24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ბიბ­ლი­ო­თე­კა თი­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში – სივ­რ­ცე არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის

spot_img

 

სო­ფე­ლი თი­ვი, შუ­ა­გულ კა­ხეთ­ში, ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს. გა­მორ­ჩე­უ­ლი იმი­თაა, რომ ავა­რი­ე­ლე­ბი­თაა და­სახ­ლე­ბუ­ლი. ამ ხალ­ხ­მა კი, რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვალ­მა არა­ერ­თ­მა ეთ­ნი­კურ­მა ჯგუფ­მა, თა­ვის თავ­ზე იწ­ვ­ნია სტა­ლი­ნუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის სი­სას­ტი­კე – თით­ქ­მის მთე­ლი სო­ფე­ლი გა­და­ა­სახ­ლეს და მხო­ლოდ 50-იან წლებ­ში და­უბ­რუნ­დ­ნენ სა­კუ­თარ კე­რას. ამის შემ­დეგ კი, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნა გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბა იყო და 1958 წელს, ორო­თა­ხი­ან შე­ნო­ბა­ში, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი შე­უდ­გ­ნენ წე­რა-კითხ­ვის შეს­წავ­ლას, შემ­დეგ კი­დევ 2 ოთა­ხი შე­ე­მა­ტა და სა­ბო­ლო­ოდ, ცნო­ბი­ლი მწერ­ლის, რა­სულ გამ­ზა­თო­ვის ხელ­შეწყო­ბით, ახა­ლი შე­ნო­ბა აშენ­და – თი­ვის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. ეს იყო 1981 წე­ლი.

სოფ­ლის სრულ­ფა­სო­ვან­მა ცხოვ­რე­ბამ 90-იან წლე­ბამ­დე გას­ტა­ნა – თი­ვიც, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა სოფ­ლე­ბი, მა­შინ და­ი­ცა­ლა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­წი­ლი კი დაბ­რუნ­და, მაგ­რამ არა იმ­დე­ნი, რომ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა შე­ევ­სოთ; ახ­ლა მხო­ლოდ 9 კლა­სი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს 35 მოს­წავ­ლით. სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მსურ­ვე­ლებს სას­კო­ლო ავ­ტო­ბუ­სი ემ­სა­ხუ­რე­ბა და ახალ­სოფ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში იღე­ბენ სრულ ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას.

ერ­თი კარ­გი ამ­ბა­ვი ამ სო­ფელ­ში 2018 წელს მოხ­და, რო­ცა სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის მო­ად­გი­ლემ, ეკა­ტე­რი­ნე მსხი­ლა­ძემ, თი­ვის სკო­ლა­ში ბიბ­ლი­ო­თე­კის შექ­მ­ნას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. „კა­ტო მი­ქე­ლა­ძის პრე­მი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტე, პრე­მი­ის ფარ­გ­ლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის მოწყო­ბის­თ­ვის გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა იქ, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბო­დათ. ამ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ თი­ვის სა­ჯა­რო სკო­ლას მი­ვა­გე­ნი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სო­ფელ­ში არ იყო ბიბ­ლი­ო­თე­კა, ხო­ლო სკო­ლას ჰქონ­და სივ­რ­ცე, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი რე­მონ­ტის შემ­დეგ მო­ხერ­ხ­დე­ბო­და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის შექ­მ­ნა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სო­ფელ თი­ვა­ზე შე­ვა­ჩე­რე. ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გა­ნუ­ზო­მე­ლი მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ი­ყო წიგ­ნე­ბი, ტექ­ნი­კა და ბიბ­ლი­ო­თე­კა­რის შტა­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კა დღემ­დე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და ბავ­შ­ვე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი. ჩე­მი აზ­რით, ბიბ­ლი­ო­თე­კას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თ­ვა აქვს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ეს არის სივ­რ­ცე და ად­გი­ლი, სა­დაც მათ შე­უძ­ლი­ათ არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში მი­ი­ღონ და­მა­ტე­ბი­თი ცოდ­ნა, წა­ი­კითხონ მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რაც ცხა­დია, ხელს უწყობს მათ გან­ვი­თა­რე­ბას“.

სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი რა­ხი­მათ ზა­ურ­ბე­გო­ვა, დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ხა­ტი­აშ­ვი­ლის მიწ­ვე­ვით, ბიბ­ლი­ო­თე­კის გამ­გედ და­ი­ნიშ­ნა. „ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი არ ვარ, წნო­რის კო­ლე­ჯი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო საქ­მე, მაგ­რამ ტრე­ნინ­გე­ბი გა­ვი­ა­რე და 5 წე­ლია უკ­ვე აქ ვმუ­შა­ობ. სა­ინ­ტე­რე­სოა ბავ­შ­ვებ­თან, წიგ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, სკო­ლის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბა. პა­ტა­რე­ბი აქ სა­თა­მა­შო­დაც შე­მო­დი­ან და ზღაპ­რე­ბის წა­სა­კითხა­დაც. გა­ზაფხუ­ლი­დან, ღია ცის ქვეშ, ერ­თად ვკითხუ­ლობთ ხოლ­მე წიგ­ნებს. ჩვენს ბიბ­ლი­ო­თე­კას თა­ვი­დან­ვე გა­მო­უჩ­ნ­დ­ნენ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი. ქალ­ბა­ტო­ნი ეკა­ტე­რი­ნეს ინი­ცი­ა­ტი­ვას ყვარ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­მა, სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კამ აუბეს მხა­რი. დღე­ი­სათ­ვის, ჩვე­ნი წიგ­ნა­დი ფონ­დი 678 წიგნს მო­ი­ცავს. ამ ბო­ლო ხა­ნებ­ში, შევ­სე­ბა არ გვქო­ნია. სა­სურ­ვე­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის მე­ტი გა­მო­ცე­მე­ბი გვქონ­დეს, რომ ახალ­გაზ­რ­დებს მა­თი გაც­ნო­ბის ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნ­დეს. ქარ­თუ­ლი ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა კარ­გად იცი­ან და ამ მხრივ სირ­თუ­ლე არ შე­ექ­მ­ნე­ბათ,“  – გვიყ­ვე­ბა რა­ხი­მა­თი. ამა­ში თა­ვად დავ­რ­წ­მუნ­დი, რო­ცა მეშ­ვი­დეკ­ლა­სელ ზა­ურ ალი­ევს ვე­სა­უბ­რე. ამ­ბობს, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კა მი­სი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია. აქ კითხუ­ლო­ბენ, ერ­თო­ბი­ან, ღო­ნის­ძი­ე­ბებ­შიც აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბი­ან, სხვა­დას­ხ­ვა კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად. მსოფ­ლი­ოს ხალ­ხ­თა ზღაპ­რე­ბი, ნო­დარ დუმ­ბა­ძის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მოთხ­რო­ბე­ბი მა­თი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბია. მეცხ­რეკ­ლა­სე­ლი ირაკ­ლი ტუ­რი­აშ­ვი­ლი წელს და­ამ­თავ­რებს თი­ვის სკო­ლას და, ოთხ თა­ნაკ­ლა­სელ­თან ერ­თად, სწავ­ლას ახალ­სოფ­ლის სკო­ლა­ში გა­აგ­რ­ძე­ლებს. ამ­ბობს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ახ­სოვს, რო­მე­ლიც რა­ხი­მა­თის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით ხში­რად ტარ­დე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოდ კი ვიქ­ტო­რი­ნე­ბი მი­აჩ­ნია.

სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის სა­კითხი სო­ფელ­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კის გახ­ს­ნამ­დე, ერ­თი წლით ად­რე მოგ­ვარ­და. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ხა­ტი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ კარ­გი საქ­მე გა­კეთ­და, ეფექ­ტუ­რი გა­მოდ­გა სკო­ლა­ში წი­ნა­სას­კო­ლო მზა­ო­ბის ჯგუ­ფის გახ­ს­ნა, სა­დაც 4-6 წლის ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი იმ ცოდ­ნა­სა და უნარ-ჩვე­ვებს იღე­ბენ, რაც პირ­ველ­კ­ლა­სე­ლის­თ­ვი­საა აუცი­ლე­ბე­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის და­საძ­ლე­ვად. დღე­ში 4 სა­ა­თი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და იმის­თ­ვის, რომ პა­ტა­რებ­მა ქარ­თუ­ლი ენა იმ დო­ნე­ზე ის­წავ­ლონ, რომ სკო­ლა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა არ ჰქონ­დეთ, გან­სამ­ტ­კი­ცებ­ლად კი წინ მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი, ქარ­თ­ველ პე­და­გო­გებ­თან და თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ათას­გ­ვა­რი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წლე­ბი ელო­დე­ბათ…

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები