23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბუ­ნე­ბა მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­კის ენით გვე­სა­უბ­რე­ბა

spot_img

ქრის­ტი­ნე მა­ჭა­რაძე

ქუ­თა­ი­სის №33 სა­ჯა­რო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გო­გი

 

სამ­ყა­როს შეც­ნო­ბა მა­თე­მა­ტი­კუ­რი ცნე­ბე­ბი­სა და ფორ­მუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მარ­თ­ლაც შე­საძ­ლებ­ლია და ჩე­მი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის, უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ამის ჩვე­ნე­ბაა.

მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ამ­რი­გად, ვფიქ­რობ, მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ ასა­კის მოს­წავ­ლე­ებ­თან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნ­და იყოს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, კონ­კ­რე­ტულ ცნე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი ისე იყოს შერ­ჩე­უ­ლი, რომ მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თარ­დეთ ის უნა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ სა­მო­მავ­ლოდ გა­მო­ად­გე­ბათ.

ციფ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მხრი­დან, ჩვენს სკოლაში, დი­დი ენერ­გია იხარ­ჯე­ბა, როგორც დამწყებმა პედაგოგმა, ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში თუ ვებ­სა­იტ­ზე მუ­შა­ო­ბა შე­ვის­წავ­ლე. მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნე პრაქ­ტი­კა­ში, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი ხა­ლი­სით ერ­თ­ვე­ბიან სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და აქ­ტი­ვო­ბებ­შიც დი­დი მონ­დო­მე­ბით მო­ნაწი­ლ­ეო­ბენ.

ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი პრე­ზენ­ტა­ცია

დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლე­ბის რე­ჟიმს მოს­დევს მთე­ლი რი­გი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მელ­თა დაძ­ლე­ვაც სხვა­დას­ხ­ვა პლატ­ფორ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მი­ად­ვილ­და. Peardeck.com ერთ-ერ­თი ძა­ლი­ან კარ­გი პლატ­ფორ­მაა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, უზ­რუნ­ველ­ყოს მოს­წავ­ლე­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა გაკ­ვე­თილ­ზე, შე­ა­მოწ­მოს მა­თი ცოდ­ნა და სწრა­ფად გას­ცეს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა.

ამ სა­ი­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, მას­წავ­ლე­ბე­ლი წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ PowerPoint პრე­ზენ­ტა­ცი­ას გარ­დაქ­მ­ნის ინ­ტე­რაქ­ცი­ულ პრე­ზენ­ტა­ცი­ად. კერ­ძოდ, მას­წავ­ლე­ბე­ლი PearDeck-ის სხვა­დას­ხ­ვა ხელ­საწყო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, პრე­ზენ­ტა­ცი­ის თი­თო­ე­ულ სლა­იდ­ზე, ირ­ჩევს თუ რა ფორ­მით სურს მი­ი­ღოს მოს­წავ­ლის­გან პა­სუ­ხი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლე­ებს მივ­ცეთ ღია და და­ხუ­რუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­ას­რუ­ლონ ნა­ხა­ზე­ბი/ნა­ხა­ტე­ბი, შე­ავ­სონ ვე­ნის დი­აგ­რა­მე­ბი, მარ­თა­ლია/ტყუ­ი­ლია ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი და ა.შ. ამ­რი­გად, მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მა ნამ­დ­ვი­ლად წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ ეფექ­ტურ რე­სურსს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ვი­ნა­ი­დან მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, მოკ­ლე დრო­ში, შე­ა­მოწ­მოს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ცოდ­ნა და სწრა­ფად­ვე გას­ცეს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა.

„თეთ­რი და­ფე­ბი“

მას შემ­დეგ, რაც საკ­ლა­სო ოთა­ხებს და­ვუბ­რუნ­დით, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ რე­სურსს ადაპ­ტი­რე­ბა გა­ვუ­კე­თეთ, რომ მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა პი­რის­პირ სწავ­ლე­ბის დრო­საც შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ყო­ვე­ლი­ვე ამის­თ­ვის თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს დას­ჭირ­და ერ­თი ცა­ლი თა­ბა­ხის ფურ­ცე­ლი, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე ფა­ი­ლი, და­ფის მარ­კე­რი და ღრუ­ბე­ლი. მას შემ­დეგ, რაც დავ­ს­ვამ შე­კითხ­ვას, წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად ან ახ­ლად ათ­ვი­სე­ბუ­ლი მა­სა­ლის შე­სა­მოწ­მებ­ლად, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე პა­სუხს თა­ვის „თეთრ და­ფა­ზე“ წერს და ჩე­მი მი­თი­თე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა მოს­წავ­ლე და­ფას მაღ­ლა სწევს. ამის შემ­დეგ, მარ­ტი­ვად ვი­გებ რო­მელ მოს­წავ­ლეს რა სა­კითხ­ში ესა­ჭი­რო­ე­ბა დახ­მა­რე­ბა.

Minecraft: Education Edition

Minecraft Education Edition მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პროგ­რა­მაა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც აქ­ტი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა მა­თე­მა­ტი­კის სა­ხა­ლი­სო და­ვა­ლე­ბე­ბის შექ­მ­ნის­თ­ვის თუ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რად წარ­მო­სად­გე­ნად. პროგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი მა­თე­მა­ტი­კა­ში ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა გა­მო­ვი­ყე­ნე VI კლას­ში, მარ­თ­კუთხა პა­რა­ლე­ლე­პი­პე­დის მო­ცუ­ლო­ბი­სა და ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბის უკეთ შე­სას­წავ­ლად. კერ­ძოდ: მო­ვამ­ზა­დე ორი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბო­და, უკეთ გა­ე­აზ­რე­ბი­ნათ და პრაქ­ტი­კუ­ლი თვა­ლით და­ე­ნა­ხათ მარ­თ­კუთხა პა­რა­ლე­ლე­პი­პე­დის თვი­სე­ბე­ბი.

Liveworksheets.com

Liveworksheets.com წარ­მო­ად­გენს ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მას, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, შექ­მ­ნას ცოცხა­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი და სწრა­ფად გას­ცეს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა. პლატ­ფორ­მა­ზე მას­წავ­ლე­ბე­ლი ტვირ­თავს წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბულ, pdf ან jpg ფორ­მატ­ში, ფა­ილს, რო­მელ­საც შემ­დ­გომ­ში სა­ი­ტის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ისე ამუ­შა­ვებს, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლონ პა­სუ­ხის არ­ჩე­ვა/ჩა­წე­რა, და­კავ­ში­რე­ბა, სწო­რი პა­სუ­ხის შე­სა­ბა­მის ად­გილ­ზე გა­და­ტა­ნა და ა.შ.

Liveworksheet-ით შექ­მ­ნი­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი არა­ერ­თხელ გა­მო­ვი­ყე­ნე სხვა­დას­ხ­ვა კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი სა­ხა­ლი­სო აღა­მოჩ­ნ­და აგ­რეთ­ვე, სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც.

ნი­მუ­შე­ბი:

1) https://www.liveworksheets.com/bl1859039bd

2) https://www.liveworksheets.com/sh2860448so

3) https://www.liveworksheets.com/uz1647621rn

4) https://www.liveworksheets.com/vo2887078cu

სა­ბო­ლო­ოდ მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მი­სა და პლატ­ფორ­მის დახ­მა­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გაკ­ვე­თი­ლი სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო გავ­ხა­დოთ, სა­გა­ნი სხვა თვა­ლით და­ვა­ნა­ხოთ და ვას­წავ­ლოთ, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა ცხოვ­რე­ბა­ში.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები