვე­ლი ნი­მუ­შის მი­ხედ­ვით, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ეძ­ლე­ო­დათ სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი ქარ­თულ ენა­ში, წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა, ღია კითხ­ვე­ბი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან და წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა. სა­გა­მოც­დო ფორ­მა­ტის შე­მუ­შა­ვე­ბი­დან დღემ­დე, ტეს­ტი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არა­ერ­თხელ შე­იც­ვა­ლა. რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში აცხა­დე­ბენ, სა­გა­მოც­დო ფორ­მა­ტის ან ცალ­კე­უ­ლი და­ვა­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის მი­ზა­ნია ტეს­ტის დახ­ვე­წა და სრულ­ყო­ფა. მა­თი­ვე შე­ნიშ­ვ­ნით, ცვლი­ლე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­გა­მოც­დო შე­დე­გე­ბის ფსი­ქო­მეტ­რუ­ლი და ექ­ს­პერ­ტუ­ლი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე.

ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სა­გა­მოც­დო ფორ­მა­ტი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა 2012 წელს. ამ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ტეს­ტი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტებს აღარ სთა­ვა­ზობს სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­ვარ­ჯი­შო­ებს ქარ­თუ­ლი ენი­დან და ღია კითხ­ვებს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან. დღეს­დღე­ო­ბი­თაც, აბი­ტუ­რი­ენ­ტი ქარ­თუ­ლი ენის მა­ღალ დო­ნე­ზე ცოდ­ნას მხო­ლოდ ტექ­ს­ტის რე­დაქ­ტი­რე­ბი­თა და წე­რი­სას ნორ­მა­ტი­უ­ლი გრა­მა­ტი­კის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით ამ­ტ­კი­ცებს. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­თა­ნა­დოდ შეს­წავ­ლა­სა და გა­აზ­რე­ბას, ესეც სწო­რედ წე­რი­ლო­ბი­თი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას წარ­მოჩ­ნ­დე­ბა.

2022 წლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მოც­დო ტეს­ტი მო­ი­ცავს შემ­დე­გი ტი­პის და­ვა­ლე­ბებს:

♦ ტექ­ს­ტის რე­დაქ­ტი­რე­ბა;

♦ წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა (აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და აირ­ჩი­ოს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ორი მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტი­დან ერთ-ერ­თი და უპა­სუ­ხოს ამ ტექ­ს­ტის შე­სა­ხებ დას­მულ არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხე­ბი­ან კითხ­ვებს);

♦ წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა (აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და იმ­ს­ჯე­ლოს და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი სა­კითხის შე­სა­ხებ იმ მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც მან აირ­ჩია სა­გა­მოც­დო ტეს­ტის II ნა­წი­ლის (წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის) და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად).

ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა 60 ქუ­ლაა. ტეს­ტის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­მო­ყო­ფი­ლია 3 სა­ა­თი, რაც, სა­მი­ნის­ტ­როს გან­მარ­ტე­ბით, რო­გორც ტეს­ტის ფორ­მა­ტის წი­ნას­წარ­მა გა­მოც­დამ აჩ­ვე­ნა, მო­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია.

რო­გორც აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა სა­გა­მოც­დო შე­დე­გე­ბის ყო­ველ­წ­ლი­უ­რი ანა­ლი­ზი ცხად­ყოფს, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად იწე­რე­ბა არა მარ­ტო უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა, ასე­ვე, მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბიც. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უცხო არა­ვის­თ­ვის არაა, რომ ხში­რად სტუ­დენ­ტე­ბი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ა­საც კი ვერ ფლო­ბენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, პე­და­გოგ­თა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა ჯგუ­ფებ­ში, არა­ერ­თ­გ­ზის დას­მუ­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხი: ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სა­გა­მოც­დო შე­დე­გე­ბით თავ­მო­წო­ნე­ბა თა­ვის მოტყუ­ე­ბაა!

ჩვე­ნი წე­რი­ლის მი­ზა­ნია, კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ სა­გა­მოც­დო ფორ­მა­ტი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, გა­მოვ­კ­ვე­თოთ მი­ზე­ზი, რომ­ლის გა­მოც ტეს­ტი სა­თა­ნა­დოდ ვერ ამოწ­მებს საგ­ნის სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ კომ­პე­ტენ­ცი­ებს.

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ტეს­ტე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის კომ­პ­ლექ­სურ შე­ფა­სე­ბას. წარ­მო­ვად­გენთ იმ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მელ­თაც, რო­გორც წე­სი, ამოწ­მებს გა­მოც­და ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში:

„1. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქის, ქვეყ­ნი­სა და კულ­ტუ­რის ტექ­ს­ტე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა მათ­ში ასა­ხუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის, თე­მე­ბის, იდე­ე­ბი­სა და პრობ­ლე­მა­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით.

  1. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია სხვა­დას­ხ­ვა ტექ­ს­ტ­ში ასა­ხუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­და­რე­ბა.
  2. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს კულ­ტუ­რუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გავ­ლე­ნა ტექ­ს­ტ­სა და მის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ა­ზე.
  3. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია მხატ­ვ­რუ­ლი ენის სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა“ (2022 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში).

თი­თო­ე­ულ ამ კომ­პე­ტენ­ცი­ას, 2022 წლის ერ­თი­ან ეროვ­ნულ სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა­ში, თან ერ­თ­ვის ვრცე­ლი მი­თი­თე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­დის არის შე­დე­გი თვალ­სა­ჩი­ნო. შე­სამ­ჩ­ნე­ვია, რომ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არაა, რა დო­ნის ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას უნ­და ფლობ­დეს აბი­ტუ­რი­ენ­ტი. სა­მა­გი­ე­როდ, სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, აბი­ტუ­რი­ენტს მო­ეთხო­ვე­ბა ქარ­თუ­ლი ენის ლექ­სი­კო­ლო­გი­ის, სტი­ლის­ტი­კის, მორ­ფო­ლო­გი­ის, სინ­ტაქ­სი­სა და პუნ­ქ­ტუ­ა­ცი­ის სა­კითხე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი ცოდ­ნა. სა­ინ­ტე­რე­სოა, გა­მოვ­ლინ­დე­ბა თუ არა აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­თა ცოდ­ნა რე­დაქ­ტი­რე­ბის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას? სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ არა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ტექ­ს­ტ­ში ენობ­რი­ვი შეც­დო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­სა და გას­წო­რე­ბას, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სჭირ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ენის ლექ­სი­კო­ლო­გი­ის, სტი­ლის­ტი­კის, სინ­ტაქ­სი­სა და პუნ­ქ­ტუ­ა­ცი­ის წე­სე­ბის ფლო­ბა, მაგ­რამ მა­ღა­ლი ქუ­ლის მი­სა­ღე­ბად ზე­და­პი­რუ­ლი ცოდ­ნაც საკ­მა­რი­სია. შე­დე­გად ვი­ღებთ იმას, რომ სა­გა­მოც­დო ტეს­ტის წარ­მა­ტე­ბით ჩამ­ბა­რე­ბე­ლი აპ­ლი­კან­ტე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ვერ ავ­ლე­ნენ გრა­მა­ტი­კის სა­კითხ­თა სა­თა­ნა­დო ცოდ­ნას, რაც, თა­ვის მხრივ, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ პრობ­ლე­მას ქმნის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სტუ­დენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას. უცხო­უ­რი ენის პე­და­გო­გე­ბიც ხში­რად უჩი­ვი­ან სტუ­დენ­ტებ­ში ლინ­გ­ვის­ტუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის უქონ­ლო­ბას. სტუ­დენ­ტე­ბი ვერ ას­ხ­ვა­ვე­ბენ მეტყ­ვე­ლე­ბის ნა­წი­ლებს, არ იც­ნო­ბენ ელე­მენ­ტა­რულ გრა­მა­ტი­კულ კა­ტე­გო­რი­ებს მა­შინ, რო­ცა სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით ეს ყო­ვე­ლი­ვე მო­ეთხო­ვე­ბათ.

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­კითხ­თა ცოდ­ნას აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბი­თა და წე­რი­ლო­ბი­თი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბით წარ­მო­ა­ჩე­ნენ. წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა მოწ­მ­დე­ბა ათი და­ხუ­რუ­ლი ტი­პის შე­კითხ­ვით. შე­კითხ­ვე­ბი ეხე­ბა რო­გორც ტექ­ს­ტის ში­ნა­არ­სობ­რივ, ისე მხატ­ვ­რულ მხა­რეს. წე­რი­ლო­ბით ნაშ­რომ­ში კი უნ­და წარ­მოჩ­ნ­დეს, რამ­დე­ნად სიღ­რ­მი­სე­უ­ლად აღიქ­ვა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა სა­ა­ნა­ლი­ზო ტექ­ს­ტ­ში დას­მუ­ლი სა­კითხი და და­ა­კავ­ში­რა ის თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბას­თან; გა­ი­აზ­რა ტექ­ს­ტის ლი­ტე­რა­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ კომ­პე­ტენ­ცი­ა­თა­გან, მა­ღა­ლი ქუ­ლის მი­სა­ღე­ბად, პირ­ვე­ლი სა­მის გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად და­დას­ტუ­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მე­ოთხე, მხატ­ვ­რუ­ლი ენის სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უ­მოწ­მე­ბე­ლი რჩე­ბა. ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით მოს­წავ­ლის მი­ერ მხატ­ვ­რუ­ლი ენის სპე­ცი­ფი­კა გა­აზ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში თუ:

♦ „წა­კითხულ ნა­წარ­მო­ებ­ში ამო­იც­ნობს მხატ­ვ­რულ სა­ხე­ებს და შე­ა­ფა­სებს მათ ეფექ­ტუ­რო­ბა­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას;

♦ გა­ნარ­ჩევს მხატ­ვ­რულ ნა­წარ­მო­ებ­ში მოვ­ლე­ნა­თა (ავ­ტო­რი­სე­ულ, პერ­სო­ნა­ჟის) სუ­ბი­ექ­ტურ და ობი­ექ­ტურ ხედ­ვას;

♦ გა­ი­აზ­რებს ენას, რო­გორც მხატ­ვ­რულ სა­ხე­თა შექ­მ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას;

♦ ადა­რებს ერ­თ­მა­ნეთს ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას მხატ­ვ­რულ და არამ­ხატ­ვ­რულ ტექ­ს­ტებ­ში და გა­ნი­ხი­ლავს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც სა­შუ­ა­ლე­ბას მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხის შე­საქ­მ­ნე­ლად (გზას მხატ­ვ­რუ­ლი გან­ზო­გა­დე­ბის­კენ);

♦ სა­უბ­რობს იმის თა­ო­ბა­ზე, რომ არამ­ხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტი უშუ­ა­ლოდ ასა­ხავს რე­ა­ლო­ბას, მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტი კი მეტ-ნაკ­ლე­ბად წყვეტს უშუ­ა­ლო კავ­შირს კონ­კ­რე­ტულ მოვ­ლე­ნას­თან და და­მო­უ­კი­დე­ბელ მხატ­ვ­რულ ფე­ნო­მენს ქმნის;

♦ გა­ი­აზ­რებს პო­ე­ტუ­რი ლო­გი­კის სპე­ცი­ფი­კუ­რო­ბას;

♦ გა­ნას­ხ­ვა­ვებს პო­ე­ტურ ხედ­ვა­სა და პო­ე­ტურ ხილ­ვას;

♦ გა­ი­აზ­რებს კონ­კ­რე­ტუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბას მხატ­ვ­რულ სა­ხე­თა სის­ტე­მა­ში“ (2022 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში).

წი­ნა წლებ­ში ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მოც­დო ტეს­ტ­ში მო­ცე­მუ­ლი ერთ-ერ­თი წე­რი­ლო­ბი­თი და­ვა­ლე­ბა, მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის ანა­ლი­ზი, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ავალ­დე­ბუ­ლებ­და, ემ­ს­ჯე­ლათ არა­მარ­ტო ნა­წარ­მო­ე­ბის ამო­ნა­რიდ­ში დას­მულ პრობ­ლე­მა­ზე, არა­მედ მხატ­ვ­რულ სა­ხე­ებ­ზეც. და­ვა­ლე­ბის ერთ-ერ­თი მი­თი­თე­ბის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­ებს დე­ტა­ლუ­რად უნ­და გა­ნე­ხი­ლათ ავ­ტო­რის სტი­ლი და ტექ­ს­ტის მხატ­ვ­რულ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, რის­თ­ვი­საც აუცი­ლე­ბე­ლი იყო სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა­ში მო­ცე­მულ ძი­რი­თად ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბით ტერ­მინ­თა ცოდ­ნა და ამ ცოდ­ნის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა.

2022 წლი­დან, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, სა­გა­მოც­დო წე­რი­ლო­ბი­თი და­ვა­ლე­ბის, ესე­ის, ფორ­მა­ტი შე­იც­ვა­ლა. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს აღარ მო­ეთხო­ვე­ბათ ტექ­ს­ტის მხატ­ვ­რულ-ეს­თე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი და ამ ანა­ლი­ზი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბი. მათ­თ­ვის ამო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ ნა­წარ­მო­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბულ მო­ნაკ­ვეთ­ში დას­მულ პრობ­ლე­მა­ზე მსჯე­ლო­ბა და ამ პრობ­ლე­მის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბაა. რო­გორც სა­გა­მოც­დო შე­ფა­სე­ბე­ბის ანა­ლიზ­მა ცხად­ყო, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, აბი­ტუ­რი­ენ­ტი სა­ერ­თოდ არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს ტექ­ს­ტის ეს­თე­ტი­კურ მხა­რეს ან ავ­ტო­რის სტილს და და­იმ­სა­ხუ­როს უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა. ამის გა­მო, ვფიქ­რობთ, გა­მოც­და არ­ს­ს­მოკ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა. მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­თა­ნა­დო შეს­წავ­ლა და და­მუ­შა­ვე­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და გუ­ლის­ხ­მობ­დეს მწერ­ლის სტი­ლი­სა და ტექ­ს­ტის ეს­თე­ტი­კუ­რი მხა­რის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, მას­ზე მსჯე­ლო­ბას.

ვფიქ­რობთ, ტეს­ტი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სა­თა­ნა­დოდ ვერ ამოწ­მებს სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მით გათ­ვა­ლი­სიწ­ნე­ბულ უნა­რებ­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ებს. ჩვენ კარ­გად გვეს­მის, რა­ო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ნა­წარ­მო­ებ­ში დას­მუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა მი­სი შეს­წავ­ლი­სა და თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის, თუმ­ცა მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­აზ­რე­ბა მხო­ლოდ ამით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, ტეს­ტის მი­ზა­ნი არაა მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ა­ფა­სოს მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბით, ისი­ნი გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ენათ­მეც­ნი­ე­რულ და ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ც­დო­ნე­ო­ბით სა­კითხებ­საც უნ­და იც­ნობ­დ­ნენ. ჩვე­ნი აზ­რით, ზე­მო­გან­ხი­ლულ პრობ­ლე­მურ სა­კითხებ­ზე და­ფიქ­რე­ბა სა­წინ­და­რი იქ­ნე­ბა სა­გა­მოც­დო მიზ­ნე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები