29 მარტი, პარასკევი, 2024

გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი – „სიკ­ვ­დი­ლი მთებ­ში“, ჯეკ ლონ­დო­ნი – „თეთ­რი მდუ­მა­რება“ ⇒ შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზის­თ­ვის

spot_img

თა­მარ კო­ბე­რი­ძე

სსიპ ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის №199 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

„დე­და ნუ ჩა­მოხ­ვალ ზღვა­ზე, ზღვა ძა­ლი­ან ღე­ლავს.

შენ სუს­ტი ხარ დე­და, ზღვა და­გახ­რ­ჩობს შენ!

მე თო­ლია ვარ, ქარს და ტალ­ღებს ვე­თა­მა­შე­ბი!“

გარ­დაც­ვა­ლე­ბის წი­ნა ღა­მით და­წე­რი­ლი ლექ­სი­დან

გა­მუდ­მე­ბით სიკ­ვ­დილ­ზე ფიქ­რის მი­უ­ხე­და­ვად, გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე ვერ ვიტყ­ვით, „სიკ­ვ­დი­ლის მწე­რა­ლიაო“, რო­გორც ტე­რენ­ტის შე­სა­ხებ ამ­ბო­ბენ – „სიკ­ვ­დი­ლის პო­ეტს“, მას სა­ო­ცა­რი „წყურ­ვი­ლი ჰქონ­და სი­ცოცხ­ლი­სა“; თით­ქოს­და, ახალ­გაზ­რ­დო­ბი­დან­ვე იც­ნობ­და სიკ­ვ­დილს – მო­უ­ლოდ­ნელს, შემ­თხ­ვე­ვითს, სულ სადღაც ჩა­საფ­რე­ბულს. მოთხ­რო­ბა­შიც „სიკ­ვ­დი­ლი მთებ­ში“, გა­ი­გებს რა თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი გერ­მა­ნე­ლი მწერ­ლის მე­უღ­ლის – ელ­პი­დეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი, რომ იტყ­ვი­ან, წა­მი­ე­რი აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ, მა­შინ­ვე თავ­ში მხო­ლოდ ერ­თი აზ­რი გა­უ­ელ­ვებს – „ხომ შე­იძ­ლე­ბა მეც გად­მოვ­ვარ­დე ჭე­ნე­ბის დროს?!“ მთე­ლი მი­სი ცხოვ­რე­ბა ხომ და­უ­ო­კე­ბე­ლი ჭე­ნე­ბა იყო უსას­რუ­ლო­ბის­კენ ბა­რა­თაშ­ვი­ლის მე­რა­ნი­ვით. რო­ცა „უსა­ხე­ლო უფ­ლის­ცი­ხელს“ წერ­და, ჯერ კი­დევ ჭა­ბუკ­მა იცო­და, რომ „ვნე­ბა შე­ნე­ბა­შია და არა აშე­ნე­ბუ­ლით ტკბო­ბა­ში“; რო­ცა ტან­გოს ცეკ­ვავ­და, თით­ქოს წი­ნას­წარ ის­მენ­და სა­კუ­თა­რი აღ­სას­რუ­ლის ის­ტო­რი­ას; რო­ცა ქრის­ტე­სა­ვით ჯვრის სა­ხით გა­ეკ­რა ალა­ვერ­დის გუმ­ბათს, ერ­თი მხრივ, მე­რაბ კოს­ტა­ვას შე­ფა­სე­ბა იწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­სა და აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ – გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლი მთი­სა და ზღვი­სა შე­საძ­ლოა მხო­ლოდ ჯვრის პერ­პენ­დი­კუ­ლა­რულ და ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ ნა­წილ­თა სა­შუ­ა­ლე­ბით ავ­ხ­ს­ნათ – სწრაფ­ვა ღვთის­კენ და სწრაფ­ვა მოყ­ვა­სის­კენ. სწო­რედ მოყ­ვა­სის გა­და­სარ­ჩე­ნად შეს­ცუ­რა უკა­ნას­კ­ნე­ლად თა­ვის საყ­ვა­რელ ზღვა­ში, რო­მე­ლიც, რო­გორც ნუგ­ზარ წე­რე­თე­ლი ამ­ბობს – „გუ­გუ­ნებ­და“, მაგ­რამ გუ­რამს „ზღვის ოდ­ნა­ვი არ ჰქონ­და ში­ში“; მე­ო­რე მხრივ, ქარ­თ­ვე­ლებს იმ სა­ო­ცა­რი გან­ც­დი­სა­კენ მოგ­ვი­წო­დებ­და, რა­საც ალა­ვერ­დის გუმ­ბა­თი­დან და­ცე­მუ­ლი ალაზ­ნის ვე­ლი­სა და მას­ზე ამა­ყად გად­მომ­დ­გა­რი ცივ­გომ­ბო­რის ხილ­ვა იწ­ვევს ადა­მი­ან­ში; რო­ცა ლა­მის ხელ­შე­სა­ხე­ბად გრძნობ ღვთი­სა და კა­ცის ქმნი­ლე­ბის სი­დი­ა­დე რო­გორ მი­გაქ­რო­ლებს შე­მოქ­მე­დი­სა­კენ; ამის შემ­დ­გომ, რა თქმა უნ­და, შენ „იგი“ ხარ „ვი­ს სიკ­ვ­დი­ლი მოყ­ვ­რი­სათ­ვის თა­მა­შად და გი­ჩანს მღე­რად“. ამი­ტო­მაც „წლე­ბი წა­ვიდ­ნენ“, მაგ­რამ ვე­ღა­რა­ვის ხვდა წი­ლად „სუ­ლი ასე­თი – ამ­ბო­ხი და ანა­ხან­ძ­რე­ბი“.

ეს გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის პი­როვ­ნე­ბის სულ მცი­რე მო­ნა­ხა­ზია, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქ­ვას. ახ­ლა ორი­ო­დე სიტყ­ვას ჯეკ ლონ­დო­ნის შე­სა­ხე­ბაც ვიტყ­ვი. ერ­თი შე­ხედ­ვით, ეს ორი მწე­რა­ლი თით­ქოს არაფ­რით ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს – და­ახ­ლო­ე­ბით, სა­უ­კუ­ნე მა­ინც აშო­რებთ, დრო­ი­სა და ეპო­ქის თვალ­საზ­რი­სით, ხო­ლო იმ სა­ხელ­მ­წი­ფო­თა იდე­ო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, რო­მელ­შიც მათ ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბით მო­უ­წი­ათ ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა, ალ­ბათ უფ­ს­კ­რუ­ლია. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფორ­მის თვალ­საზ­რი­სით ხომ სა­ერ­თოდ – ერ­თი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნას შე­ე­წი­რე­ბა, ხო­ლო მე­ო­რე – მი­უ­ხე­და­ვად აღი­ა­რე­ბი­სა, მი­უ­ხე­და­ვად ახ­ლობ­ლებ­თან ინ­ტენ­სი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, ბა­რა­თაშ­ვი­ლი­ვით (სა­მე­გობ­რო წრე მყავს მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რა თქმა უნ­და, და არა აღი­ა­რე­ბა), პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას თქმი­სა არ იყოს – „არ­სე­ბობ­და მე­ო­რე ბა­რა­თაშ­ვი­ლი…“, რო­მელ­საც არ იც­ნობ­დ­ნენ თვით უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი, თვით მა­ი­კო ორ­ბე­ლი­ა­ნიც კი. არ­სე­ბობ­და მე­ო­რე მარ­ტო­სუ­ლი – ჯეკ ლონ­დო­ნი, რო­მელ­მაც, რო­გორც ფიქ­რო­ბენ, მორ­ფის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზის მი­ღე­ბით მო­იკ­ლა თა­ვი. მაშ, რა­ღა­ში მდგო­მა­რე­ობს ამ ორ მწე­რალს შო­რის მსგავ­სე­ბა? – იკითხავს მკითხ­ვე­ლი – ბუ­ნე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რულ­ში, მი­სი „იდუ­მა­ლე­ბი­სა“ და „სი­ჩუ­მის ენის“ ამოც­ნო­ბა­ში და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი – ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, რაც ჩემ მი­ერ გან­სა­ხილ­ვე­ლი მოთხ­რო­ბე­ბის მთა­ვა­რი ლა­იტ­მო­ტი­ვია. მაგ­რამ, ვიდ­რე ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის დე­ტა­ლურ შე­და­რე­ბით ანა­ლიზ­ზე გა­და­ვალ, მინ­და კი­დევ ერ­თი არ­სე­ბი­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის შე­სა­ხებ ვთქვა, რო­მე­ლიც მათ შო­რი­საა და რო­მელ­მაც გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილს გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ­გუ­ნა წი­ლად, ხო­ლო ჯეკ ლონ­დონს კი – სიკ­ვ­დი­ლი. ეს გახ­ლავთ რწმე­ნა და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა. ისევ აუცი­ლებ­ლად გაჩ­ნ­დე­ბა კითხ­ვა – რა რწმე­ნა, რის რწმე­ნა, ის ხომ ავად­სახ­სე­ნე­ბე­ლი კო­მუ­ნის­ტუ­რი ეპო­ქის აღ­ზე­ვე­ბის ხა­ნის შვი­ლი იყო?! მე გი­პა­სუ­ხებთ, – ამის მი­უ­ხე­და­ვად იგი ქრის­ტი­ა­ნულ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და, თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მწე­რა­ლი აღ­წერს, რო­გორ მი­დი­ო­და მთე­ლი ოჯა­ხი ალა­ვერ­დო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ღა­მის გა­სა­თე­ვად. ალ­ბათ ამ ტკბი­ლი, სიზ­მა­რი­ვით ჩარ­ჩე­ნი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბის შე­დე­გია გა­სა­ო­ცა­რი მოთხ­რო­ბა „ალა­ვერ­დო­ბა“, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი აზ­როვ­ნე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი და „მო­წამ­ლუ­ლი“ მწერ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მ­ნი­ლი! იმა­ვე ეპო­ქა­ში გაზ­რ­დი­ლი ლა­დო ასა­თი­ა­ნი მთე­ლი ხმით იმე­ო­რებ­და დი­დი და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის მი­ერ უკ­ვე ნათ­ქ­ვამს: „მე კარ­გად ვი­ცი ვი­ნა ვარ, რა ვარ, სა­ი­დან მო­ველ და სა­ით წა­ვალ!“ ეს კითხ­ვა კი ევ­რო­პას დღემ­დე აწ­ვა­ლებს, გა­ვიხ­სე­ნოთ გო­გე­ნის ცნო­ბი­ლი ტი­ლო, რო­მე­ლიც მხატ­ვარ­მა ასე და­ა­სა­თა­უ­რა – „ვინ ვართ, სა­ი­დან მოვ­დი­ვართ და სა­ით მივ­დი­ვართ?!“ სწო­რედ ამის და­ვიწყე­ბას ცდი­ლობ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი ერი­სათ­ვის კო­მუ­ნის­ტე­ბი და გა­აფ­თ­რე­ბუ­ლი ბრძო­ლის მი­უ­ხე­და­ვად ვერ მო­ა­ხერ­ხეს!

ახ­ლა კი, ამ ორი სა­ო­ცა­რი მოთხ­რო­ბის მი­ხედ­ვით, ვნა­ხოთ ჩემ­თ­ვის უსაყ­ვარ­ლეს მწე­რალ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სამ­ყა­რო­სად­მი, სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლი­სად­მი, ბუ­ნე­ბის იდუ­მა­ლე­ბი­სა და ღვთა­ებ­რი­ვი გან­გე­ბუ­ლე­ბი­სად­მი.

პირ­ველ რიგ­ში, რაც ორი­ვე მოთხ­რო­ბა­ში ფი­გუ­რუ­რებს, ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი, უეცა­რი შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის შე­დე­გად დამ­დ­გა­რი სიკ­ვ­დი­ლია, უფ­რო სწო­რად, გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბის მი­ხედ­ვით დამ­დ­გა­რი, ხო­ლო ჯეკ ლონ­დო­ნის მი­ხედ­ვით, გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის ხე­ლით აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლი: „მხო­ლოდ ერ­თი ტყვია გა­ვარ­და, მე­ი­სო­ნი მაღ­ლა აიტა­ცა ჰა­ე­რო­ვან­მა სა­მა­რემ“ (ლონ­დო­ნი, გვ.37, თბი­ლი­სი, 1965წ.). ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში მთა­ვა­რი გმი­რი ცოლ-ქმა­რია, რჩე­უ­ლიშ­ვილ­თან ქა­ლი კვდე­ბა, ჯეკ ლონ­დონ­თან კი – კა­ცი. პირ­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში ალ­ფ­რედ­სა და ელ­პი­დეს უკ­ვე დაზ­რ­დი­ლი ხუ­თი შვი­ლი ჰყავთ, ხო­ლო მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში – მე­ი­სო­ნი და რუ­თი ჯერ მხო­ლოდ ელო­დე­ბი­ან პირ­მ­შოს.

ორი­ვე მოთხ­რო­ბა­ში ოჯა­ხი მო­მავ­ლის გეგ­მებს სა­ხავს: „გა­ი­სად ისევ წა­მო­ვალთ არა?… უკა­ნა ფშა­ვი­დან მთა­თუ­შე­თი­სა­კენ“, წი­ნას­წარ უთან­ხ­მ­დე­ბა ქმარს ელ­პი­დე. „ასე იქ­ნე­ბა რუთ… საქ­მე­ებს მო­ვა­თა­ვებთ და აქა­უ­რო­ბას მოვ­შორ­დე­ბით; და­ვი­ქი­რა­ვებთ თეთ­რი კა­ცის კა­ნო­ეს და მლა­შე წყლე­ბის­კენ გავ­წევთ… ამ სიტყ­ვებ­ზე ქალს სა­ხე გა­უ­ნათ­და, თვა­ლებ­ში დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­უდ­გა თა­ვი­სი თეთ­რი მბრძა­ნებ­ლი­სად­მი“ (ლონ­დო­ნი, გვ.28, თბი­ლი­სი, 1965წ.). ასეთ გეგ­მებს თეთრ უდაბ­ნო­ში მყო­ფი მე­ი­სო­ნი აწყობ­და თა­ვის ფეხ­მ­ძი­მე ინ­დი­ელ ცოლ­თან ერ­თად.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე მწე­რა­ლი მო­მა­ვალ­ზე იმ გმი­რებს ასა­უბ­რებს, რო­მელ­თა სი­ცოცხ­ლეც, ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბით თუ „ბე­დის ირო­ნი­ით“, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში უნ­და დამ­თავ­რ­დეს.

ორი­ვე მწერ­ლის გმი­რე­ბი უცხო და ამავ­დ­რო­უ­ლად მკაცრ გა­რე­მო პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, მაგ­რამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია მა­თი იქ ყოფ­ნის მო­ტი­ვი.

გერ­მა­ნე­ლი მწე­რა­ლი – ალ­ფ­რედ კუ­რე­ლა თა­ვის მე­უღ­ლეს­თან, ელ­პი­დეს­თან და ვაჟ­თან, სტე­ფა­ნეს­თან ერ­თად სა­მოგ­ზა­უ­როდ გახ­ლავთ ხევ­სუ­რეთ­ში, სა­დაც თა­ვის კო­ლე­გას, მოთხ­რო­ბის ავ­ტორს უნ­და შეხ­ვედ­რო­და. ხო­ლო ჯეკ ლონ­დო­ნის გმი­რე­ბი თა­ვი­სი სამ­შობ­ლო­დან, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან, შო­რე­უ­ლი არ­ქ­ტი­კი­სა­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან სიმ­დიდ­რის – ოქ­როს მო­სა­პო­ვებ­ლად: „რუთ, ცო­ტაც მო­ით­მი­ნე და მა­ლე აღარ იშიმ­ში­ლებ, აღარც ამ მო­კა­სი­ნე­ბის ჩაც­მა დაგ­ჭირ­დე­ბა“ (ლონ­დო­ნი, გვ.2, თბი­ლი­სი, 1965წ.). მე­ი­სო­ნი იმ­დე­ნად ხა­ტოვ­ნად აღუ­წერს ცოლს ფქვი­ლი­ა­ნი ტომ­რე­ბით სავ­სე სა­კუჭ­ნა­ოს, რომ რუთს ისე „გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ სჯე­რო­და ამ ზღაპ­რი­სა, მა­მა­კა­ცე­ბი ახარ­ხარ­დ­ნენ,“ – ამ­ბობს მწე­რა­ლი (ლონ­დო­ნი, გვ.29, თბი­ლი­სი, 1965წ.).

ამ მოთხ­რო­ბე­ბის სი­უ­ჟე­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ევ­რო­პელ და ამე­რი­კელ „მოგ­ზა­ურ­თა“ მა­გა­ლით­ზე, შეგ­ვიძ­ლია და­ვი­ნა­ხოთ ძი­რე­უ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებს, მის­წ­რა­ფე­ბებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს შო­რის. „ევ­რო­პა“ თა­ვი­სი სი­ა­მოვ­ნე­ბი­სათ­ვის, მშვე­ნი­ე­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და მი­სით ტკბო­ბი­სათ­ვის მოგ­ზა­უ­რობს; ხო­ლო „ამე­რი­კა“ – შიმ­ში­ლი­დან თა­ვის დაღ­წე­ვი­სა და გამ­დიდ­რე­ბი­სათ­ვის.

„რა კარ­გია მთა­ში“ – ფიქ­რობს კუ­რე­ლა, ფო­ტო­ა­პა­რა­ტი აქვს მო­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ფერს იღებს, დი­ლით – არ­ხო­ტის წყალ­სა და დე­კი­ან ფერ­დას, ხო­ლო შუ­ადღი­სას – შუბ­ლ­გა­ხეთ­ქი­ლი მე­უღ­ლის გვამს, იმ „სა­ო­ცა­რი უმ­წე­ო­ბის­და“ მი­უ­ხე­და­ვად, რაც მან შე­იგ­რ­ძ­ნო ცხოვ­რე­ბის მე­გობ­რის ამ მო­უ­ლოდ­ნე­ლი და თან სა­ზა­რე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო: „ელ­პი­დე მარ­ცხე­ნა ფე­ხით ეკი­და უზან­გ­ზე და ქვებს გლეჯ­და ხან კე­ფით, ხან მკერ­დით… ის უფ­რო ად­რე მოკ­ვ­და, რო­დე­საც გარ­დ­მო­ვარ­დ­ნი­სას კე­ფა და­არ­ტყა… სტე­ფა­ნე იჯ­და დე­დის თავ­თან უხ­მოდ“. ერ­თი წუ­თით რომ წარ­მო­იდ­გი­ნოს ადა­მი­ან­მა – სრუ­ლი­ად უცხო ვინ­მეს უყუ­რებ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, და­მე­თან­ხ­მე­ბით, რამ­დე­ნად მძი­მე შემ­თხ­ვე­ვას აღ­წერს მწე­რა­ლი და კი­დევ უფ­რო სა­ზა­რე­ლი და უმ­წეოა შემ­ს­წ­რე­თა მდგო­მა­რე­ო­ბა, მით უმე­ტეს, რო­ცა ისი­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. ოდ­ნავ მა­ინც მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლად რომ გად­მოს­ცეს მწე­რალ­მა მა­მა-შვი­ლის გან­ც­დე­ბი, ამ­ბობს: „უცხო იყო აქ ყვე­ლა­ფე­რი, უცხო და უც­ნა­უ­რი: ხალ­ხი უც­ნო­ბი, მდი­ნა­რე ცი­ვი, ხმა­უ­რი­ა­ნი… სადღაც ერ­თ­დე­ბოდ­ნენ მის შეგ­რ­ძ­ნე­ბა­ში სიმ­წუ­ხა­რე და შე­უც­ნო­ბე­ლი, არამ­შობ­ლი­უ­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი უფ­რო სა­ო­ცა­რი იყო. ლო­დი­ა­ნებს შო­რის იწ­ვა მი­სი მე­უღ­ლე – უკ­ვე მკვდა­რი. მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ერ­თი სა­ა­თის წინ ცოცხა­ლი იყო, მხი­ა­რუ­ლად ლა­პა­რა­კობ­და და რო­მელ­თა­ნაც ხუ­თი შვი­ლი ჰყავ­და“. ამ უბე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვის „მთა­ვა­რი გმი­რი“ შა­ვი ცხე­ნია, რო­მელ­საც ფე­ხი და­უც­და ლო­დი­ა­ნებ­ში, წა­იქ­ცა და დაფ­რ­თხა იმი­ტომ, რომ ფე­ხი მო­ი­ტე­ხა. მა­მა-შვი­ლი მა­საც ისე­თი­ვე თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით უყუ­რებს, რო­გორც ცხე­დარს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ორი­ვე გა­ურ­ბის ლა­პა­რაკს – „რა­ღაც იყო მათ­თ­ვის სიკ­ვ­დილ­ში სა­ო­ცა­რი და უკ­ვე მომ­ხ­და­რი, რო­მელ­საც არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბო­და“. მარ­თა­ლია, მათ არ იცი­ან რა უნ­და „ქნან უდე­დოდ“, მაგ­რამ იცი­ან, რომ გამ­ცი­ლე­ბე­ლი არა­ფერ შუ­ა­შია, რომ „მოხ­და შემ­თხ­ვე­ვა და სამ­წუ­ხა­როდ ვე­რა­ფერს იზა­მენ“. ხევ­სუ­რებს აოგ­ნებს მა­თი „სიმ­შ­ვი­დე“ – „არ იყო ავად, არ იყო მო­ხუ­ცი, იჯ­და ცხენ­ზე ბედ­ნი­ე­რი, მხი­ა­რუ­ლი თა­ვის საყ­ვა­რელ ქმარ-შვილ­თან ახ­ლოს… ამას მე ვთვლი ერთ-ერთ ბედ­ნი­ერ სიკ­ვ­დი­ლად…“ და ამ დროს მო­ად­გე­ბა „ცრემ­ლის მსგავ­სი“ ალ­ფ­რედ კუ­რე­ლას თვა­ლებ­ზე, რის შე­სა­ხე­ბაც მწე­რა­ლი ამ­ბობს: „გრძნო­ბამ სძლია წა­მით გო­ნე­ბას“. ამით ავ­ტო­რი პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბა თუ რო­გო­რი გა­გე­ბით მი­ი­ღო ალ­ფ­რედ კუ­რე­ლამ ცო­ლის უეცა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

თით­ქ­მის იგი­ვე­ნა­ი­რი სიმ­შ­ვი­დით ღე­ბუ­ლობს რუ­თი ქმრის გარ­და­უ­ვალ სიკ­ვ­დილს: „არც ინ­დი­ელ ქალს წას­ვ­ლია გუ­ლი, არც უმიზ­ნო ვაი-ვიშს მოჰ­ყო­ლია, რო­გორც ამას მი­სი თეთ­რ­კა­ნი­ა­ნი დო­ბი­ლე­ბი ჩა­ი­დენ­დ­ნენ. მე­ილ­მუტ კი­დის პირ­ველ­სა­ვე და­ძა­ხილ­ზე მთე­ლი ძა­ლით და­აწ­ვა სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­კე­თე­ბუ­ლი ძა­ლა­ყი­ნი­ვით შე­ყე­ნე­ბულ ჯოხს, რომ ხის სიმ­ძი­მე შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა, თან გა­ფა­ცი­ცე­ბით ის­მენ­და ქმრის კვნე­სას“. რო­გორც ვხე­დავთ, იგი ბო­ლომ­დე იბ­რ­ძ­ვის, ბო­ლომ­დე იბ­რ­ძ­ვის მე­ი­სო­ნიც; რო­ცა კი­დი „თოვ­ლ­ზე და­ას­ვე­ნებს უბად­რუკ ნაშთს იმი­სას, რაც ცო­ტა ხნის წინ ადა­მი­ა­ნი იყო“, მე­ი­სო­ნი ქა­ლის სა­ხე­ზე აღ­ბეჭ­დილ „უხ­მო მწუ­ხა­რე­ბას“ შე­ნიშ­ნავს: „არა­ფე­რი უთ­ქ­ვამთ, ჩრდი­ლო­ე­თის მკვიდ­რებ­მა ბალ­ღო­ბი­დან კარ­გად იცი­ან სიტყ­ვის ამა­ო­ე­ბა და საქ­მის ყად­რი“. აი, მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლიც თქვა ჯეკ ლონ­დონ­მა – „სიტყ­ვე­ბის ამა­ო­ე­ბა“ – ორი­ვე მოთხ­რო­ბა­ში ისე­თი უცა­ბე­დი გარ­დაც­ვა­ლე­ბე­ბია აღ­წე­რი­ლი, რო­ცა სიტყ­ვა უძ­ლუ­რია ამ ტრა­გე­დი­ე­ბის გად­მო­სა­ცე­მად. მე­ტიც, „თეთრ მდუ­მა­რე­ბა­ში“ გა­ცი­ლე­ბით უფ­რო რთუ­ლა­დაა საქ­მე იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც მე­ი­სო­ნის სი­ცოცხ­ლე მარ­თა­ლია გან­წი­რუ­ლია, მაგ­რამ არა აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლი და თუ მის აღ­სას­რულს და­ე­ლო­დე­ბი­ან, ისი­ნიც, რო­მელ­თა გა­დარ­ჩე­ნაც ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა, „თეთ­რი მდუ­მა­რე­ბის“ მსხვერ­პ­ლ­ნი აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან სა­მოც­და­ხუთ­გ­რა­დუ­სი­ან ყინ­ვა­ში: „გან­ყე­ნე­ბუ­ლად თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, ეს უბ­რა­ლო არით­მე­ტი­კა იყო – სა­მი ნაღ­დი სი­ცოცხ­ლე უპი­რის­პირ­დე­ბო­და ერთ გან­წი­რულს“ (გვ.35). ამი­ტომ რუ­თი უდ­რ­ტ­ვინ­ვე­ლად მო­ის­მენს ქმრის უკა­ნას­კ­ნელ სურ­ვი­ლებს, მან ხომ, რო­გორც ინ­დი­ელ­მა „ქალ­მა, კარ­გად იცო­და რა იყო მორ­ჩი­ლე­ბა“ (გვ.36). მე­ილმუ­ტ კიდ­მაც კარ­გად იცო­და, „რომ ნა­თე­ლი თეთ­რი მდუ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც კრი­ა­ლა და ცი­ვი ფო­ლა­დის ზე­ცა ხუ­რავს, ულ­მო­ბე­ლია და სას­ტი­კი“. ამი­ტომ, მი­უ­ხე­და­ვად ლოც­ვი­სა, რომ მე­გობ­რის მკვლე­ლი არ გამ­ხ­და­რი­ყო, ბუ­ნე­ბის სიმ­კაც­რის გა­მო­ი­სო­ბით, აღას­რუ­ლა მე­ი­სო­ნი­სა და ღვთის ნე­ბა; ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძაღ­ლ­საც კი არ ურ­ტყამს შოლტს, კლავს უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს და არ წი­რავს სა­ში­ნე­ლი სიკ­ვ­დი­ლი­სათ­ვის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ამ ორი მწერ­ლი­სა და მა­თი გმი­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი. ელ­პი­დე­სა და კუ­რე­ლას ერთ-ერ­თი შვი­ლი, რო­მე­ლიც ამ ტრა­გე­დი­ას შე­ეს­წ­რო, „აბუ­ზულ და სა­ცო­დავ“ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი იმა­ზეც დარ­დობს, რომ ცხენს, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად ამ უბე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვის მი­ზე­ზია, ფე­ხი აქვს მო­ტე­ხი­ლი, „და­ცე­მის დროს მო­ი­ტე­ხა“. მო­მაკ­ვ­და­ვი მე­ი­სო­ნი კი მე­ილ­მუტ კიდს „აღ­სა­რე­ბას აბა­რებს“ იმის გა­მო, რომ კარ­მენს, მის საყ­ვა­რელ ძაღლს, შოლ­ტი გა­უტყ­ლა­შუ­ნა – „მო­მაკ­ვ­დავ­მა დას­ძ­ლია სი­ა­მა­ყეს – პა­ტი­ე­ბას გთხოვ, ხომ იცი, რის­თ­ვის – კარ­მე­ნის­თ­ვის“ (ლონ­დო­ნი, გვ.35, თბი­ლი­სი, 1965წ.). ეს მსგავ­სე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია ბუ­ნე­ბის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ანს ცხო­ვე­ლე­ბი არ უყ­ვარ­დეს და მათ ტკი­ვილს არ გა­ნიც­დი­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­მე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან ისი­ნი, რო­გორც ერ­თი, ისე მე­ო­რე მწე­რა­ლი რე­ა­ლის­ტია მცი­რე­ო­დე­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით – ჯეკ ლონ­დო­ნი კრი­ტი­კულ რე­ა­ლიზმს უფ­რო მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, ხო­ლო გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი – ე.წ. მა­გი­ურ რე­ა­ლიზმს; ხო­ლო სამ­ყა­როს სიყ­ვა­რუ­ლის თვალ­საზ­რი­სით, ისი­ნი, შე­საძ­ლოა, მო­დერ­ნიზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც კი იყ­ვ­ნენ.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. ჯეკ ლონ­დო­ნი – თხზუ­ლე­ბა­ნი, ტო­მი I („ნა­კა­დუ­ლი“, თბი­ლი­სი, 1965 წ.)

2. https://poetry.ge/poets/guram-rcheulishvili/prose/9368.sikvdili-mtebshi.htm

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები