23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ევროპის მასშტაბით გამორჩეული ერთ-ერთი სკო­ლა

spot_img

9 ნო­ემ­ბერს, JA Europe-ის ManpowerGroup-თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ევ­რო­პუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის TESAwards 2020 — „სა­მე­წარ­მეო სკო­ლის ჯილ­დო“ — და­ჯილ­დო­ე­ბის რი­გით მე-6 ცე­რე­მო­ნია და ვორ­ქ­შო­ფი გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ევ­რო­პის 25 ქვეყ­ნის 29 სა­უ­კე­თე­სო სა­მე­წარ­მეო სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს 2020 წლის სა­უ­კე­თე­სო სა­მე­წარ­მეო სკო­ლის სა­ხე­ლით, ონ­ლა­ინ ღო­ნის­ძი­ე­ბას თბი­ლი­სის №175 სა­ჯა­როს სკო­ლის მე­წარ­მე­ო­ბის, ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი თამარ მორ­გო­შია ეს­წ­რე­ბო­და.

The Entrepreneurial School Award — „სა­მე­წარ­მეო სკო­ლის ჯილ­დო“ ყო­ველ­წ­ლი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, სა­დაც ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბი­დან, ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენ­ტის მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი კერ­ძო ან სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი და პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რო­გორც წლის სა­უ­კე­თე­სო სკო­ლე­ბი სა­მე­წარ­მეო გა­ნათ­ლე­ბის კუთხით. TES Award-ის მი­ზა­ნია, ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით, სკო­ლებს, დი­რექ­ტო­რებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს, სა­მე­წარ­მეო სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­როს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სკო­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წ­რე­ბი­ან სე­მი­ნა­რებს და ერ­თ­მა­ნეთს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ. მათ გა­და­ე­ცე­მათ 123 ქვე­ყა­ნა­ში ცნო­ბა­დი სერ­ტი­ფი­კა­ტი და სა­უ­კე­თე­სო სა­მე­წარ­მეო სკო­ლის ჯილ­დო.

JA Europe-ის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი TES Awards ხელს უწყობს პრო­ფე­სი­ულ, კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლებს, მე­ტი ყუ­რადღე­ბა და­უთ­მონ მე­წარ­მე­ო­ბის სწავ­ლე­ბას, რა­თა ახალ­გაზ­რ­დე­ბი მო­მა­ვალ­ში უკეთ იყ­ვ­ნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი სა­მუ­შა­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად. ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის (Man­power­Group და JA Europe) აზ­რით: „გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ხვა­ლინ­დე­ლი ლი­დე­რე­ბი დღე­ვან­დე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, მას­წავ­ლებ­ლე­ბი თა­მა­შო­ბენ კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მტკი­ცე მო­მავ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ახა­ლი ციფ­რუ­ლი რე­ა­ლო­ბა აერ­თი­ა­ნებს უნარ-ჩვე­ვე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას, რო­მელ­თა­ნაც ყვე­ლამ უნ­და მო­ვახ­დი­ნოთ ადაპ­ტი­რე­ბა, უნ­და და­ვეხ­მა­როთ ჩვენს ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რ­დებს, მო­ემ­ზა­დონ ამის­თ­ვის და მუდ­მი­ვად გა­ზარ­დონ მა­თი და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ მას­წავ­ლებ­ლებს, რო­გორც ექ­ს­პერ­ტებს, გახ­დ­ნენ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, რა­თა და­ეხ­მა­რონ მოს­წავ­ლე­ებს გა­ნა­ვი­თა­რონ ის უნა­რე­ბი, რაც მათ სჭირ­დე­ბათ რო­გორც ახ­ლა, ისე მო­მა­ვალ­ში“.

ელე­ნე რთვე­ლა­ძე, ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი და პრო­ექ­ტის „სა­მე­წარ­მეო გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა ევ­რო­პა­სა და ევ­რა­ზი­ა­ში“ კო­ორ­დი­ნა­ტო­რი: „სა­მე­წარ­მეო სკო­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში იმარ­თე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხე­ლით, უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია, ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ თბი­ლი­სის №175 სა­ჯა­რო სკო­ლა ევ­რო­პის 25 ქვეყ­ნის 39 სა­უ­კე­თე­სო სა­მე­წარ­მეო სკო­ლებს შო­რის და­სა­ხელ­და.

ამ სკო­ლა­ში, უკ­ვე მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის სა­ხით, ის­წავ­ლე­ბა ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენ­ტის პროგ­რა­მა „მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი“. სწავ­ლე­ბის პრო­ცესს ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო, აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის „სა­მე­წარ­მეო გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა ევ­რო­პა­სა და ევ­რა­ზი­ა­ში“ ფარ­გ­ლებ­ში, უწევს მო­ნი­ტო­რინგს, ამ­ზა­დებს მას­წავ­ლებ­ლებს და ატა­რებს სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და კონ­კურ­სებს პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის.“

ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნე ამ­ბობს, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, №175 სა­ჯა­რო სკო­ლა, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებს. წელ­საც მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნი­ლი მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია „Helmet Vision“ წლის სა­უ­კე­თე­სო კომ­პა­ნი­ად და­სა­ხელ­და და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხე­ლით, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ევ­რო­პის წლის სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ე­ბის კონ­კურ­ს­ში, „City Foundation“-ის ნო­მი­ნა­ცი­ა­შიც გა­ი­მარ­ჯ­ვა, რო­გორც „მომ­ხ­მა­რე­ბელ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ“. სწო­რედ მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლის, ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ მორ­გო­ში­ას თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის შე­დე­გია ის, რომ წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სა­მე­წარ­მეო სკო­ლა გახ­და თბი­ლი­სის №175 სა­ჯა­რო სკო­ლა და ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო სა­მე­წარ­მეო სკო­ლებს შო­რი­საც და­სა­ხელ­და. რა თქმა უნ­და, სკო­ლის­თ­ვის TES Awards — სა­მე­წარ­მეო სკო­ლის ჯილ­დო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლოა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღი­ა­რე­ბას ნიშ­ნავს, რომ ის სა­უ­კე­თე­სოა სა­მე­წარ­მეო გა­ნათ­ლე­ბის კუთხით რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით.

175-ე სა­ჯა­როს სკო­ლის მე­წარ­მე­ო­ბის, ეკო­ნო­მი­კის და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­მარ მორ­გო­შია ამ­ბობს, რომ მა­თი სკო­ლა 2008 წლი­დან თა­ნამ­შ­რომ­ლობს ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენტ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვი­თარ­დე­ბი­ან და იზ­რ­დე­ბი­ან, ცდი­ლო­ბენ, ყო­ველ­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ტი შექ­მ­ნან. სხვა­დას­ხ­ვა კონ­კურ­სებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პირ­ვე­ლად დავ­სა­ხელ­დ­ნენ, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო სა­მე­წარ­მეო სკო­ლა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მარ­ტო მის­თ­ვის ან სკო­ლის­თ­ვის, არა­მედ ქვეყ­ნის­თ­ვი­საც. „შე­იძ­ლე­ბა ეს აღი­ა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არა­ფერს ცვლის, თუმ­ცა, უთუ­ოდ სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ გა­ფა­სე­ბენ. ეს ჩემ­თ­ვის სტი­მუ­ლია, რა­თა უფ­რო მე­ტად მო­ვინ­დო­მო და ვიშ­რო­მო, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის გა­მო, ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო სა­მე­წარ­მეო სკო­ლე­ბის 2020 წლის და­ჯილ­დო­ე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი ვორ­ქ­შო­ფებს და­ეთ­მო, სა­დაც უცხო­ელ­მა კო­ლე­გებ­მა ჩვენ, მიწ­ვე­ულ მას­წავ­ლებ­ლებს, გა­მოც­დი­ლე­ბა გაგ­ვი­ზი­ა­რეს, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო და ვფიქ­რობ, და­მეხ­მა­რე­ბა ჩე­მი პრაქ­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.“ — გვითხრა ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რმა.

მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში მას, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, საკ­მა­ოდ ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­არ­ჩევს კომ­პა­ნია „Helmet Vision“, რომ­ლის გა­მოც ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენტ სა­ქარ­თ­ვე­ლომ 175-ე სკო­ლა ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო სა­მე­წარ­მეო სკო­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე წა­რად­გი­ნა.

2020 წელს მოს­წავ­ლე­ებ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია „Helmet Vision“ , რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც შექ­მ­ნეს პრო­დუქ­ტი — „ჭკვი­ა­ნი ჩაფხუ­ტი“, მე­ხან­ძ­რის სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის. ჩაფხუტ­ზე და­ტა­ნი­ლი სენ­სო­რე­ბი მე­ხან­ძ­რეს დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბულ გა­რე­მო­ში გზის გაკ­ვ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ამ პრო­ექ­ტით მოს­წავ­ლე­ებ­მა, თე­ბერ­ვალ­ში, ეს­ტო­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე, „ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი კომ­პა­ნი­ის“ ჯილ­დო აიღეს. აპ­რილ­ში კი, ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენტ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­კურ­ს­ზე, „სა­ქარ­თ­ვე­ლოს 2020 წლის სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ად“ აღი­ა­რეს. კომ­პა­ნია „Helmet Vision“-მა წა­რად­გი­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, „ევ­რო­პის — 2020 წლის სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ე­ბის“ კონ­კურ­ს­ზე, სა­დაც გა­ი­მარ­ჯ­ვეს ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „მომ­ხ­მა­რე­ბელ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია“. წარ­მ­დ­გე­ნი იყო „City Foundation“. მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ის წევ­რე­ბი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბით და ფა­სი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბით და­ჯილ­დოვ­დ­ნენ.

ქალ­ბა­ტო­ნ თა­მა­რს მიაჩნია, რომ სკო­ლა­ში საგ­ნის მე­წარ­მე­ო­ბის სა­უძ­ვ­ლე­ბის“ სწავ­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და, ამა­ვე დროს, უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლე­ებს, მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რი ბიზ­ნეს პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ. საგ­ნის სწავ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­დი­ან ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენ­ტის პროგ­რა­მას „მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია“, სა­დაც ისი­ნი სწავ­ლო­ბენ, რო­გორ უნ­და და­ა­ფუძ­ნონ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი და მო­ახ­დი­ნონ მი­სი ოპე­რი­რე­ბა, მუ­შა­ო­ბენ იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა­ზე, იკ­ვ­ლე­ვენ ბა­ზარს, ირ­ჩე­ვენ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს, ასე­ვე, იზი­და­ვენ სა­აქ­ციო კა­პი­ტალს, აფი­ნან­სე­ბენ, ავი­თა­რე­ბენ და ბა­ზარ­ზე გა­აქვთ პრო­დუქ­ტი ან მომ­სა­ხუ­რე­ბას არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით აკე­თე­ბენ, გას­ცე­მენ ხელ­ფასს, წლის ბო­ლოს კი, ამ­ზა­დე­ბენ ფი­ნან­სურ ან­გა­რიშ­გე­ბას აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის­თ­ვის და ახ­დე­ნენ კომ­პა­ნი­ის ლიკ­ვი­და­ცი­ას, რად­გან ეს სას­წავ­ლო პრო­ექ­ტია და მხო­ლოდ ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

პროგ­რა­მის მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მო­ი­მუ­შა­ონ მე­წარ­მე­ო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი, რაც მო­მა­ვალ­ში მათ თა­ვის დამ­კ­ვირ­დე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ, და­ა­ნა­ხოს თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­წარ­მე­ო­ბის ღირ­სე­ბე­ბი, გა­უ­ჩი­ნოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სურ­ვი­ლი, აქ­ცი­ოს ისი­ნი თა­ვი­სუ­ფალ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა, გარ­და იმი­სა, რომ პრო­ექ­ტე­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გა­მო­ი­მუ­შა­ვეს გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის, პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, მარ­კე­ტინ­გის, ოპე­რი­რე­ბის, ფი­ნან­სე­ბის მარ­თ­ვის უნა­რე­ბი, ასე­ვე და­ე­უფ­ლ­ნენ ისეთ უნა­რებს, რა­მაც მა­თი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია გან­საზღ­ვ­რა. მათ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რ­ძე­ლეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა, რა პო­ზი­ცი­აც კომ­პა­ნია­ში ეკა­ვათ. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი კომ­პა­ნი­ის HR მე­ნე­ჯე­რი — თა­მარ მაზ­მიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რიცხა.

კომ­პა­ნი­ის „skill board“ წევ­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, და­არ­სონ თა­ვი­ან­თი სტარ­ტაპ კომ­პა­ნია და და­იწყონ რე­ა­ლუ­რი ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა. სკო­ლა­ში სწავ­ლი­სა და მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მათ გავ­ლი­ლი აქვთ ყვე­ლა დე­ტა­ლი, რაც სა­ჭი­როა კომ­პა­ნი­ის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე, გათ­ვ­ლი­ლი აქვთ ერ­თი წლის სა­ვა­რა­უ­დო ბი­უ­ჯე­ტი და რის­კე­ბიც მი­ნი­მუ­მამ­დე აქვთ დაყ­ვა­ნი­ლი.

არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის — „მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის“ შეს­წავ­ლი­სად­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან ძა­ლი­ან დი­დია.

მა­რი­ამ ფარ­ქო­სა­ძე, თბი­ლი­სის 175 სა­ჯა­რო სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ამა­ვე სკო­ლის კომ­პა­ნი­ის „Helmet Vision“ CEO გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი: „2019 წელს, სკო­ლა­ში, მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის შეს­წავ­ლა და­ვიწყეთ. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, შეგ­ვექ­მ­ნა მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია. ჩე­მი მე­გობ­რის, გაბ­რი­ელ ახ­სა­ბა­ძის ძა­ლი­ან კარ­გი იდე­ის ირ­გ­ვ­ლივ 4 მოს­წავ­ლე, ჩვენს მას­წავ­ლე­ბელ­თან — თა­მარ მორ­გო­ში­ას­თან ერ­თად, გა­ვერ­თი­ან­დით და, სულ მა­ლე, იდეა რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ეთ. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო იყო სა­მუ­შაო პრო­ცე­სი, რის შე­დე­გა­დაც სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი — „ჭკვი­ა­ნი ჩაფხუ­ტი“ შევ­ქ­მე­ნით, რო­მელ­მაც არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბა მოგ­ვა­პო­ვე­ბი­ნა.

მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ა­ში „Helmet Vision“ მუ­შა­ო­ბის დროს ვერც კი ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რა­ო­დენ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე და რო­გორ გა­ვი­ზარ­დე, გა­სუ­ლი ერ­თი წლის გან­მა­ლო­ბა­ში, თუმ­ცა, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის, თე­ო­რი­ის შეს­წავ­ლა და­ვიწყ­დე, მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს უკ­ვე მქონ­და პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად, მუდ­მი­ვად გვი­წევ­და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა, სა­ჯა­როდ გა­მოს­ვ­ლა, უცხო­ე­ლებ­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, რაც მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის­თ­ვის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. პრო­დუქ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ძა­ლი­ან ბევ­რი დაბ­რ­კო­ლე­ბა შეგ­ვ­ხ­ვ­და, ზო­გი გა­დავ­ლა­ხეთ, ზო­გი ვე­რა, ბევრ შეც­დო­მებ­საც ვუშ­ვებ­დით, თუმ­ცა, ამ შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბით ერ­თი ნა­ბი­ჯით წინ მი­ვი­წევ­დით. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ნი ერ­თად ვშრო­მობ­დით, ვუს­მენ­დით ერ­თ­მა­ნეთს და და­ძა­ბულ მო­მენ­ტებ­შიც კი ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დით სიმ­შ­ვი­დეს, რის შე­დე­გა­დაც ვის­წავ­ლეთ გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა რო­გორც ჩემს პრო­ფე­სი­ულ, ისე პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყო ხე­ლი. ახ­ლა, ყვე­ლა­ნი ვცდი­ლობთ, ის უნა­რე­ბი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ამ „Helmet Vision“ შეგ­ვ­ძი­ნა, პო­ზი­ტი­უ­რი საქ­მის კე­თე­ბის­კენ მივ­მარ­თოდ“.

მა­კა ყი­ფი­ან­ი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები