25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში

spot_img

 

დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა ნიშ­ნავს სწავ­ლე­ბის ტემ­პის, სირ­თუ­ლის ან მე­თო­დის ცვლას თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის, სწავ­ლე­ბის სტი­ლი­სა ან ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით (HAECOX, 2002).

ამ სტა­ტი­ა­ში წარ­მო­გიდ­გენთ პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ მიდ­გო­მას ემ­ყა­რე­ბა, ეს ზო­გა­დი მიდ­გო­მაა, რო­მე­ლიც შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­ვი­სი საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას. არ­სე­ბობს ასე­თი სტე­რე­ო­ტი­პი, რომ ფი­ზი­კა რთუ­ლი სა­გა­ნია, რა­საც გა­ნამ­ტ­კი­ცებს სკო­ლა­ში საგ­ნი­სად­მი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია ასე­თი აზ­რი — „არ მეს­მის“, „არ მომ­წონს“, „მას­წავ­ლე­ბელ­მა თვი­თონ არ იცის სა­გა­ნი“, „მას­წავ­ლე­ბე­ლი მცოდ­ნეა, მაგ­რამ ვერ გვიხ­ს­ნის“, „რა­ში მჭირ­დე­ბა“ და ა.შ. ხან­და­ხან მგო­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ნის პირ­ზე მო­სი­ა­რუ­ლე ჯამ­ბა­ზია, რო­მელ­საც პა­წა­წი­ნა შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბაც კი არ აქვს. ჩე­მი კო­ლე­გე­ბის წი­ნა­შე მუდ­მი­ვად დგას ასე­თი კითხ­ვე­ბი:

♦  რო­გორ შევ­ც­ვა­ლო მოს­წავ­ლე­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საგ­ნის მი­მართ?

♦ რა უნ­და გა­კეთ­დეს იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სი გახ­დეს მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნის ნა­წი­ლი?

♦ რო­გორ გავ­ხა­დო სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არა­მო­საწყე­ნი?

♦  რო­გორ გან­ვა­ვი­თა­რო მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი?

♦  რო­გორ მო­ვუ­ძებ­ნო სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლი?

ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია „წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბის“ მო­ძებ­ნა და მორ­გე­ბა თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ზე, ანუ ის შუ­ა­ლე­დი უნ­და მო­ი­ძებ­ნოს, რო­მელ­შიც ყვე­ლა მოს­წავ­ლე სწავ­ლობს სირ­თუ­ლის ხელ­მი­საწ­ვ­დომ დო­ნე­ზე. მკა­ფი­ოდ უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს მი­ნი­მა­ლუ­რი დო­ნე, ზო­გა­დი მოთხოვ­ნე­ბის დო­ნე, ასე­ვე, მაქ­სი­მუ­მი, რი­სი მიღ­წე­ვაც შე­უძ­ლია მოს­წავ­ლეს. სწო­რედ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

სწავ­ლე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ჩემ მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა, ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სთ­ვის. ეს არის მრა­ვალ­დო­ნი­ა­ნი ბა­რა­თი-და­ვა­ლე­ბე­ბი თვით­შე­მოწ­მე­ბი­სთ­ვის. თი­თო­ე­უ­ლი ბა­რა­თი 3 და­ვა­ლე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა:

⇒  პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა — ფი­ზი­კუ­რი კა­ნო­ნის ან ფორ­მუ­ლის ცოდ­ნა;

⇒ მე­ო­რე და­ვა­ლე­ბა — ორ, სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ამო­ცა­ნა ფორ­მუ­ლი­დან ან კა­ნო­ნი­დან უც­ნო­ბი სი­დი­დის და­სად­გე­ნად;

მე­სა­მე და­ვა­ლე­ბა მო­ითხოვს კომ­ბი­ნი­რე­ბულ ცოდ­ნას.

მა­გა­ლი­თის­თ­ვის შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ერთ ასეთ ბა­რათს მე-8 კლა­სის ფი­ზი­კის კურ­სი­დან — ბერ­კე­ტი. პი­რო­ბი­თად, და­ვა­ლე­ბე­ბის ნომ­რებს დო­ნე­ე­ბი და­ვარ­ქ­ვათ.

და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე თა­ვად გან­საზღ­ვ­რავს რო­მე­ლი „დო­ნის“ მიღ­წე­ვა შე­უძ­ლია, რა იცის? რა არ იცის?

ასე­თი ბა­რა­თე­ბი­სა და სლა­ი­დე­ბის მომ­ზა­დე­ბა, მარ­თა­ლია, დიდ შრო­მას მო­ითხოვს მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან, მაგ­რამ თუ მას წი­ნას­წარ აქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი მსგავ­სი ტი­პის სლა­ი­დე­ბი, ცხრი­ლე­ბი, კროს­ვორ­დე­ბი და ა.შ., ად­ვი­ლად შე­უძ­ლია ამ ბა­რა­თე­ბის შეც­ვ­ლა და თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის დო­ნე­სა და სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბა.

ასე­ვე ამარ­თ­ლებს ფორ­მუ­ლე­ბის არას­წო­რად და­წე­რა ან გა­მოთ­ვ­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ გან­ზ­რახ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა, ამ დროს, მოს­წავ­ლე თით­ქოს მას­წავ­ლებ­ლის შეც­დო­მა­ზე მო­ნა­დი­რეს ემ­ს­გავ­სე­ბა.

დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მის და­ნერ­გ­ვის მიზ­ნით, აუცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­თა მო­ნი­ტო­რინგი.

გთა­ვა­ზობთ ცხრილს, რო­მე­ლიც სა­სურ­ვე­ლია, თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად გა­კეთ­დეს.

 

ეს მიდ­გო­მა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, გა­ვარ­კ­ვი­ოთ მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, გა­დავ­ჭ­რათ მა­თი მოს­წ­რე­ბის პრობ­ლე­ბა.

მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა დო­ნის და­ვა­ლე­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით, მას­წავ­ლე­ბე­ლი ცვლის სას­წავ­ლო მა­სა­ლის ში­ნა­არსს, თუმ­ცა მიზ­ნე­ბი და სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი იგი­ვე რჩე­ბა. დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მით თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე იღებს უფ­ლე­ბა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­საზღ­ვ­როს, რა დო­ნე­ზე აით­ვი­სებს სას­წავ­ლო მა­სა­ლას. ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბაა, რომ ეს დო­ნე იმა­ზე და­ბა­ლი არ იყოს, ვიდ­რე ამას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტი გვთა­ვა­ზობს.

ქე­თე­ვან სე­ფი­აშ­ვი­ლი – თბი­ლი­სის №10 და №108 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები