25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გამომცემლობა „ინტელექტი“ წარმოგიდგენთ

spot_img

 

გთავაზობთ მასწავლებლებთან ავტორთა შეხვედრის განრიგს:

ფიზიკა
27 ივნისი 16:00 საათი https://bit.ly/3O64QbL
1 ივლისი 16:00 საათი https://bit.ly/39BwPBl
მათემატიკა
28 ივნისი 19:00 საათი https://bit.ly/3HGcszl
1 ივლისი 19:00 საათი https://bit.ly/3n45fj2
ქიმია
27 ივნისი 20:00 საათი https://bit.ly/3y4f7Q6
30 ივნისი 20:00 საათი https://bit.ly/3y1tbtR

აფხა­ზუ­რი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა

მასწავლებლის წიგნი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://bit.ly/3y5ncUX

აფხა­ზუ­რი ენა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სტა­ტუსს ატა­რებს, მას იცავს ჩვე­ნი კონ­ს­ტი­ტუ­ცია, შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ იცო­დეს ეს ენა, გა­ი­აზ­როს ის სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი და სა­მო­ქა­ლა­ქო იდენ­ტო­ბის ორ­გა­ნულ ნა­წი­ლად. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“, 2021-2022 სას­წავ­ლო წლის­თ­ვის, გა­მოს­ცა აფხა­ზუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო I-IV კლა­სე­ბის­თ­ვის. წელს კი წარ­მო­გიდ­გენთ მე-10 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნ­თან ერ­თად, ავტორები: რი­ტა ამიჭ­ბა-მარ­ღა­ნია და ირ­მა ოსია. აფხა­ზუ­რი ენა ჩვე­ნი სიმ­დიდ­რეა, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა კი – ამ სიმ­დიდ­რის ღირ­სე­უ­ლი მემ­კ­ვიდ­რე.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე X კლა­სის

მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლა/სწავ­ლე­ბა­ში

მასწავლებლის წიგნი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://bit.ly/3tO4aj8

ცნო­ბი­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტი“ და მა­თე­მა­ტი­კის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი: გუ­რამ გო­გიშ­ვი­ლი, თე­ი­მუ­რაზ ვეფხ­ვა­ძე, ია მე­ბო­ნია და ლა­მა­რა ქურ­ჩიშ­ვი­ლი გთა­ვა­ზო­ბენ მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელმ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა გრი­ფი­რე­ბის სა­ექ­ს­პერ­ტო კო­მი­სი­ის მი­ერ მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბით გა­მორ­ჩე­ულ, თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის, ორი­გი­ნა­ლურ სას­წავ­ლო წიგ­ნებს: X კლა­სის პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის მოს­წავ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­სა და მას­წავ­ლებ­ლის წიგნს (კონ­კურ­სი ამ­ჯე­რად მხო­ლოდ პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის­თ­ვის ჩა­ტარ­და).

ახალ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში სას­წავ­ლო მა­სა­ლა შედ­გე­ნი­ლია ამა­ვე ავ­ტო­რე­ბის წი­ნა წლებ­ში გრიფ­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი X კლა­სის მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს არ­სე­ბი­თად გა­ნახ­ლე­ბის, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი სრულ­ყო­ფის სა­ფუძ­ველ­ზე, ახა­ლი სას­წავ­ლო სტან­დარ­ტი­სა და წლი­უ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის სრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბით, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბით.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ექ­ს­პერ­ტ­თა მო­საზ­რე­ბე­ბი:

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში ორ­წ­ლი­ა­ნი მძი­მე პან­დე­მი­ით შექ­მ­ნი­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მე­ტი დრო ეთ­მო­ბა წი­ნა წლე­ბის სას­წავ­ლო მა­სა­ლის გა­მე­ო­რე­ბა­სა და მის გაღ­რ­მა­ვე­ბულ შეს­წავ­ლას;

სას­წავ­ლო სტან­დარ­ტის სრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბით, ყო­ვე­ლი თა­ვის დასა­წყის­ში­ვე, წარ­მოდ­გე­ნი­ლია კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა გა­დაწყ­ვე­ტა­ზე გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჯა­მებს მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნას და გა­აღ­რ­მა­ვებს ამ ცოდ­ნის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რებს;

ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი საკ­ლა­სო და სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მი­საწ­ვ­დო­მი ფორ­მით წარ­მოდ­გე­ნი­ლია სირ­თუ­ლის სხვა­დას­ხ­ვა დო­ნის, მე­თო­დუ­რად გა­მარ­თუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა;

კომ­პ­ლექ­სუ­რი საპ­რო­ექ­ტო აქ­ტი­ვო­ბე­ბი; და­მა­ტე­ბი­თი, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ამო­ცა­ნე­ბი; ამო­ცა­ნე­ბი თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მე­ო­რე­ბის­თ­ვის;

წიგ­ნ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სას­წავ­ლო მა­სა­ლა და აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მელ­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­აზ­რე­ბა მოს­წავ­ლე­თა მა­თე­მა­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვი­საა აუცი­ლე­ბე­ლი.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სტრუქ­ტუ­რა­ცა და ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რეც ხელს უწყობს მა­სა­ლის აღ­ქ­მა-გა­აზ­რე­ბას.

არ­სე­ბი­თი და უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნ­მა:

წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყო­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლის სცე­ნა­რი, ამოხ­ს­ნი­ლია თით­ქ­მის ყვე­ლა ამო­ცა­ნა, ამას­თა­ნა­ვე, მი­თი­თე­ბუ­ლია ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­ს­ნის სხვა­დას­ხ­ვა ხერ­ხი.

მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­დას ემ­სა­ხუ­რე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი ში­ნა­არ­სის ამო­ცა­ნე­ბი; აქ­ვეა სა­რე­კო­მენ­და­ციო და­ვა­ლე­ბე­ბი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი წე­რე­ბის­თ­ვის; სა­თა­ნა­დო გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი;

მი­თი­თე­ბუ­ლია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და­მა­ტე­ბი­თი (ბეჭ­დუ­რი და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი) რე­სურ­სე­ბი; ზო­გი­ერ­თი მა­სა­ლა მას­წავ­ლებ­ლის თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ეს წიგ­ნი მას­წავ­ლე­ბელს ერ­თ­გულ და ნა­ყო­ფი­ერ მეგ­ზუ­რო­ბას გა­უ­წევს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი უთუ­ოდ დარ­წ­მუნ­დე­ბი­ან, რომ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი აკა­დე­მი­უ­რი დო­ნის კლას­ში წარ­მა­ტე­ბით წა­რი­მარ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და ისი­ნი შეძ­ლე­ბენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ მოს­წავ­ლე­თა იმ უნა­რე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტის მიზ­ნებ­შია გაცხა­დე­ბუ­ლი.

 

სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის

მასწავლებლის წიგნი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://bit.ly/3zUlA1H

სწავ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბაა. ამ პრო­ცეს­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია. თუ მას­წავ­ლებ­ლე­ბი აირ­ჩე­ვენ მა­ნა­ნა ვარ­დი­აშ­ვი­ლი­სა და ელი­სო შურ­ღა­ი­ას ავ­ტო­რო­ბით შექ­მ­ნილ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, ისი­ნი მარ­ტი­ვად მი­აღ­წე­ვენ მი­ზანს კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს­თან და მთლი­ან კლას­თან.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო აგე­ბუ­ლია ბუ­ნებ­რი­ვი, ლო­გი­კუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით, და­წე­რი­ლია სა­დად და სა­ინ­ტე­რე­სოდ, მარ­ტი­ვი და გა­სა­გე­ბი ენით.

ყო­ვე­ლი პა­რაგ­რა­ფი იწყე­ბა სა­მო­ტი­ვა­ციო და­ვა­ლე­ბით. ეს არის და­მა­ინ­ტ­რი­გე­ბე­ლი შე­სა­ვა­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი. ცდა, პრობ­ლე­მუ­რი შე­კითხ­ვა, ილუს­ტ­რა­ცია, შთამ­ბეჭ­და­ვი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და სხვა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი უკავ­შირ­დე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ კონ­ტექსტს, ანუ პრობ­ლე­მა გა­ნი­ხი­ლე­ბა მოს­წავ­ლის პი­როვ­ნუ­ლ ინ­ტე­რე­სებ­თან შერ­წყ­მით.

ახა­ლი მა­სა­ლა მოს­წავ­ლე­ებს მი­ე­წო­დე­ბა ეტა­პობ­რი­ვად, ცნე­ბე­ბი თან­და­თან შე­მო­დის, თით­ქოს ყო­ველ პა­რაგ­რაფ­ში თი­თო­ე­უ­ლი ცნე­ბის გან­ხილ­ვას მოს­დევს მი­სი გან­მ­ტ­კი­ცე­ბა ში­და­ტექ­ს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბის სა­ხით. თუმ­ცა, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ში­და­ტექ­ს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბა სა­მო­ტი­ვა­ციო მა­სა­ლაა ახა­ლი ცნე­ბის გან­ხილ­ვა­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­ცეფ­ცია და მი­სი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი.

მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, ცოდ­ნის გან­ვ­რ­ცო­ბი­სა და გან­მ­ტ­კი­ცე­ბის მიზ­ნით, მას­წავ­ლე­ბე­ლი იპო­ვის არა­ერთ სა­ვარ­ჯი­შო­სა და ამო­ცა­ნას. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მრავ­ლა­დაა რო­გორც პრო­ცე­დუ­რუ­ლი, ისე პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნის ფორ­მუ­ლი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ახ­ლავს მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი. მას­ში მი­მო­ხი­ლუ­ლია სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დი­კე­ბი მა­გა­ლი­თე­ბით, და­ვა­ლე­ბე­ბის ნი­მუ­შე­ბი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სათ­ვის, და­მა­ტე­ბი­თი და­ვა­ლე­ბე­ბის ნი­მუ­შე­ბი პა­სუ­ხე­ბით, მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნ­ში გან­მარ­ტე­ბა და პა­სუ­ხი აქვს ყვე­ლა და­ვა­ლე­ბას, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლის წიგ­ნ­შია გან­ხი­ლუ­ლი.

ცალ­კე უნ­და აღი­ნიშ­ნოს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია. მოს­წავ­ლის და მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნ­ში ოთხი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბაა. კომ­პ­ლე­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ძი­რი­თა­დი რე­სურ­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი პა­რაგ­რა­ფია. მას­წავ­ლებ­ლებს მი­ე­წო­დე­ბათ ვრცე­ლი მა­სა­ლა თი­თო­ე­უ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

ვფიქ­რობთ, ამ ღირ­სე­ბა­თა გა­მო, მას­წავ­ლებ­ლე­ბი აირ­ჩე­ვენ მა­ნა­ნა ვარ­დი­აშ­ვი­ლი­სა და ელი­სო შურ­ღა­ი­ას ავ­ტო­რო­ბით შექ­მ­ნილ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის.

 

გა­მორ­ჩე­უ­ლი სტი­ლის წიგ­ნი

ფი­ზი­კის სას­წავ­ლებ­ლად

მასწავლებლის წიგნი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://bit.ly/3bgeg6c

გრი­ფი­რე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა ნუს­ხის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ ჯე­რი მას­წავ­ლებ­ლებ­ზეა – მათ უნ­და აირ­ჩი­ონ წიგ­ნი, რომ­ლი­თაც მოს­წავ­ლე­ებ­თან იმუ­შა­ვე­ბენ და სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს მი­ი­ღე­ბენ – კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს­თან, მთლი­ა­ნად კლას­თან თუ უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რად, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბის­თ­ვის. ამ მი­ზანს მას­წავ­ლე­ბე­ლი მარ­ტი­ვად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვის გა­რე­შე მი­აღ­წევს გი­ორ­გი გე­დე­ნი­ძის, ეთერ ლა­ზა­რაშ­ვი­ლი­სა და მაია მე­რა­ბიშ­ვი­ლის ავ­ტო­რო­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მეშ­ვე­ო­ბით.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო თა­ნაბ­რად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და სა­სარ­გებ­ლოა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა თუ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის. მო­წო­დე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა გა­მორ­ჩე­უ­ლი და სხვა­თა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. პა­რაგ­რა­ფებ­ში მო­ცე­მუ­ლია სა­აზ­როვ­ნო კითხ­ვე­ბი, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი ად­ვი­ლად ახ­ს­ნის შე­სას­წავლ მა­სა­ლას ისე, რომ მოს­წავ­ლეს ერ­თ­დ­რო­უ­ლად აჩ­ვევს კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას და თან ეტა­პობ­რი­ვად მიჰ­ყავს ფი­ზი­კურ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა­თა აღ­მო­ჩე­ნა-გა­აზ­რე­ბამ­დე.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლია მრა­ვა­ლი ცდა და ექ­ს­პე­რი­მენ­ტი, რო­მელ­თა გა­რე­შეც სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მა­თი ღირ­სე­ბა ის არის, რომ უმე­ტე­სო­ბას ბავ­შ­ვი ჩა­ა­ტა­რებს ად­ვი­ლად, სახ­ლი­სა თუ საკ­ლა­სო ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში, სა­გან­გე­ბო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის გა­რე­შე. ცდე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ მა­ტე­რი­ა­ლურ და­ნა­ხარ­ჯებს არ სა­ჭი­რო­ე­ბს.

მოს­წავ­ლე­ებ­თან და­მა­ტე­ბი­თი მუ­შა­ო­ბი­სა და ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბი­სათ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში იპო­ვის არა­ერთ სა­ვარ­ჯი­შო­სა თუ ამო­ცა­ნას, ტეს­ტურ შე­კითხ­ვებ­სა თუ სა­აზ­როვ­ნო, ლო­გი­კურ და­ვა­ლე­ბებს. აქ­ვეა მო­ცე­მუ­ლი ამო­ცა­ნა­თა ამოხ­ს­ნის მა­გა­ლი­თე­ბი, რაც მას­წავ­ლე­ბელს მი­მარ­თუ­ლე­ბას აძ­ლევს, ხო­ლო მოს­წავ­ლეს ნი­მუ­შად გა­მო­ად­გე­ბა სხვა ამო­ცა­ნა­თა ამოხ­ს­ნი­სას. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ და­მა­ტე­ბი­თი სა­ვარ­ჯი­შო მა­სა­ლა სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლი­საა და ყვე­ლა მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლი­სათ­ვის შე­ირ­ჩე­ვა.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში უხ­ვა­დაა მი­თი­თე­ბუ­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წყა­რო­ე­ბი, ბმუ­ლე­ბი­სა და შტრიხ­კო­დე­ბის სა­ხით. ამ გზით მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს ავ­ტო­რე­ბი, და­მა­ტე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე მა­სა­ლას სთა­ვა­ზო­ბენ. ამას­თან, უთი­თე­ბენ ელექ­ტ­რო­ნულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს, სა­დაც ცდე­ბის ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მას­წავ­ლებ­ლის სა­რე­კო­მენ­და­ციო წიგ­ნი ერ­თ­გ­ვა­რი სა­უნ­ჯეა პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის. იგი მი­მო­ი­ხი­ლავს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ზო­გად მე­თო­დი­კას. ამას­თან, მას­წავ­ლებ­ლებს სთა­ვა­ზობს კონ­კ­რე­ტულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე სა­მუ­შა­ოდ. იძ­ლე­ვა გან­მარ­ტე­ბებს გაკ­ვე­თი­ლის წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის, პა­სუ­ხი აქვს გა­ცე­მუ­ლი ყვე­ლა შე­კითხ­ვას, რო­მელ­საც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში შეხ­ვ­დე­ბათ.

ცალ­კე უნ­და აღი­ნიშ­ნოს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, რაც ამ­ჟა­მინ­დე­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია. მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნ­ში ხუ­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბაა, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად ფა­რავს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში წარ­მოდ­გე­ნილ მა­სა­ლას. და­ვა­ლე­ბის საკ­ვან­ძო კითხ­ვე­ბი მჭიდ­რო კავ­შირ­შია მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნ­ში წარ­მოდ­გე­ნილ პრობ­ლე­მურ კითხ­ვებ­თან. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ნა­ბი­ჯე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ძი­რი­თა­დი რე­სურ­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი პა­რაგ­რა­ფია. კონ­კ­რე­ტულ ნა­ბიჯ­ზე სა­მუ­შაო აქ­ტი­ვო­ბე­ბად კი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ცდე­ბი და კვლე­ვი­თი და­ვა­ლე­ბე­ბი მოს­წავ­ლის წიგ­ნი­დან. მას­წავ­ლე­ბელს მი­ე­წო­დე­ბა დიდ­ძა­ლი გამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლა – თე­ო­რი­უ­ლი თუ პრაქ­ტი­კუ­ლი, ბეჭ­დ­ვი­თი თუ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი – რე­კო­მენ­და­ცი­ებ­თან ერ­თად, თუ რო­გორ გა­არ­თ­ვან თა­ვი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ნა­ბი­ჯებს. სი­მარ­ტი­ვი­სათ­ვის მი­თი­თე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი კონ­კ­რე­ტუ­ლი გვერ­დე­ბი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან, ხო­ლო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მა­სა­ლი­სათ­ვის — ბმუ­ლე­ბი და შტრიხ­კო­დე­ბი. ასე მარ­ტი­ვად და მო­სა­ხერ­ხებ­ლად მი­წო­დე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო, მას­წავ­ლე­ბელს არა­ვი­თა­რი სირ­თუ­ლე არ ექ­მ­ნე­ბა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე, შე­ფა­სე­ბის ჩათ­ვ­ლით. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი თუ რე­სურ­სე­ბი იმ­გ­ვა­რად არის შერ­ჩე­უ­ლი, რომ მოს­წავ­ლეს უყა­ლი­ბებს სტრუქ­ტუ­რი­რე­ბულ და სის­ტე­მურ ხედ­ვას შე­სას­წავ­ლ სა­კითხებ­ზე.

სა­გან­გე­ბოდ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სტრუქ­ტუ­რა. პა­რაგ­რა­ფე­ბი იმ­გ­ვა­რა­დაა კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბუ­ლი, რომ მას­წავ­ლე­ბელს გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მას სთა­ვა­ზობს. თუ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მიჰ­ყ­ვე­ბა და სა­რე­კო­მენ­და­ციო წიგ­ნ­საც მო­იხ­მარს, მას­წავ­ლე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მომ­ზა­დე­ბაც არ დას­ჭირ­დე­ბა – წიგ­ნი უკარ­ნა­ხებს, რო­გორ და­იწყოს გაკ­ვე­თი­ლი, რა კითხ­ვე­ბი და რო­გო­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით დას­ვას, რა ცდე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს დე­მონ­ს­ტრი­რე­ბი­სა და და­სა­ბუ­თე­ბი­სათ­ვის. ამ­გ­ვა­რად წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლა, შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­თა და მე­თო­დუ­რი მი­თი­თე­ბე­ბით, მას­წავ­ლე­ბელს აძ­ლი­ე­რებს და მის გან­ვი­თა­რე­ბა­საც მი­ეხ­მა­რე­ბა.

მოს­წავ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან თუ შევ­ხე­დავთ, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მა­სა­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლია მა­თი ასა­კობ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში. ამას­თან, ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო და­ვა­ლე­ბა თუ მა­სა­ლა ეყ­რ­დ­ნო­ბა წი­ნა­რე ცოდ­ნას. მა­თი შეს­რუ­ლე­ბა ფიქ­რი­თა და ანა­ლი­ზი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს მის გო­ნე­ბას ააქ­ტი­უ­რებს მომ­დევ­ნო ეტა­პის ამო­ცა­ნე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად და ამ­ზა­დებს ახა­ლი მა­სა­ლის გა­სა­აზ­რებ­ლად, აჩ­ვევს ფიქ­რ­სა და პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას, უვი­თა­რებს მსჯე­ლო­ბის, კა­მა­თის უნარს. ფი­ზი­კის მეც­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლის კუთხით, ამ­გ­ვა­რი სწავ­ლე­ბა სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბის გა­აზ­რე­ბა­სა და მათ გარ­შე­მო მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რად კი – მო­აზ­როვ­ნე, გო­ნი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

აღ­ნიშ­ნულ ღირ­სე­ბა­თა გა­მო მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის მარ­თ­ლაც უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა ამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი სტი­ლის წიგ­ნის არ­ჩე­ვა ფი­ზი­კის სას­წავ­ლებ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბის X კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის.

intelekti.ge

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები