19 აპრილი, პარასკევი, 2024

დამატებითი საგამოცდო სესია კოვიდ 19-ით ინფიცირებული უფროსი სპეციალური მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისთვისაც დაინიშნება

spot_img

 

27 ივლისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში პირველად, უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ჩატარდა, რითიც 2021 წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი დასრულდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ, ბოლო წლებში, სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარებისა და სპეციალური მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობისთვის, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, ზოგადი განათლების კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე, განათლების სისტემამ ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები მასწავლებლებად აღიარა. შედეგად, სპეციალური მასწავლებლები სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. მისივე თქმით, სპეციალური მასწავლებლებისთვის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება და ყოველწლიურად ჩატარდება სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდაც, რაც სტატუსის ამაღლების მსურველებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობას მისცემს.

2021 წელს, სპეციალური მასწავლებლის საგნის ჩასაბარებლად, 2 800-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

სამინისტროს ინიციატივით, 2021 წელს, საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კორონავირუსი დაუდასტურდათ. აღნიშნული სიახლე უფროსი სპეციალური მასწავლებლობის მსურველებსაც შეეხება. დამატებითი საგამოცდო სესია მათთვის საგამოცდო პერიოდის დასრულებამდე, გამოსაცდელების ინფიცირებიდან არანაკლებ 14 დღის გასვლის შემდეგ, დაინიშნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები