19 აპრილი, პარასკევი, 2024

დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 20 მარტს დაიწყება

spot_img

საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში გასაუბრების პროცესი იწყება.

დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 20 მარტს დაიწყება.

გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%).

გასაუბრების განრიგი

გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.

იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი ქვემოთ მოცემული ღილაკით.

გასაუბრების განრიგის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს დირექტორობის მსურველთა ინფორმირებას ინდივიდუალურად როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები