25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დებატკლუბი- კრიტიკული აზროვნების განვითარების ეფექტური საშუალება

spot_img

სა­ჯა­რო­ო­ბა და აზ­რის თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა რომ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, ეს ყვე­ლამ ვი­ცით, მაგ­რამ გა­მო­ხატ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბას ცო­ტა­ნი თუ ფლო­ბენ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის უფ­რო­სი და სა­შუ­ა­ლო თა­ო­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს ამის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც არ აქვთ იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გა­მო, რომ მთე­ლი 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ აზრს არა­ვინ ეკითხე­ბო­და. კი­დევ უფ­რო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ე­ბის გა­მარ­თ­ვა და რა­ი­მე სა­კითხ­ზე მსჯე­ლო­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით. უკ­ვე 30 წე­ლია, ეს უფ­ლე­ბა კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით მოგ­ვე­ნი­ჭა და აქ­ტი­უ­რა­დაც ვი­ყე­ნებთ. ბეჭ­დუ­რი და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მე­დია ამის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია – აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა, დის­კუ­სი­ე­ბი, დე­ბა­ტე­ბი, თოქ­შო­უ­ე­ბი ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქ­ცა.

მაგ­რამ ხომ არ­სე­ბობს რა­ღაც სტან­დარ­ტი, რომ­ლის ცოდ­ნა და დაც­ვა აუცი­ლე­ბე­ლია იმის­თ­ვის, რომ პრო­ცე­სი ხა­რის­ხი­ა­ნად წა­რი­მარ­თოს, მსჯე­ლო­ბა ან კა­მა­თი საქ­მი­ა­ნი, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს, რა­თა მკითხ­ველ­მა ან მა­ყუ­რე­ბელ­მა აზ­რის სწო­რად გა­მო­ტა­ნა შეძ­ლოს? დი­ახ, რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობს ასე­თი სტან­დარ­ტი/გა­მოც­დი­ლე­ბა და იგი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­პო­ვა­რია. მი­სი სწავ­ლა კი ჩვენ­თ­ვის, რო­გორც ახალ­გაზ­რ­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის­თ­ვის, სა­სი­ცოცხ­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლია.

➡?სწო­რედ ეს მი­სია აკის­რია „სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­ბა­ტე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუტს“, რომ­ლის გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, ფსი­ქო­ლო­გი თი­ნა­თინ ცერ­ც­ვა­ძე უფ­რო დე­ტა­ლუ­რად გვი­ამ­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.
რე­გი­ო­ნუ­ლი ტურ­ნი­რი დას­რულ­და

ვიდ­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და ამო­ცა­ნებ­ზე ვი­სა­უბ­რებ, მინ­და იმ მას­შ­ტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ გითხ­რათ, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან დას­რულ­და. ვგუ­ლის­ხ­მობ დე­ბა­ტე­ბის რე­გი­ო­ნულ ტურ­ნირს, რო­მე­ლიც წელს, ეპიდ­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში ჩა­ტარ­და. 5 დატ­ვირ­თუ­ლი დღე გრძელ­დე­ბო­და ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 500-მდე მო­დე­ბა­ტე, დე­ბატ­კ­ლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და მსა­ჯი. ტურ­ნირ­ში ქვეყ­ნის 6 რე­გი­ო­ნი ჩა­ერ­თო: კა­ხე­თი, თბი­ლი­სი, ში­და ქარ­თ­ლი, იმე­რე­თი, აჭა­რა და რა­ჭა, სულ – 123 გუნ­დის მო­დე­ბა­ტე­ე­ბი.

ტურ­ნი­რი გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­ბა­ტე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის პრო­ექ­ტის „დე­ბა­ტე­ბი უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ ეგი­დით, Visegrad Fund-ის პრო­ექ­ტის „დე­ბა­ტე­ბი მუ­ზე­უ­მებ­ში“ ფარ­გ­ლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი, რომ­ლის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შეც, უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ტურ­ნი­რის­თ­ვის მზა­დე­ბაც და მი­სი ჩა­ტა­რე­ბაც. აქ­ვე ვიტყ­ვი, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი მუ­ზე­უ­მე­ბის­თ­ვის ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა — შე­ირ­ჩა 10 გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მუ­ზე­უ­მი მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან. დე­ბა­ტებ­მა ისი­ნი ევ­რო­პელ კო­ლე­გებს და­ა­კავ­ში­რა, რაც მა­თი შემ­დ­გო­მი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წინ­და­რი იქ­ნე­ბა.

ზო­გა­დი შე­ფა­სე­ბის სა­ხით, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გა­სა­ო­ცა­რი ცოდ­ნა და დე­ბა­ტე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია გა­მო­ავ­ლი­ნეს მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ებ­მა, რაც, რა თქმა უნ­და, მა­თი დე­ბატ­კ­ლუ­ბე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს ჩვე­ნი მსა­ჯე­ბის თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მაც მთე­ლი ტურ­ნი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცი­უ­რი და ფი­ლიგ­რა­ნუ­ლი სი­ზუს­ტით გა­კე­თე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­დ­ნენ გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ტურ­ნირ­ში. შემ­დეგ იქ­ნე­ბა ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი და ფი­ნა­ლი, ბო­ლოს სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე გა­ივ­ლი­ან გა­სა­უბ­რე­ბას ენის ცოდ­ნი­სა და სპი­კე­რო­ბის უნა­რის შე­მოწ­მე­ბის კუთხით. ამის შემ­დეგ და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა გუნ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ბა­ტე­ბის ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის, სა­დაც სხვა დრო­საც არ შეგ­ვირ­ცხ­ვე­ნია თა­ვი, ყო­ველ­თ­ვის მო­წო­ნე­ბას ვიმ­სა­ხუ­რებ­დით და დი­დი იმე­დი მაქვს, ამ­ჯე­რა­დაც ასე იქ­ნე­ბა.

თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დის ხელ­შეწყო­ბა

ეს ჩვე­ნი ინ­ს­ტი­ტუ­ტის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ციაა, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, დე­ბა­ტე­ბის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია (სხვა უნა­რებ­თან ერ­თად) ამი­სათ­ვის. პროგ­რა­მის წარ­მო­მავ­ლო­ბაც – აშშ და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი – სწო­რედ ამა­ზე მი­უ­თი­თებს. ჩვე­ნი ინ­ს­ტი­ტუ­ტი კი 2009 წლი­დან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, მაგ­რამ ჯერ კი­დევ 2000-იანი წლე­ბი­დან და­ვიწყეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა. ამი­ტო­მაც, პროგ­რა­მის შე­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე, და­ვიწყეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ბა­ტე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ასო­ცი­ა­ცი­ას­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რებ­სა თუ დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გახ­და ჩვე­ნი ასო­ცი­რე­ბულ წევ­რად მი­ღე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რო­ბა მოჰ­ყ­ვა, ეს კი გუ­ლის­ხ­მობს მკაც­რად გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი­თა და კრი­ტე­რი­უ­მე­ბით მუ­შა­ო­ბას. რო­ცა ვამ­ბობთ, რომ პრო­ექ­ტი „დე­ბა­ტე­ბი უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ მიზ­ნად ისა­ხავს მოს­წავ­ლე­ებ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­ქა­ლა­ქის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ისე­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბას, რო­გო­რი­ცაა: კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი მსჯე­ლო­ბა, არ­გუ­მენ­ტა­ცია, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, ორა­ტო­რო­ბა, გუნ­დუ­რო­ბა, დრო­ის მარ­თ­ვა, ოპო­ნენ­ტის პა­ტი­ვის­ცე­მა და სხვ., ვგუ­ლის­ხ­მობთ, რომ ამ უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის მთა­ვა­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი დე­ბა­ტე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის და­უფ­ლე­ბაა. ეს კი, თა­ვის მხრივ, ბევრ ნი­უ­ანსს გუ­ლის­ხ­მობს. დე­ბა­ტე­ბის ტექ­ნი­კის შეს­წავ­ლა პირ­ვე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია მო­მა­ვა­ლი მო­დე­ბა­ტის­თ­ვის, ეს პე­რი­ო­დი კი 60 აკა­დე­მი­ურ სა­ათს მო­ი­ცავს, რაც საკ­მა­ოდ დი­დი დროა, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით მი­ღე­ბუ­ლი აუცი­ლებ­ლო­ბა. ტექ­ნი­კა­ზე სა­უბ­რი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დრო, თან­მიმ­დევ­რო­ბა, სტრუქ­ტუ­რა, და­პი­რის­პი­რე­ბის ტექ­ნი­კა, გუნ­დუ­რო­ბა, გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ფუნ­ქ­ცია, თე­მის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნი­კა და ბევ­რი სხვა ფრაგ­მენ­ტი.

პროგ­რა­მა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბი

დე­ბა­ტე­ბის უნა­რი სჭირ­დე­ბა ყვე­ლას, მო­ზარ­დ­საც და ზრდას­რულ ადა­მი­ან­საც, სტუ­დენ­ტ­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლეს, მეც­ნი­ერ­საც და ხე­ლო­ვანს, შე­უზღუ­და­ვია ასა­კიც. ჩვე­ნი მი­სია ხომ გა­მარ­თუ­ლი და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა, ეს კი ყვე­ლას­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რად აუცი­ლე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას, მა­გა­ლი­თად პრო­ექ­ტი „დე­ბა­ტე­ბი უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“, ძი­რი­თა­დად, რე­გი­ო­ნებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი – პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი 50-მდე სკო­ლი­დან, მხო­ლოდ 8 სკო­ლაა თბი­ლის­ში. გვინ­და, თი­თო­ე­ულ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქ­ტ­ში, მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლე­ბის სკო­ლებ­ში, ის­წავ­ლე­ბო­დეს დე­ბა­ტე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა. ნელ-ნე­ლა სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი ქსე­ლი, აქაც გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა გვაქვს. მსგავ­სი ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა იშ­ვი­ა­თად აქვთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებს და ეს ნამ­დ­ვი­ლად სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ნაკ­ლი­სია. სწო­რედ ამ ფონ­დ­მა მოგ­ვ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, დე­ბა­ტე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა მხო­ლოდ ერ­თ­დ­ჯე­რა­დი და ხან­მოკ­ლე აქ­ტი­ვო­ბე­ბით კი არ შე­მო­ფარ­გ­ლუ­ლი­ყო, არა­მედ გრძელ­ვა­დი­ა­ნი და მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღალ შე­დე­გებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა გამ­ხ­და­რი­ყო. შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე კერ­ძო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სხვა მცი­რე ჯგუ­ფე­ბის პრი­ვი­ლე­გია კი არა, ახალ­გაზ­რ­დე­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა დი­დი ნა­წი­ლის­თ­ვის ყო­ფი­ლი­ყო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. სკო­ლებ­ში წელ­საც გრძელ­დე­ბა დე­ბატ­კ­ლუ­ბე­ბის შექ­მ­ნა, იზ­რ­დე­ბა მსურ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ რე­სურ­სი, რო­ტა­ცი­უ­ლად, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, მო­ამ­ზა­დონ ახალ-ახა­ლი ბავ­შ­ვე­ბი, სა­გან­გე­ბო წე­სით და­ა­კომ­პ­ლექ­ტონ ორი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი – VII-IX და IX-XII კლა­სე­ბით. ამ პრო­ცეს­ში ჩვენც ვართ ჩარ­თუ­ლი – მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 3-4-ჯერ მა­ინც, ვეს­წ­რე­ბით ხოლ­მე მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს, თუმ­ცა, ეს არ არის კონ­ტ­რო­ლი, ეს კარ­გი, საქ­მი­ა­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა.

ჩვე­ნი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, თით­ქ­მის ყვე­ლა სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან გვი­მუ­შა­ვია, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­თან, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან. მათ ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მით, მო­ზარ­დებ­ზე უკე­თაც, მო­დე­ბა­ტის უნა­რე­ბის შე­ძე­ნით რამ­დე­ნად უკეთ გა­მო­უ­ვათ ის საქ­მე, რა­საც აკე­თე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­დე­გი არ არის ისე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი, რო­გორც მო­ზარ­დებ­ში, მთა­ვა­რია, მათ აქვთ სურ­ვი­ლი და ინ­ტენ­სი­უ­რა­დაც მოგ­ვ­მარ­თა­ვენ, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ისე სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გ­ლებ­ში.

რა ნიშ­ნე­ბით შე­ირ­ჩე­ვი­ან დე­ბა­ტე­ბის კლუ­ბის წევ­რე­ბი, მა­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მსა­ჯე­ბი

კლუ­ბის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბა­საც თა­ვის წე­სე­ბი აქვს, აქაც ბევ­რი ნი­უ­ან­სია, ვად­გენთ მი­ნი­მა­ლურ და მაქ­სი­მა­ლურ რა­ო­დე­ნო­ბას, მაგ­რამ რა­კი შევ­დი­ვართ სკო­ლა­ში, ვცდი­ლობთ და­ფარ­ვა მაქ­სი­მა­ლუ­რი იყოს. სის­ტე­მა ისეა აწყო­ბი­ლი, იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი კეთ­დე­ბა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შ­ვი ინ­ტე­რეს­დე­ბა. შერ­ჩე­ვი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცი­ის მქო­ნეთ ენი­ჭე­ბათ, რად­გან კლუ­ბის წევ­რებს ეწყე­ბათ სის­ტე­მა­ტუ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი და მო­ტი­ვა­ცი­ის გა­რე­შე ამ დატ­ვირ­თ­ვის­თ­ვის გაძ­ლე­ბა რთუ­ლია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ისე­თი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან, რომ პან­დე­მი­ის არას­ტა­ბი­ლურ ვი­თა­რე­ბა­შიც კი, რო­ცა ხან წყდე­ბო­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, ხან ხე­ლახ­ლა იწყე­ბო­და, კლუ­ბე­ბი სრულ­ფა­სოვ­ნად ას­რუ­ლებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ მო­ვა­ლე­ო­ბას, სა­დაც რო­გორ ხერ­ხ­დე­ბო­და — დის­ტან­ცი­უ­რად თუ პი­რის­პირ. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს, კლუ­ბებს ე.წ. სა­მოქ­მე­დო გეგ­მას ვთა­ვა­ზობთ, კლუ­ბე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი ქმნი­ან და ჩვენ­თან ათან­ხ­მე­ბენ მოკ­ლე კურ­სებს და, რო­გორც გითხა­რით, თით­ქ­მის მთე­ლი სას­წავ­ლო წე­ლი ეთ­მო­ბა დე­ბა­ტე­ბის ტექ­ნი­კის შეს­წავ­ლას. რა თქმა უნ­და, ვარ­ჯი­შო­ბენ სა­დე­ბა­ტო თე­მის შექ­მ­ნა­ზეც, არ­ჩე­ვენ და გა­ნი­ხი­ლა­ვენ ვა­რი­ან­ტებს, თუმ­ცა, თა­ვად დე­ბატ­თან შე­ხე­ბა ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით აქვთ, მას შემ­დეგ, რაც ყვე­ლა­ფე­რი მომ­წიფ­დე­ბა და გა­და­ვა სა­ჯა­რო სივ­რ­ცე­ში, ამას მოჰ­ყ­ვე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი ტურ­ნი­რი, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და ბო­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ფორ­მატ­ში, რო­მელ­საც ვას­წავ­ლით, არის სხვა­დას­ხ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი, მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი სა­დე­ბა­ტო თე­მე­ბი, მა­გა­ლი­თად, გვქონ­და დე­ბა­ტი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ, დი­დი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, პან­დე­მი­ურ რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, ანუ ეს არის გან­ყე­ნე­ბუ­ლი თე­მე­ბი, რო­მელ­თაც სას­კო­ლო პროგ­რა­მას­თან არ აქვს შე­ხე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია, დე­ბა­ტი გა­ი­მარ­თოს ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის, ნე­ბის­მი­ე­რი სა­კითხის ირ­გ­ვ­ლი­ვაც კი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლე­ებ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა ის­წავ­ლონ, იცოდ­ნენ რა არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, მსოფ­ლი­ო­ში და შეძ­ლონ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად და და­მა­ჯე­რებ­ლად გად­მო­ცე­მა ნე­ბის­მი­ერ სა­კითხ­ზე დე­ბა­ტი­სას.

იმი­სათ­ვის, რომ მო­დე­ბა­ტე­თა აკა­დე­მი­უ­რი დო­ნე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის იყოს და არა ისე­თი, რო­გორ­საც არც ისე იშ­ვი­ა­თად ვხე­დავთ სა­ჯა­რო სივ­რ­ცე­ში, ვიწყებთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბით. თავ­და­პირ­ვე­ლად, კონ­კურ­სის წე­სით ვირ­ჩევთ სკო­ლებს, შემ­დეგ შეხ­ვედ­რე­ბი გვაქვს დი­რექ­ტო­რებ­თან და მსურ­ველ პე­და­გო­გებ­თან, რომ­ლე­ბიც ასე­ვე კონ­კურ­სით შე­ირ­ჩე­ვი­ან. ალ­ბათ მო­უ­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის იმის გა­გე­ბა, რომ კონ­კურ­სი­თა და ათას­გ­ვა­რი ტრე­ნინ­გით გა­ბეზ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი დიდ ინ­ტე­რესს იჩე­ნენ ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მი­მართ და ენ­თუ­ზი­აზ­მით ელო­დე­ბი­ან ჩვენს შე­სარ­ჩევ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის თა­ვი­ანთ რიგს, რა­თა შემ­დეგ გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სი გა­ი­ა­რონ. სწო­რედ ახ­ლა­ხან გა­და­ვამ­ზა­დეთ მე­ო­რე ტალ­ღის კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს რო­მე­ლი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლია კონ­კურ­სან­ტი, თუმ­ცა სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჩვე­ნი პროგ­რა­მით ტექ­ნი­კუ­რი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის პე­და­გო­გე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ; ად­რე მო­დე­ბა­ტე­თა მომ­ზა­დე­ბა უფ­რო ჰუ­მა­ნი­ტა­რე­ბის საქ­მედ ით­ვ­ლე­ბო­და, რაც, რა თქმა უნ­და, არას­წო­რია. შემ­დეგ უკ­ვე დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას თა­ვი­ან­თი სკო­ლე­ბის დე­ბა­ტე­ბის კლუ­ბებ­ში. აქ ისი­ნი ზუს­ტად იცა­ვენ დე­ბა­ტე­ბის ტექ­ნი­კის შეს­წავ­ლი­სა და წარ­მარ­თ­ვის ყვე­ლა სტან­დარ­ტ­სა და პრო­ცე­დუ­რას, რა­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა გუ­ლის­ხ­მობს. ამ პრო­ცესს ჩვე­ნი ინ­ს­ტი­ტუ­ტი უწევს მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს.

რაც შე­ე­ხე­ბა მსა­ჯებს, ეს ჩვე­ნი პროგ­რა­მის, კერ­ძოდ, ნე­ბის­მი­ე­რი ტურ­ნი­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რგო­ლია. მათ მომ­ზა­დე­ბა­ზე ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­ფა­სე­ბე­ბი უნ­და იყოს უზუს­ტე­სი, რან­გე­ბის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხ­ვა უნარს, სხვა­დას­ხ­ვა მსა­ჯი აფა­სებს, თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხ­სე­ნე­ბე­ლი გუნ­დი­დან ცალ­კე ფას­დე­ბა, გუნ­დი კი რამ­დენ­ჯერ­მე თა­მა­შობს. სა­ბო­ლო­ოდ, ზღვა მა­სა­ლა გროვ­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­ციფ­რულ­დე­ბა და აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტით ვლინ­დე­ბა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი. მსაჯ­თა შე­მად­გენ­ლო­ბას ხში­რად პე­და­გოგ­თა გუნ­დი­დან ვა­კომ­პ­ლექ­ტებთ, ამის სან­დო და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ძლი­ე­რი რე­სურ­სი გვაქვს.

პრო­ექ­ტის „დე­ბა­ტე­ბი უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ მდგრა­დო­ბის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა

იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ მარ­თ­ლაც შევ­ძ­ლოთ ხელ­შე­სა­ხე­ბი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გრძელ­ვა­დი­ა­ნი ორი­ენ­ტი­რი ავი­ღოთ. პრო­ექ­ტი „დე­ბა­ტე­ბი უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“, თა­ვი­სი რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი, ფუნ­და­მენ­ტუ­რად და სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად და­გეგ­მი­ლი ნა­ბი­ჯე­ბით, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ნამ­დ­ვი­ლად იძ­ლე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მუდ­მი­ვად გვყავს სან­დო და ძლი­ე­რი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი აკა­დე­მი­ურ სფე­რო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, უკ­ვე მრა­ვა­ლი წე­ლია, სხვა­დას­ხ­ვა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის მიმ­დი­ნა­რე­ობს დე­ბა­ტე­ბის ტექ­ნი­კის სწავ­ლე­ბა და მუდ­მივ­მოქ­მე­დი, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი დე­ბა­ტე­ბის კლუ­ბიც წარ­მა­ტე­ბუ­ლად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, ჩვე­ნი პრო­ექ­ტის სა­ხით, ახ­ლა, სრუ­ლი­ად სხვა სი­ახ­ლის შე­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა უმაღ­ლეს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. შარ­შან, ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად, სწავ­ლე­ბა­ში დე­ბა­ტე­ბის ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის კუ­რი­კუ­ლუ­მი შე­ვი­მუ­შა­ვეთ, რო­მე­ლიც უკ­ვე და­ი­ნერ­გა ილი­ა­უ­ნი-ში, თსუ-ში, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის და ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, პე­და­გო­გი­უ­რი და გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტებ­ზე, რაც თა­ვის­თა­ვად ნიშ­ნავს, რომ სა­მო­მავ­ლოდ, ჩვენ არა მხო­ლოდ უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა მოგ­ვი­წევს, არა­მედ ჯერ კი­დევ საწყის, სტუ­დენ­ტო­ბის ეტაპ­ზე­ვე მოხ­დე­ბა მათ­თ­ვის იმ სას­წავ­ლო ტექ­ნი­კე­ბის სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასე­თი მნიშ­ვ­ნ­ლო­ვა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის­თ­ვის.

ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ პრო­ექ­ტის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლეს. აი, რა გვითხ­რეს მათ:

➡? ხა­თუ­ნა დო­ლი­ძე, ბა­თუ­მის №10 სა­ჯა­რო სკო­ლის დე­ბატ­კ­ლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „პრო­ექ­ტი „დე­ბა­ტე­ბი უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან უნა­რებს უვი­თა­რებს რო­გორც მოს­წავ­ლეს, ისე მას­წავ­ლე­ბელ­საც. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზაა.“

➡? მა­რი­ამ გუ­რაშ­ვი­ლი, სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სოფ. ტი­ბა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე: „პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვამ მე­ტი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის, ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბი­სა და სხვი­სი აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მის უნა­რი შემ­ძი­ნა. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის, მად­ლო­ბე­ლი ვარ გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი­სა და დე­ბა­ტე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის.“

➡? დი­ა­ნა ალი­მო­ვა, ბა­თუ­მის შ. რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ზუსტ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი: „დე­ბა­ტე­ბის კურ­სი არის თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო კა­მა­თის ხე­ლოვ­ნე­ბა. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, ამ კურ­სის შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მო­მე­ცა. ვი­ცი, თუ რო­გორ გა­მო­მად­გე­ბა ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში.“

➡? ლი­კა გო­მარ­თე­ლი, საჩხე­რის ილ. ჭავ­ჭა­ვა­ძის სახ. №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „ესგ-ს უმ­თავ­რეს მი­ზანს მოს­წავ­ლე­ში კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს, დე­ბა­ტე­ბი კი აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. სა­დე­ბა­ტო თე­მა ყო­ველ­თ­ვის რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას, რე­ა­ლურ პრობ­ლე­მას უკავ­შირ­დე­ბა, რაც უფ­რო ში­ნა­არ­სი­ანს და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის პრო­ცესს. დე­ბატ­კ­ლუ­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლა­ში უკ­ვე ინი­ცი­ა­ტო­რე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან. ამ ინ­ს­ტი­ტუტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ნამ­დ­ვი­ლად იძ­ლე­ვა სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვის გა­რან­ტი­ას. მად­ლო­ბა.“

➡?თი­ნა­თინ ბო­ჭო­ლაშ­ვი­ლი, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. არ­თა­ნას სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „დე­ბა­ტე­ბის მსა­ჯო­ბა ამ პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვაა. საქ­მე გვაქვს ახალ­გაზ­რ­დის შე­ფა­სე­ბას­თან, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა და უნ­და ეცა­დო, არა­ფე­რი შე­გე­შა­ლოს.“

???

ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ქალ­ბა­ტო­ნი თი­ნა­თი­ნი იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ მა­თი მი­ზა­ნი, სა­მო­მავ­ლოდ, სკო­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბაა. მოთხოვ­ნა ძა­ლი­ან დი­დია არა მარ­ტო მოს­წავ­ლე­ე­ბის, არა­მედ მა­თი მშობ­ლე­ბის მხრი­და­ნაც: „დე­ბა­ტე­ბის კლუ­ბე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ჩვენ მხო­ლოდ სხვა­დას­ხ­ვა ფონ­დე­ბი­სა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით ვა­ხერ­ხებთ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც ჩარ­თულ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ მი­ი­ღონ ყვე­ლა სერ­ვი­სი, დაწყე­ბუ­ლი სის­ტე­მა­ტუ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი­თა თუ ტრე­ნინ­გე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო გაგ­ზავ­ნე­ბით. თუმ­ცა, ცხა­დია, ეს ყვე­ლა მოთხოვ­ნას ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ბო­ლო ხა­ნებ­ში იმ­დე­ნად გა­ი­ზარ­და ინ­ტე­რე­სი, რომ მშობ­ლე­ბი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის ფორ­მით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც გვთა­ვა­ზო­ბენ. ახ­ლა­ხან, ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, თბი­ლის­ში გავ­ხ­სე­ნით კი­დეც დე­ბა­ტე­ბის სკო­ლა, რომ­ლის მსგავ­სიც მა­ლე რამ­დე­ნი­მე დიდ ქა­ლაქ­შიც გვექ­ნე­ბა. ასე რომ, სა­ბო­ლოო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სწო­რედ მო­ზარ­დე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას აქვს გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ტენ­დენ­ცია სწო­რედ ასე­თია“ – ამ­ბობს თი­ნა­თინ ცერ­ც­ვა­ძე.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები