23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბათუმში „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლის დირექტორებისთვის ტრენინგი ჩატარდა

spot_img

განათლების სისტემაში მშპ 6 % დახარჯვის შემდეგ პედაგოგის პროფესია ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი იქნება“- ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ აჭარის საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრისას განაცხადა.

ახალი ინიციატივით 2019 წლის ბიუჯეტში, განათლების სექტორზე 1, 6 მილიარდი იქნება გათვალისწინებული, 2020 წელს – 2 მილიარდი, 2021 წელს –   2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ანუ 3,4 მილიარდ ლარს.

ბათუმში „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლის დირექტორებისთვის ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე უძღვებოდა.

„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია ჩამოაყალიბოს პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას მისცემს. ტრენინგი რამდენიმე მოდულისგან შედგება, რომელსაც ცენტრის ექსპერტები უძღვებიან.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები