25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გამოცდის ანალიზი

spot_img

რო­გორც ცნო­ბი­ლია, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა,  წელს, პირ­ვე­ლად ჩა­ა­ტა­რა გა­მოც­და წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თათ­ვის პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში. წი­ნას­წარ შე­მუ­შავ­და სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ეყ­რ­დ­ნო­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარტს, სა­დაც გან­საზღ­ვ­რუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი მოთხოვ­ნე­ბი და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის.

უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­მოც­დას ერ­თი ტეს­ტით აბა­რებ­დ­ნენ, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლურ ქუ­ლად გან­საზღ­ვ­რუ­ლი იყო 70. დად­გე­ნი­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვრე­ბის მი­ხედ­ვით, წამ­ყ­ვა­ნო­ბის მსურ­ველს უნ­და და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის 60%-ზე მე­ტი, ანუ 42 ქუ­ლა­ზე მე­ტი; ხო­ლო მენ­ტო­რო­ბის მსურ­ველს — ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის 75%-ზე მე­ტი, ანუ, მი­ნი­მუმ, 52.5 ქუ­ლა­ზე მე­ტი.

2022 წელს მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად სულ 34 500-ზე მე­ტი მსურ­ვე­ლი და­რე­გის­ტ­რირ­და. მათ­გან საგ­ნის გა­მოც­და 19 500-მდე აპ­ლი­კან­ტ­მა აირ­ჩია, 2 500-ზე მეტ­მა — უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და, ხო­ლო 12 500-ზე მეტ­მა — წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და. წელს ყვე­ლა მსურ­ველს მხო­ლოდ ერ­თი საგ­ნის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა ჰქონ­და, ასე­ვე, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში — უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და, ხო­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ტეს­ტი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე, და­მა­ტე­ბით, საგ­ნის გა­მოც­დას ვერ აირ­ჩევ­და. რამ­დენ­მა აპ­ლი­კან­ტ­მა შეძ­ლო წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მო­გა­წო­დებთ. მა­ნამ­დე კი, გა­გაც­ნობთ წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი აპ­ლი­კან­ტე­ბის მო­საზ­რე­ბებს ტეს­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ, ამ გა­და­სა­ხე­დიდ­ან — რო­გო­რი იყო სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი გა­მოც­და, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე წე­ლია ელოდ­ნენ პე­და­გო­გე­ბი, რა შე­ნიშ­ვ­ნე­ბი აქვთ და რო­გორ ხე­და­ვენ მსგავ­სი ფორ­მა­ტის გა­მოც­დის სა­ჭი­რო­ე­ბას.

ელე­ნე

ბეთ­ლე­მიშ­ვი­ლი

გო­რის №3 და №8 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის

დაწყე­ბი­თი

კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ჩემ­თ­ვის ეს გა­მოც­და იყო ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბის სხვის­თ­ვის წე­რი­ლო­ბით გა­ზი­ა­რე­ბა. ში­ნა­არ­ს­ში უცხო არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, რად­გან ამ ლი­ტე­რა­ტუ­რას წლე­ბია ვეც­ნო­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბას მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ. თუმ­ცა, ტეს­ტ­ში ზო­გი­ერ­თი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა მეტ და­ზუს­ტე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და. ვე­თან­ხ­მე­ბი პო­ზი­ცი­ას, რომ აუცი­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მი­ვად ეც­ნო­ბო­დეს გა­ნათ­ლე­ბის სი­ახ­ლე­ებს, ნერ­გავ­დეს საკ­ლა­სო ოთახ­ში, უზი­ა­რებ­დეს კო­ლე­გებს გა­მოც­დი­ლე­ბას, მათ­თა­ნაც გა­ნი­ხი­ლავ­დეს მე­თო­დე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას და ვი­თარ­დე­ბო­დეს თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემ­თ­ვის „კარი­ე­რუ­ლი ზრდის“ ეს სის­ტე­მა მი­უ­ღე­ბე­ლია. აღარ და­ვიწყებ ანა­ლიზს, რო­გორ და­იწყო ეს პრო­ცე­სი, რა პი­რო­ბე­ბით, რამ­დენ­ჯერ შე­იც­ვა­ლა, რამ­დე­ნად არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლია, რო­გორ გვა­ყე­ნებს მას­წავ­ლებ­ლებს არა­თა­ნა­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და რამ­დე­ნად ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლია. კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ გა­მოც­დას, მე პი­რა­დად, ვე­ლო­დე­ბო­დი 2018 წლის შემ­დეგ, რად­გან იმ წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ა­ა­ნონ­სეს, რომ გა­ზაფხულ­ზე ჩა­ტარ­დე­ბო­და და ჩვენ მოგ­ვ­ცეს არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ თურ­მე არა­ნა­ი­რი არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა არ გვქონ­და, რად­გან გა­მოც­და არ ჩა­ტარ­და ერ­თი წე­ლი, ორი წე­ლი, სა­მი წე­ლი…

თუ გა­მოც­დის მი­ზა­ნია, უკე­თე­სი კად­რი იყოს სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის, ვფიქ­რობ, სხვა სა­ხის მხარ­და­ჭე­რა გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

კარ­გი, მე ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­და, ავი­ღე მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის შე­სა­ბა­მი­სი ქუ­ლა, მაგ­რამ რა მხარ­და­ჭე­რას მიცხა­დებს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო? სკო­ლა? რო­გორ შე­მიწყობს ხელს მე ან ჩემს მოს­წავ­ლე­ებს, რომ ის, რაც თე­ო­რი­ულ გა­მოც­და­ზე და­ვა­დას­ტუ­რე, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­აქ­ტი­უ­რო და გა­მო­ვი­ყე­ნო საკ­ლა­სო ოთახ­ში? მა­გა­ლი­თად, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბი­სას (რა­საც სტა­ბი­ლუ­რად ვი­ყე­ნებ კი­დეც), მუდ­მი­ვად მჭირ­დე­ბა რე­სურ­სე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა, და­ბეჭ­დ­ვა. ამა­ვე დროს, გა­უ­მარ­თა­ვია სკო­ლა­ში ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის და უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შე­მად­გე­ნე­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტია.

ვფიქ­რობ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ნე­ბის­მი­ე­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა, სი­ახ­ლე, მე­თო­დი, სტრა­ტე­გია, პრობ­ლე­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­კუ­თა­რი მუ­შა­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნი­ხი­ლოს, საკ­ლა­სო ოთახ­ში მო­სინ­ჯოს, და­აკ­ვირ­დეს, შე­ის­წავ­ლოს, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სე­ბი. ასე­თი პრაქ­ტი­კა ჩვენ გვაძ­ლევს შე­დე­გებს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს, არ­გუ­მენ­ტებს და ფას­და­უ­დე­ბელ გა­მოც­დი­ლე­ბას. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თე­ო­რი­ე­ბის სა­გა­მოც­დოდ და­ზე­პი­რე­ბა რთუ­ლი­ცაა და არაფ­რის მომ­ცე­მიც. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ, პრაქ­ტი­კულ ნა­წილ­ში მე­ტი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელს, ვიდ­რე ტრე­ნინ­გე­ბი ან თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დაა. სის­ტე­მამ ეს ძი­რე­უ­ლად უნ­და შეც­ვა­ლოს. სკო­ლას საკ­მა­რი­სი ბერ­კე­ტიც და ფი­ნან­სე­ბიც უნ­და ჰქონ­დეს, რომ სა­კუ­თარ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით იმუ­შა­ოს და შე­დე­გე­ბიც თა­ვად უხა­რო­დეთ და არა მხო­ლოდ ვინ­მეს და­სა­ნა­ხად.

სა­ბო­ლო­ოდ, იმის თქმა მინ­და, რომ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, გავ­ყე­ვი ამ შე­თა­ვა­ზე­ბას, ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­და, სტა­ტუ­სით „უფროს­მა“, გა­დავ­ლა­ხე წამ­ყ­ვა­ნის ბა­რი­ე­რიც და მენ­ტო­რის ბა­რი­ე­რიც, მაგ­რამ ახ­ლა უნ­და ჩა­ვე­ბა „მარა­თონ­ში“, ვაგ­რო­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბი, რა­თა რამ­დე­ნი­მე წელ­ში და­ვა­დას­ტუ­რო, რომ მე­ტი ხელ­ფა­სი მე­კუთ­ვ­ნის (მა­თი პი­რო­ბა ასე­თია). მო­დი, ვიქ­ნე­ბი ამ­ბი­ცი­უ­რი და თავ­მ­დაბ­ლო­ბის გა­რე­შე ვიტყ­ვი — მე მთე­ლი ჩე­მი პრაქ­ტი­კის მან­ძილ­ზე ძი­ე­ბა­ში ვარ. ყვე­ლა პრაქ­ტი­კულ მიგ­ნე­ბას, შექ­მ­ნილ რე­სურსს ვა­ზი­ა­რებ სა­ჯა­როდ, ვეხ­მა­რე­ბი კო­ლე­გებს (არა მარ­ტო ჩემს სკო­ლა­ში), თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა აქვთ. ასე­ვე, ვდგა­ვარ მოს­წავ­ლე­ებ­თან, მინ­და და ვა­ხერ­ხებ, რომ ლა­ღე­ბი იყ­ვ­ნენ. ვცდი­ლობ, მათ შე­მოქ­მე­დე­ბით გა­მოვ­ლი­ნე­ბებს ძა­ლა შევ­მა­ტო, თავ­და­ჯე­რე­ბა მივ­ცე, გა­ვამ­ხ­ნე­ვო, მხა­რი და­ვუ­ჭი­რო და ვას­წავ­ლო — რო­გორ ის­წავ­ლონ და გახ­დ­ნენ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი.

თუ ვინ­მე და­ინ­ტე­რეს­დე­ბა და მკითხავს რას ვა­კე­თებ, სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვუყ­ვე­ბი ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. დო­კუ­მენ­ტე­ბის ატ­ვირ­თ­ვას კი არც ახ­ლა და­ვიწყებ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მზად მქონ­დეს კი­დეც. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ, რომ ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე კო­ლე­გე­ბის­თ­ვის და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი, რის­თ­ვი­საც ღირს მე­ტი დრო­ის დათ­მო­ბა.

 

თეა

ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლი

კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კავ­თის­ხე­ვის

სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი  კლა­სე­ბის (I-IV)

წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლი

 

2022 წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თა გა­მოც­და პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში, სა­დაც რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი იყო 12500-ზე მე­ტი პე­და­გო­გი.

საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბის შემ­დეგ უნ­და დად­გე­ნი­ლი­ყო გა­მოც­დის სა­ბო­ლოო ფორ­მა­ტი, რო­გო­რი­ცაა და­ვა­ლე­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბა, სა­მუ­შაო დრო­ის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა, ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბის სირ­თუ­ლე და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის ინ­დექ­სი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ წამ­ყ­ვა­ნი და, გან­სა­კუთ­რე­ბით, მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბებს, ვთვლი, რომ სა­გა­მოც­დო ბა­რი­ე­რი მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის არას­წო­რად იქ­ნა შერ­ჩე­უ­ლი. სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რია, მას­წავ­ლე­ბელ­სა და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველს, გა­მოც­და წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლებ­ლად წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ჩა­ეთ­ვა­ლოს, თუ მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის 60%-ზე მეტს და­აგ­რო­ვებს, რაც უტოლ­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი საგ­ნის გა­მოც­დის ბა­რი­ერს. მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა 70%-ზე მე­ტი არ უნ­და და­წე­სე­ბუ­ლი­ყო. ჩავ­ლილ­მა პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დამ ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა , გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ელ­ვის სის­წ­რა­ფით გავ­რ­ცელ­და შემ­დე­გი ფრა­ზე­ბი: წიგ­ნი არ გა­და­მიშ­ლია, ისე ჩა­ვა­ბა­რე, პა­ტა­რას ხელ­ში რას მო­ვას­წ­რებ­დი? ერ­თი წე­ლია, რაც და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, ასეთ შე­დეგს მეც არ ვე­ლო­დი. ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­და და ძა­ლი­ან გთხოვთ გა­მარ­კ­ვი­ეთ პორ­ტ­ფო­ლი­ო­ში რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნ­და გან­ვა­თავ­სოთ? 31აგვისტომდე ყო­ფი­ლა პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­დ­გე­ნა და და­მეხ­მა­რეთ, გთხოვთ, ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სა­გან ლა­მის არის მოვ­კ­ვ­დე…

და­ფა­ცურ­დ­ნენ გა­მო­უც­დე­ლი პე­და­გო­გე­ბი, და­ა­ნონ­ს­და ტრე­ნინ­გე­ბიც პორ­ტ­ფო­ლი­ოს შექ­მ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს ის პორ­ტ­ფო­ლიოა, მე რომ სტა­ტია მი­ვუძღ­ვე­ნი და 13000-ზე მე­ტი მკითხ­ვე­ლი ჰყავს. დი­ახ, მათ უნ­და სცოდ­ნო­დათ , რომ სტან­დარ­ტის მე­ო­რე ნა­წილ­ში მო­ცე­მუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი მოთხოვ­ნე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც მარ­ტო წა­კითხუ­ლი კი არა, და­ნერ­გი­ლი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, ნა­ცა­დი მა­ინც უნ­და ჰქო­ნო­დათ პრაქ­ტი­კა­ში. არ ვკიცხავ , ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბებს ყვე­ლას, ვინც პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის ურ­თუ­ლეს გზას და­ად­გე­ბა, მაგ­რამ დი­დი უსა­მარ­თ­ლო­ბაა, რომ კუ­ლი­სებს მიღ­მა დავ­რ­ჩით ისე­თი პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და რუ­დუ­ნე­ბით ვავ­სებ­დით „ჯადოს­ნურ სა­ქა­ღალ­დეს“. ასე­თი პე­და­გო­გე­ბი, 2020 წლამ­დე და შემ­დეგ, უზი­ა­რე­ბენ კო­ლე­გებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას, ატა­რე­ბენ სკო­ლის/ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის კვლე­ვებს, აფა­სე­ბენ ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­დე­გებს, შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს, კარ­გად გა­მოს­დით აზ­რის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბა და მი­სი სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­კუ­თა­რი და სხვი­სი ნაშ­რო­მის კრი­ტი­კუ­ლად შე­ფა­სე­ბა, მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზი, გა­აჩ­ნი­ათ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რა, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ფლო­ბენ ციფ­რულ უნა­რებს, ხელს უწყო­ბენ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნას, ამ­ყა­რე­ბენ კონ­ტაქ­ტებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო, ქსე­ლურ, სა­თე­მო პრო­ექ­ტებ­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, ფო­რუ­მებ­ში, სა­კუ­თარ მოს­წავ­ლე­ებს ას­წავ­ლი­ან ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნას, აც­ნო­ბენ უამ­რავ ვებ­გ­ვერ­დს, ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბის დროს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, შე­მეც­ნე­ბით თა­მა­შებ­ში რთა­ვენ მათ.

მენ­ტო­რო­ბა არ ასო­ცირ­დე­ბა სა­ბო­ლოო მიღ­წე­ვებ­თან, არ უნ­და უკავ­შირ­დე­ბო­დეს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ამო­წურ­ვის საფ­რ­თხეს. დღეს ჩვე­ნი ფიქ­რე­ბი და ემო­ცი­ე­ბი ამო­უ­წუ­რავ შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბად იქ­ცა, ამი­ტომ ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა მარ­თე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია.

თვალ­სა­ჩი­ნოა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოც­დის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზე­ბი: დრო­ის სიმ­ცი­რე, არას­წო­რად ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი და­ხუ­რუ­ლი კითხ­ვე­ბი, სა­გა­მოც­დო ბა­რი­ე­რის ხე­ლოვ­ნუ­რი ზრდა მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, და­ვა­ლე­ბა­თა მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რ­და.

რამ­დე­ნი­მე და­ხუ­რუ­ლი შე­კითხ­ვა ორ სა­ვა­რა­უ­დო პა­სუხს მო­ი­ცავ­და და მი­სი წი­ნას­წარ გათ­ვ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლი არ იყო. დრო­ის სიმ­ცი­რის გა­მო, ორ­ჯერ ან სამ­ჯერ წა­კითხ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გვქონ­და, მა­შინ­ვე წარ­მო­იქ­მ­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ კა­ტე­გო­რი­უ­ლი მოთხოვ­ნე­ბი: ვერ მო­ვას­წ­რებ, აღარ არის სა­ჭი­რო და­ვა­ლე­ბის ხელ­მე­ო­რედ წა­კითხ­ვა, მე ეს არ უნ­და მეშ­ლე­ბო­დეს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ვცდე­ბო­დე… სწო­რედ ამ დროს ვუშ­ვებ­დით შეც­დო­მებს.

მოგ­ვე­ცით საკ­მა­რი­სი დრო, მო­მა­ვალ­ში მა­ინც, ფიქ­რის­თ­ვის, ჩვენ­თ­ვის ხომ დრო­ის ლი­მი­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის არა­ვის და­უ­წე­სე­ბია. შუ­ა­ღა­მემ­დე, უსაყ­ვე­დუ­როდ, გვი­წე­რია მატ­რი­ცე­ბი, გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მე­ბი, კვლე­ვე­ბი, სა­დამ­რი­გებ­ლო პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სცე­ნა­რე­ბი, ტეს­ტე­ბი, შეგ­ვიქ­მ­ნია ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ონ­ლა­ინ რე­სურ­სე­ბი.

2023 წლის პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე გა­სას­ვ­ლე­ლად ისევ მო­ვემ­ზა­დე­ბით წინ­ს­ვ­ლის მსურ­ვე­ლი პე­და­გო­გე­ბი. არ მინ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი აპ­რო­ტეს­ტებ­დ­ნენ, ჩი­ოდ­ნენ, იტან­ჯე­ბოდ­ნენ. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­მოც­დის ნა­წილ­ში შე­ვი­დეს ცვლი­ლე­ბე­ბი: და­წეს­დეს მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის 70%-ზე მე­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა; გა­ზარ­დონ სა­გა­მოც­დო დრო ერ­თი სა­ა­თით; მოხ­დეს და­ხუ­რუ­ლი კითხ­ვე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა და იმ­გ­ვა­რად დახ­ვე­წა, რომ ნას­წავ­ლის, გა­მოც­დი­ლის და­კავ­ში­რე­ბა შევ­ძ­ლოთ და ზუსტ პა­სუხს მო­ი­ცავ­დეს; შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, გა­და­მოწ­მ­დეს გამ­ს­წო­რე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბაც; მთლი­ა­ნი დატ­ვირ­თ­ვა პრაქ­ტი­კულ ნა­წილ­ზე გა­და­ვი­დეს.

მე კი, ჩე­მი კო­ლე­გე­ბის მსგავ­სად, ისევ გა­ვაგ­რ­ძე­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო, ში­ნა­არ­სი­ან პე­და­გო­გი­ურ ცხოვ­რე­ბას, დავ­გეგ­მავ სას­წავ­ლო პრო­ცესს, და­ვა­მა­ტებ სი­ახ­ლე­ებს. იცით, რა­ზე ვფიქ­რობ? მი­ხა­რია, რომ არ­სე­ბობს ისე­თი პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც სუ­ლით და გუ­ლით მე­პა­ტი­ჟე­ბა სა­კუ­თარ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მოს­წავ­ლე­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის, მაქვს უნა­რი გა­ვუ­ზი­ა­რო მათ ციფ­რუ­ლი თხრო­ბის ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, ონ­ლა­ინ ჩარ­თ­ვე­ბის დროს ვა­თა­მა­შო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, მათ შო­რის, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი თა­მა­ში — kahoot /https://kahoot.com/ და რაც მთა­ვა­რია, გა­ვა­ხა­რო ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი — დი­ნა­რა, ფა­ტი­მა, გულ­ნა­რა.

წარ­მა­ტე­ბულ 2022-2023 სას­წავ­ლო წელს ვუ­სურ­ვებ თი­თო­ე­ულ პე­და­გოგს.

ნი­ნო

ფსუ­ტუ­რი

სსიპ გო­რის №8 სა­ჯა­რო სკო­ლის ბი­ო­ლო­გი­ის

პე­და­გო­გი

 

მას­წავ­ლე­ბელ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა 2010 წლი­დან და­იწყო. კონ­კ­რე­ტუ­ლად, 2010 წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი­სა და საგ­ნის გა­მოც­და. კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა ბი­ო­ლო­გი­ა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და 2011 წლი­დან, სწო­რედ ამ წელს გა­ვე­დი და ჩა­ვა­ბა­რე ორი­ვე გა­მოც­და. ამის მე­რე, 2012 წელს, იყო კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა ინ­გ­ლი­სურ­სა და კომ­პი­უ­ტე­რულ უნარ-ჩვე­ვებ­სა და ბი­ო­ლო­გი­ის ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ ნა­წილ­ში; შემ­დ­გომ — უკ­ვე სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ში­და და გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა, რო­მელ­საც ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თ­ვი თა­ვი და მო­მე­ნი­ჭა წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი. წელს კი, გა­ვე­დი გა­მოც­და­ზე, რო­მე­ლიც და­მეხ­მა­რე­ბა მო­ვი­პო­ვო მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი. აღ­ნიშ­ნულ გა­მოც­და­საც წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თ­ვი თა­ვი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზღვა­რი იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი (75%), რაც ნიშ­ნავს, რომ მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მსურ­ველ პე­და­გოგს, მი­ნი­მუმ, 53 ქუ­ლა უნ­და და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა  და მე­ტი, 70-დან (ჩე­მი შე­დე­გი 59 ქუ­ლაა).

ჩე­მი სუ­ბი­ექ­ტუ­რი მო­საზ­რე­ბაა, რომ უნ­და არ­სე­ბობ­დეს რა­ი­მე მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც შე­ა­მოწ­მებს რამ­დე­ნად ზრუ­ნავს მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ზე და რამ­დე­ნად აისა­ხე­ბა ეს მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვებ­ზე. რა თქმა უნ­და, ასე­თი უხარ­ვე­ზო მე­ქა­ნიზ­მის შექ­მ­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია. თუმ­ცა, ამის გა­მო, ამ მე­ქა­ნიზ­მ­ზე უარი არ უნ­და ით­ქ­ვას, პი­რი­ქით, უფ­რო მე­ტად უნ­და და­იხ­ვე­წოს და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე გახ­დეს.

წლე­ვან­დე­ლი გა­მოც­და მარ­თ­ლაც გა­მოწ­ვე­ვა იყო ჩვენ­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რად­გან პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბო­და და, რო­გორც გითხა­რით, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო ზღვა­რი. სა­გა­მოც­დო ტეს­ტი ბევრ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხს ეხე­ბო­და, შე­ფა­სე­ბით დაწყე­ბუ­ლი და სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე თვი­თო­ნაც ვა­ტა­რებ­დი, ასე­ვე, ვეს­წ­რე­ბო­დი კო­ლე­გე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ ტრე­ნინ­გებს, ეს არას­დ­როს არ არის საკ­მა­რი­სი. ეს იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნი­სა და პრაქ­ტი­კის გა­და­ტა­ნა სა­გა­მოც­დო ფურ­ცელ­ზე. მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ გა­და­სა­ხე­დია სა­გა­მოც­დო დრო. ამის თქმის სა­ბაბს მაძ­ლევს ჩე­მი ბევ­რი კო­ლე­გის შე­დე­გი, რო­მელ­თაც, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჰქონ­დათ გო­ნივ­რუ­ლი პა­სუ­ხე­ბი კითხ­ვებ­ზე, მაგ­რამ დრო­ის სიმ­ცი­რის გა­მო ვერ მო­ა­ხერ­ხეს მი­სი და­ფიქ­სი­რე­ბა.

2006 წლი­დან დღემ­დე, ვას­წავ­ლი ბი­ო­ლო­გი­ას გო­რის მე-8 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე. ახ­ლა ვარ ეტაპ­ზე, რო­დე­საც თა­ვი უნ­და მო­ვუ­ყა­რო ყვე­ლა იმ აქ­ტი­ვო­ბას, რაც ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, გა­ას­მა­გე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით გა­ვაგ­რ­ძე­ლო ზრუნ­ვა ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბა­სა და სხვა­დას­ხ­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნარ-ჩვე­ვის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ზე. მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი ბევრ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გა­კის­რებს მოს­წავ­ლე­ე­ბის, კო­ლე­გე­ბი­სა და, ზო­გა­დად, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მქო­ნე ბევ­რი პე­და­გო­გი ნიშ­ნავს სა­სი­კე­თო ძვრებს სკო­ლა­ში და თუ ეს ასე არ იქ­ნე­ბა, მა­შინ ფუ­ჭია ეს ძა­ლის­ხ­მე­ვა.

 

კა­ხა

გა­ბუ­ჩია

სსიპ ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. თბი­ლი­სის №53 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

სსიპ ს. ჭი­ა­უ­რე­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის №54 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მა­შინ დავ­გეგ­მე,რო­დე­საც გა­მოცხად­და, რომ ახა­ლი სქე­მით, მხო­ლოდ გა­მოც­დის ფორ­მა­ტით, შეძ­ლებ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბას. რე­გის­ტ­რა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ, ბევ­რი ვი­ფიქ­რე, შევ­ძ­ლებ­დი თუ არა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მერ­თ­ვა თა­ვი ამ გა­მოწ­ვე­ვის­თ­ვის. ბევრ ჩემს კო­ლე­გას ვე­კითხე­ბო­დი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ, ვი­ღებ­დი რჩე­ვებს მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან, ვეს­წ­რე­ბო­დი ონ­ლა­ინ სე­მი­ნა­რებ­სა თუ კონ­ფე­რენ­ცი­ებს, რა­თა მი­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც მცოდ­ნო­და, რა ფორ­მა­ტი­სა იქ­ნე­ბო­და ტეს­ტი, რო­მე­ლიც უნ­და შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა გა­მოც­და­ზე. არ მქო­ნია გან­ც­და იმი­სა, რომ გა­მოც­დას ვერ ჩა­ვა­ბა­რებ­დი, რად­გა­ნაც ჩე­მი პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც 18 წელს ით­ვ­ლის, და­მეხ­მა­რე­ბო­და სა­ო­რი­ენ­ტა­ციო სა­კითხე­ბის გა­აზ­რე­ბა­სა და დაძ­ლე­ვა­ში. გა­მოც­დის ფორ­მა­ტი, ერ­თი შე­ხედ­ვით, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო სა­აზ­როვ­ნო-სამ­ს­ჯე­ლო სა­კითხებ­ზე, ანა­ლი­ტი­კურ უნარ­სა და ფორ­მა­ლურ თუ არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­მოც­დო დროს, ვფიქ­რობ, არა­საკ­მა­რი­სია. სა­სურ­ვე­ლია, პე­და­გო­გებს მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მოც­და­ზე არა ოთხი, ხუ­თი სა­ა­თი იმუ­შა­ონ. ფუნ­ქ­ცი­უ­რი წე­რა რო­ცა და­ვას­რუ­ლე, მა­შინ დას­რულ­და გა­მო­ყო­ფი­ლი დრო (გა­მოც­და დავ­წე­რე „თეთ­რად“, ანუ გა­და­წე­რის­თ­ვის ცალ­კე დრო არ და­მით­მია). ვფიქ­რობ, აუცი­ლე­ბე­ლი­ცაა და სა­სურ­ვე­ლიც, მას­წავ­ლე­ბელ­მა, გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლის წინ, თა­ვი მო­უ­ყა­როს იმ სა­კითხებს, რომ­ლებ­საც ის ყო­ველ­დღი­უ­რად იყე­ნებს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. კითხ­ვე­ბი (და­ხუ­რუ­ლი იქ­ნე­ბა თუ ღია) ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტი­დან გვხვდე­ბა: ინ­კ­ლუ­ზია, სსსმ მოს­წავ­ლე, ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა თუ სხვა. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ჩემს კო­ლე­გებს შემ­დ­გომ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები