19 მარტი, სამშაბათი, 2024

დარგობრივი პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობისთვის

spot_img
პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის სის­ტე­მის ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია – პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო შე­იქ­მ­ნა, რო­მელ­მაც აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­სუ­ლი წლის მარ­ტი­დან და­იწყო. სა­ა­გენ­ტოს შექ­მ­ნის აუცი­ლებ­ლო­ბის, მიზ­ნე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, თა­მარ ქი­ტი­აშ­ვი­ლი

პირ­ველ რიგ­ში, უნ­და ით­ქ­ვას, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო არ არის მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძი­რი­თა­დი ფი­ნან­სუ­რი წყა­რო სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტია, ის კერ­ძო-სა­ჯა­რო პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ციაა, რაც უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხ­ვე­ვაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და სამ­რეწ­ვე­ლო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა, თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი (მმარ­თ­ვე­ლე­ბი) 6 მსხვი­ლი ბიზ­ნეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა –  სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია, ევ­რო­პუ­ლი ბიზ­ნეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ამე­რი­კუ­ლი საბ­ჭო­ე­ბი… სა­ა­გენ­ტოს შექ­მ­ნის მთა­ვა­რი იდე­აც ეს არის – პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში დარ­გობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა და, ამ მიზ­ნით, კერ­ძო სექ­ტო­რი­სა და დარ­გობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­სურ­სე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია. ჩვე­ნი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფუნ­ქ­ციაა პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნა-გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია. ამ მიზ­ნით კი, შე­იქ­მ­ნა დარ­გობ­რი­ვი უნა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (დუო), რომ­ლის როლ­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე მინ­და შევ­ჩერ­დე, რად­გან თუ სა­ა­გენ­ტოს საქ­მი­ა­ნო­ბას, პი­რო­ბი­თად, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბად დავ­ყოფთ, მა­შინ დუო პირ­ველ მი­მარ­თუ­ლე­ბად უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ, მი­სი რო­ლი­სა და ფუნ­ქ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს არის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნა-გან­ვი­თა­რე­ბა. აქამ­დე ეს ფუნ­ქ­ცია, დრო­ე­ბით, შე­თავ­სე­ბუ­ლი ჰქონ­და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს, რად­გან სის­ტე­მა­ში სხვა, შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლი არ არ­სე­ბობ­და. სხვა­თა შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ამის გა­მო, შე­ნიშ­ვ­ნა­საც გვაძ­ლევ­დ­ნენ, რად­გან ინ­ტე­რეს­თა კონ­ფ­ლიქ­ტი იყო. ამ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი ქმნი­და დარ­გობ­რივ საბ­ჭო­ებს, რაც არ იყო მუდ­მივ­მოქ­მე­დი ორ­გა­ნო. ისი­ნი გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ და იღებ­დ­ნენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რო­მელ­საც ამ­ტ­კი­ცებ­და ცენ­ტ­რი. ეს მიდ­გო­მა თვი­სებ­რი­ვად შე­იც­ვა­ლა ახ­ლა, რო­ცა შევ­ქ­მე­ნით სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუდ­მივ­მოქ­მე­დი დარ­გობ­რი­ვი უნა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვად ქმნი­ან სტან­დარ­ტებს, სა­დაც გა­მოკ­ვე­თი­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი დარ­გის ინ­ტე­რე­სი. სა­ა­გენ­ტოს რო­ლი მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის აღ­მო­ჩე­ნაა, და­ნარ­ჩე­ნი დუო-ს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, სტან­დარ­ტ­საც თა­ვად ამ­ტ­კი­ცე­ბენ და, შე­სა­ბა­მი­სად, ახ­ლად­ შექ­მ­ნილ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლე­ბი თა­ვად არი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­თო­დო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას, ამ მხრივ, სა­ა­გენ­ტომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო გას­წია, ვგუ­ლის­ხ­მობ დარ­გობ­რი­ვი რუ­კე­ბის შედ­გე­ნას მთე­ლი დარ­გის მას­შ­ტა­ბით, თუ რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს ქვე­ყა­ნა­ში. მა­გა­ლი­თად, მშე­ნებ­ლო­ბის რუ­კა რომ გა­კეთ­და, მთლი­ა­ნად და­ვი­ნა­ხეთ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სე­ბი, რა ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბებ­თან გვაქვს საქ­მე. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იწყებს სექ­ტო­რი ფიქრს რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბად გა­ა­ერ­თი­ა­ნოს ეს მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. და არა ისე, რო­ცა ჯერ ცალ­კე­უ­ლი სტან­დარ­ტი კეთ­დე­ბო­დეა და მე­რე  და­ნარ­ჩე­ნი… ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სურ­ა­თის კომ­პ­ლექ­სუ­რად და­ნახ­ვის, დარ­გ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, რა­საც ვშლით მო­ვა­ლე­ო­ბე­ბად და, შემ­დ­გომ­ში, ამ მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­დან იწყო­ბა სტან­დარ­ტი. ეს მიდ­გო­მა ხელ­საყ­რე­ლია კერ­ძო სექ­ტო­რის­თ­ვი­საც, რო­მელ­საც გარ­კ­ვე­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჰქონ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბი­სა თუ ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით. მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა­ში მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო პროგ­რა­მე­ბი ამუ­შავ­და, ბიზ­ნე­სის მოთხოვ­ნე­ბის სწრა­ფად დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გაჩ­ნ­და. ამი­ტომ დღის წეს­რიგ­ში დად­გა სა­დიპ­ლო­მო პროგ­რა­მე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა – ისი­ნი უნ­და გახ­დეს უფ­რო ფარ­თო და სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი. საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლა არ იქ­ნე­ბა 2 წელ­ზე ნაკ­ლე­ბი, სა­მა­გი­ე­როდ, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს ფარ­თო სპექ­ტ­რით და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დენ­ცი­აც ასე­თია – პრო­ფე­სი­ე­ბის გამ­ს­ხ­ვი­ლე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის მოქ­ნი­ლო­ბა. ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბია, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც უშუ­ა­ლოდ კერ­ძო სექ­ტორ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხვა­თა შო­რის, დარ­გობ­რი­ვი უნა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აქაც დი­დი რო­ლი აკის­რია – მე­დი­ა­ტო­რის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­სა და კერ­ძო სექ­ტორს შო­რის. ეს არის სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა. დუო თა­ვად იღებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ამა თუ იმ სა­წარ­მო­ზე, რომ აქ პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის­თ­ვის ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მ­ნი­ლი იმი­სათ­ვის, რომ მან მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ი­ღოს უსაფ­რ­თხო გა­რე­მო­ში, მის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ყვე­ლა სა­ჭი­რო სერ­ვი­სი და დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა პი­რო­ბა (დუ­ა­ლურ პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლის გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა ხომ ორ­მა­გი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაა – სტუ­დენ­ტ­სა და კო­ლეჯს და სტუ­დენ­ტ­სა და სა­წარ­მოს შო­რის შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­საქ­მე­ბის გა­რან­ტი­ით). დუო-ს მო­ვა­ლე­ო­ბაა სას­წავ­ლო სა­წარ­მოს სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბაც – ეს არის უფ­ლე­ბა, რომ სა­წარ­მო, შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ი­ღებს დუ­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის სტუ­დენტს. გარ­და ამი­სა, ბიზ­ნე­სი ჩა­ერ­თ­ვე­ბა, ასე­ვე, სა­ბო­ლოო საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, რაც პრო­ცესს უფ­რო საქ­მი­ანს გახ­დის. სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ იმ­თა­ვით­ვე იცის, რომ სტუ­დენტს მხო­ლოდ თვი­თონ კი არ შე­ა­ფა­სებს საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­და­ზე, არა­მედ ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რეც  ბიზ­ნე­სი, რაც და­მა­ტე­ბი­თი გა­მოწ­ვე­ვაა კო­ლე­ჯის­თ­ვის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუთხით.

მე­ო­რე, ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რა­საც სა­ა­გენ­ტო­ში შექ­მ­ნი­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის გუნ­დი უზ­რუნ­ველ­ყოფს. აქ მთა­ვა­რი გარ­დამ­ტე­ხი ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა კო­ლე­ჯე­ბის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის გაზ­რ­და, დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია. კო­ლე­ჯი ხომ მო­ნოპ­რო­ფი­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ არის, რო­გორც, მა­გა­ლი­თად, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლა. გარ­და იმი­სა, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სერ­ვისს აწ­ვ­დის სტუ­დენტს, ფლობს, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დიდ მე­ურ­ნე­ო­ბა­საც, რო­მელ­საც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მარ­თ­ვის მო­დე­ლი სჭირ­დე­ბა, მით უმე­ტეს, რომ მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით კო­ლე­ჯებს თა­ვი­ან­თი მე­ურ­ნე­ო­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ. ეს უკ­ვე სხვა ტი­პის აზ­როვ­ნე­ბას მო­ითხოვს კო­ლე­ჯის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბი­სა­გან. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და­ვეხ­მა­როთ მათ მარ­თ­ვის მო­დე­ლე­ბის, ში­და მოწყო­ბის, სწო­რად ოპე­რი­რე­ბის დახ­ვე­წა­სა და სტრა­ტე­გი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

კო­ლე­ჯის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე რო­ცა ვსა­უბ­რობთ, რა თქმა უნ­და, პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა­საც ვგუ­ლის­ხ­მობთ, რაც სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია იმის­გან, რა­საც მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლი გვთა­ვა­ზობ­და. ეს იყო კო­ლე­ჯის სა­ერ­თო გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ტექ­ს­ტი­დან ცალ­კე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი,  მა­გა­ლი­თად, ტრე­ნინ­გე­ბი, რაც არ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ეფექ­ტუ­რი. ახა­ლი კონ­ცეფ­ცია, რო­მელ­საც სა­ა­გენ­ტო გეგ­მავს, კო­ლე­ჯის ჰო­ლის­ტუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რაც აუცი­ლებ­ლად კო­ლე­ჯის წი­აღ­ში უნ­და და­ი­გეგ­მოს. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თი­ა­ნი ჩარ­ჩო, რა თქმა უნ­და, იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ეს რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სიაა, მაგ­რამ არ გვექ­ნე­ბა გრა­და­ცი­ე­ბი პო­ზი­ცი­ებს შო­რის ისე­თი ფორ­მით, რო­გორც ეს ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­შია. აღ­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ ეს არ არის ის გზა, რაც შე­იძ­ლე­ბა აისა­ხოს, მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა­ზე. მი­სი გან­საზღ­ვ­რა მთლი­ა­ნად კო­ლე­ჯის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა. პროფ­გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, კო­ლეჯს შე­უძ­ლია დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლად გან­საზღ­ვ­როს მას­წავ­ლებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა, მი­სი რო­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუ რო­მე­ლი­მე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლია, აქვს და­საქ­მე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სტუ­დენ­ტე­ბის გა­დი­ნე­ბა და­ბა­ლია და ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იზ­რ­დე­ბა მას­ზე მოთხოვ­ნა დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან, მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც მზარ­დია, მა­შინ ამ პროგ­რა­მის მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ღალ აღი­ა­რე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ბევ­რი ფაქ­ტო­რია, რა­მაც პე­და­გო­გის აღი­ა­რე­ბა უნ­და გან­საზღ­ვ­როს, ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, სა­მუ­შაო სტა­ჟი. აქ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნია, რო­გორ ახერ­ხებს მას­წავ­ლე­ბე­ლი ბიზ­ნეს­თან რე­ა­ლურ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. კო­ლეჯ­მა უნ­და შე­ა­ფა­სოს ყვე­ლა ეს კომ­პო­ნენ­ტი და ისე გან­საზღ­ვ­როს ანაზღა­უ­რე­ბის სა­კითხი. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, სა­ბა­ზი­სო ხელ­ფა­სი იქ­ნე­ბა და ის ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გა­იზ­რ­დე­ბა, მაგ­რამ, ამის მიღ­მა, კო­ლე­ჯი და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­საზღ­ვ­რავს და­ნა­მა­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. რო­გორც ხე­დავთ, კო­ლეჯს ბევრ ისეთ სა­კითხ­ზე მო­უ­წევს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბა, რაც აქამ­დე ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად ხდე­ბო­და. სა­ა­გენ­ტოს ვა­ლია, ისე გაძ­ლი­ერ­დ­ნენ კო­ლე­ჯე­ბი, რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­დ­ნენ ამ მო­დე­ლის ამოქ­მე­დე­ბას. გაძ­ლი­ე­რე­ბა კი, პირ­ველ რიგ­ში, გუ­ლის­ხ­მობს და­გეგ­მა­რე­ბის კულ­ტუ­რის დახ­ვე­წას, პროგ­რა­მე­ბის სწო­რად და­გეგ­მ­ვას, ბაზ­რის სწო­რად მოკ­ვ­ლე­ვას, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის სწო­რად წარ­მარ­თ­ვას… ყვე­ლა ამ კომ­პო­ნენ­ტის სრულ­ყო­ფა­ში სა­ა­გენ­ტო მე­თო­დო­ლო­გი­ურ მხარ­და­ჭე­რას გა­უ­წევს თი­თო­ე­ულ კო­ლეჯს.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ბლო­კი იმ კუთხი­თაც არის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­ა­გენ­ტოს­თ­ვის, რომ აქ ბევ­რი რა­მაა შე­საც­ვ­ლე­ლი. ჩვენ ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას კი არ ვნერ­გავთ შშმ პი­რე­ბის­თ­ვის, არა­მედ მთლი­ა­ნად პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა უნ­და იყოს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი. ყვე­ლა სი­ახ­ლე, რაც და­ი­ნერ­გე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ჯგუ­ფის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და მათ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი უნ­და იყოს. არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ და­მა­ტე­ბი­თი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლებ­ზეც უნ­და გა­ვა­კე­თოთ სწო­რე­ბა. კვლე­ვე­ბით ვი­ცით, რა­საც ახ­ლა ვაწ­ვ­დით, და­ბა­ლე­ფექ­ტი­ა­ნია. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან მო­უქ­ნე­ლია სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის მე­თო­დი, რის გა­მოც ან თავს იკა­ვე­ბენ ახალ­გაზ­რ­დე­ბი, გახ­დ­ნენ პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ან იწყე­ბენ სწავ­ლას და შემ­დეგ თავს ანე­ბე­ბენ. ახა­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­ვუდ­გი­ნეთ, ძი­რე­უ­ლად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. კერ­ძოდ, არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, პირ­მა რო­მე­ლი­მე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე ჩა­ა­ბა­როს, რომ ქარ­თუ­ლი ენა შე­ის­წავ­ლოს, მას შე­უძ­ლია პირ­და­პირ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შემ­ს­წავ­ლელ პროგ­რა­მა­ზე შე­მო­ვი­დეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს პროგ­რა­მა, უპირ­ვე­ლე­სად, მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვი­საა, ეს არ ზღუ­დავს არც მათ მშობ­ლებს და არც ერთ მსურ­ველს. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ეს მიდ­გო­მა ბევ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დომს ხდის და აფარ­თო­ებს ენის შეს­წავ­ლის მსურ­ველ­თა არე­ალს. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ავ­ტო­რი­ზე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ექ­ნე­ბათ. ამ უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად კი გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბია გა­სავ­ლე­ლი, რაც, ასე­ვე, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მსურ­ვე­ლი კო­ლე­ჯე­ბის­თ­ვის.

ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ მხო­ლოდ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ გვი­მუ­შა­ვია. შევ­ქ­მე­ნით ძა­ლი­ან ჰო­ლის­ტუ­რი კონ­ცეფ­ცია, რო­გორ შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ და ჩავ­რ­თოთ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბი (ზრუნ­ვი­დან გა­მო­სუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი და სხვა) პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში. მიმ­დი­ნა­რე წელს სწო­რედ ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის და­სა­ნერ­გად გა­მო­ვი­ყე­ნებთ. გა­ვა­ფარ­თო­ვეთ ასე­ვე სსსმ პი­რე­ბის მო­ზიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. შექ­მ­ნი­ლია ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პორ­ტა­ლი სა­კა­რი­ე­რო კონ­სულ­ტი­რე­ბის­თ­ვის, სხვა­დას­ხ­ვა დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე პი­რე­ბის­თ­ვის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი და მოქ­ნი­ლი მე­თო­დი სის­ტე­მა­ში შე­მო­სას­ვ­ლე­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა სტუ­დენ­ტურ სერ­ვი­სებს, გარ­და გა­ნათ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბი­სა, არის სას­კო­ლო პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­საც კი­დევ უფ­რო ვა­ფარ­თო­ვებთ. პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი 700 სკო­ლის გარ­და, 30 სკო­ლას­თან ვიწყებთ მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო პროგ­რა­მებს, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი პრე­ფე­რენ­ცი­ის მი­ხედ­ვით. რო­მე­ლი სკო­ლაც სა­უ­კე­თე­სო აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა, იქ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა­ზე ვი­ფიქ­როთ და ეს სერ­ვი­სი მხო­ლოდ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კი არა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ნე­ბის­მი­ე­რი მცხოვ­რე­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი სკო­ლის ბა­ზა­ზე. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა გუ­ლის­ხ­მობს პერ­ს­პექ­ტი­ვას, რომ სკო­ლე­ბი ვაქ­ცი­ოთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის პრო­ვა­ი­დე­რად – ერ­თი პროგ­რა­მის შე­თა­ვა­ზე­ბა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია კო­ლეჯ­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით.

სა­ა­გენ­ტოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აქვს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, რაც გუ­ლის­ხ­მობს გაც­ვ­ლი­თი და ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მე­ბის და­სა­ნერ­გად სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ჩარ­ჩოს მომ­ზა­დე­ბას. გა­სულ წელს სა­ა­გენ­ტო რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მის წევ­რი გახ­და – Worldskill-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მე­გობ­რო­ბის ევ­რო­პუ­ლი ალი­ან­სის წევ­რი, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ქსე­ლის „უნა­რე­ბის აქ­სე­ლე­რა­ტო­რი“ – წევ­რი; სა­ა­გენ­ტომ გა­ი­მარ­ჯ­ვა ერაზ­მუს პლუ­სის კონ­კურ­ს­ში და გერ­მა­ნი­ას­თან, ნორ­ვე­გი­ას­თან, უკ­რა­ი­ნას­თან და სხვა პარ­ტ­ნი­ორ ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა მიკ­როკ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ახა­ლი ევ­რო­პუ­ლი მიდ­გო­მის და­ნერ­გ­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

გარ­და ამი­სა „სი­ნი­ორ ექ­ს­პერ­ტ­თა სერ­ვი­სის“ ფარ­გ­ლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს 20 უცხო­ე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ეს­ტუმ­რა. მათ 11 კო­ლეჯ­ში გა­უ­ზი­ა­რეს თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბა ქარ­თ­ველ კო­ლე­გებ­სა და პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტებს. გვინ­და, მო­მა­ვალ­ში კო­ლე­ჯებ­მა სა­ა­გენ­ტოს­გან და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც შეძ­ლონ უცხო­ურ კო­ლე­ჯებ­თან თუ სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან საქ­მი­ა­ნი, პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა თუ გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, სა­ჭი­როა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის წე­რის ცოდ­ნა, ეს გა­მოც­დი­ლე­ბა კი მათ არ აქვთ. ამი­ტომ, შე­ვი­მუ­შა­ვეთ პრო­ექ­ტე­ბის წე­რი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვი ყვე­ლა სა­ჯა­რო თუ კერ­ძო კო­ლე­ჯის­თ­ვის, შევ­ქ­მე­ნით პრო­ექ­ტე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი სერ­ვი­სი, ვეხ­მა­რე­ბით სხვა­დას­ხ­ვა ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში; გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ხელს ვუწყობთ სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კის ორ­გა­ნი­ზე­ბას გერ­მა­ნი­ა­ში.

ბო­ლოს, სა­ა­გენ­ტოს ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნის – პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მარ­თ­ვი­სა და ემ­პი­რი­ულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ხელ­შეწყო­ბის შე­სა­ხე­ბაც მინ­და გითხ­რათ. ამ მიზ­ნით შე­იქ­მ­ნა კვლე­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის გუნ­დი, ე.წ. „უნა­რე­ბის ობ­სერ­ვა­ტო­რია“. სხვა­დას­ხ­ვა დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, სა­მი­ნის­ტ­რო ატა­რებ­და სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის კვლე­ვებს, თუმ­ცა, სა­თა­ნა­დო რე­სურ­სე­ბის არ­ქო­ნის გა­მო, ეს ინ­ფორ­მა­ცია არ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლა. ამ მი­სი­ას ახ­ლა ჩვე­ნი „ობსერ­ვა­ტო­რია“ შე­ას­რუ­ლებს, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა უკ­ვე თა­ვა­დაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით, რა­შიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვ­ნენ კო­ლე­ჯე­ბი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კვლე­ვი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მათ შო­რის, შრო­მის ბაზ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და სტუ­დენ­ტ­თა აზ­რის კვლე­ვა და ა.შ. მათ ჩა­უ­ტარ­დათ კი­დეც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ტრე­ნინ­გე­ბი და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეს უნა­რე­ბი. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი თავს იყ­რის ჩვენ­თან, ჩვენ კი, სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით, ვა­ა­ნა­ლი­ზებთ და ვაწ­ვ­დით ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს:  დამ­საქ­მე­ბელს, კო­ლეჯს, სტუ­დენტს, მშო­ბელს… ანა­ლი­ზი დი­ნა­მი­კა­ში გვიჩ­ვე­ნებს რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი სფე­რო რო­გორც დარ­გობ­რივ, ისე რე­გი­ო­ნულ ჭრილ­ში, რაც გვკარ­ნა­ხობს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას – ზო­გან ახ­ლის შექ­მ­ნას, ზო­გან ჩა­ნაც­ვ­ლე­ბას, გა­ნახ­ლე­ბას და ა.შ., შრო­მის ბაზ­რი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ დად­გე­ნი­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები