20 აპრილი, შაბათი, 2024

გვჯე­რო­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის და გვჯე­რო­დეს ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის!

spot_img

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა, ანუ მე­სა­მე თა­ო­ბის ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში 2019 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. იგი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლის აქ­ტი­ურ ჩარ­თ­ვა­ზე, სას­წავ­ლო მა­სა­ლის სიღ­რ­მი­სე­ულ გა­აზ­რე­ბა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ცოდ­ნად გარ­დაქ­მ­ნა­ზე, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც ის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში შეძ­ლებს. რე­ფორ­მის მი­ზა­ნია, ასე­ვე, ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, სკო­ლა­ში უსაფ­რ­თხო, მზრუნ­ვე­ლო­ბი­თი და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის შე­დე­გად იც­ვ­ლე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გია, რაც მოს­წავ­ლე­ებ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს და ახალ­გაზ­რ­დებს XXI სა­უ­კუ­ნის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ მას­წავ­ლე­ბელს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ნა­ახ­ლოს თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, ცოდ­ნა, უნა­რი. გა­ნათ­ლე­ბა ერთ ად­გი­ლას არ დგას, მუდ­მი­ვად იც­ვ­ლე­ბა, იზ­რ­დე­ბა, იხ­ვე­წე­ბა, ყა­ლიბ­დე­ბა. მას­წავ­ლებ­ლებს ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი­სად­მი სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი უჩ­ნ­დე­ბათ, ზო­გი თვი­თონ ქმნის კლას­ში რა­ღაც ახალს, სა­ინ­ტე­რე­სოს. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ მათ ამის ფორ­მუ­ლი­რე­ბის, დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა მას­წავ­ლებ­ლის წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტია, მი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ნი­შა­ნია, რო­დე­საც მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად იაზ­როვ­ნოს, გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე, იმ ცნე­ბე­ბი­სა და მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის გა­აზ­რე­ბა, რა­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის. თუ მოს­წავ­ლე აც­ნო­ბი­ე­რებს რას და რა­ტომ სწავ­ლობს და მას­წავ­ლე­ბე­ლი აგე­ბი­ნებს, არ­წ­მუ­ნებს, რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მის­თ­ვის სწავ­ლა, ეს უკ­ვე გვაძ­ლევს იმედს, რომ მო­მა­ვალ­ში, რო­დე­საც ეს მო­ზარ­დი სკო­ლას და­ამ­თავ­რებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი გახ­დე­ბა და ნე­ბის­მი­ერ გა­რე­მო პი­რო­ბებ­ში შეძ­ლებს ადაპ­ტი­რე­ბას. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ბავშვს სკო­ლი­დან­ვე მივ­ცეთ არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და გან­მ­ტ­კი­ცე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამ ფაქ­ტო­რის წი­ნა­პი­რო­ბა კი, სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც მუ­დამ მზად უნ­და იყოს სი­ახ­ლი­სათ­ვის. მი­სი შრო­მა არ უნ­და იყოს ცალ­მ­ხ­რი­ვი, მას­წავ­ლე­ბელ­მა და მოს­წავ­ლემ უნ­და იმე­გობ­რონ, ითა­ნამ­შ­რომ­ლონ. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ასე­ვე მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხი. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ჯაჭ­ვი — მშო­ბე­ლი-ბავ­შ­ვი-მას­წავ­ლე­ბე­ლი — ისე უნ­და აეწყოს, რომ ამ სამ რგოლს შო­რის მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს.

რო­დე­საც „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ზე“ ვსა­უბ­რობთ, სა­ყუ­რადღე­ბოა ორი გა­რე­მო­ე­ბა:

ა) „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ არის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე, დახ­მა­რე­ბა­სა და წა­ხა­ლი­სე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი და არა დას­ჯა­ზე. შემ­თხ­ვე­ვი­თი არ არის, რომ სკო­ლა­ში წარ­გ­ზავ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ქო­უ­ჩე­ბად მო­იხ­სე­ნი­ე­ბი­ან. ქო­უ­ჩინ­გი თა­ნას­წორ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას გუ­ლის­ხ­მობს, სა­ერ­თო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ან პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად და არა მენ­ტო­რუ­ლი სტი­ლის ტრე­ნინგს.

ბ) მე­ო­რე და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ პრო­ექ­ტი მი­მარ­თუ­ლია სკო­ლის, რო­გორც ერ­თი­ა­ნი გუნ­დის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და არა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოკ­ვე­თა­ზე; აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა სას­კო­ლო კულ­ტუ­რის ყვე­ლა მხა­რე­ზე და არა რო­მე­ლი­მე ერთ სფე­რო­ზე.

ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­პი­რის სა­ჯა­რო სკო­ლა, 2021 წლის თე­ბერ­ვ­ლი­დან, ჩა­ერ­თო „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“. პრო­ცე­სე­ბი აქ­ტი­უ­რად გან­ვი­თარ­და. სკო­ლას მი­მაგ­რე­ბუ­ლი ჰყავ­და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­ნერ­გ­ვის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ტო კვე­ტე­ნა­ძე და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი. რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, ვე­ბი­ნა­რებს უძღ­ვე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის ქო­უ­ჩე­ბი. ვმუ­შა­ობ­დით სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით: 1) კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა; 2) სას­კო­ლო პრო­ექ­ტი; 3) სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის გან­ვი­თა­რე­ბა. კო­ორ­დი­ნა­ტორ­თან, ქო­უ­ჩებ­თან და საგ­ნობ­რივ კა­თედ­რებ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, ორ­პი­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, მომ­ზად­და 2021-2022 სას­წავ­ლო წლის სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა. სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გად გა­დაწყ­და, რომ სას­კო­ლო პრო­ექ­ტი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო.

მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლის და­საწყი­სი­დან, ორ­პი­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, კვლავ გა­აქ­ტი­ურ­და მუ­შა­ო­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში. I-IX კლა­სე­ბის ყვე­ლა სა­გან­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი. სკო­ლას სტუმ­რო­ბენ საგ­ნობ­რი­ვი ქო­უ­ჩე­ბი, რო­მელ­თა ვი­ზი­ტი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ხა­სი­ათს ატა­რებს და გვეხ­მა­რე­ბა პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­სა და დაძ­ლე­ვა­ში.

ასე­ვე აქ­ტი­უ­რად და­ვიწყეთ სას­კო­ლო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სა­ხელ­წო­დე­ბით — „შე­ვიყ­ვა­როთ და შე­ვი­მეც­ნოთ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რი“. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია: მოს­წავ­ლეს გა­მო­უ­მუ­შავ­დეს პა­ტი­ვის­ცე­მის გრძნო­ბა და მზრუნ­ვე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის მი­ერ წარ­სულ­სა თუ აწ­მ­ყო­ში შექ­მ­ნი­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის (ტრა­დი­ცი­ე­ბის, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სხვ.) ნი­მუ­შე­ბის მი­მართ; მოს­წავ­ლემ გა­ი­აზ­როს, რომ მო­მა­ვა­ლი სწო­რედ ამ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას უნ­და და­ე­ფუძ­ნოს.

2021 წლის 13 ნო­ემ­ბერს პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი და პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი (პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი — ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი და­რე­ჯან ბა­კუ­რა­ძე, წევ­რე­ბი: ირი­ნა ბე­რე­კაშ­ვი­ლი, მაია სვა­ნა­ძე და მა­კა ჯინ­ჯი­ხა­ძე) ეწ­ვივ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს, ექ­ს­პე­რი­მენ­ტო­რი­უმს, მთაწ­მინ­დის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონს. აქ­ტი­ვო­ბა და­ა­ფი­ნან­სა სოფ­ლის მკვიდ­რ­მა, მომ­ღე­რალ­მა და­თო ხუ­ჯა­ძემ. მი­სი გზავ­ნი­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სად­მი ასე­თია: „ის­წავ­ლეთ და შე­ი­მეც­ნეთ თქვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა! თქვე­ნი ცოდ­ნა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მო­ახ­მა­რეთ ჩვენს სა­ქარ­თ­ვე­ლოს“!

ამ წე­რი­ლით, მინ­დო­და მო­მეთხ­რო ჩემს სკო­ლა­ში მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა­სა და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, თქვენ­თ­ვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა ჩე­მი მო­საზ­რე­ბა და მცი­რე­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სკო­ლებს, რომ­ლე­ბიც ახ­ლა იწყე­ბენ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვას, ვურ­ჩევ­დი, მუდ­მი­ვად იზ­რუ­ნონ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ზრდა­ზე, ეცა­დონ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი სი­ახ­ლე და­ნერ­გონ, რაც უფ­რო მიმ­ზიდ­ველ­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის მას. „გვჯე­რო­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის და გვჯე­რო­დეს ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის“! (ეინარ ვა­რა)

ირი­ნა ბე­რე­კაშ­ვი­ლი – ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­პი­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ის­ტო­რი­ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები