19 აპრილი, პარასკევი, 2024

გა­რე­ დაკ­ვირ­ვე­ბა პი­რის­პირ და ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში

spot_img
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე რე­გის­ტ­რა­ცია გა­მო­აცხა­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 1500-მდე უფ­რო­ს მას­წავ­ლე­ბელს ჯერ კი­დევ გა­ზაფხულ­ზე უნ­და გა­ევ­ლო გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა, თუმ­ცა, პან­დე­მი­ით შექ­მ­ნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლ­მა პრო­ცე­სი გა­და­ა­ვა­და და მო­ამ­ზა­და ონ­ლა­ინ დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კა, სწო­რედ იმ მი­ზე­ზის გა­მო, რომ ეპიდ­სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი აღარ იქ­ცეს ისევ გა­რე­ დაკ­ვირ­ვე­ბის  გა­და­დე­ბის მი­ზე­ზად.
რა­ტომ გახ­და თა­ვი­დან რე­გის­ტ­რა­ცია სა­ჭი­რო, რო­გო­რი ფორ­მით წა­რი­მარ­თე­ბა გა­რე­ დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცე­სი და რი­სი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მო­უ­წევთ ონ­ლა­ინ რეჟ­იმ­ში დაკ­ვირ­ვე­ბი­სას მას­წავ­ლებ­ლებს – ამ დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი.

– 1 ოქ­ტომ­ბ­რი­დან გა­რე დაკ­ვი­რე­ბა­ზე რე­გის­ტ­რა­ცია იწყე­ბა და დი­დი ხნის ლო­დი­ნის შემ­დეგ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად აუცი­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ მას­წავ­ლებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­შიც გა­ი­ა­რონ,  რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა ეს პრო­ცე­სე­ბი?

– იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა სის­ტე­მა ონ­ლა­ინ­ ს­წავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვი­და, გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბა გა­და­ი­დო. რად­გან სას­წავ­ლო პრო­ცე­სი პან­დე­მი­ა­ზე გახ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მივ­ხ­ვ­დით, რომ შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მა შე­მოდ­გო­მა­ზეც გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ შეგ­ვექ­მ­ნა ონ­ლა­ინ გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კა, რო­მელ­საც პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში დავ­ტეს­ტავ­დით სკო­ლებ­ში. მა­ი­სის და­საწყის­ში 12 სკო­ლას ვთხო­ვეთ რუბ­რი­კის აპ­რო­ბა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა (შე­ვარ­ჩი­ეთ  რე­გი­ო­ნის, ქა­ლა­ქის, სოფ­ლის, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი, მცი­რე­კონ­ტი­ნგენ­ტი­ა­ნი და მა­ღალ­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბი). უშუ­ა­ლოდ დი­რექ­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ულე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად მას­წავ­ლებ­ლებ­ი, რო­მელ­თაც ვაკ­ვირ­დე­ბო­დით, არ იც­ნობ­დ­ნენ რუბ­რი­კის კრი­ტე­რი­უ­მებს, უბ­რა­ლოდ იცოდ­ნენ, რომ აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ გაკ­ვე­თილ­ზე. ამის შემ­დეგ, მათ გა­ვა­ცა­ნით  კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ისე და­ვაკ­ვირ­დით. დი­რექ­ტო­რებს ვთხო­ვეთ, ჩვენ­თვის მო­ე­წო­დე­ბი­ნათ სწო­რედ ამ კრი­ტე­რი­უ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უკუ­კავ­ში­რი, რაც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან მი­ი­ღეს. შემ­დეგ, სწო­რედ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, და­იხ­ვე­წა და სკო­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს  მო­ერ­გო. ტეს­ტი­რე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ  შე­საძ­ლე­ბე­ლია ონ­ლა­ინ გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბით შეგვე­ფა­სე­ბი­ნა მას­წავ­ლებ­ლე­ბი. მას შემ­დეგ, რაც კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მა აღი­არ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, დაგ­ვემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა ონ­ლა­ინ გა­რე ­დაკ­ვი­რე­ბის რუბ­რი­კა და ფორ­მა­ლუ­რა­დაც შე­საძ­ლებ­ლია, უკ­ვე კა­ნო­ნი­ე­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ რუბ­რი­კა. ამ­დე­ნად, გა­რე­ დაკ­ვირ­ვე­ბა ა­ღარ გა­და­ი­დე­ბა და ამ სე­მეს­ტ­რის­თ­ვის უკ­ვე მზად ვართ, იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დის­ტან­ცი­უ­რად წა­რი­მარ­თე­ბა, მას­წავ­ლებ­ლებს ონ­ლა­ინ რეჟ­მ­ში და­ვაკ­ვირ­დეთ. მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 1-დან 5 ოქ­ტომ­ბ­რამ­დე გა­ივ­ლი­ან რე­გის­ტ­რა­ცი­ას და გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით  გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნი­ან 5 თან­მიმ­დევ­რულ გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მას (რო­გორც აქამ­დე ხდე­ბო­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა), ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში და­ვიწყებთ რუბ­რი­კას, მაგ­რამ იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც სწავ­ლა პი­რის­პირ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, ცხა­დია, პე­და­გო­გებს საკ­ლა­სო ოთახ­ში და­ვაკ­ვირ­დე­ბით. პრო­ცე­სი მთე­ლი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბა და რო­გორც გითხა­რით, იმის მი­ხედ­ვით ვი­მოქ­მე­დებთ, რა სი­ტუ­ა­ცი­აც იქ­ნე­ბა კონ­კ­რე­ტულ სკო­ლა­ში.

– არი­ან თუ არა მზად სკო­ლე­ბი ონ­ლა­ინ დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის,  რას ფიქ­რობთ, რა დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მ­ნათ მათ?  თუ გაქვთ კონ­ტაქ­ტი მას­წავ­ლებ­ლებ­თან და, ძი­რი­თა­დად, რა­ზე ღე­ლა­ვენ?

– რა თქმა უნ­და, ჩვენ­თან კავ­ში­რი აქვთ მას­წავ­ლებ­ლებს და ვეც­ნო­ბით მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს. სწო­რედ ამი­ტომ, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ  პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­რი­დან და­ვიწყოთ ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გის გა­დამ­ზა­დე­ბა (ძა­ლი­ან მოკ­ლე ვა­და­ში, ორ-სამ კვი­რა­ში) თიმ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ესეც  ერ­თ­გ­ვა­რი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა მათ­თ­ვის. კი­დევ ერ­თხელ მინ­და ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს, გა­და­ვამ­ზა­დებთ ყვე­ლა იმ ქა­ლა­ქი­სა და სოფ­ლის მას­წავ­ლე­ბელს, სა­დაც ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

– რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ონლაინ და პი­რის­პირ დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კებს შო­რის და რა ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი გა­კეთ­დე­ბა ონ­ლა­ინ დაკ­ვირ­ვე­ბი­სას?

– გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა, ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თი და იგი­ვე   იქ­ნე­ბა – გაკ­ვე­თი­ლი და­ი­გეგ­მე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ზან­თან მი­მარ­თე­ბით, უბ­რა­ლოდ, გან­ს­ხა­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფორ­მა­ტი. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხში­რად ნერ­ვი­უ­ლო­ბენ და ჩი­ვი­ან იმა­ზე, რომ გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცეს­ში, შე­იძ­ლე­ბა, ტექ­ნი­კურ­მა ხარ­ვე­ზებ­მა იჩი­ნოს თა­ვი. მინ­და ისი­ნი და­ვამ­შ­ვი­დო და კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რო, რომ ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი მათ შე­ფა­სე­ბა­ზე არ აისა­ხე­ბა. მთა­ვა­რია, და­ვი­ნა­ხოთ რო­გორ რე­ა­გი­რებს ასეთ შემ­თხ­ვე­ვებ­ზე მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­გორ იქ­ცე­ვა, მა­გა­ლი­თად, ინ­ტერ­ნე­ტის ხარ­ვე­ზის გა­მო სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი­დან გა­თი­შულ და შემ­დეგ უკან დაბ­რუ­ნე­ბულ მოს­წავ­ლეს­თან, რო­გორ აწ­ვ­დის მას ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გა­მო გა­მო­ტოვ­ე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცე­ვა იმა­საც, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი, ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გა­მო, გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცე­სი­დან გა­ვი­და და ხე­ლახ­ლა დაბ­რუნ­და, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან თუ არა რო­გორ მო­იქ­ც­ნენ – მას­წავ­ლე­ბელს და­ე­ლო­დონ თუ არა ან  თუ და­ვა­ლე­ბა უკ­ვე აქვთ მი­ცე­მუ­ლი, აგ­რ­ძე­ლე­ბენ თუ არა მუ­შა­ო­ბას. აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რამ­დე­ნად არის ბავ­შ­ვი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სის შე­სა­ხებ ისე­ვე, რო­გორც საკ­ლა­სო ოთახ­ში მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დროს,  ზუს­ტად ანა­ლო­გი­უ­რად შე­ფას­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ასე რომ, ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის ან  იმის გა­მო, რომ მოს­წავ­ლე მო­ბი­ლუ­რით არის გაკ­ვე­თილ­ზე შე­მო­სუ­ლი და არა კომ­პი­უ­ტე­რით, მათ შე­ფა­სე­ბას ქუ­ლა არ და­აკ­ლ­დე­ბა, ეს გამორიცხულია მთა­ვა­რია, და­ვი­ნა­ხოთ, რო­გორ ახერ­ხებს მას­წავ­ლე­ბე­ლი და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას და რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტურ სტრა­ტე­გი­ებს იყე­ნებს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­სათ­ვის,  რო­გორ ახერ­ხებს მოს­წავ­ლე­ებ­თან ინ­ტე­რაქ­ცი­ას. და­ვაკ­ვირ­დე­ბით იმა­საც, თუ რო­გორ არის მოს­წავ­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და­ცუ­ლი და ა.შ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, თუ რამ­დე­ნად სან­დო წყა­რო­ებს იყე­ნებს მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში (ძი­რი­თა­დად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში იყე­ნე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ღია რე­სურ­სებს და ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს, რამ­დე­ნად სან­დოა ეს რე­სურ­სე­ბი, რამ­დე­ნად არის და­ცუ­ლი კი­ბე­რუ­საფ­რ­თხოე­ბა). აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნამ­დ­ვი­ლად ღირს უფ­რო მე­ტი აქ­ცენ­ტის გა­დატანა  უსაფ­რ­თხო­ე­ბა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბა­ზე და იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რია პე­და­გო­გის მი­ერ ონ­ლა­ინ­ ს­წავ­ლე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბი.

– და­ახ­ლო­ე­ბით 1500 მას­წავ­ლებ­ელი ელო­დე­ბა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბას, რა­ტომ გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი მა­თი თა­ვი­დან რე­გის­ტ­რა­ცია, ისი­ნი ხომ ზუს­ტად იგი­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც გა­ზაფხულ­ზე, პან­დე­მი­ით შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო, ვერ გა­ი­ა­რეს გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბა?

– რა თქმა უნ­და,  იგი­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ სე­მეს­ტ­რია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და შე­საძ­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც გან­საზღ­ვ­რუ­ლი ჰქონ­და გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა მე-7 კლას­ში, ის მეშ­ვი­დე კლასს აღარ ას­წავ­ლი­დეს – ბავ­შ­ვე­ბი უკ­ვე გა­ი­ზარ­დ­ნენ და მერ­ვეკლა­სე­ლე­ბი გახ­დ­ნენ, ანუ შე­იც­ვა­ლა კლა­სე­ბი, შე­იც­ვა­ლა მას­წავ­ლებ­ლის სა­ა­თობ­რი­ვი ბა­დე და ამი­ტომ რე­გის­ტ­რა­ცი­ის თა­ვი­დან გავ­ლაც გარ­და­უ­ვა­ლი გახ­და.

– და­ბო­ლოს, რო­გორ მოხ­დე­ბა სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა – ეტა­პობ­რი­ვად თუ ერ­თ­დ­რო­უ­ლად? ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ციაა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, რად­გან სტა­ტუ­სის და­ნა­მა­ტი სწო­რედ ამის შემ­დეგ აისა­ხე­ბა მათ ანაზ­ღა­უ­რე­ბა­ზე.

– სტა­ტუსს მათ ეტა­პობ­რი­ვად არ მი­ვა­ნი­ჭებთ. სე­მეს­ტ­რის ბო­ლოს, ვინც წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლის გა­რე­ დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კას, ყვე­ლა ერ­თი­ა­ნად მი­ი­ღებს წამ­ყ­ვა­ნი  მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები