20 აპრილი, შაბათი, 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ENQA-ს მონიტორინგი წარმატებით გაიარა

spot_img

თამარ მახარაშვილი

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წარმატებით გაიარა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მონიტორინგის ჯგუფის შეფასების პროცესი. ENQA არის ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაცია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებაში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ENQA-ს პირველი შეფასება 2018 წელს გაიარა (https://www.enqa.eu/review-database/external-review-report-of-nceqe/), 2019 წელს კი, ENQA-ს საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრს ENQA-ს წევრის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და პროცედურები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) და აკმაყოფილებს ENQA-ს წევრობის კრიტერიუმებს.

2021 წლის აპრილში, ცენტრმა გაიარა ENQA-ს მონიტორინგი, რომლის ფარგლებში, გადამოწმდა ცენტრის მიერ ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციების შესრულება. შემოწმების დროს დეტალურად და სიღრმისეულად იქნა განხილული ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და ცენტრის დებულებებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, განხორციელებული ცვლილებები. დადებითად შეფასდა ცენტრის მუშაობა თემატური ანალიზების (https://eqe.ge/ka/page/static/895/tematuri-analizebi) განხორციელების სისტემური მეთოდოლოგიის შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით. თემატური ანალიზებით ცენტრი აქვეყნებს ანგარიშებს, რომელიც აღწერს და აანალიზებს ხარისხის გარე უზრუნველყოფის საქმიანობის შედეგად მიღებულ სურათს, განვითარების ტენდენციებს, საუკეთესო გამოცდილებასა და გამოწვევებს სისტემის დონეზე. მიმდინარე წელს, ცენტრი მუშაობდა სამედიცინო განათლების ხარისხის თემატურ ანალიზზე და გეგმავს თემატური ანალიზის განხორციელებას სადოქტორო განათლების მიმართულებით. თემატური ანალიზების განხორციელება და მათ შედეგებზე რეფლექსიას ცენტრი ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკისა და პროცესების გაუმჯობესებისათვის იყენებს, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცენტრის მიმდინარე საქმიანობაზე, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში დაფიქსირებული რეკომენდაციები ცენტრმა შეასრულა. ამასთან, საერთაშორისო ექსპერტების მიერ, ასევე დადებითად შეფასდა ცენტრის სამომავლო ხედვა და გადადგმული ნაბიჯები ცენტრის დამოუკიდებლობის მიმართულებით. ამასთანავე, ENQA-ს საბჭოს რეკომენდაციით (https://www.enqa.eu/wp-content/uploads/Board-letter-follow-up-report_NCEQE.pdf), მუშაობა უნდა გაგრძელდეს და შეიქმნას საჭირო პირობები იმისათვის, რომ ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მიეცეს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესაბამისად განხორციელების შესაძლებლობა. ცენტრის საკოორდინაციო საბჭო (https://eqe.ge/ka/page/static/991/sakoordinacio-sabtcho-2020-2020) წარმოადგენს დაინტერესებული მხარეების ცენტრის მმართველობაში ჩართულობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რაც ევროპული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების ერთ-ერთი მოთხოვნაა და ცენტრის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში ENQA-ს მონიტორინგისათვის – https://www.enqa.eu/wp-content/uploads/NCEQE_Follow-up_REPORT_FINAL_18.03.2021__-converted.pdf

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები