29 მარტი, პარასკევი, 2024

გიორგი ამილახვარმა „უნარების კვირეული 2023“ გახსნა

spot_img

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუბრისას პროფესიული განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით საჯარო და კერძო პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი ამილახვარი: პროფესიული განათლება არის ერთერთი მნიშვნელოვანი სექტორი ჩვენი ეკონომიკის განვითარების კუთხით. დღეს გავხსენით უნარების კვირეულიმნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ დარგში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ვმსჯელობთ სფეროს განვითარებასა და ხელმისაწვდომობაზე.

მთავარი ამოცანა, რაც დღეს პროფესიულ განათლებაში გვაქვს არის ის, რომ კიდევ უფრო დავაახლოოთ პროფესიული განათლება კერძო სექტორთან, დამსაქმებელთან და შევთავაზოთ მათ გაცილებით უფრო ეფექტიანი მექანიზმები დარგის განვითარების პროცესში ჩასართავად. სწორედ ამ მიზნით დაფუძნდა უნარების სააგენტო, რომლის მთავარი ფუნქციაა, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, უპასუხოს საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

ჩვენი ამოცანა გახლავთ ქვეყნის მასშტაბით პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და კვალიფიციური კადრების მომზადება. ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის.

 პროფესიული განათლება ეს არის პირდაპირი და უმოკლესი გზა დასაქმებისკენ და სწორედ ამიტომ, ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს ამ სფეროს განვითარებაზე ზრუნვა წარმოადგენს.‘

უნარების კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

უნარებისა და განათლების მნიშვნელობა მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის უაღრესად კრიტიკულია. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ათასობით ქართველს განავითარონ ახალი უნარები, ასევე შექმნან ან იპოვონ გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობები. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მთავრობის ამბიციას, წინ წაწიოს განათლების რეფორმა, ნამდვილი ევროპული სულისკვეთებით. ამ კვირაში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მოვისმინოთგანათლება დასაქმებისთვისპროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატებები არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, რომელსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ახორციელებენ, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კელი დეგნანი: მოხარულნი ვართ, რომ დღეს განათლების მინისტრთან, ევროკავშირის ჩემს კოლეგასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ვესწრებით უნარების კვირეულის გახსნას. მოგეხსენებათ, უკვე ხანგრძლივი პერიოდია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს განათლების სისტემას, მათ შორის, პროფესიულ განათლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ სამუშაო ძალამ შეიძინოს საჭირო უნარები, დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურებში და მიაღწიონ კარიერულ განვითარებას.“

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა.

უნარების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს ათასზე მეტი მონაწილე დაესწრება. მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე ბიზნეს ორგანიზაციებისა და სექტორული გაერთიანებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

საქართველოში უნარების კვირეული პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებითა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით 24-30 აპრილს იმართება და მისი მთავარი მიზანია, პროფესიული განათლების ირგვლივ დაინტერესებული მხარეების გაერთიანება და განვითარების სამომავლო მიმართულებებზე ერთობლივი მსჯელობა.

უნარების კვირეული წარმოაჩენს პროფესიული განათლების კუთხით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ასევე ეროვნულ დონეზე მიღებულ წარმატებულ გამოცდილებას და აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უნარების განვითარების სისტემა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების საპასუხოდ.

უნარების კვირეულის მხარდამჭერები არიან ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და Skills4Jobs პროგრამა, ასევე პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები: USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტი „სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება“, ევროკავშირის (EU) პროექტი „სიცოცხლის მანძილზე უკეთესი განათლების შესაძლებლობები ადგილობრივი პარტნიორობის მეშვეობით“ და ნორვეგიის მთავრობის პროექტი „LEAD: ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“, რომლებიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების გარდა, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონული ღონისძიებებიც.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები