25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გან­წი­რუ­ლი სუ­ლის ძა­ხი­ლი –  ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძე ⇒ „მოგ­ზა­უ­რო­ბა აფ­რი­კა­ში“

spot_img

ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძის მოთხ­რო­ბის „მოგ­ზა­უ­რო­ბა აფ­რი­კა­ში“ გან­ხილ­ვი­სას ბავ­შ­ვე­ბი სა­თა­უ­რის მი­ხედ­ვით ნა­წარ­მო­ებ­ში ბევრ რა­მეს გუ­ლის­ხ­მო­ბენ, მაგ­რამ არა აფხა­ზეთს. მარ­თ­ლაც, უც­ნა­უ­რად და­ა­სა­თა­უ­რა ავ­ტორ­მა მოთხ­რო­ბა, რო­მე­ლიც ოჩამ­ჩი­რე­ში მცხოვ­რე­ბი ერ­თი ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ის გად­მო­ცე­მით იმ დიდ უბე­დუ­რე­ბას ასა­ხავს, თა­ვი­სი სა­ში­ნე­ლი შე­დე­გე­ბით, რო­მელ­საც აფხა­ზე­თის ომი ჰქვია.

მოთხ­რო­ბის მთა­ვა­რი გმი­რი ათი-თორ­მე­ტი წლის ბი­ჭია, რო­მელ­მაც დე­დას­თან ერ­თად გად­მო­ი­ა­რა ის უღელ­ტე­ხი­ლი, გუ­რამ ოდი­შა­რია გოლ­გო­თის გზას რომ ადა­რებს. ჩვენ უკ­ვე გვქონ­და სა­უ­ბა­რი იმის შე­სა­ხებ თუ რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ასე­თი შე­და­რე­ბა სი­ნამ­დ­ვი­ლეს. დაწ­ვ­რი­ლე­ბით გან­ვი­ხი­ლეთ უმ­ძი­მე­სი მო­ნაკ­ვე­თი „ლტოლ­ვილ­თა უღელ­ტე­ხი­ლი“, მი­სი რო­მა­ნი­დან „სო­ხუმ­ში დაბ­რუ­ნე­ბა“. ამ პა­ტა­რა მოთხ­რო­ბა­ში კი მწე­რა­ლი მხო­ლოდ ერ­თ­გან ათ­ქ­მე­ვი­ნებს ბიჭს: „მე­რე სხვებ­თან ერ­თად ფე­ხით მოვ­დი­ო­დით. უღელ­ტე­ხილ­ზე გაგ­ვი­თოვ­და. ხალ­ხი გზა­დაგ­ზა ეცე­მო­და და იხო­ცე­ბო­და. ჩვენ გა­დავ­რ­ჩით და ახ­ლა აქა ვართ, ოღონდ ცალ-ცალ­კე, ის თა­ვის­თ­ვის, მე — ჩემ­თ­ვის.“ ცხა­დია, რომ ავ­ტორს სხვა ჩა­ნა­ფიქ­რი აქვს — მას, ჯო­ჯო­ხე­თურ გზა­ზე მე­ტად, ამ ჯო­ჯო­ხეთ­გა­მოვ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა აინ­ტე­რე­სებს უღელ­ტე­ხილს აქეთ. ყინ­ვას, შიმ­შილს, ტყვი­ას კი გა­და­ურ­ჩ­ნენ ეს ბავ­შ­ვე­ბი, ქა­ლე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი, კა­ცე­ბიც, მაგ­რამ აქ, ამერ­ში, რო­გორ გა­აგ­რ­ძე­ლეს ცხოვ­რე­ბა, ან სა­ერ­თოდ თუ გა­აგ­რ­ძე­ლეს. აქ რამ შე­ი­წი­რა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი; რად­გან ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ აფხა­ზე­თის ომი მხო­ლოდ იმ მსხვერ­პ­ლით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, რაც უშუ­ა­ლოდ აფხა­ზეთ­ში გა­ი­ღო ქარ­თ­ვე­ლო­ბამ, არა­მედ ომი „მშვი­დო­ბი­ან“ პე­რი­ოდ­შიც გაგ­რ­ძელ­და; ეს უკ­ვე გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის ბრძო­ლა გახ­ლ­დათ. მწე­რალს სწო­რედ ამის გად­მო­ცე­მა სურს — რო­გორ იბ­რ­ძ­ვი­ან უქ­მ­როდ, უმა­მოდ დარ­ჩე­ნი­ლი ოჯა­ხე­ბი არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის და რო­გო­რი შე­დე­გით მთავ­რ­დე­ბა მა­თი ბრძო­ლა?!

ბი­ჭის დე­და ჯი­ხურ­ში იწყებს გამ­ყიდ­ვ­ლად მუ­შა­ო­ბას, მაგ­რამ ზამ­თარ­ში იქ ყოფ­ნა იმ­დე­ნად გა­უ­საძ­ლი­სია, რომ ქა­ლი სმას მი­ეჩ­ვე­ვა. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ზე­რუ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვ­ლოდ, მუ­შა­ობს და სა­მა­გი­ე­როდ, ჯი­ხუ­რის მე­პატ­რო­ნე ქურ­დო­ბას აბ­რა­ლებს. შემ­დეგ, რო­ცა გა­ირ­კ­ვე­ვა, რომ ქა­ლი მარ­თა­ლია და მას არა­ფე­რი მო­უ­პა­რავს, იგი ბო­დიშ­საც კი არ უხ­დის. ამ ზო­გა­დად გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბი­დან მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის, არც თუ ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ქა­ლი­სა, რო­მელ­მაც ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი იცის ავად­მ­ყო­ფი მე­უღ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მტრის ხელ­ში ჩა­ტო­ვა და მცი­რეწ­ლო­ვა­ნი შვი­ლი­სა და თა­ვის რჩე­ნი­სათ­ვის ულ­მო­ბელ გა­რე­მოს­თან უწევს ბრძო­ლა ყო­ველ­დღი­უ­რად; მაგ­რამ გა­ჭირ­ვე­ბა და ალ­კო­ჰო­ლი იმარ­ჯ­ვებს და ხში­რად, მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, ამ ცხოვ­რე­ბის ჯავრს ბიჭ­ზე იყ­რის.

„თით­ქოს მე ვი­ყა­ვი დამ­ნა­შა­ვე იმა­ში, რომ ტყვარ­ჩელ­ში სახ­ლი მი­ვა­ტო­ვეთ.., რომ მე­ა­თე წე­ლია მა­მა­ჩე­მი­სა არა­ფე­რი ის­მის.., რომ გამ­ყიდ­ვ­ლად მუ­შა­ობს ცივ ჯი­ხურ­ში, რომ­ლის პატ­რო­ნი ერ­თი ავ­ყია დე­და­კა­ცი სულ მუ­დამ ქურ­დო­ბას აბ­რა­ლებს.., რომ არ­ყის სმას სი­ცი­ვის გა­მო და­ეჩ­ვია.., და ახ­ლა იძუ­ლე­ბუ­ლია ყო­ველ­დღე სვას, რად­გან „ეშ­მა­კი არ ას­ვე­ნებს“. სწო­რედ ეშ­მა­კი­სა, გაც­ვე­თი­ლი ნერ­ვე­ბი­სა თუ ამ­ღ­ვ­რე­უ­ლი გო­ნე­ბის წყა­ლო­ბით ბიჭს „სკა­მის ფე­ხით“ ისე სცემს, რომ წარ­ბი გა­უს­კ­დე­ბა, მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლის ნე­კა თი­თი მოტყ­დე­ბა, და რომ არა ბი­ჭის ყვი­რილ­ზე შე­მოც­ვე­ნი­ლი მე­ზობ­ლე­ბი, შვი­ლი შე­იძ­ლე­ბო­და მო­ეკ­ლა. „მაგ­რამ ში­ნი­დან ამი­სათ­ვის არ წა­მოვ­სულ­ვარ, სულ სხვა რა­მის გა­მო წა­მო­ვე­დი…“ — ამ­ბობს მთა­ვა­რი გმი­რი.

რას უნ­და გუ­ლის­ხ­მობ­დეს ბავ­შ­ვი „სხვა რა­მე­ში?“ ავ­ტო­რი თით­ქოს არ ამ­ხელს, ჩე­მი აზ­რით, ძა­ლი­ან თა­ნა­უგ­რ­ძობს პა­ტა­რას და იმი­ტომ, თუმ­ცა მი­სა­ნიშ­ნებ­ლად იმას გვამ­ც­ნობს, რომ წუ­პა­კა, ბი­ჭის მე­გო­ბა­რი, მა­ლავ­და იმას, რომ და ჰყავ­და, მხო­ლოდ მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ი­გებს ბი­ჭი სი­მარ­თ­ლეს — „ვი­ღაც გო­გო მო­ვი­და, შენ ჩე­მი ძმის მე­გო­ბა­რი ყო­ფილ­ხა­რო და თხუთ­მე­ტი ლა­რი მა­ჩუ­ქა… მე­რე გოშ­კამ მითხ­რა, რომ იმ გო­გოს ლუ­ი­ზა ერ­ქ­ვა და ცირ­კ­თან იდ­გა“. აი, თურ­მე რა­ტომ მა­ლავ­და წუ­პა­კა დის არ­სე­ბო­ბას და რა­ტომ არ ამ­ხელს ჩვე­ნი გმი­რი „სხვა რა­მეს“. მა­ნაც ხომ და­მა­ლა „მა­ნა­ნა დე­ი­დას­თან“ დე­დის არ­სე­ბო­ბა — „ერ­თხელ მა­ნა­ნა დე­ი­და მე­კითხე­ბა, მარ­თ­ლა არა­ვი­ნა გყავ­სო? არა-მეთ­ქი, ვინ­მე რომ მყავ­დეს, ქუ­ჩა­ში რა­ტომ ვიქ­ნე­ბო­დი მეთ­ქი“.

სა­მა­გი­ე­როდ, ამა­ვე მოთხ­რო­ბის მო­ტივ­ზე გა­და­ღე­ბულ ფილ­მ­ში „გაღ­მა ნა­პი­რი“, რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი სწო­რად აგ­ნებს და გვაჩ­ვე­ნებს დე­დი­სა­გან ბი­ჭის წა­მოს­ვ­ლის ნამ­დ­ვილ მი­ზეზს. სახ­ლი­დან წას­ვ­ლი­სას ბიჭს ოც­და­ა­თი ლა­რი მი­აქვს და დე­დის „სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დიც, რად­გან ვი­ცო­დი, რომ მა­მა­ჩე­მის ნა­ჩუ­ქა­რი იყო“. ეს დე­ტა­ლი ამ­ტ­კი­ცებს თუ რამ­დე­ნად სწო­რად მი­აგ­ნო რე­ჟი­სორ­მა ბი­ჭის სახ­ლი­დან წას­ვ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას და ჩემს ვა­რა­უდს თუ რა მი­ზე­ზით წა­ვი­და ბავ­შ­ვი დე­დის­გან სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ცხა­დია, ბიჭს დე­და ძა­ლი­ან უყ­ვარს და პა­ტივ­საც სცემს. ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩანს იმ ეპი­ზოდ­ში, რო­ცა „დე­დის თვა­ლებს“ წა­აწყ­დე­ბა უც­ნო­ბი ქა­ლის თვა­ლებ­ში — „ვხე­დავ, დე­და­ჩე­მის­ნა­ი­რი თვა­ლე­ბი არა აქვს?! ერ­თი მწვა­ნე და მე­ო­რე ცის­ფე­რი. არ ვი­ცი რა და­მე­მარ­თა, ყელ­ში რა­ღა­ცა გა­მეჩხი­რა, ხე­ლი გა­მო­ვარ­თ­ვი და ზედ ვა­კო­ცე“. ამა­ზე უფ­რო ოს­ტა­ტუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის გად­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც გმირს, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, დე­დის მი­მართ აქვს. ეს ქა­ლი ის მა­ნა­ნა დე­ი­და გახ­ლავთ, რე­ზოს­თან და უშან­გის­თან ერ­თად, ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ას­თან „სუ­პი­თა“ და პუ­რით რომ უმას­პინ­ძ­ლ­დე­ბი­ან პა­ტა­რა „მა­წან­წა­ლებს“. აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ კი ჩვე­ნი გმი­რი ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ას აღარ გაჰ­კა­რე­ბია, „სუპს თა­ვად იხარ­შავს“, „ოც­კა­პი­კი­ა­ნი სუ­პის პა­კე­ტით“. ვიდ­რე ბი­ჭის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ და­ვიწყებ­დეთ სა­უ­ბარს, მინ­და შე­ვე­ხო დე­დის თვა­ლებს, ორი­ო­დე სიტყ­ვით. რო­გორც ვნა­ხეთ, ეს თვა­ლე­ბი ერ­თი ფე­რის არაა — ცა­ლი ლურ­ჯია, ცა­ლი — მწვა­ნე. ერ­თ­ფე­რო­ვან ნაც­რის­ფერს ისი­ნი თბი­ლის­ში იღე­ბენ. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, ქა­ლის ცხოვ­რე­ბის­და­მი­ხედ­ვით იც­ვ­ლი­ან ისი­ნი ფერს. ვიდ­რე აფხა­ზე­თის ფი­რუზ­სა და ზურ­მუხ­ტ­ში იყ­ვ­ნენ ჩაფ­ლულ­ნი, ვიდ­რე პატ­რო­ნი ჰყავ­დათ, რო­მე­ლიც არა­ფერს აკ­ლებ­დათ, ისი­ნიც ფი­რუ­ზი­სა და ზურ­მუხ­ტის­ფ­რად ელავ­დ­ნენ, ხო­ლო, რო­დე­საც მო­რი­ე­ლი­ვით („ქა­ლა­ქი გავს მო­რი­ელს“, ტ. გრა­ნე­ლი) ნაც­რის­ფერ ქა­ლაქ­ში უპატ­რო­ნოდ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა და­უც­ვე­ლი, მი­სი თვა­ლე­ბიც იც­ვ­ლი­ან ფერს. წმინ­და მა­მა­თა თქმით — „ადა­მი­ა­ნის თვა­ლი სუ­ლის სარ­კეა“. თუ ეს ნამ­დ­ვი­ლად ასეა, მა­შინ ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რო­გო­რი ტკი­ვი­ლი ტრი­ა­ლებ­და ბი­ჭის დე­დის სულ­ში.

მე­ტად სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ ჩვე­ნი გმი­რი, რო­მე­ლიც ჯერ დე­დის­გან გა­იქ­ცა და შემ­დეგ მა­ნა­ნა დე­ი­დას­გან, რო­გორ და რით ირ­ჩენს თავს ქუ­ჩა­ში. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ქუ­ჩა­ში ცხოვ­რე­ბა­საც თა­ვი­სი წე­სი და რი­გი აქვს. სად და­ი­ძი­ნო, სად შე­იძ­ლე­ბა მოწყა­ლე­ბა ითხო­ვო, ვინ მოგ­ცემს ორ კა­პიკს და ვინ ვერ გა­ი­მე­ტებს, ან ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ე­ლა­ხო კი­დეც. იგი თავ­და­პირ­ვე­ლად, წუ­პა­კას­თან ერ­თად, „დიღ­მის ტრა­სის ალე­ა­ში ძველ პაკ­რიშ­კას“ ან­თებს და ბავ­შ­ვე­ბი „ცეცხ­ლ­თან ჩა­მომ­ს­ხ­და­რე­ბი“ იძი­ნე­ბენ. დი­ლით მარ­თა­ლია გა­მუ­რუ­ლი თავ-პი­რით იღ­ვი­ძე­ბენ, მაგ­რამ ეს სა­სა­ცი­ლო­დაც არ ჰყოფ­ნით; რო­ცა ძა­ლი­ან ყი­ნავს, სა­ბუ­რა­ვი ვე­ღარ შვე­ლით; ამი­ტომ გა­მო­ძებ­ნეს იაფი გა­სათ­ბო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბა — „ტუ­ბი­კი ლა­რი… ეგ ჩა­უშ­ვი ცე­ლო­ფა­ნის პარ­კ­ში და და­ვაი, ისუნ­თ­ქე!“ გათ­ბო­ბის ამ­დაგ­ვა­რი ხერ­ხი ბავ­შ­ვებს „კა­იფ­ში“ გა­დას­დით, ასეთ დროს ისი­ნი, მარ­თა­ლია, სი­ცი­ვეს ვე­ღარ გრძნო­ბენ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ თბი­ლად არი­ან; ამი­ტომ გა­ი­ყი­ნე­ბა წუ­პა­კა, ან აცე­ტო­ნის ბევ­რი დო­ზა მო­წამ­ლავს, ან ორი­ვე ერ­თად — „ამ­ბო­ბენ გა­ი­ყი­ნაო, აცე­ტო­ნით მო­ი­წამ­ლა“. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ასე­თი სა­ში­ნე­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის კითხ­ვი­სას ძა­ლი­ან ბევ­რი კითხ­ვა უჩ­ნ­დე­ბა ბავ­შ­ვ­საც და უფ­როს­საც. ასა­კის­და მი­უ­ხე­და­ვად, პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა კითხუ­ლობს იმას, თუ სად არის სა­ხელ­მ­წი­ფო, შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა?! პა­სუ­ხი 90-იან წლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა ამარ­თ­ლებ­დეს ან ერთ, ან მე­ო­რე რგოლს. კერ­ძოდ,სა­ხელ­მ­წი­ფო ჯერ შე­უმ­დ­გა­რია, ცხრა აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ა­გა­მოვ­ლი­ლი, სა­მა­ჩაბ­ლო­სა და აფხა­ზე­თის ომებ­გა­დახ­დი­ლი; სა­ზო­გა­დო­ე­ბა დაღ­ლილ, და­ქან­ცულ, გა­ნა­წა­მე­ბი… აქ აუცი­ლებ­ლად გა­ახ­სენ­დე­ბა მკითხ­ველს ლტოლ­ვილ­თა უღელ­ტე­ხილ­გა­მოვ­ლი­ლი მწე­რა­ლი გუ­რამ ოდი­შა­რია პუ­რის რიგ­ში გა­ყი­ნულ თბი­ლი­სელ კაცს რომ წა­აწყ­დე­ბა, რო­მელ­საც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა პატ­რო­ნი, გარ­და იმი­სა, რომ ვი­ღაც მო­ი­ფიქ­რებს და სა­ხე­ზე გა­ზეთს გა­და­ა­ფა­რებს. ამ­დე­ნად, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ, თუმ­ცა­ღა ეს ვე­რა­ფე­რი ნუ­გე­შია, ამ უსახ­ლ­კა­როდ და უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის­ნა­ი­რად, შე­საძ­ლოა ბევრ „სახ­ლ­კა­რი­ანს“ უჭირ­და მა­შინ; მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, თით­ქ­მის ოც­და­ა­თი წლის შემ­დეგ, რო­ცა მეტ-ნაკ­ლე­ბად ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე წა­მოდ­გა, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გვაქვს ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გია და გა­ზი, აღარ არის პუ­რის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი რი­გე­ბი, იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, დღე­საც არის… დღე­საც იყი­ნე­ბი­ან უსახ­ლ­კა­რო ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩა­ში, დღე­საც მრავ­ლად არი­ან „მა­წან­წა­ლა“ ბავ­შ­ვე­ბი მეტ­რო­ებ­ში, გზაჯ­ვა­რე­დი­ნებ­სა თუ კა­ფე­ე­ბის წინ. სა­ინ­ტე­რე­სოა დღეს რო­გორ იმარ­თ­ლებს თავს ან სა­ხელ­მ­წი­ფო ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა!?

მოთხ­რო­ბის სი­უ­ჟე­ტი შემ­დ­გომ­ში ამ­გ­ვა­რად ვი­თარ­დე­ბა: წუ­პა­კას სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ ბი­ჭი ერთ მი­ტო­ვე­ბულ სარ­დაფს იპო­ვის. გოშ­კა ას­წავ­ლის, რომ „კარ­დო­ნის“ ყუ­თი თბი­ლია და ჩვე­ნი გმი­რიც წე­ბო­თი „კა­იფს“ თავს და­ა­ნე­ბებს. ცნო­ბი­ერ გო­ნე­ბა­ზე მო­სულს, დი­ლის „ჩირ­თი­ფირ­თის“ მომ­ზა­დე­ბი­სას ახ­სენ­დე­ბა სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მწო­ლი­ა­რე მა­მა, მარ­თა­ლია, „მა­შინ ექ­ვ­სი წლი­სა იყო, მაგ­რამ დედ-მა­მის ლა­პა­რა­კი მა­ინც კარ­გად ახ­სოვს…“ და უცებ — „რომ ავ­დ­გე და მა­მის მო­სა­ძებ­ნად წა­ვი­დე…“ — ეს აზ­რი იმ­დე­ნად შე­იპყ­რობს ბიჭს, რომ სა­უზ­მე­საც ვერ ამ­თავ­რებს: „ხე­ლე­ბი ამი­ცახ­ცახ­და და მე­ო­რე კვერ­ცხი ვე­ღარ გავ­ფ­ც­ქ­ვე­ნი“. ის­მის კითხ­ვა — რა მოხ­და? რა­ტომ და რო­გორ მი­ი­ღო ასე­თი უცა­ბე­დი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ბიჭ­მა? პა­სუ­ხი ერ­თა­დერ­თია — ბიჭს იმე­დი აქვს, რომ მა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით დე­დას, ოჯახს და­იბ­რუ­ნებს. მა­მის გა­რე­შე და­მო­უ­კი­დებ­ლად, ჩვენ ვნა­ხეთ, რომ მან ვერ შეძ­ლო დე­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ეს პა­ტა­რა ბი­ჭი, შე­საძ­ლოა, ამ ყვე­ლა­ფერს ვერც კი აც­ნო­ბი­ე­რებს, მაგ­რამ მტკი­ცედ გა­დაწყ­ვეტს, რომ ეს აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ა­კე­თოს. ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებს უჭირთ, მე ვიტყო­დი, დი­დი და გმი­რუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, არა თუ სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა. ბი­ჭი კი მა­შინ­ვე შე­უდ­გე­ბა მის აღ­ს­რუ­ლე­ბას; მარ­თა­ლია, სულ ორი კვი­რა იცხოვ­რა იმ სარ­დაფ­ში, მაგ­რამ „ისე შე­ეჩ­ვია, რომ უკ­ვე ენა­ნე­ბა მი­სი მი­ტო­ვე­ბა“, მაგ­რამ იმ­დე­ნად მყა­რია სა­კუ­თარ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში, რომ გოშ­კას შე­გო­ნე­ბის­და მი­უ­ხე­და­ვად, წას­ვ­ლას არ გა­და­ი­ფიქ­რებს: „უბ­რა­ლოდ ხდე­ბო­და, ძა­ლი­ან უბ­რა­ლოდ ხდე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი…“ მა­ტა­რე­ბე­ლი უკან ჩა­მო­ი­ტო­ვებს „სველ ბა­ქანს… გრძელ, გა­ჭი­მულ ქუ­ჩას… ტრო­ტუ­ა­რის გას­წ­ვ­რივ ჩა­ლა­გე­ბულ სა­ვაჭ­რო ჯი­ხუ­რებს, იქ­ვე ახ­ლოს მარ­ტო­ხე­ლა მში­ერ ძაღლს…“

მა­ინც რა­ში დას­ჭირ­და მწე­რალს იმ უღიმ­ღა­მო გა­რე­მოს აღ­წე­რის შემ­დეგ, რო­მელ­საც ბი­ჭი ტო­ვებს, „მარ­ტო­ხე­ლა, მში­ე­რი ძაღ­ლის­თ­ვი­საც“ მი­ექ­ცია ყუ­რადღე­ბა? იმის თქმა ხომ არ სურს, რომ გმი­რი მშობ­ლი­ურ გა­რე­მო­ში, ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­საწყე­ბად მი­ემ­გ­ზავ­რე­ბა და ქუ­ჩას, მი­უ­საფ­რო­ბას, შიმ­შილს, სევ­დას ტო­ვებს, ტო­ვებს უშიშ­რად, გმი­რუ­ლად — „რა ში­ში, რის ში­ში, პი­რი­ქით, მი­ხა­რია, მე ხომ იმას ვა­კე­თებ, რაც სხვამ ვე­რა­ვინ შეძ­ლო, ვერ გა­ბე­და…“ ერ­თად ერ­თი, რა­საც ის ნატ­რობს — „ნე­ტა წუ­პა­კა ცოცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ისიც ხომ წა­მო­ვი­დო­და… ოჩამ­ჩი­რემ­დე ერ­თად ვივ­ლი­დით, იქი­დან ის გზას სო­ხუ­მის­კენ გა­აგ­რ­ძე­ლებ­და, მე კი ტყვარ­ჩელ­ში და­ვუ­ბე­რავ­დი“. რამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, სით­ბო, სევ­და, მო­ნატ­რე­ბაა ამ სიტყ­ვებ­ში;

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად პა­ტა­რა გმი­რი შე­უ­პოვ­რად აგ­რ­ძე­ლებს გზას მა­მის­კენ და იხ­სე­ნებს იმ ბედ­ნი­ერ ბავ­შ­ვო­ბას, რო­ცა სა­მი­ვე­ნი მთელ დღეს ზღვის პი­რას ატა­რებ­დ­ნენ. ამ ნე­ტარ მო­გო­ნე­ბებ­ში ჩა­ძი­ნე­ბულს დი­ლით მგზავ­რე­ბის ჩოჩ­ქო­ლი აღ­ვი­ძებს, ზუგ­დი­დის სად­გურ­ში ენ­გუ­რი­სა­კენ მი­მა­ვალ „პა­ზიკს“ იპო­ვის, „შო­ფერს და­ე­ბაზ­რე­ბა“, ენ­გუ­რამ­დე გა­მოგ­ყ­ვე­ბიო და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იაზ­რებს, რომ იმ ბი­ჭებს ჰგავ­და ახ­ლა, რომ­ლე­ბიც „ალი­კას კლდი­დან“ გად­მო­სახ­ტო­მად მი­დი­ოდ­ნენ: „ახ­ლა მეც ასე ვი­ყა­ვი: მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ იმ კლდის თავ­ზე ვი­დე­ქი და გად­მო­სახ­ტო­მად ვემ­ზა­დე­ბო­დი…“ ზოგ­ჯერ უხი­ა­გი ფიქ­რიც გა­უ­ელ­ვებ­და — „უკან ხო არ დავ­ბ­რუნ­დე-მეთ­ქი, მაგ­რამ ამ აზრს მა­შინ­ვე თა­ვი­დან ვი­შო­რებ­დი“. მე­ტი რა ქნას პა­ტა­რა გმირ­მა!? რო­გორ ში­ნა­გან გან­ც­დებ­სა და ბრძო­ლებ­შია, მაგ­რამ იმ­დე­ნად დი­დია მო­ნატ­რე­ბუ­ლი სახლ-კა­რი­სა და მა­მის ნახ­ვის სურ­ვი­ლი, რომ ში­შის მი­უ­ხე­და­ვა­დაც კი, „რაც უფ­რო ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დი ენ­გურს, მით უფ­რო მე­ტად მიპყ­რობ­და ში­ში. არ ვი­ცო­დი რა მე­ლო­და იქ, რა დამ­ხ­ვ­დე­ბო­და და ამი­ტომ გუ­ლი გა­მა­ლე­ბით მი­ცემ­და“. უკან არ იხევს და მი­სი გმი­რო­ბაც სა­თა­ნა­დოდ ფას­დე­ბა — კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ე.წ. საზღ­ვარს გა­დაკ­ვეთს და მი­სი თა­ნამ­გ­ზავ­რი „დე­და­ბე­რის“ წყა­ლო­ბით ოჩამ­ჩი­რე­ში მი­მა­ვალ „მარ­შუტ­კა­ში“ მოხ­ვ­დე­ბა. აქ ნა­წარ­მო­ებ­ში კი­დევ ერ­თი მთა­ვა­რი გმი­რი — ზღვა — შე­მო­დის. ბი­ჭი აღ­ტა­ცე­ბით ელო­დე­ბა მის გა­მო­ჩე­ნას: „ისე მი­ხა­რია, თით­ქოს რო­გორც კი მის თეთ­რ­ქაფ­მო­დე­ბულ ტალ­ღებს და­ვი­ნა­ხავ, მა­შინ­ვე ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა და ის უზ­რუნ­ვე­ლი დრო დაბ­რუნ­დე­ბა, კე­ლა­სუ­რის პლაჟ­ზე რომ ვა­ტა­რებ­დით სა­მი­ვე­ნი — დე­და, მა­მა და მე. დღემ­დე მახ­სოვს ზღვის სუ­ნი, გე­მო და ხმა“.

ზღვის და­სა­ხა­სი­ა­თე­ბელ ამ სამ კომ­პო­ნენტს აფხა­ზე­თი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ არა ერთ ნა­წარ­მო­ებ­ში შევ­ხ­ვ­დე­ბით, მაგ­რამ სულ სხვა გან­ც­დი­თა და დატ­ვირ­თ­ვით გად­მოგ­ვ­ცემს ამას, გუ­რამ ოდი­შა­რი­ას მსგავ­სად, ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძე. ამ ორ მწე­რალ­თან ზღვის ორ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხეს ვხვდე­ბით: ზღვა ომამ­დე და ზღვა ომის შემ­დ­გომ. გუ­რამ ოდი­შა­რი­ას­თან თო­ლი­ე­ბით მო­ფარ­ფა­ტე ზღვას „ცეცხ­ლ­წა­კი­დე­ბუ­ლი ზღვა“ ცვლის, ხო­ლო ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძეს­თან — „აღ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ზღვა“: „ღე­ლავ­და, თან შემ­ზა­რა­ვი ხმით ღრი­ა­ლებ­და. ში­შით უკან და­ვი­ხიე. არა, ასე­თი ზღვა არა­სო­დეს მე­ნა­ხა. …ამ­დე­ნი ხნის მო­ნატ­რე­ბუ­ლი ზღვას იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი, კრი­ჭა­შეკ­რუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი.“ ეს პირ­ვე­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბაა ბი­ჭი­სა. ზღვის სა­ხით მას აღარ დახ­ვ­და მშვი­დი და მო­ა­ლერ­სე მას­პინ­ძე­ლი; თით­ქოს ადა­მი­ა­ნე­ბის სისხლს წით­ლად შე­ე­ღე­ბოს მი­სი „თეთ­რ­ქაფ­მო­დე­ბუ­ლი ტალ­ღე­ბი“, ამი­ტო­მა­ცაა „ზღვის კა­ცის­თ­ვის“ იგი „ცეცხ­ლ­წა­კი­დე­ბუ­ლი“. ვა­ჟას კლდის მსგავ­სად გა­ნიც­დის ზღვა მის უმ­წიკ­ვ­ლო ტალ­ღებ­ში გა­რე­ულ ადა­მი­ან­თა სისხლს. ბი­ჭი მკაცრ რე­ა­ლო­ბას უბ­რუნ­დე­ბა და სი­ცი­ვეს, შიმ­შილ­სა და დაღ­ლას ერ­თ­დ­რო­­უ­ლად გრძნობს და არც ის უწყის, თა­ვი სად შე­ა­ფა­როს; მხსნე­ლად ისევ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ევ­ლი­ნე­ბა — ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, „მარ­შუტ­კის მძღო­ლის“ სა­ხით, რო­მე­ლიც „ერთ ოჯახ­ში“ მი­იყ­ვანს. მას­პინ­ძ­ლის­გან რუ­სუ­ლად სა­უბ­რის გა­გო­ნე­ბის­თა­ნა­ვე — „აუ აფხა­ზე­ბი!“ — გა­ვივ­ლე გულ­ში და ში­ში­სა­გან თმამ შმა­შუ­რი და­მიწყო“, ამ­ბობს ბი­ჭი, მაგ­რამ სულ მა­ლე აღ­მო­ა­ჩენს, რომ „გრუ­ზი­ნო­ბის“ გა­მო არ „შე­ჭა­მენ“. ოთახ­ში არ­სე­ბუ­ლი სით­ბო სა­სი­ა­მოვ­ნოდ და­უვ­ლის ძარ­ღ­ვებ­ში და „ჯდო­მე­ლა ძი­ლის ოს­ტა­ტი“ წარ­მო­იდ­გენს ვი­თომ შინ არის, დე­და სუფ­რას აწყობს… მაგ­რამ ამ მო­ნატ­რე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი იდი­ლი­ი­დან მა­ლე ფხიზ­ლ­დე­ბა და სა­კუ­თარ თავს ეუბ­ნე­ბა: „ეს დე­და რო­დია, ეს დე­ვის ქა­ლია, რო­მელ­მაც კა­რა­დის უკან დაგ­მა­ლა, რომ ნა­დი­რო­ბი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა დევ­მა არ შეგ­ჭა­მოს…“ რა­ტომ მა­ინ­ცა და მა­ინც დე­ვი და დე­ვის ქა­ლი. რო­გორც ვი­ცით, დე­ვი ქარ­თულ მი­თო­ლო­გი­ა­ში ბო­რო­ტე­ბას­თან, ბნელ ძა­ლებ­თან ასო­ცირ­დე­ბა და ბი­ჭის წარ­მოდ­გე­ნა­შიც აფხა­ზე­ბად წო­დე­ბუ­ლი აფ­სუ­ე­ბი, რო­მელ­თაც თბი­ლი და ტკბი­ლი ოჯა­ხი და ცხოვ­რე­ბა და­უნ­გ­რი­ეს, ლტოლ­ვილ­თა უღელ­ტე­ხი­ლი გა­მო­ა­ტა­რეს, მი­უ­სა­ფა­რი ცხოვ­რე­ბის სიმ­წა­რე გა­ნაც­დე­ვი­ნეს, რა­ღა უნ­და იყ­ვ­ნენ თუ არა ბო­რო­ტი დე­ვე­ბი?! მაგ­რამ ნა­ხეთ, თურ­მე ყვე­ლა­ფე­რი ისე არ ყო­ფი­ლა, რო­გორც ჩვენს გმირს წარ­მო­უდ­გე­ნია: აღ­მოჩ­ნ­და, რომ ზი­ტამ ქარ­თუ­ლი იცო­და და „გემ­რი­ე­ლად კის­კი­სებ­და“ კი­დეც, ხო­ლო ცო­ტა ხან­ში იმა­საც აღ­მო­ა­ჩენს, რომ მი­სი ქმა­რი „რა დე­ვი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო — სა­შუ­ა­ლო ტა­ნი­სა, სუფ­თად გა­პარ­სუ­ლი, ქარ­თ­ვე­ლი­სა­გან ვერ გა­არ­ჩევ­დი“. მა­ინც რა არის ბავ­შ­ვუ­რი ლო­გი­კა — „ქარ­თ­ვე­ლი­სა­გან ვერ გა­არ­ჩევ­დი“, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გვა­გე­ბი­ნებს, რომ ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნის მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა­ნი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. ცოლ-ქმრის სა­ურ­თი­ერ­თო ენა რუ­სუ­ლია. ამ დიდ პრობ­ლე­მა­საც მარ­ტი­ვი კითხ­ვით გად­მოგ­ვ­ცემს გმი­რი: „აფხა­ზე­ბი თუ არი­ან, რუ­სუ­ლად რა­ტომ ლა­პა­რა­კო­ბენ?“ მი­სი უბ­რა­ლო ლო­გი­კი­სათ­ვის თით­ქ­მის ორ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი რუ­სი­ფი­კა­ტო­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი გა­უ­გე­ბა­რია. ხო­ლო, რო­ცა და­უ­რიც ქარ­თუ­ლად მი­მარ­თავს — „გა­მარ­ჯო­ბა შე­ნი“, ბი­ჭი გაკ­ვირ­ვე­ბას ვე­ღარ ფა­რავს და თა­ვის­თ­ვის ამ­ბობს: „უყუ­რე, ამა­საც კარ­გი ქარ­თუ­ლი სცოდ­ნია?!“ „კარ­გი ქარ­თუ­ლი“ ნამ­დ­ვი­ლად იცოდ­ნენ აფ­სუ­ებ­მა, არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი, რო­გორც კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მან­ში „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“ ვნა­ხეთ, კაც ზვამ­ბაია მეგ­რულ­საც და სვა­ნურ­საც თა­ვი­სუფ­ლად ფლობს. „ცოდ­ვას ვერ ვიტყ­ვი, ბი­ძა­ჩე­მიც კარ­გი მო­ქარ­თუ­ლე გახ­ლავთ და აფხაზს ვერ ნა­ხავთ, მეგ­რუ­ლი რომ არ იცო­დეს“ — ამ­ბობს ნო­დარ დუმ­ბა­ძე თა­ვის წე­რილ­ში „გუ­ლი“. ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით შე­იქ­მ­ნა ე.წ. აფხა­ზუ­რი ან­ბა­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად; შე­საძ­ლოა, ეს უბ­რა­ლოდ დამ­თხ­ვე­ვა იყოს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თა­ნა­ვე, 1954 წელს, ეს ან­ბა­ნი გა­ა­უქ­მეს და სლა­ვუ­რი ან­ბა­ნის „თავ-ფეხ-ხელ­მობ­მით“ შექ­მ­ნეს ე.წ. აფხა­ზუ­რი ან­ბა­ნი, რო­მე­ლიც, რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თ­ვის ცნო­ბი­ლია, უფ­რო სათ­ქ­მე­ლა­და აქვთ, ვიდ­რე „საქ­მ­ნე­ლად“, რად­გან სკო­ლებ­ში სწავ­ლა რუ­სულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს და, ჯერ კი­დევ ომამ­დე, აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თ­ვე­ლებ­საც ბავ­შ­ვე­ბი რუ­სულ სკო­ლებ­ში შეჰ­ყავ­დათ და ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი იყო. რუ­სუ­ლი სკო­ლა რომ ასე­თი „პრეს­ტი­ჟუ­ლი“ იყო და არის აფხა­ზეთ­ში, ამას ჩვე­ნი გმი­რის მას­პინ­ძე­ლი ცოლ-ქმა­რიც ადას­ტუ­რებს: „ორი­ვეს რუ­სუ­ლი სკო­ლა გვაქ დამ­თავ­რე­ბუ­ლი“, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „ქარ­თ­ვე­ლი დე­დე­ბი“ ჰყავ­და ორი­ვეს; იმ სა­ღა­მოს ბიჭ­მა „მა­დი­ა­ნი“ ვახ­შა­მი მი­ირ­თ­ვა. ზი­ტამ ქარ­თულ-აფ­სუ­უ­რი სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა: „შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად“ გა­უწ­მინ­და და გა­უ­სუფ­თა­ვა ტან­საც­მელ-ფეხ­საც­მე­ლი სტუ­მარს. დი­ლით, წა­სას­ვ­ლე­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი რომ ნა­ხეს, სა­უზ­მის გა­რე­შე არ გა­უშ­ვეს: „დავ­ლი­ეთ ჩაი, მი­ვა­ყო­ლეთ ცხელ-ცხე­ლი ხა­ჭა­პუ­რე­ბი… შევ­ნიშ­ნე რო­გო­რი თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებ­და ზი­ტა…“ და ამ თვა­ლე­ბის გა­დამ­კი­დეს „უეც­რად“ ბიჭს მო­უნ­დე­ბა „ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­ლის“ თქმა, „მაგ­რამ მივ­ხ­ვ­დი, რომ არ გა­მო­დი­ო­და“. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ისეთ მი­ღე­ბას, ვახ­შამს, სა­უზ­მე­სა და გა­ცი­ლე­ბას აღ­წერს გმი­რი, რომ თით­ქოს დი­დი ხნის უნა­ხავ ნა­თე­სა­ვებ­თან იყო სტუმ­რად; ან „რო­გო­რი თვა­ლე­ბით“ უნ­და შე­ე­ხე­და ზი­ტას ბი­ჭის­თ­ვის, რომ გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა მო­ენ­დო­მე­ბი­ნა მის­თ­ვის; ხო­ლო ტყვარ­ჩელ­ში მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნის მომ­ლო­დი­ნე „სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი“ დუ­მი­ლით უფ­რო მეტს ეუბ­ნე­ბა ერ­თ­მა­ნეთს, ვიდ­რე ენა­ჭარ­ტა­ლა მე­ზობ­ლე­ბი: „რა უნ­და მე­კითხა, ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი იყო. …ხე­ლი და­მიქ­ნია. ისე მემ­შ­ვი­დო­ბე­ბო­და, თით­ქოს დრო­ე­ბით მივ­დი­ო­დი სადღაც და უკან უნ­და დავ­ბ­რუნ­ე­ბუ­ლი­ყა­ვი.“ ამ მო­ნაკ­ვე­თის კითხ­ვი­სას აუცი­ლებ­ლად გა­გახ­სენ­დე­ბა კაცს ილი­ას სიტყ­ვე­ბი ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის დუ­მილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნათ­ქ­ვა­მი — „ნამ­დ­ვი­ლი გრძნო­ბა ყო­ველ­თ­ვის უტყ­ვია“. კი, ნამ­დ­ვი­ლად დრო­ე­ბით ვართ ქარ­თ­ვე­ლე­ბი ჩვე­ნი ძირ­ძ­ვე­ლი საცხოვ­რი­სი­დან გა­მოყ­რი­ლე­ბი და აუცი­ლებ­ლად დავ­ბ­რუნ­დე­ბით უკან. იქამ­დე კი… იქამ­დე ყვე­ლამ ერ­თად ხე­ლებ­და­კა­პი­წე­ბუ­ლებ­მა უნ­და ვიშ­რო­მოთ და ვიბ­რ­ძო­ლოთ იმი­სათ­ვის, რომ ლტოლ­ვილ­თა ოჯა­ხე­ბი ისე არ და­ინ­გ­რე­სა და გა­პარ­ტახ­დეს, რო­გორც ეს ჩვე­ნი გმი­რის ლა­მაზ, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯახს და­ე­მარ­თა. მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში ჩა­სუ­ლი იქა­უ­რო­ბას ვე­ღარ სცნობს, ვე­ღარ იხ­სე­ნებს მა­მის სა­ხეს, რო­მე­ლიც ფან­ჯ­რებ­ჩამ­ტ­ვ­რე­ულ („მთელ კორ­პუსს ერ­თი ფან­ჯა­რაც აღარ შერ­ჩე­ნია“) და კა­რებ­ჩა­მოხ­ს­ნილ სახ­ლ­ში აღარ დახ­ვ­დე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ, დახ­ვ­დე­ბა თა­ვი­სი დაგ­ლე­ჯილ-დაფ­ლე­თი­ლი ბავ­შ­ვო­ბა „გე­რა­სი­მეს“ სა­ხით და მა­მის მხო­ლოდ სუ­ნის გახ­სე­ნე­ბას­ღა შეძ­ლებს: „ვი­გო­ნებ­დი მის გა­ფარ­თო­ე­ბულ თვა­ლებს, სიბ­რა­ზი­სა­გან მოღ­რე­ცილ პირს, მაგ­რამ ეს თვა­ლე­ბი, ეს პი­რი… მა­ინც ცალ-ცალ­კე იყ­ვ­ნენ და ვე­რაფ­რით ვერ გა­მე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა… საკ­ვირ­ვე­ლი იყო, მაგ­რამ მა­მი­სა ყვე­ლა­ზე მე­ტად სუ­ნი მახ­სოვ­და“. გა­სა­ო­ცა­რი აღ­წე­რაა, ექ­ვ­სი წლის ბი­ჭის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი სიმ­წ­რის, ტკი­ვი­ლი­სა და უსუ­სუ­რო­ბი­სა­გან დაშ­ლი­ლი სა­ხე მა­მი­სა, რომ­ლის გამ­თ­ლი­ა­ნე­ბაც ვერ შეძ­ლო „ბავ­შ­ვო­ბა­ში სი­ჭა­ბუ­კის ტვირ­თ­წა­მო­წე­ულ­მა“ ბიჭ­მა. ეს სა­ხე არ ეკუთ­ვ­ნის ერთ კონ­კ­რე­ტულ ადა­მი­ანს, ვინც „ლტოლ­ვილ­თა უღელ­ტე­ხი­ლი“ გა­მო­ი­ა­რა, ვინც 90-იანი წლე­ბი სამ­შობ­ლო­დან გაქ­ცე­ვის გა­რე­შე, მას­თან ერ­თად გა­და­ი­ტა­ნა თა­ვი­სი ომე­ბით, შიმ­ში­ლით, სი­ცი­ვით. და­მე­თან­ხ­მე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ სა­ხე­ებს ყველ­გან შეხ­ვ­დე­ბო­დით… ზე­მოთ ჩვენ უკ­ვე ვთქვით, რომ ბიჭს იმ­დე­ნად გზი­სა და აფხა­ზე­ბის ში­ში არა აქვს, რამ­დე­ნა­დაც იმი­სა, „თუ რა დახ­ვ­დე­ბა იქ“, იქ კი ისე­თი რამ ხვდე­ბა, რომ „გა­ხე­ვე­ბუ­ლი დგას და აღარ იცის რო­გორ მო­იქ­ცეს…“ ვერ ხვდე­ბა „სად წა­ვი­და იმ­დე­ნი ხალ­ხი“, „უეც­რად ჩვე­ნი სა­დარ­ბა­ზო­დან ვი­ღაც შა­ო­სა­ნი დე­და­ბე­რი გა­მობ­რუ­ცუნ­და“ და ბი­ჭი „რა­ღაც სას­წა­უ­ლის ძა­ლით იც­ნობს“ ძველ მე­ზო­ბელს; „იმა­ვე სას­წა­უ­ლის ძა­ლით სა­ხე­ლიც გა­ახ­სენ­დე­ბა…“, ისიც იც­ნობს: „ნე­ნა, ქე­თო­სი ხარ ბი­ჭო შე­ენ?!“ და მო­ხუ­ცი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმას ჰკითხავს ცოცხა­ლია თუ არა ქე­თო — ომის შემ­დ­გომ ეს ლო­გი­კუ­რი შე­კითხ­ვაა. სწო­რედ მა­რო ბე­ბო­სა­გან შე­იტყობს, რომ მა­მა­მის­მა ცო­ლი შე­ირ­თო, „მომ­ვ­ლე­ლი ხო ჭირ­დე­ბო­და ავად­მ­ყოფ კაცს…“ იქ­ვე გა­ა­მარ­თ­ლებს მის საქ­ცი­ელს. ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია ისე­დაც გა­ხე­ვე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი რა დღე­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბო­და: „სა­ნამ არ ჩა­ვახ­ვე­ლე, კრინ­ტი ვერ დავ­ძა­რი… ერ­თხანს ჩუ­მად ვი­დე­ქით“. ბო­ლოს ისევ ბავ­შ­ვი მო­ვა გონს, რად­გან გა­ახ­სენ­დე­ბა, რომ წა­სას­ვ­ლე­ლია. მო­ხუ­ცი გა­და­ი­რე­ვა — „არ გა­გი­შობ… ჩა­ის და­გა­ლე­ვი­ებ, კვერცხს მო­გი­ხარ­შავ… თლათ და­ღუ­პუ­ლი კი არ ვართ!“, მაგ­რამ ჩა­ი­სა და მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხის გარ­და სხვა რა­მეს რომ ვერ სთა­ვა­ზობს სტუ­მარს და ბი­ჭის ზურ­გ­ჩან­თი­დან ამო­ღე­ბუ­ლი „ხალ­ვის და­ნახ­ვა­ზე თვა­ლე­ბი რომ გა­უბ­რ­წყინ­დე­ბა“, მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია თუ რამ­დე­ნა­დაა იქ ჩარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა „და­ღუ­პუ­ლი“.

ბი­ჭი მა­ინც ინ­ტე­რეს­დე­ბა თუ ვინ მო­იყ­ვა­ნა მა­მა­მის­მა და იმა­საც გა­ი­გებს, რომ დე­ბიც ჰყო­ლია. მან სწო­რედ ახ­ლა და­კარ­გა მა­მა, ახ­ლა, რო­ცა აფხა­ზი დე­დი­ნაც­ვ­ლის  წყა­ლო­ბით, მარ­თა­ლია, მა­მა­მი­სი გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ოჯა­ხის გამ­თ­ლი­ა­ნე­ბის იმე­დი სა­ბო­ლო­ოდ მოკ­ვ­და ბი­ჭის­თ­ვის, ამი­ტომ მო­ხუ­ცის ხვეწ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, აღარ რჩე­ბა მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­სა და მხა­რე­ში; კვლავ წვა­ლებ-წვა­ლე­ბით ბრუნ­დე­ბა უკან. მა­ტა­რე­ბელ­ში ძი­ლი არ ეკა­რე­ბა, იხ­სე­ნებს ყვე­ლას, ვი­საც ამ სა­ო­ცა­რი მგზავ­რო­ბი­სას გა­და­ე­ყა­რა, იმა­საც, „მა­როს­თან თა­ვი­სი კედ­ლის სა­ა­თი რომ ნა­ხა“, ცო­ტას ნა­ნობს, რომ არ წა­მო­ი­ღო, „იქ­ნებ დე­დას გა­ხა­რე­ბო­და კი­დეც, მაგ­რამ არა უშავს, დე­და­ჩემს თა­ვი­სი ნიშ­ნო­ბის ბე­ჭედს მი­ვუ­ტან და მი­ვუგ­დებ, თა­ვი­ანთ საქ­მეს თვი­თონ მი­ხე­დონ“. ამ სიტყ­ვე­ბი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ ბავ­შ­ვი­სათ­ვის დედ-მა­მა უკ­ვე აღა­რაა ოჯა­ხი. თუ თავ­და­პირ­ვე­ლად დე­და­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ქვეც­ნო­ბი­ე­რად იცავს მა­მას ბეჭ­დის წარ­თ­მე­ვით, ახ­ლა მა­მის და­კარ­გ­ვით დათ­რ­გუ­ნუ­ლი გა­დაწყ­ვეტს „მი­უგ­დოს“ დე­დას თა­ვი­სი ნივ­თი და თით­ქოს უცხო­ე­ბი იყ­ვ­ნენ მშობ­ლე­ბი მის­თ­ვის, ისე ფიქ­რობს: „თა­ვი­ანთ საქ­მეს თვი­თონ მი­ხე­დონ“. თა­ვად კი, თა­ვად მა­ტა­რებ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი „პირ­და­პირ ბაზ­რო­ბა­ზე წა­ვა“, სა­დაც „ორ ოც­კა­პი­კი­ან“ პარკს და ექვს ცალ წე­ბოს იყი­დის და თა­ვის „სარ­დაფს მი­ა­შუ­რებს“. „მინ­დო­და გე­რა­სი­მეს­თ­ვის მკლა­ვი მი­მე­კე­რე­ბი­ნა, მაგ­რამ აღა­რაფ­რის თა­ვი აღარ მქონ­და“. ვერ გა­ამ­თე­ლა თა­ვი­სი ბავ­შ­ვო­ბა, ისე­ვე რო­გორც ოჯა­ხი, ან რი­ღას თა­ვი უნ­და ჰქო­ნო­და აფხა­ზეთ­მოვ­ლილ გმირს?! რო­მელ­მაც სა­კუ­თარ ბავ­შ­ვო­ბა­ში იმოგ­ზა­უ­რა და რაც ვერ მოკ­ლა მას­ში ომ­მა და უღელ­ტე­ხილ­მა, მოკ­ლა იმი­ტი­რე­ბულ­მა მშვი­დო­ბამ, იმი­ტი­რე­ბულ­მა გა­დარ­ჩე­ნამ. სარ­და­ფის სა­ხით მან თა­ვის მარ­ტო­ო­ბას მი­ა­შუ­რა, მარ­ტო­ო­ბას, რო­მელ­საც უამ­რა­ვი „სპი­ლო­ე­ბი, მარ­ტორ­ქე­ბი, ჟი­რა­ფე­ბი, ზებ­რე­ბი, კა­მეჩ­ები, ლო­მე­ბი, ან­ტი­ლო­პე­ბი…“ „შე­უვ­სებ­დ­ნენ“. „მო­დი­ოდ­ნენ და მო­დი­ოდ­ნენ… სულ ბო­ლოს ორი გი­ე­ნაც მო­ვი­და“.

მწე­რა­ლი, ჩე­მი აზ­რით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლო­გი­კუ­რად ას­რუ­ლებს მოთხ­რო­ბას — ქუ­ჩი­სა და მარ­ტო­ო­ბი­სათ­ვის გან­წი­რუ­ლი მო­ზარ­დის „მო­მა­ვა­ლი“, ამ სას­ტიკ ცხოვ­რე­ბა­ში, ისე­თი­ვე ტრა­გი­კუ­ლი და­სას­რუ­ლი­სათ­ვის არის გან­წი­რუ­ლი, რო­გორც სო­ხუ­მე­ლი და ტყვარ­ჩე­ლე­ლი ბი­ჭე­ბის სი­ცოცხ­ლე დას­რულ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში; მაგ­რამ რე­ჟი­სო­რი მა­ინც ვერ გა­ი­მე­ტებს გმირს ასე­თი სიკ­ვ­დი­ლი­სათ­ვის და ფილ­მი ბი­ჭის თავ­და­ვიწყე­ბუ­ლი ცეკ­ვით სრულ­დე­ბა, ცეკ­ვით, რო­მელ­შიც გმი­რის გან­წი­რუ­ლი სუ­ლის ძა­ხი­ლი ის­მის:

„და­კო­დი­ლო გუ­ლო ყვი­რი,

ვერც ვე­რას­დ­როს და­დუმ­დე­ბი,

სის­ხ­ლი­ა­ნი გზე­ბით ვივ­ლი,

მაგ­რამ მა­ინც დავ­ბ­რუნ­დე­ბი“.   (ჯან­სულ ჩარ­კ­ვი­ა­ნი)

თა­მარ კო­ბე­რი­ძე, სსიპ ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის №199 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა: ვახ­ტანგ რო­დო­ნაია, ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, IX კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „სწავ­ლა­ნი“, 2012წ. ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სე­ბი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები