29 მარტი, პარასკევი, 2024

დისიმილაცია

spot_img

დისიმილაცია (არამსგავსი, განსხვავებული) ფონეტიკური მოვლენაა და აღნიშნავს ერთი სიტყვის ორი ერთმანეთის მსგავსი ან ერთგვარი ბგერიდან ერთ-ერთის შეცვლას, რითაც  მატულობს განსხვავება მათ შორის. დისიმილაციის შედეგად შესაძლოა დაიკარგოს ცვლილი ბგერა.

დისიმილაცია ასიმილაციის (დამსგავსების) საწინააღმდეგო პროცესია. ის შეიძლება იყოს, როგორც პროგრესული და რეგრესული, ასევე კონტაქტურიც და დისტანციურიც, სრული და ნაწილობრივი.

ძველად გვქონდა სიტყვა ლბილი, რომელსაც ჩაენაცვლა სიტყვა რბილი, რადგან ზედიზედ ლ-ს წარმოთქმა რთული იყო ერთ სიტყვაში.

დისიმილაციის შემთხვევები ქართულში უმთავრესად რ ბგერაზე მოდის. სიტყვაში ორი რ ვერ ძლებს და ერთი მათგანი (უფრო ხშირად მეორე) ლ-დ გადაიქცევა ხოლმე. მაგალითად, წარმომავლობის მაჩვენებელი სუფიქსი  -ურ-, როცა ისეთ სიტყვას დაერთვის, რომელშიც რ ბგერა არის, -ულ-  ფორმას მიიღებს:

კახ-ურ-ი, მაგრამ იმერ-ულ-ი; კაც-ურ-ი,  მაგრამ მხარ-ულ-ი და სხვა მრავალი.

დისიმილაციის გავლენითაა სიტყვიდან ჯანდაბა მიღებული ჯანაბა.

ასევე ქართულში უნდა გვქონდეს „სათითიოდ“ და გვაქვს „სათითაოდ”.

ამაღამ იძლევა – ამეღამ ფორმას, ხოლო ახლა – ეხლას.

დისიმილაციისას, სიტყვაში ორი ერთნაირი მარცვლისგან შეიძლება, დაიკარგოს ერთ-ერთი, ამ მოვლენას ეწოდება – ჰაპლოლოგია. მარცვლის ჰაპლოლოგიის  გზითაა მიღებული დიალექტური „ფეხშველა“ (ფეხშიშველა-ფეხშველა).

თეკლა ოსაძე – ხაშურის შოთა რუსთაველის სახელობის მე-9-ე საჯარო სკოლა მე-10-ე კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები