25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დმა­ნი­სი არ არის შორს!

spot_img

მზე­ვი­ნარ ბაქ­რა­ძე

დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ
პან­ტი­ა­ნის სა­ჯა­რო
სკო­ლის დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი,
პროგ­რა­მა „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი
სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა“

 

რო­ცა მეცხ­რე კლა­სის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ამო­ვი­კითხე ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლი ევ­რო­პე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა ნაშ­თე­ბიც, და­ახ­ლო­ე­ბით, 1.8 მი­ლი­ო­ნი წლი­საა და აღ­მო­ა­ჩი­ნეს 1991 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, დმა­ნის­ში.

„— უჰ, რა შორს ჩემ­გან!“ — გა­ვი­ფიქ­რე და ამ ფიქ­რ­ში მხო­ლოდ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა ვი­გუ­ლის­ხ­მე, — მე ზეს­ტა­ფონ­ში ვცხოვ­რობ­დი.

იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა ექი­მის პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა უფ­რო მსურ­და, ვიდ­რე მას­წავ­ლებ­ლი­სა, არც შე­მეძ­ლო, მე­ფიქ­რა, რომ დმა­ნის­ში სწო­რედ პრო­ფე­სია მი­მავ­ლენ­და და სა­კუ­თა­რი თვა­ლით მო­მი­წევ­და ნახ­ვა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი პირ­ვე­ლი ევ­რო­პე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა — მზი­ა­სა და ზეზ­ვა­სი.

ეს იყო 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში, რო­ცა სა­მუ­შა­ოდ წა­მო­ვე­დი დმა­ნის­ში.

ახ­ლაც სავ­სედ მახ­სოვს ჩე­მი მა­შინ­დე­ლი გან­ც­დე­ბი: მი­დი­ხარ უცხო ად­გი­ლას, სა­დაც შე­ნი­ა­ნი არა­ვინ გე­ლო­დე­ბა, სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ან­თა ჭერ­ქ­ვეშ უნ­და იცხოვ­რო, ას­წავ­ლო ბავ­შ­ვებს, რო­მელ­თა ენაც არ გეს­მის, მათ კი — შე­ნი არ იცი­ან.

და ამ დროს შენ­ზე იმ­დე­ნი რა­მეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი…

შენ კი შე­იყ­ვა­რებ, ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს შე­ნი პრო­ფე­სიაა და ამ საქ­მის სა­კე­თებ­ლად სიყ­ვა­რუ­ლით მო­დი­ხარ, მაგ­რამ ისი­ნი შე­გიყ­ვა­რე­ბენ? რო­გორ შე­ეწყო­ბა ერ­თ­მა­ნეთს ორი სხვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნე­ბით?

არ მინ­დო­და, ამა­ზე მე­ფიქ­რა. გზას და­ძა­ბუ­ლი გავ­ყუ­რებ­დი, არ გავ­ც­დე­ნო­დი შე­სახ­ვევს იმ სოფ­ლის, სა­დაც სა­მუ­შა­ოდ გა­მამ­წე­სეს.

ბო­ლოს გზაც დას­რულ­და, მას­პინ­ძელ ოჯახ­შიც მი­ვე­დი და ჩემს ზურგს უკან ჭიშ­კა­რი რომ და­ი­კე­ტა, ისე უმ­წე­ოდ და უსუ­სუ­რად ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი, ტი­რი­ლი მო­მინ­და.

ახ­ლა აქ იყო ჩე­მი ოჯა­ხი, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე მა­თი ახ­ლობ­ელი ვი­ყა­ვი, მა­თი შვი­ლი, მა­თი და, მა­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

მე­რე გა­ვი­და დმა­ნი­სუ­რად ცი­ვი, თოვ­ლი­ა­ნი, სუს­ხი­ა­ნი, უკა­რე­ბა დღე­ე­ბი და ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად შე­მაჩ­ვია ჩემს ახალ ცხოვ­რე­ბას.

თურ­მე, რი­სა მე­ში­ნო­და!

სი­კე­თე მხვდე­ბო­და ყველ­გან: მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბის, გზად შეხ­ვედ­რილ სოფ­ლის მკვიდ­რ­თა თვა­ლებ­ში. ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ბედ­ნი­ე­რი სი­კე­თე­ზე მეც ორ­მა­გი სი­კე­თით ვპა­სუ­ხობ­დი.

ასე და­იწყო და დამ­თავ­რ­და ჩე­მი პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რი სას­კო­ლო გა­რე­მო­ში. იყო სირ­თუ­ლე­ე­ბი, პრობ­ლე­მე­ბიც მქონ­და, ცრემ­ლი­ა­ნი მო­ნატ­რე­ბით სავ­სე დღეც ბევ­რ­ჯერ და­ვა­ღა­მე, მაგ­რამ ახა­ლი სა­მუ­შაო დღის და­საწყი­სი, სკო­ლის შე­ნო­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბა, მოს­წავ­ლე­თა მო­რი­დე­ბით წარ­მოთ­ქ­მუ­ლი „სა­ლა­მი“, მა­თი ჩემ­და­მი მო­ლო­დი­ნე­ბი ზღვა ენერ­გი­ით მავ­სებ­და და ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბას მარ­ტი­ვად მა­ვიწყებ­და.

მე­რე მე მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში მო­მი­წია სა­მუ­შა­ოდ გა­დას­ვ­ლა.

პირ­ველ ად­გი­ლას ჩემ­მა რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ან­მა ცხოვ­რე­ბა-მოღ­ვა­წე­ო­ბამ იმო­დე­ნა გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა, რომ ახალ საცხოვ­რე­ბელ თუ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში თავს უკ­ვე თით­ქ­მის ში­ნა­უ­რად ვგრძნობ­დი. აქაც დამ­ხ­ვ­დურ­თა კე­თილ­გან­წყო­ბა მეხ­მა­რე­ბო­და და მაძ­ლევ­და სტი­მულს.

მოს­წავ­ლე­ე­ბი შო­რი­დან, სკო­ლის­კენ გზა­ზე მი­მა­ვალს რომ და­მი­ნა­ხავ­დ­ნენ, ეზო­ში გა­მო­ე­ფი­ნე­ბოდ­ნენ, უხა­რო­დათ ჩე­მი და­ნახ­ვა. იგი­ვე სით­ბო თვა­ლებ­ში, იგი­ვე მო­რი­დე­ბა, ბი­ჭე­ბის მხრი­დან ჩვე­უ­ლი ჟეს­ტი — ქუ­დის მოხ­და მი­სალ­მე­ბი­სას. ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა აქაც ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოდ და­იწყო და წა­რი­მარ­თა. თით­ქ­მის ყო­ველ­დღე, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, ვხვდე­ბო­დით ერ­თ­მა­ნეთს და ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დით, ვიღ­რ­მა­ვებ­დით ცოდ­ნას, რა­თა უკეთ შეგ­ვ­ძ­ლე­ბო­და კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ხელ­მ­წი­ფო ენა­ზე. ვმუ­შა­ობ­დი თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც, მა­თაც ვეხ­მა­რე­ბო­დი ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა­ში. ვაწყობ­დით ლაშ­ქ­რო­ბა-ექ­ს­კურ­სი­ებს, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ვგეგ­მავ­დი და ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი სას­წავ­ლო პრო­ექ­ტებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ჩვენ­თან ახ­ლაც პო­პუ­ლა­რუ­ლია. პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბამ ძალ­ზე გა­ა­მარ­თ­ლა და ეფექ­ტუ­რად და­მეხ­მა­რა მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში. ამ მუ­შა­ო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი VI-IX კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი: ნა­ილ რა­მა­ზა­ნო­ვი, ქა­ნან კურ­ბა­ნო­ვი, ალია შა­რი­ფო­ვა, ნერ­მინ შა­რი­ფო­ვა, ფუნ­და სუ­ლე­ი­მა­ნო­ვა, ელ­ჯან შა­რი­ფო­ვი.

მათ­თან მუ­შა­ო­ბა, მა­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა და სირ­თუ­ლი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ით მავ­სებს და და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით მმუხ­ტავს.

და სი­კე­თე… სი­კე­თე…

ამას არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა!

მახ­სოვს, სა­ა­ხალ­წ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის­თ­ვის ვემ­ზა­დე­ბო­დით.

კვი­რის დღე­ებ­ში გაკ­ვე­თი­ლებ­სა და და­მა­ტე­ბით მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს ვერ ავუ­დი­ო­დით და დრო არ გვრჩე­ბო­და, ღო­ნის­ძი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე რომ გვე­მუ­შა­ვა. ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ე­ბი კვი­რა დღეს და­ვი­ბა­რე სკო­ლა­ში. იმ დი­ლით თოვ­და და ცი­ო­და. დათ­ქ­მუ­ლი დრო­ის­თ­ვის სკო­ლა­ში წა­ვე­დი. მივ­დი­ო­დი და სადღაც გუ­ლის გულ­ში ფა­თუ­რობ­და ეჭ­ვი, რომ შე­საძ­ლოა, ბავ­შ­ვე­ბი დღეს სკო­ლა­ში არც მო­სუ­ლიყ­ვ­ნენ და მე მარ­ტოს მო­მი­წევ­და მის­ვ­ლა და ლო­დი­ნი.

ჩა­მო­ვი­ა­რე შა­რაგ­ზა­ზე. თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში სკო­ლის ეზო მო­ექ­ცა და გულ­მა სი­ხა­რუ­ლი ვე­ღარ და­ი­ტია, რო­ცა ერთ-ერ­თი საკ­ლა­სო ოთა­ხის (რო­მელ­საც სა­რე­პე­ტი­ცი­ოდ ვი­ყე­ნებ­დით) საკ­ვა­მუ­რი­დან ამო­სუ­ლი ბო­ლი და ეზო­ში გა­მოშ­ლი­ლი ბავ­შ­ვე­ბი და­ვი­ნა­ხე. ჩემ­ზე ად­რე მი­სუ­ლიყ­ვ­ნენ, ცეცხ­ლიც და­ენ­თოთ, რომ სით­ბო დამ­ხ­ვედ­რო­და. ახ­ლა კი იდ­გ­ნენ და გზას გა­მოჰ­ყუ­რებ­დ­ნენ, მე­ლოდ­ნენ. ის ფიქ­რი აწ­ვა­ლებ­დათ, რომ ასეთ ამინ­დ­ში შე­იძ­ლე­ბა მე თვი­თონ გა­და­მე­ფიქ­რე­ბი­ნა და არ მივ­სუ­ლი­ყა­ვი.

ასე­თი სა­ბედ­ნი­ე­რო მო­მენ­ტი ბევ­რი მქო­ნია და გა­მო­მიც­დია. მათ­ზე სა­უბ­რით თავ­ს არ შე­გაწყენთ. ის მო­მენ­ტე­ბი ჩე­მი არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის გა­მარ­თ­ლე­ბაა, ჩემ­თ­ვის ფას­და­უ­დე­ბე­ლია და ყო­ველ­თ­ვის ბედ­ნი­ერ მო­გო­ნე­ბად შე­მომ­რ­ჩე­ბა ხსოვ­ნა­ში.

და­სას­რულ, მინ­და ვთქვა, ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ერ ახალ გა­რე­მო­ში რწმე­ნა აძ­ლი­ე­რებს, რწმე­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვის, თა­ვი­სი საქ­მის, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, რწმე­ნა სი­კე­თის და სიყ­ვა­რუ­ლის. რა­საც გავ­ცემთ, იგი­ვე გვიბ­რუნ­დე­ბა, ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა კი მარ­თ­ლაც სულს კურ­ნავს. ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მე მარ­ტო მას­წავ­ლე­ბე­ლი კი არა, უფ­რო­სი მე­გო­ბა­რიც ვარ, რო­მე­ლიც ას­წავ­ლის მათ და სწავ­ლობს მათ­გან.

სხვაგ­ვა­რად მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა შე­უმ­დ­გა­რია.

დმა­ნი­სი!

მად­ლო­ბა პრო­ექტს „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა“, რო­მელ­მაც აქ მო­მავ­ლი­ნა და დმა­ნი­სი მას­წავ­ლა. ახ­ლა სხვა­ნა­ი­რად ძლი­ე­რი ვარ.

ახ­ლა ძალ­ზე მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თ­ვის იმ მეცხ­რეკ­ლა­სე­ლი გო­გოს ფიქ­რე­ბი, დმა­ნი­სი უსას­რუ­ლოდ შორს რომ წარ­მო­ედ­გი­ნა.

და­მი­ახ­ლოვ­და დმა­ნი­სი.

ის ახ­ლა ჩემ­თ­ვის ზეს­ტა­ფო­ნი­და­ნაც კი თი­თის ერთ გაწ­ვ­დე­ნა­ზეა!

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები