18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გურამ მეგრელიშვილის საავტორო კურსი მომავალი პედაგოგებისთვის ან ტრენერებისთვის

spot_img

„ფასკუნჯი სკოლაში“ – სპეციალური გადამზადების კურსი მასწავლებლობის მაძიებლებისთვის 

🔸✔️როგორ განვავითაროთ მოზრდებში კითხვითი და შემოქმედებითი წერის უნარები? – კურსზე, რომელიც სკოლის მოსწავლეებთან/მოზარდებთან მუშაობის მსურველთათვის შეიქმნა, მიღება ცხადდება.

🔸✔️პროგრამა წერითი თერაპიისა და წერის კლუბ „ფასკუნჯის“ მენტორის, მწერლის გურამ მეგრელიშვილის საავტორო კურსია, რომელიც 2017 წლიდან „აზროვნების აკადემიაში“ ტარდება და მისი კურსდამთავრებულები დღეს მის ინტეგრირებას აქტიურად ახდნენ სასწავლო დაწესებულებებში და ნერგავენ სასწავლო პროცესში. არსებული მოთხოვნისა და აქტუალობის გამო გამოიკვეთა საჭიროება კურსის გაფართოებისა.

🔸✔️ პირველ ეტაპზე, სპეციალური შერჩევის საფუძველზე მოიაზრება 12 მონაწილის ჩართვა (სტუდენტი – საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურიდან, ასევე მასწავლებლებლების გადამზადების პროგრამის მონაწილე).

🔎 ინფორმაცია კურსის შესახებ: ტექნიკა, რომელიც კურსს უდევს საფუძვლად, გურამ მეგრელიშვილის შექმნილია და წარმატებით ინერგება 2009 წლიდან. კურსი მთლიანად მორგებულია მოზარდებში კითხვითი და შემოქმედებითი წერის უნარების განვითარებას.

🔎 მეთოდოლოგია იმგვარადაა დამუშავებული, რომ ჯგუფის ყველა წევრი სრულფასოვნად ერთვება მუშაობაში. მოდული აგებულია ჯგუფური ფსიქოთერაპიის მეთოდიკაზე და მიმართულია დამსწრეების მაქსიმალურად გახსნისა და ჩართვისკენ შემეცნების პროცესში.

🔎 ამ მეთოდიკაზე დაყრდნობით შეიქმნა სახელმძღვანელოები: „როგორ დავწეროთ მოთხრობა“ (8-12 წელი), „მკითხველის მეგზური“ (13-16 წელი). დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის/მომავალი მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი და ის კონკრეტულ მაგალითებსა და რეკომენდაციების მიხედვით არის აგებული.

კურსის ხანგრძლივობა: 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით

🔸✔️  შერჩეული კანდიდატებისათვის კურსზე დასწრება უფასოა. ეს არის კლუბ ,,ფასკუნჯის“ სოციალური პროექტი, რომლის მიზანი სტუდენტებისა და განათლების სპეციალისტების ხელშეწყობა.

🔎რეგისტრაციის ბმული (1 ივნისამდე): https://forms.gle/4auGXqt7Qtzei3sy6

პროექტის მხარდამჭერები:

სასტუმრო “ბიოგრაფი”

ელჯერნონი – Algernon

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები