16 აპრილი, სამშაბათი, 2024

და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­თა ში­ნა­გან მო­ტი­ვა­ცი­ას ააქ­ტი­უ­რებს

spot_img

ირ­მა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ზო­დის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მას­წავ­ლებ­ლებს კარ­გად გვეს­მის, რომ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა არა­ფე­რია, თუ მოს­წავ­ლემ მი­სი სა­თა­ნა­დო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­და­ტა­ნა (ტრან­ს­ფე­რი) და გა­მო­ყე­ნე­ბა ვერ შეძ­ლო. სწო­რედ ამ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ, პე­და­გო­გებს, მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ის და­ნერ­გ­ვა­ში, ხო­ლო მოს­წავ­ლე­ებს 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვის შე­ძე­ნა-გან­მ­ტ­კი­ცე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ისიც კარ­გად ვი­ცით, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ვერ შეძ­ლე­ბენ სა­თა­ნა­დოდ შე­ას­რუ­ლონ ასე­თი ტი­პის და­ვა­ლე­ბა, თუ მათ შე­სა­ბა­მი­სი ეფექ­ტუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი არ შევ­თა­ვა­ზეთ.

გა­გი­ზი­ა­რებთ ჩემს პრაქ­ტი­კას. სწავ­ლე­ბის სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე, VIII კლას­ში, პირ­ველ თე­მა­ტურ ბლოკ­ზე (ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის გზა (ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა, საქ­მი­ა­ნო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა ადა­მი­ან­თან) მუ­შა­ო­ბი­სას საყ­რ­დენ ტექ­ს­ტად ავი­ღე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლი რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის ნო­ვე­ლა „წიგ­ნი“.

თე­მა: ადა­მი­ა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა ადა­მი­ან­თან

მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში, თე­მე­ბად და­ყო­ფი­ლი სას­წავ­ლო მა­სა­ლა ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი სი­ახ­ლეა. ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს თე­მა­ტურ საკ­ვან­ძო კითხ­ვებ­სა და თე­მა­ტურ მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებ­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა. მე, რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა მეხ­მა­რე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად წარ­ვ­მარ­თო სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თო გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე.

თე­მა­ტუ­რი საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვე­ბი:

⇒ რა უდევს სა­ფუძ­ვ­ლად ადა­მი­ან­თა ურ­თი­ერ­თ­და­პი­რის­პი­რე­ბას? რის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა მათ შორს კონ­ფ­ლიქ­ტი?

⇒ რა შემ­თხ­ვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თ­და­პი­რის­პი­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

თე­მა­ტუ­რი მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი:

⇒ ადა­მი­ან­თა ურ­თი­ერ­თ­და­პი­რის­პი­რე­ბისა და კონ­ფ­ლიქ­ტის თე­მა­ზე შექ­მ­ნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მეხ­მა­რე­ბა იმის გა­გე­ბა­ში, რა­ტომ უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს, რა უდევს სა­ფუძ­ვ­ლად მათ ურ­თი­ერ­თ­და­პი­რის­პი­რე­ბას და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა;

⇒ ადა­მი­ან­თა ურ­თი­ერ­თ­და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მი­ზეზ­თა ძი­ე­ბის თე­მა­ზე შექ­მ­ნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის უკეთ გა­სა­გე­ბად შე­მიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნო პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა, ტექ­ს­ტის ელე­მენ­ტე­ბის, ენობ­რი­ვი სა­შა­ლე­ბე­ბი­სა და კითხ­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბის ცოდ­ნა;

თე­მა­ტუ­რი საკ­ვან­ძო კითხ­ვე­ბი­სა და მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე: თა­ვი წარ­მო­იდ­გი­ნე ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კო­სის როლ­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უმ­ტ­კი­ცე, რომ რ. ინა­ნიშ­ვი­ლის „წიგ­ნი“ არის ნო­ვე­ლა.

მოს­წავ­ლე­ებს უნ­და მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ პრე­ზენ­ტა­ცია „ჟან­რის კა­ნო­ნი ნო­ვე­ლა­ში“ და შე­სა­ბა­მი­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ავალ­დე­ბუ­ლებ­და მათ, ნაშ­რომ­ში წარ­მო­ე­ჩი­ნათ:

⇒ რა­ტომ ფიქ­რობთ, რომ რ. ინა­ნიშ­ვი­ლის „წიგ­ნი“ ნო­ვე­ლაა?

⇒ ნო­ვე­ლის ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი;

⇒ ნო­ვე­ლის ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლო­ბა­ში გრა­მა­ტი­კის (მეტყ­ვე­ლე­ბის ნა­წი­ლე­ბი) რო­ლი.

ვი­ცით, რომ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა არის სა­შუ­ა­ლე­ბა გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე გა­სას­ვ­ლე­ლად, მო­ცე­მულ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ში და­მუ­შავ­დე­ბა შემ­დე­გი გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი, ანუ ცნე­ბე­ბი (ცნე­ბებს თან ახ­ლავს ქვეც­ნე­ბე­ბი):

ჟან­რი — ნო­ვე­ლა

ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი — ტრო­პის სა­ხე­ე­ბი

გრა­მა­ტი­კა (მორ­ფო­ლო­გია) — ზმნის პი­რი­ა­ნო­ბა

სტრა­ტე­გი­ე­ბი — მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი

და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­თა ში­ნა­გან მო­ტი­ვა­ცი­ას ააქ­ტი­უ­რებს, ერ­თ­გ­ვა­რად ინ­ტ­რი­გის შემ­ც­ვე­ლიც უნ­და იყოს, ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ წა­რად­გენს და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბას მას­წავ­ლე­ბე­ლი და რო­გორ აღუძ­რავს ყვე­ლა დო­ნის მოს­წავ­ლეს ინ­ტე­რესს. და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის გაც­ნო­ბა ნაც­ნობ კონ­ტექ­ს­ტ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და­ვიწყე და მოს­წა­ვლე­ებს ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კოს­თა შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რე, თვალ­სა­ჩი­ნოდ გა­მო­ვი­ტა­ნე და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა და ვთხო­ვე, სა­თა­ნა­დოდ გა­ე­აზ­რე­ბი­ნათ:

⇒ ვის როლ­ში უწევთ ყოფ­ნა?

⇒ იც­ნო­ბენ თუ არა ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კოს­თა წე­რი­ლებს?

⇒ რა აქვთ და­სამ­ტ­კი­ცე­ბე­ლი?

⇒ რა პრო­დუქ­ტი უნ­და შექ­მ­ნან?

ასე­ვე მი­ვე­ცი სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მო­ეთ­ქ­ვათ სა­კუ­თა­რი აზ­რი:

⇒ რა გა­უ­ად­ვილ­დე­ბო­დათ?

⇒ რა გა­უძ­ნელ­დე­ბო­დათ?

⇒ რა­ში დას­ჭირ­დე­ბო­დათ დახ­მა­რე­ბა?

სწავ­ლის სწავ­ლა, სტრა­ტე­გი­ებ­ზე და­ფიქ­რე­ბა, კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის ერთ-ერ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ცი­პი თან გას­დევს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცესს.

რო­ცა და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა კლას­მა საკ­მა­ოდ ინ­ტე­რე­სით მი­ი­ღო, ვცდი­ლობ­დი, ისე და­მე­გეგ­მა შემ­დ­გო­მი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბო­დათ.

პირ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბა: წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. მოს­წავ­ლე­ებს ვთხო­ვე, გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნათ ნო­ვე­ლა, რო­მე­ლიც წელს ის­წავ­ლეს („და­დი­ა­ნის ასუ­ლი და მათხო­ვა­რი“) და ემ­ს­ჯე­ლათ, რი­თი გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რა გა­ნას­ხ­ვა­ვებ­და მოთხ­რო­ბი­სა­გან, რაც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­ა­ხერ­ხეს. ამის შემ­დეგ წა­ვი­კითხეთ და გა­ვი­აზ­რეთ ტექ­ს­ტი (აქ­ტი­ვო­ბა მე­ო­რე). სწო­რედ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა, გა­მოწ­ვე­ვის ფა­ზა, გახ­და ინ­ტე­რე­სი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის   აღ­მ­ძ­ვ­რე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, გაც­ნო­ბოდ­ნენ ტექ­ს­ტის არა მხო­ლოდ ზე­და­პი­რულ ში­ნა­არსს, არა­მედ სიღ­რ­მი­სე­უ­ლად, თი­თო­ე­ულ დე­ტალ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნათ ნო­ვე­ლა.

შემ­დ­გომ ეტაპ­ზე მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვე­ცი, გა­მო­ე­ხა­ტათ ერ­თი წა­კითხ­ვით მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, გან­ც­და, გრძნო­ბა და მათ ვერ და­მა­ლეს ასე­თი პა­ტა­რა ნა­წარ­მო­ე­ბით გან­ც­დი­ლი დი­დი ეფექ­ტი. ეს უკ­ვე იყო მე­სა­მე აქ­ტი­ვო­ბა — ემო­ცი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი. სა­ინ­ტე­რე­სო გახ­ლ­დათ მე­ოთხე აქ­ტი­ვო­ბაც — ჩარ­ჩო-კომ­პო­ზი­ცია. ძი­რი­თა­დი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცა იმას, რომ თა­ვი­დან ამ­ბავს ჰყვე­ბა მთხრო­ბე­ლი, მე­რე აგ­რ­ძე­ლებს მო­ხუ­ცი.

ყო­ველ გაკ­ვე­თილს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის გახ­სე­ნე­ბით ვიწყებ­დით, რა­თა გა­და­მე­მოწ­მე­ბი­ნა, რამ­დე­ნად ჰქონ­დათ გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ებს და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა.

ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ვკითხუ­ლობ­დით სა­თა­ნა­დო ად­გი­ლებს (აქ­ტი­ვო­ბა მე­ხუ­თე). სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მეხ­მა­რე­ბო­და ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კითხ­ვე­ბი:

⇒ რამ­დე­ნად სწრა­ფად გან­ვი­თარ­და მოქ­მე­დე­ბა ნა­წარ­მო­ებ­ში?

⇒ მოქ­მე­დე­ბის დრო და სივ­რ­ცე რამ­დე­ნად დი­დია?

⇒ ასეთ და­სას­რულს ელოდ­ნენ თუ არა? რა­ტომ?

მოს­წავ­ლე­ე­ბი ტექ­ს­ტი­დან ასა­ბუ­თებ­დ­ნენ პა­სუ­ხებს, რომ მოქ­მე­დე­ბა სამ დღე­ში მოხ­და, ერთ სო­ფელს არ გას­ცი­ლე­ბი­ან პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რო­მელ­თა სიმ­რავ­ლე არ ჩან­და ტექ­ს­ტ­ში. ისე­თი მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ, არაფ­რით არ ეგო­ნათ, თუ არ მოკ­ლავ­და „მა­მა­მი­სის მკვლელს“, ისიც სა­თა­ნა­დოდ ახ­ს­ნეს, რა­ტომ ვერ მო­ა­ხერ­ხა ეს (პერ­სო­ნაჟ­თა სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი, წიგ­ნის ძა­ლა).

რო­დე­საც კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ბუ­ნებ­რი­ვია დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი ცოდ­ნის გა­რე­შე არა­ფე­რი „შე­იქ­მ­ნე­ბა“. თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლის გაც­ნო­ბა ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის ეტა­პებ­ზე.

სწო­რედ ამი­ტომ, მოს­წავ­ლე­ებს ვთხო­ვე, გას­ც­ნო­ბოდ­ნენ თე­ო­რი­ულ მა­სა­ლას „რა არის ნო­ვე­ლა“, რო­მე­ლიც მათ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­შია (ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, ავტ.: ვ. რო­დო­ნაია), რის შემ­დე­გაც არ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ, შე­ევ­სოთ სქე­მა (აქ­ტი­ვო­ბა მე­ექ­ვ­სე), რო­მელ­შიც გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი იყო სიტყ­ვე­ბი და სა­თა­ნა­დოდ უნ­და აღედ­გი­ნათ, ამას­თა­ნა­ვე, უნ­და და­ეს­ვათ შე­სა­ბა­მი­სი ნიშ­ნე­ბი (+, -). ეს წი­ნა­და­დე­ბე­ბი მოს­წავ­ლე­ებს, პრე­ზენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა­ში, საყ­რ­დენ ფრა­ზე­ბად გა­მო­ად­გე­ბათ.

 

თე­ო­რი­ულ მა­სა­ლა­ში ნო­ვე­ლა შე­და­რე­ბუ­ლია მოთხ­რო­ბას­თან, ჩვენც გა­ვიხ­სე­ნეთ „კა­ცია-ადა­მი­ა­ნის?!“ პერ­სო­ნა­ჟე­ბი, დრო, სივ­რ­ცე, ამას­თან შევ­თა­ვა­ზე, შე­ე­და­რე­ბი­ნათ იგავ-არაკ­თან და ზღა­პარ­თან, რაც მშვე­ნივ­რად გა­მო­უ­ვი­დათ. აღ­ნიშ­ნეს, რომ იგავ-არაკ­ში პერ­სო­ნა­ჟე­ბი ფრინ­ვე­ლე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან, ნო­ვე­ლა­ში კი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბაა, ის არ არის დამ­რი­გებ­ლუ­რი ხა­სი­ა­თის, შთამ­ბეჭ­და­ვია. ზღა­პარ­ში არის ფან­ტას­ტი­კა, ნო­ვე­ლა­ში კი რე­ა­ლო­ბაა.

მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­გორც პრო­ცე­სე­ბის წარ­მ­მარ­თ­ვე­ლი, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ცდი­ლობს და­ვა­ლე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას ისე, რომ ამას მოს­წავ­ლე­ებს „არც აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს“. ჩვენ აუცი­ლებ­ლად უნ­და გვე­მუ­შა­ვა მხატ­ვ­რულ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბით სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ებს, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბად მი­ვე­ცი მხატ­ვ­რუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მო­ძებ­ნა (აქ­ტი­ვო­ბა მეშ­ვი­დე)

⇒ რა ტი­პის ლექ­სი­კა, ფრა­ზე­ო­ლო­გიაა ნი­შან­დობ­ლი­ვი ნო­ვე­ლებ­ში?

⇒ რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ არ გვაქვს ბევ­რი მხატ­ვ­რულ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ამ ნო­ვე­ლა­ში?

⇒ რო­გო­რი სტი­ლით არის გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბა­ვი?

⇒ რო­მელ პირ­შია თხრო­ბა?

⇒ რო­გორ შეძ­ლებთ და­ა­დას­ტუ­როთ, რომ ეს ტექ­ს­ტი, მხატ­ვ­რუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ნო­ვე­ლის ჟანრს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა?

უმე­ტე­სო­ბამ რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თი და­ა­სა­ხე­ლა და ისიც დას­ძი­ნა, რომ ბევ­რი არ იყო. აქედან დას­კ­ვ­ნა, რომ ავ­ტო­რი ნო­ვე­ლა­ში არ იყე­ნებს ბევრ მხატ­ვ­რულ სა­შუ­ა­ლე­ბას, მის­თ­ვის უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოქ­მე­დე­ბის ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლად გად­მო­ცე­მა, ამის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­ში მოს­წავ­ლე­ებს გრა­მა­ტი­კა და­ეხ­მა­რათ. ჩვენ, სიტყ­ვი­ე­რე­ბის პე­და­გო­გებს, კარ­გად გვეს­მის, რომ გრა­მა­ტი­კუ­ლი მა­სა­ლის ცალ­კე, გან­ყე­ნე­ბუ­ლად სწავ­ლა ეფექ­ტუ­რი არ არის. ამი­ტომ, მოს­წავ­ლე­ებს შევ­თა­ვა­ზე, ტექ­ს­ტ­ში მო­ე­ძებ­ნათ ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც თვლიდ­ნენ, რომ თხრო­ბა ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლია. მეტყ­ვე­ლე­ბის რო­მე­ლი ნა­წი­ლე­ბი ჭარ­ბობ­და ამ მო­ნაკ­ვე­თებ­ში? მათ ზმნე­ბი და­ა­სა­ხე­ლეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზმნა ჯერ სა­თა­ნა­დოდ არ უს­წავ­ლი­ათ. ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლე­ბი­ნე პი­რის ნიშ­ნებ­ზე მათ მი­ერ მო­ძებ­ნილ ზმნებ­ში და ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა პირ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. ზმნის პი­რი­ა­ნო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბამ კი­დევ უფ­რო და­აკ­ვირ­ვა მოს­წავ­ლე­ე­ბი მწერ­ლის ენა­სა და სტილ­ზე, მათ გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს, რა­ში და­ეხ­მა­რათ გრა­მა­ტი­კულ ფორ­მა­თა ცოდ­ნა ნო­ვე­ლის აღ­ქ­მი­სა და გა­აზ­რე­ბი­სას.

⇒ რა როლს თა­მა­შობს ნო­ვე­ლის ემო­ცი­უ­რო­ბა­ში გრა­მა­ტი­კა?

⇒ რამ­დე­ნად მეხ­მა­რე­ბა მწერ­ლის ენა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა სიტყ­ვე­ბის ფორ­მე­ბი­სა და მა­თი ცვა­ლე­ბა­დო­ბის დად­გე­ნა­ში?

⇒ რამ­დე­ნად მეხ­მა­რე­ბა მწრლის ენა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა სწო­რი ენობ­რი­ვი ნორ­მე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა­ში?

ყვე­ლას გვსმე­ნია, რომ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბი­სას კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი პა­რა­დიგ­მის ხუ­თი­ვე პრინ­ცი­პი აქ­ტი­ურ­დე­ბა. ერთ-ერ­თი პრინ­ცი­პი ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა გახ­ლავთ, მოს­წავ­ლე ახალ ცოდ­ნას უკავ­ში­რებს რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­სა და სხვა საგ­ნობ­რივ სა­კითხებს. ამი­სათ­ვის, მოს­წავ­ლე­ებს ერთ-ერთ აქ­ტი­ვო­ბად (აქ­ტი­ვო­ბა მერ­ვე) შევ­თა­ვა­ზე, მო­ეს­მი­ნათ ბეთ­ჰო­ვე­ნის მე-8 სო­ნა­ტა და გა­ე­აზ­რე­ბი­ნათ, რა აქვთ სა­ერ­თო ამ მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ებ­სა და ნო­ვე­ლას? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მუ­სი­კა­ლურ­მა ნა­წარ­მო­ებ­მა გად­მოს­ცეს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დი? მოს­მე­ნის შემ­დეგ მათ აღ­ნიშ­ნეს, სო­ნა­ტა­შიც მუ­სი­კა ხან შე­სუს­ტ­დე­ბა, ხან გაძ­ლი­ერ­დე­ბა, და­სას­რუ­ლიც, რომ გგო­ნია დამ­თავ­რ­და, უცებ გაძ­ლი­ერ­დე­ბა. ეს აქ­ტი­ვო­ბაც, ვთვლი, რომ და­ეხ­მა­რა ბავ­შ­ვებს ნო­ვე­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის სა­თა­ნა­დო გა­აზ­რე­ბა­ში.

რო­ცა მოს­წავ­ლე­ებ­მა პირ­ვე­ლა­დი ნა­მუ­შევ­რე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს, აშ­კა­რად ჩან­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა. იყო არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბიც, რომ­ლებ­შიც მოს­წავ­ლე­ებ­მა, თვით­შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად, წარ­მო­ა­ჩი­ნეს ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მათ, თა­ვად გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ თა­ვად აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ: რა გა­მორ­ჩათ, რა შე­იძ­ლე­ბო­და სხვაგ­ვა­რად გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და გა­ემ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­ნათ, რაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს სა­ბო­ლოო ნაშ­რომ­ში. მე კი კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ყვე­ლა ის აქ­ტი­ვო­ბა უფ­რო იძ­ლე­ვა სა­თა­ნა­დო ეფექტს, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბით და ხე­ლით აკე­თე­ბენ.

კლას­ში მყავს სსსმ მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც ჩავ­რ­თე აქ­ტი­ვო­ბებ­ში, იგი ვერ შეძ­ლებ­და პრე­ზენ­ტა­ცი­ის ამ ფორ­მით მომ­ზა­დე­ბას, ამი­ტომ შევ­თა­ვა­ზე გაკ­ვე­თილ­ზე­ვე და­ემ­ზა­დე­ბი­ნა პოს­ტე­რი, რო­მელ­შიც თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი და­ეხ­მარ­ნენ (პოს­ტერ­ზე და­ი­ტა­ნა: ინა­ნიშ­ვი­ლის „წიგ­ნი“ არის ნო­ვე­ლა. არის მოკ­ლე, პერ­სო­ნა­ჟე­ბის სიმ­ცი­რეა, და­სას­რუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლია, თან და­ხა­ტა წიგ­ნი და გა­ა­ფე­რა­და, შეძ­ლე­ბის­დ­აგ­ვა­რად).

კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას სა­ნამ და­ვიწყებ­დი, ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა კა­თედ­რის წევ­რებ­თან შე­ვა­თან­ხ­მე, მათ­გან მი­ვი­ღე სა­თა­ნა­დო რჩე­ვე­ბი, რაც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ეფექ­ტურ მუ­შა­ო­ბა­ში. კა­თედ­რის სხდო­მა­ზე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ ჩემ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი, აშ­კა­რად ვიგ­რ­ძე­ნი ჩე­მი კო­ლე­გე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, მე­ტი ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­ვაგ­რ­ძე­ლო მუ­შა­ო­ბა და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო ყვე­ლა და­ინ­ტერე­სე­ბულ ადა­მი­ანს. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის­თ­ვის, ასე­ვე, მად­ლო­ბას ვუცხა­დებ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის ექ­ს­პერტს და კო­ორ­დი­ნა­ტორს, ბა­ტონ რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვილ­სა და ქალ­ბა­ტონ თა­მარ კვან­ტი­ძეს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები