29 მარტი, პარასკევი, 2024

დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფისთანა და ვაზირის საუბარი

spot_img

გათენდა, ყმა ადრე გავიდა, ამბობდა: ,,ნეტავ სიყვარული არ შემეტყოს, დავფარო!“  თავის თავს მოთმინებას შესათხოვს: ,,გულს შენ რამე მოუხერხე!“ ცხენზე შეჯდა და ვეზირის სახლისკენ გაემართა.

ვაზირმა შეიტყო ავთანდილის მოსვლა და შეეგება: ,,ჩემზე მზე არის ამოსული, ამ სიხარულს მანიშნებდა ალბათ!“ მიეგება, თაყვანი სცა, უძღვნა სრულყოფილი შექება. სასურველ სტუმართან მასპინძელიც მხიარულია!

ვაზირმა ავთანდილი ცხენიდან გადმოიყვანა, ფეხქვეშ  ძვირფას ხატაურ ქსოვილს უფენდა და ისე ატარებდა მიწაზე. ყმამ სახლი გაანათა, როგორც მზე ანათებს სამყაროს; თქვეს: ,,ვარდის სურნელოვანი სუნი ქვენა ქარმა მოგვბერა!“

ავთანდილი მართლაც იმსახურებდა იმას, რომ მის შემხედველთა გულები აღტაცებისაგან გახელებულიყო, მისმა მნახველებმა მისთვის გონების დაკარგვა თავისთვის სასახელოდ ჩაუთვალეს, ოხრვა ათასად აქციეს. გაყრა ბრძანეს, გაიყარნენ, შინაურები დაითხოვეს.

როცა სახლეული წავიდა, ყმამ ვაზირს უთხრა: შენგან გაუგებარი მეფის კარზე არაფერია; რა საქმის მოგვარებაც უნდა გინდოდეს, მეფე შენს სასიამოვნოდ აგვარებს.  ჩასწვდი ჩემს გაჭირვებას და როგორც შეგიძლია განმკურნე!

ტარიელის დამწველი ცეცხლით მეც ვიწვი, მისი ტკივილი მეც მტკივა; მკლავს ჩემი სასურველის ვერ ნახვა; ტარიელმა ჩემთვის სული არ დაიშურა, მან თავისი ამბავი მიამბო, თავისი ცხოვრების არსი ტანჯვით გამანდო. სიკეთის მიგებაა საჭირო მისი აუნაზღაურებელი სიკეთის სანაცვლოდ. გვმართებს მეგობრის უშურველი და უხვი სიყვარული.

მისი ნახვა ჩემს გულს ბადესავით დამატყვევებლად ექცა, იქვე დარჩა და ჩემი მოთმინების უნარიც იქვეა შებორკილი.  ასმათი ღვიძლ დაზე უკეთეს დობას მიწევს.

როცა წამოვედი, მას მტკიცე ფიცით შევფიცე: ,,ისევ მოვალ და მოგეშველები, ვისთვისაც გული დაგბნელებია-მეთქი; შენს ნათელს მე მოვძებნი,  შენ ხარ გულდარდიანი“.  ჩემი წასვლის დრო მოვიდა, ამიტომ მწვავს ნელი ცეცხლი.

ყველაფერს მართალს გეუბნები: მომელის და ვერ მივდივარ, ეს მედება ცხელ ცეცხლად; ვერ გავტეხ ფიცს და ვერ მივატოვებ გახელებულს. როგორ გაიმარჯვებს  ფიცის გამტეხი კაცი?!

ამას გთხოვ: მიდი სასახლეში და ჩემ მაგიერ როსტევანს უამბე; მის თავს ვფიცავ, გეუბნები შენ სახლთუხუცესა და ვაზირს: არ დამიჭერს და არ გავჩერდები, თუ დამიჭერს, რად ვუნდივარ? მიშველე რამე, გული ცეცხლმა არ დამიწვას.

უთხარი მეფეს: შენ, რომელსაც ყოველი პირი შეგაქებს, ვისაც კი ლაპარაკი  ძალუძს, ღმერთმა გააგებინოს, როგორ ვშიშობ! მაგრამ იმ მოყმემ ცეცხლით დამწვა, თავი შემაყვარა.

ახლა, მეფეო, უმისოდ ჩემი ყოფნა არ შეიძლება, გული მას აქვს და უგულოდ რაში გამოვდგები? თუ ტარიელს რამეს ვარგებ, ეს ისევ თქვენთვის იქნება სასახელო, რადგან მე თქვენი ყმა ვარ; თუ ვერაფერს ვარგებ, დავწყნარდები, რადგან ჩემი ფიცი არ გატყდება!  ჩემი წასვლა თქვენს გულს არ ეწყინოს და არ დანაღვლიანდეთ; ჩემს თავს ის მოხდება,  რაც ღმერთს უნდა. ღმერთმა ქნას და გავიმარჯვო, თქვენი ავთანდილი თქვენთანვე დავბრუნდები. თუ არ მოვბრუნდი თქვენ გამარჯვებით იყავით!“ ისევ ავთანდილი ეუბნება ვაზირს: ,, მე სიტყვა შევამცირე, წადი, ეს უთხარი მეფეს, სანამ ვინმე შესულა მასთან;  ივაჟკაცე და ტკბილად გამომამშვიდობე, ასი ათასი ოქრო ქრთამად შეიწირე.“ ვაზირმა სიცილით უთხრა: ,, ქრთამი შენი იყოს! მადლობელი ვარ, რომ გზა მასწავლე; მაგ ამბავს რომ ვეტყვი მეფეს, რაც შენ მიამბე, ნამდვილად ამავსებს, ქონების შემატება ვის სწყენია?! ამ ამბის მოყოლის შემდეგ იქვე მომკლავს, ერთი წამითაც არ მაცოცხლებს, მე მიწაში ჩავწვები შენი ოქრო კი შენ დაგრჩება, უკვე მკვდარს შენი ქონება რაღად მენდომება. თუ არ მომკლავს სიცოცხლეს გამიმწარებს, ამიკლებს და ამ სიტყვების თქმას მანანებს. ასეთ სიცოცხლეს ისევ სიკვდილი მირჩევნია. მეფემ რომც გაგიშვას ლაშქარს რაღა  ვუთხრა, მზის განშორებისგან დაღონდებიან. შენ რომ წახვალ მტერი აგვიკლებს, არ მოგვისვენებს. ავთანდილი ატირდა და უთხრა, რომ სიყვარულის და ძმური ფიცის შესახებ არაფერი იცოდა. როგორ უნდა გაჩერებულიყო ლხინში ტარიელის გარეშე? ვეზირი მიხვდა, რომ ავთანდილის დაბრუნების მიზეზის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა, მაგრამ მეფის მაინც ეშინოდა. სამეფოს რაში უნდა გამოვადგე, ტარიელთან დადებული ფიცის გამო ცრემლი არ მიწყდება, სჯობს წავიდე და ძმადნაფიცს დავეხმარო. ვეზირო შენი რჩევა ტანჯულმა გულმა როგორ უნდა მიიღოს? ჩემს ადგილას რკინაც, რომ  ყოფილიყო ცვილივით დადნებოდა, რა უბედობა არ გადაუტანია ტარიელს, მომეხმარე თუ გინდა რომ მას ვუშველო. არ გამიშვებს და დამშვიდობების გარეშე გავიპარები, მეფეს შენთვის რაც არ უნდა უნდოდეს ჩემი გულისთვის არაფერს დაგიშავებს, დამეხმარე მეგობრისთვის ჭირს ნუ შეუშინდები. ვეზირმა უპასუხა, რომ ავთანდილის ცეცხლი მასაც მოედო, მის ცრემლების ყურება აღარ შეუძლია, ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. მოვახსენებ მეფეს შენს სიტყვებს, თუ მოვკვდები არაუშავს, ჩემი მზე თქვენ მოგხმარდეს. თქვა ეს სიტყვები ადგა და სამეფო დარბაზისკენ გაემართა, მეფე დახვდა შეკაზმული, სახე მზეს უგავდა, ვეზირს შეეშინდა ცუდი ამბავის თქმა, დადგა და დაიწყო ფიქრი თუ როგორ შეეპარებინა მისთვის. მეფემ როდესაც დაღრეჯილი ვეზირი დაინახა უბრძანა: რა გჭირს ასე რომ დაღონებულხარ? მან ჰკადრა, რომ მისი ჭმუნვა ჭირს უტოლდებოდა, რა ვქნა მეშინია, არ ვიცი თუ როგორ გკადროთ, მაგრამ მოციქული შიშს ხომ არ დაერიდება და  მართალი იქნებით თუ მომკლავთ. ავთანდილმა გთხოვათ, რომ ტარიელის დასახმარებლად კიდევ წასულიყო, მის გარეშე წუთისოფელში ვეღარ ვძლებო. ვეზირმა ყველაფერი მოახსენა რაც კი იცოდა, ამბის მოყოლა, რომ დაასრულა მეფეს მოწყალება სთხოვა. როსტევანმა ეს რომ გაიგო, განრისხდა, ფერი შეეცვალა და შესძახა: შმაგო არც ვეზირად არ ვარგიხარ, ვითომ რაიმე სასიხარულო ამბავი იყოს, ისე სასწრაფოდ მითხარი, ამაზე უარესი ვინ რა უნდა გამიკეთოს, თუ ღალატით არ მომკლავს. უგუნურო, ენა როგორ მოგიბრუნდა ჩემთვის ამის სათქმელად. ასეთი ბრიყვი არც ვაზირად ვარგიხარ და არც სხვა რამედ. ნუთუ შეიძლება, რომ ადამიანმა პატრონისთვის საწყენ საქმეს არ გაუწიოს ანგარიში?! მხოლოდ სულელური სიტყვა უადგილოდ წამოაყრანტალოს? მაგის მოსმენამდე, რატომ არ დავყრუვდი! შენ თუ მოგკლავ, შენი სისხლი ჩემს კისერზე იქნება. უთხრა : ავთანდილის გამოგზავნილი რომ არ იყო, ჩემ თავს ვფიცავ, თავს მოგკვეთდი! წადი თავს მომცილდი! ბოროტო, უგუნურო, უმეცარო, სულელო, შერცხვენილო! დაიხარე, სკამი ესროლა, კედელს მოარტყა, შეალეწა, ააცდინა, როგორ მიამბე მისი წასვლის ამბავი, ვინც ალვის ხეს ჰგავს! ვაზირის ცხელმა ცრემლებმა მისი თეთრი ლოყები დაასველა. ვაზირი გაეცალა, მეტი ვეღარაფერი უთხრა, გამოიზურწა, გული ეტკინა. მტერი მტერს ვერ დაუშავებს ისეთ რამეს, რასაც ადამიანი საკუთარ თავს. ვეზირმა თქვა: ჩემი ცოდვებისთვის ღმერთი სხვას რას მიპასუხებს? რამ დამიბნელა გონება, ნეტავ ვინღა გამითენებს დილას. ვინც პატრონს თავხედურად ეტყვის რაიმეს, ჩემი ბედი დაადგება მას. გაწბილებული ვაზირი ავთანდილთან მივიდა, დაღრეჯით უთხრა: დავაშავე, ჩემი შეუდარებელი თავი  დავკარგე. ქრთამი სთხოვა, მეგობრულად ეხუმრებოდა, ცრემლს კი ვერ იწმენდდა. – მიკვირს, სად სცალია ენაწყლიანობისთვის, დარდმა როგორ ვერ დაამწუხრა- . დაპირებულს ვინ არ მისცემს, მასზე მზრუნველს რომელი მოიმდურებს? ნათქვამია: „ქრთამი ჯოჯოხეთშიც მოაგვარებს საქმეს“.  მეფემ რა არ მითხრა: რა ბოროტება, რა სირეგვენე, რა სიგიჟე! მე კაცად აღარ ვარგივარ, ისე მიკვირს რატომ არ მომკლა. მეც ვიცოდი, რაც ჩავიდინე, შეცდომით არ მომსვლია. გავიაზრე, რომ გამიწყრებოდა, დარდი ამიტომ მემატება. ღვთიური განგებით მოვლენილ რისხვას თავს ვერავინ მოარიდებს. შენთვის სიკვდილი ჩემთვის სიხარულია. ავთანდილმა ვეზირს უთხრა: ჩემი წაუსვლელობა არ შეიძლება. ბულბული მაშინ მოკვდება, როცა ვარდი დაჭკნება. აუცილებელია, მისთვის წყალი ეძებოს, მისთვის ქვეყანა შემოიაროს. თუ ვერ უპოვა, რა ქნას, გული რითი დაიწყანოს? უიმისოდ ვერც ჯომას შევძლებ და ვერც წოლას. მირჩევნია ნადირისავით ველად გავვარდე და მათთან ვირბინო. ასეთ დღეში მყოფს, რატომ მთხოვს მის მტრებთან ბრძოლას? სჯობია მომდურავი ადამიანის ყოლას საერთოდ უყოლობა. კიდევ ერთხელ მოვახსენებ, როგორც არ უნდა ბრაზობდეს მეფე, იქნებ გაიგოს როგორ იწვის ჩემი გული. თუ არ გამიშვა იმედ დაკარგული გავიპარები. ისაუბრეს, ვაზირმა მათი შესაფერისი სუფრა გააწყო, უმასპინძლა, მშვენიერს მშვენიერი საჩუქრები გადასცა. მისი მთანხლებნი ახალგაზრდები თუ მოხუცები დაასაჩუქრა. ავთანდილი წავიდა. შეაგროვა ასი ათასი ოქრო, სახით მზის, ტანით კი საროს მსგავსმა ავთანდილმა, ქსოვილების სამასი ხვეული მოამზადა უხვმა ჭაბუკმა, სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი მოაგროვა თვით თვლების მსგავსმა. კაცი გააგზავნა ვეზირთან, ეს ყველაფერი მისთვის არისო. შეუთვალა: რაც გეკუთვნის, როგორ მოგცე, რა მოვიფიქრო შენი ვალის გადასახდელად, თუკი გადავრჩი, შენთვის მოვკვდები, შენ დაგემონები. როგორ შევაქო ავთანდილის სიკეთე და ღირსება, ის იყო მისი საქმის შესაფერისი. როცა ადამიანს ჭირდება, მაშინ უნდა ძმა თავისი.

ზურაბ კურდღელაშვილი – სსიპ გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

ლუკა მერებაშვილი – სსიპ ქ. გორის N12 საჯარო სკოლის  X კლასის მოსწავლე

რეზო კეშელავა– კოხნარის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები