29 მარტი, პარასკევი, 2024

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს გიორგი ამილახვარი ჩაიბარებს

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი ჩაანაცვლებს. ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოტა ხნის წინ, თავად წარადგინა და აღნიშნა, რომ გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მინდა გითხრათ, რომ მას აქვს ძალიან კარგი, ღირსეული განათლება მიღებული. სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ გერმანიაში. მიებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, არის ასოცირებული პროესორი, ერთერთი უნივერსიტეტის დამფუძნებელი. მისი რექტორობის პერიოდში, ამ უნივერსიტეტმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე ბატონი გიორგი წარმატებით ხელმძღვანელობდა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. მას უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. ბატონი გიორგი, წლებია უკვე, ჩართულია განათლების სფეროში და ძალიან კარგად იცნობს, ზოგადად, განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, გამოწვევებს, რომელიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში. დარწმუნებული ვარ, ბატონი გიორგი განათლებისა და მეცნიერების წარმატებული მინისტრი იქნება.

ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ გიორგი ამილახვარს ძალიან ბევრი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია აქვს გამოქვეყნებული ქართულ და ინგლისურ ენებზე. პარალელურად, იგი აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა.

ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები, დარგის მენეჯერები.

მინდა კიდევ ერთხელ წარმატება ვუსურვო გიორგი ამილახვარს და მადლობა ვუთხრა ჩვენს ყოფილ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ამილახვარი, ამ დრომდე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. მიხეილ ჩხენკელი კი, განათლებისა და მეცნიერებს მინისტრად 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი მანამდეც – 2017 წელსაც ეკავა, თუმცა მხოლოდ 8 თვის განმავლობაში.

ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ჩხენკელი მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გააგრძელებს, ხოლო გიორგი ამილახვარს, პარლამენტში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით, გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის.

გიორგი ამილახვრის განცხადებით, განათლების მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, კვლავ რჩება პრობლემებიდავიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას ბავშვებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, რათა მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები. ახალმა მინისტრმა, წარდგენის შემდეგ, გამოცხადებული ნდობისთვის გუნდს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ .დიდი პატივია უხელმძღვანელოს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას – იქ, სადაც მუშაობს და დასაქმებულია ჩვენი ასეულათასი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბევრი რამ გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა, ბუნებრივია, კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც სწრაფი პასუხი და გადაჭრა სჭირდება. ამიტომ, დღეიდან, ჩვენ და პირადად მე, დავიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთანბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან, ჩვენს მეცნიერებთან, იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს გვაქვს დარგში და, უკუკავშირის საფუძველზე, მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ. გვინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში, დაწყებული ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული სასწავლო პროგრამითა და საგანმანათლებლო რესურსებით, ამიტომ, ამ კუთხით, აქტიურად და სწრაფად ვიმუშავებთ. გვინდა და აუცილებლად შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის.

 მისივე განცხადებით, უფრო აქტიურად და ფართოდ უნდა გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში.

 გიორგი ამილახვარი: სოციალური და ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. აუცილებლად აქტიურად დავუჭერთ მხარს უმაღლეს და როფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებას და დანერგვას, ჩვენს ევროპელ და დასავლელ, უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთად, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დღეს განათლებას არ აქვს საზღვრები. ასევე, მიგვაჩნია, რომ უფრო აქტიურად და ფართოდ უნდა გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში.

პროფესიული განათლება, ჩემი მინისტრობის პერიოდში, პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება და უახლოეს პერიოდში, ჩვენ შემოგთავაზებთ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის.

გასული წლების განმავლობაში მიღწეულმა შედეგებმა უკვე მოგვცა შესაძლებლობა, რომ აქტიურად ვიმუშაოთ და საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად. მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი საქართველოში, რაც პირდაპირ უდრის ჩვენი განათლების ხარისხის ზრდას და მეტ ინვესტიციას განათლებაში.

დაბოლოს, ჩვენს ხედვასა და გეგმას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ პრემიერმინისტრს და საზოგადოებას საჯაროდ გავაცნობთ კონკრეტულ, დროში გაწერილ გეგმას, რომელიც ამ და სხვა საკითხებს შეეხება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები