24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბა­ზე

spot_img

ნონა მაჭარაშვილი

სსიპ მალ­ხაზ აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩა­ის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის ერთ-ერ­თი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა მო­ზარ­დე­ბის ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ეს კი მოს­წავ­ლე­ებ­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის არ­სის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­სა და დამ­კ­ვიდ­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს თა­ვი­დან აირი­დოს ნე­გა­ტი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, საფ­რ­თხე არ შე­უქ­მ­ნას არა მარ­ტო სა­კუ­თარ თავს, არა­მედ სხვა­საც. დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად იქ­ცა ციფ­რუ­ლი სამ­ყა­რო, თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბით.

გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ან­გა­რიშ­ში მსოფ­ლი­ო­ში ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ხაზ­გას­მი­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის გავ­ლე­ნა კა­ცობ­რი­ო­ბა­ზე, კერ­ძოდ კი ბავ­შ­ვებ­ზე. ან­გა­რიშ­ში ნათ­ქ­ვა­მია, რომ ინ­ტერ­ნე­ტი გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შ­ვ­თა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტ­ზე, იქ­ნე­ბა ეს გა­ნათ­ლე­ბა, ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, ფსი­ქო­-ე­მო­ცი­უ­რი ზრდა, ქცე­ვა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი თუ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ტერ­ნეტს უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს: თვით­გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაა, ხელს უწყობს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში არ­სე­ბუ­ლი უამ­რა­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი (მაგ.: ონ­ლა­ინ ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი თა­მა­შე­ბი) ზრდის მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას და მას­წავ­ლე­ბელ­საც ეხ­მა­რე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სა­ინ­ტე­რე­სო ციფ­რუ­ლი მა­სა­ლით გამ­დიდ­რე­ბა­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად, არ­სე­ბობს ისე­თი უხი­ლა­ვი საფ­რ­თხე­ე­ბი, რომ­ლის აღ­მო­ჩე­ნა და შემ­დეგ მას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა არც ისე მარ­ტი­ვია. ასე­თი საფ­რ­თხე­ე­ბი კი მარ­თ­ლაც მრავ­ლა­დაა ციფ­რულ გა­რე­მო­ში, სა­დაც მო­ზარ­დე­ბი დიდ დროს ატა­რე­ბენ. შე­დე­გე­ბი კი, სა­ბო­ლო­ოდ, სა­ვა­ლა­ლოა – ყალიბდება მო­ზარ­დე­ბის ინ­ტერ­ნეტ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა/შეჩ­ვე­ვა, ძა­ლა­დობ­რი­ვი თა­მა­შე­ბი იწ­ვევს ნევ­რო­ზებს, ფსი­ქო­ზებს, მო­ზარ­დებს კონ­ფ­ლიქ­ტი აქვთ მშობ­ლებ­თან, ვარ­დე­ბი­ან დეპ­რე­სი­ა­ში. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა უმ­ც­რო­სი სას­კო­ლო ასა­კის მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თაც არ აქვთ ციფ­რუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბი, რაც მო­ი­ცავს, მა­თი მხრი­დან, ეკ­რან­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის მარ­თ­ვას, ვირ­ტუ­ა­ლურ და რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ბა­ლან­სის დამ­ყა­რე­ბას, ჯან­სა­ღი და არა­ჯან­სა­ღი ონ­ლა­ინ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­ნს­ხ­ვა­ვე­ბის უნარს. ასე­ვე, არ აქვთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლის იმიჯ­თან და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი.

ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლი­სა და მშობ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვა უხი­ლავ საფ­რ­თხე­ებ­თან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად. გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია დამ­რი­გებ­ლის რო­ლი, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია მშობ­ლებ­თან. მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩე­მი, რო­გორც დამ­რი­გებ­ლის მი­ერ, მშო­ბელ­თა და მოს­წავ­ლე­თა კი­ბერ­ც­ნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა-პრო­ექ­ტი, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, კერ­ძოდ, მე-5 და მე-6 კლა­სებ­ში.

კვლე­ვის პრო­ცეს­ში სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმის გარ­კ­ვე­ვა, თუ რა იცი­ან მშობ­ლებ­მა კი­ბერ­საფ­რ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ, რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­უ­ტა­რე­ბი­ათ, ასე­ვე, იც­ნო­ბენ თუ არა მა­თი შვი­ლე­ბის ვირ­ტუ­ა­ლურ სა­მე­გობ­რო წრეს, ხომ არ გას­ჩე­ნი­ათ ეჭ­ვი კი­ბერ­ბუ­ლინ­გის შე­სა­ხებ, იცა­ვენ თუ არა ბა­ლანსს მა­თი შვი­ლე­ბი ვირ­ტუ­ა­ლურ და რე­ა­ლურ სამ­ყა­როს შო­რის.

აქ­ვე უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მშო­ბელ­თა მხრი­დან პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის­თ­ვის მზა­ო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან ეს პრობ­ლე­მა ყვე­ლას აწუ­ხებს და გა­და­საჭ­რე­ლად ერ­თობ­ლი­ვი გზე­ბის გა­მო­ნახ­ვაა სა­ჭი­რო. მოს­წავ­ლე­თა გა­მო­კითხ­ვა­მაც აჩ­ვე­ნა, რომ ხში­რად სარ­გებ­ლო­ბენ ინ­ტერ­ნე­ტით და მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ კი­ბერ­საფ­რ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ.

პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე ერ­თობ­ლი­ვად ვნა­ხეთ ფილ­მი „უსას­რუ­ლო მსხვერ­პ­ლი“. ფილ­მის ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ კი გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია. მშობ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­ჭი­როა მე­ტი ყუ­რადღე­ბა, უნ­და და­ვაკ­ვირ­დეთ მო­ზარ­დის ქცე­ვას, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი არ გა­მოგ­ვე­პა­როს.

მოს­წავ­ლე­ე­ბი კი იმა­ზე და­ფიქ­რ­დ­ნენ, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­და­იქ­ცეს ერ­თი შე­ხედ­ვით უწყი­ნარ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სი­ცოცხ­ლი­სთ­ვის სა­ხი­ფა­თოდ. აქ­ვე, მშობ­ლებს გა­ვა­ცა­ნი და შევ­თა­ვა­ზე და­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ „მშო­ბელ­თა გზამ­კ­ვ­ლე­ვი ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში“, რო­მე­ლიც მომ­ზა­დე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თ­ვის და შე­ი­ცავს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, მო­ზარ­დე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და ციფ­რუ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის.

მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე­ე­ბიც ეს­წ­რე­ბოდ­ნენ, მშობ­ლებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს გზამ­კ­ვ­ლე­ვის ცალ­კე­უ­ლი თა­ვე­ბის მი­ხედ­ვით მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი PPT პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით, რომ­ლებ­საც მოკ­ლედ გა­გაც­ნოთ:

♦ მშობ­ლებ­მა უნ­და აუხ­ს­ნან შვი­ლებს, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ხა­ლი­სოა, მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, შე­იძ­ლე­ბა სა­ზი­ა­ნოც იყოს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, თუ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი და რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა არ იქ­ნე­ბა გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ღია ცის ქვეშ თა­მა­ში და ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თ­ვა.

♦ მშობ­ლებ­მა შვი­ლე­ბის მოწყო­ბი­ლო­ბებ­ში ისე­თი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი უნ­და გად­მოტ­ვირ­თონ, რომ­ლე­ბიც თა­ვად ფილ­ტ­რა­ვენ ასა­კობ­რივ კონ­ტენტს, მაგ: Google kids ან Youtube kids. სა­სურ­ვე­ლია, და­ა­ყე­ნონ რეკ­ლა­მის ბლო­კა­ტო­რე­ბი.

♦ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის უსაფ­რ­თხო­ე­ბის­თ­ვის კი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის ცოდ­ნა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მშობ­ლის პრო­ფილს და­ერ­თოს 6-დან 12-წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი აპ­ლი­კა­ცია, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ბავ­შ­ვი და მშო­ბე­ლი ნე­ბის­მი­ერ დროს დაბ­ლო­კა­ვენ არა­სა­სურ­ველ კონ­ტაქტს ამ აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით. მშობ­ლებ­მა ასე­ვე უნ­და ადევ­ნონ თვა­ლი შვი­ლის სა­მე­გობ­რო სი­ას.

♦ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან იზი­დავთ ვი­დეო და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი, სა­ჭი­როა თა­მა­შის დრო­ის კონ­ტ­რო­ლი, ასე­ვე მშობ­ლებს შე­უძ­ლი­ათ თვი­თო­ნაც ჩა­ერ­თონ თა­მაშ­ში შვი­ლებ­თან ერ­თად და აქ­ცი­ონ ოჯა­ხურ გა­სარ­თო­ბად, მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბებ­ზეც ერ­თად ისა­უბ­რონ. გარ­და ამი­სა, შე­უძ­ლი­ათ ბავ­შ­ვებს შეს­თა­ვა­ზონ სა­მა­გი­დე თა­მა­შე­ბი, რო­გო­რი­ცაა შა­ში, ჭად­რა­კი.

♦ ასე­ვე, სა­სურ­ვე­ლია, ვას­წავ­ლოთ შვი­ლებს, თა­ვი­დან აიცი­ლონ შემ­თხ­ვე­ვი­თი დაწ­კა­პუ­ნე­ბე­ბი, შე­უ­თან­ხ­მონ უფ­რო­სებს ამა თუ იმ აპ­ლი­კა­ცი­ის ჩა­მოტ­ვირ­თ­ვა, არ უპა­სუ­ხონ უცხო ნომ­რებს ან შეტყო­ბი­ნე­ბებს უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი­ს­გან და გა­უ­ზი­ა­რონ მშობ­ლებს, თუ­კი ასე­თი რამ მოხ­დე­ბა და ვინ­მე, მშობ­ლე­ბის მი­ერ დაშ­ვე­ბუ­ლი ნაც­ნო­ბე­ბის მიღ­მა, და­ე­კონ­ტაქ­ტე­ბა მათ.

♦ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ნე­ბის­მი­ერ მოწყო­ბი­ლო­ბა­სა თუ ან­გა­რიშ­ზე და­ა­ყე­ნონ ძლი­ე­რი პა­რო­ლე­ბი; არას­დ­როს გა­მო­ი­ყე­ნონ ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი ან მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღე­ბი; დრო­დარ­დო შეც­ვა­ლონ პა­რო­ლე­ბი, მო­ე­რი­დონ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში Wi-Fi ქსე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას; აუხ­ს­ნან შვი­ლებს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი Wi-Fi ქსე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მოწყო­ბი­ლო­ბებ­ზე წვდო­მის მარ­ტი­ვი გზაა.

მი­მო­ი­ხი­ლეს ისე­თი საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლი თა­მა­შე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ლურ­ჯი ვე­შა­პი, მო­მო გა­მოწ­ვე­ვა, და­რი­ჩი­ნის გა­მოწ­ვე­ვა და მა­თი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი.

და­სას­რულს, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და რა­ზეც ყვე­ლა შე­თან­ხ­მ­და, მშობ­ლე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ე­სა­უბ­რონ შვი­ლებს ე.წ. „ონ­ლა­ინ­მ­ტა­ცებ­ლე­ბის“ არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. და­არ­წ­მუ­ნონ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მის დროს შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ. სა­ჭი­როა მყა­რი ემო­ცი­უ­რი კონ­ტაქ­ტი, და­დე­ბი­თი მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ხში­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ეჭ­ვი გაგ­ვიჩ­ნ­და მო­ზარ­დის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე საფ­რ­თხის შემ­ც­ველ ონ­ლა­ინ თა­მა­შებ­ში. ასე­ვე, შეგ­ვიძ­ლია მივ­მარ­თოთ სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენტრს. მოს­წავ­ლე­ებ­მა კი უნ­და იცოდ­ნენ, რო­დე­საც მათ ვინ­მე ონ­ლა­ინ ავიწ­რო­ვებს, არ მო­ე­რი­დონ ზრდას­რუ­ლებ­თან ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს. ახ­სოვ­დეთ, რომ ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ონ­ლა­ინ ჩაგ­ვ­რის ან მუ­ქა­რის მსხვერ­პ­ლი.

ბავ­შ­ვებ­მა, ფილ­მის ყუ­რე­ბისა და მშო­ბელ­თა პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ, შექ­მ­ნეს სა­ინ­ტე­რე­სო პოს­ტე­რე­ბი სა­თა­უ­რით: „ფრთხი­ლად, ინ­ტერ­ნეტ­ში საფ­რ­თხე­ე­ბია!“ და გა­ნა­თავ­სეს სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში.

მე, რო­გორც დამ­რი­გე­ბელ­მა კი ვურ­ჩიე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ თვი­თონ მშობ­ლე­ბი აჩ­ვე­ნე­ბენ შვი­ლებს მა­გა­ლითს და არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს სა­დი­ლო­ბი­სას ან მან­ქა­ნის მარ­თ­ვის დროს; შეს­თა­ვა­ზე­ბენ მო­ზარ­დებს გა­რე აქ­ტი­ვო­ბებს, რო­გო­რი­ცაა: პიკ­ნი­კი, ლაშ­ქ­რო­ბე­ბი, პარ­კ­ში სე­ირ­ნო­ბა, მუ­ზე­უ­მე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და სხვ. ასე შეძ­ლე­ბენ ვირ­ტუ­ა­ლურ და რე­ა­ლურ სამ­ყა­როს შო­რის ბა­ლან­სის დაც­ვას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები