25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბსუ-ს კურსდამთავრებულთა გამოშვების 85-ე საიუბილეო საზეიმო ღონისძიება

spot_img

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების 85-ე საიუბილეო საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, რექტორის მოადგილეებმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწავლის დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში, ჯანდაცვის მიმართულების თეთრ ხალათებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა, ტრადიციულად, ექიმის ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წელს ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის 1650-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ღონისძიებაზე წარჩინებული სწავლის, აქტიური სტუდენტური ცხოვრებისა და პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის 190 სტუდენტს სერტიფიკატი გადაეცა.

 

კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია ქუდების ასროლით, ფეიერვერკის გაშვებითა და „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტით დასრულდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები