23 აპრილი, სამშაბათი, 2024

და­უ­ღა­ლა­ვად ვცდი­ლობ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ვა­ნა­ხო, რომ მეც მი­სი ნა­წი­ლი ვარ

spot_img

სო­ფო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე აჭა­რი­და­ნაა, სწავ­ლობს ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ის­ტო­რი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე. იგი ღი­ად სა­უბ­რობს ქარ­თ­ვე­ლი მუს­ლი­მი გო­გო­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის, მიღ­წე­ვე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, იმ პრობ­ლე­მებ­სა და დაბ­რ­კო­ლე­ბებ­ზე, რო­მელ­საც, არ­სე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გა­მო, ყო­ველ­დღი­უ­რად აწყ­დე­ბი­ან. ამ­ბობს, რომ მუს­ლიმ გო­გო­ნა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის რთუ­ლია ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. იმ სო­ცი­უმ­ში, სა­დაც მათ უწევთ ცხოვ­რე­ბა, ხში­რად დაბ­რ­კო­ლე­ბებს თავ­საფ­რის გა­მო უქ­მ­ნი­ან. „რთუ­ლია იყო, ის­ლა­მის სა­ხე­ლით, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ცრურ­წ­მე­ნე­ბის მსხვერ­პ­ლი, რაც რე­ა­ლუ­რად ის­ლა­მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ არის“. სო­ფოს ოც­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბაა, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რი­სა და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მე­გობ­რის გაც­ნო­ბა. უნ­და, ყვე­ლას და­უმ­ტ­კი­ცოს, რომ მუს­ლიმ ქა­ლად ყოფ­ნა ბედ­ნი­ე­რე­ბაა და არა ტყვე­ო­ბა. ამ­ბობს, რომ დროა, ამაღ­ლ­დეს ცნო­ბი­ე­რე­ბა ქარ­თ­ვე­ლი მუს­ლი­მე­ბის მი­მართ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნ­და გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს, რომ ის­ლა­მი არ არის ცუ­დი, ისე­თი, რო­გო­რიც წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ.

გვი­ამ­ბე შე­ნი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნად იქო­ნია გავ­ლე­ნა რე­ლი­გი­ამ პრო­ფე­სი­ის და­მო­უ­კი­დე­ბელ არ­ჩე­ვან­ზე?

მე სო­ფო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე ვარ, მა­ღალ­მ­თი­ა­ნი აჭა­რი­დან, და­ვი­ბა­დე ხუ­ლო­ში, ვიზ­რ­დე­ბო­დი წალ­კა­ში. ვსწავ­ლობ ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ის­ტო­რი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბით. თავ­და­პირ­ვე­ლად, სხვა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას ვფიქ­რობ­დი, თუმ­ცა გარ­კ­ვე­ულ ეტაპ­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ჩე­მი ინ­ტე­რე­სის სფე­რო ის­ტო­რია იყო და ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრო­ფე­სია და­მო­უ­კი­დებ­ლად ავირ­ჩიე. ის­ტო­რი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი იმით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ მინ­დო­და სწო­რი და ზუს­ტი პა­სუ­ხე­ბი მე­პო­ვა ჩემს კითხ­ვებ­ზე. ის­ტო­რი­ის საგ­ნის გაც­ნო­ბამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში თან მო­ი­ყო­ლა უამ­რა­ვი კითხ­ვა, რაც ძა­ლი­ან მთრგუ­ნავ­და.

ჩემ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი და ამა­ფო­რი­ა­ქე­ბე­ლი იყო ის, რომ ის­ლა­მი ფარ-ხან­ჯ­ლით გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი რე­ლი­გიაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ის, რომ ქარ­თ­ველ­თა დი­დი ნა­წი­ლის­თ­ვის არის ტი­რა­ნია, ტე­რო­რიზ­მი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზღუდ­ვა და ასე შემ­დეგ. მა­ღი­ზი­ა­ნებ­და იმის მოს­მე­ნა, რომ ქარ­თ­ვე­ლი მხო­ლოდ მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ამი­ტო­მაც, თა­ვი­დან­ვე მქონ­და ინ­ტე­რე­სი და მინ­დო­და სიღ­რ­მი­სე­უ­ლად მცოდ­ნო­და რო­გორც ჩე­მი ქვეყ­ნის, ასე­ვე ჩე­მი რე­ლი­გი­ის წარ­სუ­ლი და შემ­დ­გომ­ში, რე­ლი­გი­ი­სა და სამ­შობ­ლოს კავ­ში­რი ერ­თ­მა­ნეთ­თან.

რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან ქარ­თ­ვე­ლი მუს­ლი­მი გო­გო­ნე­ბი, რა ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევთ სამ­შობ­ლო­ში სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად?

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ქარ­თ­ველ მუს­ლიმ გო­გო­ნა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის, რთუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან მათ იმ სტე­რე­ო­ტი­პებ­თან და ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­თან ბრძო­ლა უწევთ, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლის­გან მო­დის. პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა, რაც ჩე­მი მა­გა­ლი­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­მიძ­ლია აღ­ვ­ნიშ­ნო, ის არის, რომ ჩემ­ში მძლავ­რა­დაა ფეხ­მო­კი­დე­ბუ­ლი ში­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის, ახალ გა­რე­მო­ში აღ­მო­ჩე­ნის და მი­უ­ღებ­ლო­ბის, რაც მთელ რიგ კომ­პ­ლექ­სებს მიქ­მ­ნის, თუნ­დაც ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბის, სა­უბ­რის, აზ­რის გა­მო­ხატ­ვის და ასე შემ­დეგ. მე­ო­რე პრობ­ლე­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან წა­მო­სუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბია ის­ლა­მის შე­სა­ხებ: ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ის­ლამ­ში ქა­ლი უუფ­ლე­ბო და თა­ვი­სუფ­ლე­ბა შეზღუ­დუ­ლია. ამ წარ­მოდ­გე­ნას ემა­ტე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია და ის­ლა­მის გავ­რ­ცე­ლე­ბის სა­კითხი, რის გა­მოც, ხში­რად, მუს­ლი­მი მრევ­ლის მი­მართ მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ხში­რად გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მტრის რჯუ­ლი გვაქვს და ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, თათ­რე­ბი ვართ. მუს­ლი­მან გო­გო­ნებს ხში­რად უჭირთ და­საქ­მე­ბა თავ­სა­ბუ­რა­ვის გა­მო, თუმ­ცა ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა. ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­უ­ღა­ლა­ვად ვცდი­ლობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ვა­ნა­ხო, რომ მეც მი­სი ნა­წი­ლი ვარ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩე­მი ქმე­დე­ბით შე­მიძ­ლია ის­ლა­მი სხვებ­საც შე­ვაყ­ვა­რო, და­ვარ­წ­მუ­ნო ისი­ნი, რომ სუ­ლაც არ არის ისე­თი ცუ­დი, რო­გორც მათ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ.

რწმე­ნის გა­მო მე­გობ­რო­ბა­ზე თუ უთ­ქ­ვამთ უარი? რე­ლი­გი­ის ნიშ­ნით თუ ყო­ფილ­ხარ ონ­ლა­ინ და კი­ბერ სივ­რ­ცე­ში დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის მსხვერ­პ­ლი?

სა­ნამ თავ­საფ­რის ტა­რე­ბას გა­დავ­წყ­ვეტ­დი, ადა­მი­ა­ნე­ბი დიდ ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევ­დ­ნენ მრწამსს, იმი­ტომ, რომ არ იცოდ­ნენ მუს­ლი­მა­ნი თუ ვი­ყა­ვი. რო­ცა თავ­სა­ფა­რი და­ვი­ფა­რე, პირ­ვე­ლი, რაც მათ­თ­ვის შე­სამ­ჩ­ნე­ვი გახ­და, ჩე­მი გა­რეგ­ნო­ბა იყო, რად­გან რე­ლი­გი­უ­რი ატ­რი­ბუ­ტი გა­მო­იკ­ვე­თა და შე­სა­ბა­მი­სად, უფ­რო მე­ტი პრო­ტეს­ტიც გაჩ­ნ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სა­ხელ­საც კი არ მე­კითხე­ბი­ან, პირ­და­პირ იწყე­ბენ კითხ­ვე­ბის დას­მას ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­სა და რე­ლი­გი­ა­ზე. რა თქმა უნ­და, ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩე­მი რე­ლი­გი­ის ან ჩაც­მუ­ლო­ბის გა­მო, მე­გობ­რო­ბა­ზე უარს არ მე­უბ­ნე­ბი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ მოს­წონთ ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი, თუმ­ცა დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის მსხვერ­პ­ლი ხში­რად ვყო­ფილ­ვარ. სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნებს, ხში­რად, მრწამ­სი­სა და ჰი­ჯა­ბის გა­მო, გა­ვუ­ლან­ძღი­ვარ, მა­გა­ლი­თად, გა­ჩე­რე­ბა­ზე უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა მითხ­რა: „რა­ნა­ი­რი ქარ­თ­ვე­ლი ხარ, ვინ ხარ, რა­ტომ ხარ ასე, შენ და შენ­ნა­ი­რე­ბი აქ­ცევთ ქვე­ყა­ნას“.

დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის მსხვერ­პ­ლი ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­შიც ვყო­ფილ­ვარ. მომ­ს­ვ­ლია კო­მენ­ტა­რი თუ ესე­მე­სი, ასე­თი ში­ნა­არ­სის: „მო­ღა­ლა­ტე ქარ­თ­ვე­ლე­ბო, წა­დით თქვენს ქვე­ყა­ნა­ში, თურ­ქეთ­ში წა­დით და იქ ილო­ცეთ, მე­ჩე­თე­ბიც იქ ააშე­ნეთ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მუს­ლი­მა­ნე­ბის ად­გი­ლი არ არის“. ეს და სხვა მრა­ვა­ლი მსგავ­სი ში­ნა­არ­სის სიტყ­ვე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად მო­მის­მე­ნია.

რო­გორ ფიქ­რობ, რა უწყობს ხელს მუს­ლი­მე­ბის მი­მართ მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის შექ­მ­ნა­სა და გავ­რ­ცე­ლე­ბას? რა გზი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ ცრურ­წ­მე­ნე­ბის გა­და­ლახ­ვა და რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რის თა­ნაცხოვ­რე­ბა?

ჩე­მი აზ­რით, ამის მი­ზე­ზია სხვა რე­ლი­გი­ე­ბის არ­ცოდ­ნა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, ის­ლა­მის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი სა­ხით ჩვე­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი სივ­რ­ცე­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი მცდა­რი, გა­უ­მარ­თა­ვი ინ­ფორ­მა­ცია; ასე­ვე, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქარ­თ­ვე­ლი მხო­ლოდ მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი უნ­და იყოს. ამ­გ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­საც­ვ­ლე­ლად სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბა და თა­ნაცხოვ­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. ამას­თა­ნა­ვე, სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნევ ინ­ტერ­რე­ლი­გი­უ­რი დი­ა­ლო­გის პერ­ს­პექ­ტი­ვებს, აუცი­ლე­ბე­ლია გვქონ­დეს ცოდ­ნა სხვა­დას­ხ­ვა რე­ლი­გი­ის შე­სა­ხებ, რა­თა უკეთ გა­ვეც­ნოთ და გა­ვუ­გოთ ერ­თ­მა­ნეთს.

რა არის მუს­ლი­მი გო­გო­ნე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და­საძ­ლე­ვი და რას ურ­ჩევ მათ?

მუს­ლი­მი გო­გო­ნე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და­საძ­ლე­ვი, ალ­ბათ, ახალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოხ­ვედ­რის ში­ში და სტე­რე­ო­ტი­პე­ბია, ფიქ­რე­ბი: „ნე­ტავ თუ მი­მი­ღე­ბენ, ხომ არ დამ­ცი­ნე­ბენ ან ისევ ხომ არ გამ­ლან­ძღა­ვენ იმის გა­მო, რომ ქარ­თ­ვე­ლი მუს­ლი­მა­ნი ვარ“. სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს. ზოგ­ჯერ დიდ ყუ­რადღე­ბას ვაქ­ცევთ ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც გვთრგუ­ნავს. თუმ­ცა, არი­ან პო­ზი­ტი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ ძა­ლა­სა და სტი­მულს გვმა­ტე­ბენ. გო­გო­ნებს, რომ­ლებ­საც ბევ­რი სტე­რე­ო­ტი­პი და­უგ­როვ­დათ, მინ­და, ვუთხ­რა:

ნუ და­უთ­მობთ დროს იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თქვენ­ზე ცუდ გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ. არას­დ­როს და­ი­ღა­ლოთ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მით, რად­გან პა­სუხ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ბა­თი­ლოს მა­თი არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნა ის­ლამ­ზე.

რო­გო­რია თქვე­ნი თე­მის ტრა­დი­ცი­ე­ბი და ადა­თე­ბი?

რო­გორც სხვა თე­მებ­ში, ჩვენს თემ­შიც ბევ­რი ტრა­დი­ცია და ცრურ­წ­მე­ნა არ­სე­ბობს. სა­თე­მო ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ქა­ლი მხო­ლოდ მა­მა­კაც­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი უნ­და იყოს, არ შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღოს გა­ნათ­ლე­ბა, იმუ­შა­ოს და იცხოვ­როს — ამ წარ­მოდ­გე­ნე­ბის ის­ლამ­ზე მი­კუთ­ვ­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ.

ქარ­თ­ვე­ლი მუს­ლი­მი გო­გო­ნა ზე­ი­ნაბ შან­თა­ძე ამ­ბობს: „რო­დე­საც ხარ გო­გო, რთუ­ლია და რო­ცა ხარ მუს­ლი­მი გო­გო, ესეც რთუ­ლია, მაგ­რამ კი­დევ უფ­რო რთუ­ლია, რო­დე­საც ხარ ქარ­თ­ვე­ლი მუს­ლი­მი გო­გო“. რამ­დე­ნად ეთან­ხ­მე­ბი მას და კერ­ძოდ, რა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ეს სირ­თუ­ლე?

ვფიქ­რობ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გო­გოდ ყოფ­ნა მარ­თ­ლაც რთუ­ლია, რად­გან აქ თვლი­ან, რომ მა­მა­კაცს, ქალ­თან შე­და­რე­ბით, უფ­რო მე­ტი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლია. გო­გო­ნე­ბი ხში­რად ხდე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა ტრა­დი­ცი­ე­ბის მსხვერ­პ­ლ­ნი. მა­გა­ლი­თად,

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩაც­მუ­ლო­ბა და გა­რეგ­ნო­ბა. ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი ხდე­ბი­ან გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა სტი­ლის ტა­ნი­სა­მოსს იც­ვა­მენ, ფე­რად თმებს, პირ­სინგს ან სა­ყუ­რეს ატა­რე­ბენ, თავ­სა­ბუ­რა­ვით და­დი­ან და ასე შემ­დეგ.

იმ სო­ცი­უმ­ში, სა­დაც მუს­ლიმ გო­გო­ნებს გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, ვაწყ­დე­ბით ბა­რი­ერს, რო­მელ­საც თავ­საფ­რის გა­მო გვიქ­მ­ნი­ან. ჩე­მი ბევ­რი მე­გობ­რის­გან მსმე­ნია, რომ სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნა­ზე მუს­ლი­მი გო­გო­ნე­ბის­თ­ვის თავ­საფ­რის გა­მო უთ­ქ­ვამთ უარი და მი­ზე­ზად, გა­რეგ­ნუ­ლად არა­ქარ­თ­ვე­ლის იერიც კი და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ. მუს­ლიმ გო­გო­ნად ყოფ­ნა რთუ­ლი არ არის, რთუ­ლია იყო ის­ლა­მის სა­ხე­ლით ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ცრურ­წ­მე­ნე­ბის მსხვერ­პ­ლი, რაც რე­ა­ლუ­რად ის­ლა­მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ არის.

რა სჭირ­დე­ბა თქვენს თემს გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, უკეთ­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლის­თ­ვის?

თემს გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის უკე­თე­სი რე­ლი­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, რად­გან ის ცრურ­წ­მე­ნე­ბი, რო­მე­ლიც ის­ლამს არ ახა­სი­ა­თებს, არ უნ­და გა­და­ე­ცეს მო­მა­ვალ თა­ო­ბებს. ცრურ­წ­მე­ნე­ბი იწ­ვევს რე­ლი­გი­ის და­მა­ხინ­ჯე­ბას.

რე­ლი­გი­ის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად არ­ცოდ­ნის გა­მო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ცრურ­წ­მე­ნე­ბის შე­დე­გად იქ­მ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ის­ლა­მის მი­მართ.

შე­ნი მიზ­ნე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი

მინ­და, მუდ­მი­ვად ვი­ყო ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და შე­მეც­ნე­ბის პრო­ცეს­ში, რად­გან ეს პი­როვ­ნულ ზრდა­ში მეხ­მა­რე­ბა. მინ­და, ვი­მოგ­ზა­უ­რო და გა­ვეც­ნო სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რას, გა­ვი­ჩი­ნო ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მე­გო­ბა­რი და და­ვამ­ტ­კი­ცო, რომ მუს­ლიმ ქა­ლად ყოფ­ნა ბედ­ნი­ე­რე­ბაა და არა ტყვე­ო­ბა.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები