29 მარტი, პარასკევი, 2024

დი­რექ­ტო­რის­თ­ვის არ არ­სე­ბობს დას­ვე­ნე­ბა, ის სკო­ლის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს

spot_img

თეა ხა­ბა­ლა­ე­ვი  – გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

⤵️ რას მო­ითხოვს სკო­ლის დი­რექ­ტო­რის­გან სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­ზო­გა­დო­ე­ბა

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი არის ლი­დე­რი, რომ­ლის­გა­ნაც სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­ზო­გა­დე­ო­ბა მო­ითხოვს, პირ­ველ რიგ­ში, უსაფ­რ­თხო სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნას. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი უნ­და ზრუ­ნავ­დეს რო­გორც თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ასე­ვე თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ ზრდა­სა და ხელ­შეწყო­ბა­ზე. სკო­ლა­ში უნ­და ნერ­გავ­დეს სი­ახ­ლე­ებს და იყოს მუდ­მივ ძი­ე­ბა­ში, საზღ­ვ­რავ­დეს სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და პრი­ო­რი­ტე­ტებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა ახ­ლო­საა სა­მი­ნის­ტ­როს მოთხოვ­ნებ­თან, თუმ­ცა მი­სი ჩარ­თუ­ლო­ბა სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ნაკ­ლე­ბია, რა­საც, თა­ვის მხრივ, უამ­რა­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, პირ­ველ რიგ­ში, დრო­ის დე­ფი­ცი­ტი, სურ­ვი­ლი, შე­უჩ­ვევ­ლო­ბა, თუმ­ცა, ყვე­ლამ უნ­და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ სკო­ლი­სა და მშობ­ლის ურ­თი­ერ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა იძ­ლე­ვა იმ შე­დეგს, რო­მელ­საც ითხოვს ჩვენ­გან სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

⤵️ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სკო­ლის ლი­დე­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი­დან

ძნე­ლია გა­მო­ყო ცალ­კე გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მე­ლი სა­კითხია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იმ უამ­რა­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­დან, რო­მე­ლიც გვა­კის­რია დი­რექ­ტო­რებს, მაგ­რამ მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნა რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ისე პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. სკო­ლა ის ად­გი­ლია, სა­დაც ბავ­შ­ვი დრო­ის დიდ ნა­წილს ატა­რებს და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას უნ­და უხა­რო­დეს სკო­ლა­ში წა­მოს­ვ­ლა. უნ­და იცო­დეს, რომ მას მო­უს­მე­ნენ, გა­უ­გე­ბენ, ყვე­ლას­თ­ვის ყვე­ლა სერ­ვი­სი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი უნ­და იყოს. მთა­ვა­რია, ისი­ნი თა­ვი­სუ­ფალ, მო­აზ­როვ­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად აღ­ვ­ზარ­დოთ და ამ მიზ­ნით ვაძ­ლი­ე­რებთ სკო­ლა­ში არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­საც.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მხა­რეა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი. პე­და­გო­გებ­თან, მოს­წავ­ლე­ებ­თან არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში ურ­თი­ერ­თო­ბა იმის გა­გე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა, თუ რა აწუ­ხებთ, რა სა­ჭი­რო­ე­ბებს ხე­და­ვენ, რას ითხო­ვენ ჩემ­გან, სკო­ლის­გან, ეს კი პრობ­ლე­მე­ბის და­ნახ­ვა-გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სა და შემ­დ­გო­მი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. სკო­ლის დი­რექ­ტო­რის­თ­ვის არ არ­სე­ბობს შა­ბა­თი, კვი­რა ან დას­ვე­ნე­ბა. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ცხოვ­რობს სკო­ლის ცხოვ­რე­ბით.

⤵️ სკო­ლის მარ­თ­ვის პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა

სკო­ლა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბით, სი­ხა­რუ­ლით, წარ­მა­ტე­ბე­ბი­თა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბე­ბით. სა­ჭი­როა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის არა მხო­ლოდ და­ნახ­ვა, არა­მედ მათი მუდ­მი­ვი კონ­ტ­რო­ლი — და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ისე, რომ ჩარ­თუ­ლი იყოს თი­თო­ე­უ­ლი რგო­ლი, თი­თო­ე­ულ მათ­გან­თან თა­ნამ­შ­რო­მ­ლო­ბით. ჩე­მი კა­რი ღიაა ყვე­ლას­თ­ვის, მზად ვარ, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს (მშო­ბელს, თა­ნამ­შ­რო­მელს, მოს­წავ­ლეს) მო­ვუს­მი­ნო ნე­ბის­მი­ერ დროს და მათ­თან ერ­თად ვე­ძე­ბო გა­მო­სა­ვა­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან. წარ­სულს ჩა­ბარ­და გა­მოთ­ქ­მე­ბი: „მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ველ­თ­ვის მარ­თა­ლია“, „მოს­წავ­ლეს მას­წავ­ლებ­ლის უნ­და ეში­ნო­დეს“, „ეში­ნია – ესე იგი უყ­ვარს“. დღეს ასე­თი მიდ­გო­მე­ბით ფონს ნამ­დ­ვი­ლად ვერ გა­ვალთ, ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა. რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა არ არის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით მდი­და­რი, თუმ­ცა, ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მოს­წავ­ლე იყოს ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში.

პან­დე­მი­ამ, ისე რო­გორც სხვას, ჩვენც შეგ­ვიქ­მ­ნა გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, არც თუ ისე მცი­რე ნა­წილს შეექმნა ინ­ტერ­ნეტ­თან პრობ­ლე­მა, იყ­ვ­ნე­ნ მოს­წავ­ლე­ე­ბი, ვი­საც გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და­სას­წ­რე­ბად არა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბა არ ჰქონ­და. პე­და­გო­გე­ბის­თ­ვი­საც ახა­ლი იყო სწავ­ლის ასე­თი სის­ტე­მა და მა­თაც შე­ექ­მ­ნათ გარ­კ­ვე­უ­ლი სირთულეები, ვგუ­ლის­ხ­მობ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის აქ­ტი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას. მა­შინ კარ­გად გა­მოჩ­ნ­და, რომ ჩვენ ერ­თი შეკ­რუ­ლი გუნ­დი ვართ, ვეხ­მა­რე­ბო­დით ერ­თ­მა­ნეთს, არ იყო იმის ფიქ­რი, რომ „მე ეს არ მე­ხე­ბა, ეს ჩე­მი საქ­მე არ არის“. ამის­თ­ვის მად­ლო­ბას ვუხ­დი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

⤵️ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა

წე­სით, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო ის რგო­ლია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით სას­კო­ლო გეგ­მი­სა და ბი­უ­ჯე­ტის და­გეგ­მ­ვა­ში. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს მშობ­ლის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იღებს, თუმ­ცა, ეს იშ­ვი­ათ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბა და ამის მი­ზე­ზი მშობ­ლე­ბის მხრი­დან ნაკ­ლე­ბი კო­მუ­ნი­კა­ციაა. მე­ტად აქ­ტი­უ­რია სკო­ლის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­სოფ­ლო ცხოვ­რე­ბა მშობ­ლებს დიდ დროს არ­თ­მევს. თუმ­ცა, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, დის­ტან­ცი­უ­რი ჩარ­თ­ვე­ბი ამარ­ტი­ვებ­და შეხ­ვედ­რებს, რად­გან შეხ­ვედ­რის დრო რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი არ იყო. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მშობ­ლებ­მა უნ­და გა­ი­თა­ვი­სონ, რომ მათ სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვთ, აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, შე­მო­ვიდ­ნენ ინი­ცი­ა­ტი­ვით და ნე­ბის­მი­ერ სა­კითხ­ზე სრუ­ლი და ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი მი­ი­ღონ  სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბისგან.

⤵️ თუ  ამ­ზა­დებს  სკო­ლა მო­ზარ­დებს მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის

დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ნამ­დ­ვი­ლად უწყობს ხელს აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­ზ­რ­დას არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბით. ამ მიზ­ნით, ჩვე­ნი სკო­ლა სხვა­დას­ხ­ვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლობს და ამ თანამშრომლობის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლა­ში ეწყო­ბა შეხ­ვედ­რე­ბი, ტრე­ნინ­გე­ბი, რო­მე­ლიც დატ­ვირ­თუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბით.

ჩვე­ნი სკო­ლა ე.წ. საზღ­ვ­რის­პი­რა სო­ფელ­ში მდე­ბა­რე­ობს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო აქ მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რ­დებ­თან. აქ სიტყ­ვები — სამ­შობ­ლო, თა­ვი­სუფ­ლე­ბა — მე­ტად ძვირ­ფა­სია. გო­რის მწე­რალ­თა კავ­შირ­თან და ბა­ტონ ვა­ჟა სა­ქა­რაშ­ვილ­თან ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, რომლის ფარგლებშიც, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­იხ­სე­ნეს ის სოფ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ე.წ. საზღ­ვ­რის მე­ო­რე მხა­რეს დარ­ჩა, მა­თი ის­ტო­რია. კი­დევ ერ­თხელ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, რომ ჩვენ უნ­და გვახ­სოვ­დეს ჩვე­ნი ის­ტო­რია, რომ გა­ნათ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თ­ვე­ლოს.

აქ­ტუ­ა­ლუ­რია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის პრო­პა­გან­და. ამ მიზ­ნით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში, მო­ვი­პო­ვეთ და­ფი­ნან­სე­ბა და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა, რო­გორ­იცაა, მაგალითად, ბუკ­ლე­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რი მე­ზო­ბელ სკო­ლებ­თან და სხვა. აქ, რა თქმა უნ­და, გა­მორ­ჩე­უ­ლი არი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი, რო­მელ­თა მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სწო­რედ აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბაა. თუმ­ცა, არა მარ­ტო ერ­თი საგ­ნის პე­და­გოგ­მა უნ­და იზ­რუ­ნოს თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქის, პატ­რი­ო­ტის აღ­ზ­რ­და­ზე, ეს თი­თო­ე­უ­ლი პე­და­გო­გის მო­ვა­ლე­ო­ბაა.

⤵️ რა ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა დღეს სკო­ლის დი­რექ­ტორს, რომ გა­ზარ­დოს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა პირ­და­პირ კავ­შირ­შია სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინ­ს­ვ­ლა­სთან. მე მარ­ტო დი­რექ­ტო­რი არ ვარ, ამა­ვე დროს, მას­წავ­ლე­ბე­ლიც ვარ და მი­მაჩ­ნია, რომ, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად უნდა ვიზ­რუ­ნო თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. თუ მე, რო­გორც დი­რექ­ტო­რი, არ ვიქ­ნე­ბი მზად სი­ახ­ლე­ე­ბის მი­სა­ღე­ბა­დ და და­სა­ნერ­გად, რო­გორ მოვ­თხოვ ამას ჩემს პე­და­გო­გებს? უამ­რა­ვი შეხ­ვედ­რა, სე­მი­ნა­რი, ვე­ბი­ნა­რი იმარ­თე­ბა ონ­ლ­აინ ფორ­მატ­ში სი­ახ­ლე­ე­ბის გა­საც­ნო­ბად, სა­დაც ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია დას­წ­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­შეწყო­ბა გვაქვს და ვერ და­ვე­თან­ხ­მე­ბი იმა­თ, ვინც ფიქრობს, რომ მარ­ტო მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვით­რე­ბა­ზე ზრუ­ნავს სის­ტე­მა. ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია“ — სამ­წ­ლი­ა­ნი პრო­ექ­ტი დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის­თ­ვის. მა­შინ ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი ვი­ყა­ვი და ეს იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა სი­ახ­ლე­ე­ბის გა­საც­ნო­ბად. მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი დღე­საც გრძელ­დე­ბა.

⤵️ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის რო­ლი ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ის რგო­ლია, რო­მე­ლიც  სა­მი­ნის­ტ­როს­თან ჩვენს შუ­მავ­ლად  შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რია ესგ-ს და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში, აგ­რეთ­ვე, კონ­სულ­ტა­ცი­ებს გავ­დი­ვართ იური­დი­ულ და ფი­ნან­სურ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მა­თი უშუ­ა­ლო დახ­მა­რე­ბით ჩემს სკო­ლა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და, კერ­ძოდ, მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა ცენ­ტ­რა­ლუ­რი გათ­ბო­ბის სის­ტე­მა, რაც სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვე­ნი სკო­ლის­თ­ვის, რად­გა­ნაც მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს.

ალ­ბათ, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა დი­რექ­ტო­რი და­მე­თან­ხ­მე­ბა, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბია თუ არა, შეგ­ვიძ­ლია დავ­რე­კოთ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის რო­გორც ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თან, ისე ნე­ბის­მი­ერ თა­ნამ­შ­რო­მელ­თან ჩვენს პრობ­ლე­მა­ზე და მათ­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა და დახ­მა­რე­ბა მი­ვი­ღოთ. მა­თი მხრი­და­ნაც ხში­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი სკო­ლა­ში და, ამა თუ იმ დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მოს­წო­რე­ბის­თ­ვის, გო­ნივ­რუ­ლი ვა­და გვეძ­ლე­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით გაძ­ლი­ერ­და კონ­ტ­რო­ლი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში.

სხ­ვა მიმ­დი­ნა­რე პრობ­ლე­მე­ბი­ცაა სკო­ლა­ში, რო­მელ­თა გა­დაჭ­რა­საც ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით აუცი­ლებ­ლად მო­ვა­ხერ­ხებთ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები