28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ახა­ლი ნა­ბი­ჯი პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში

spot_img

მას­წავ­ლე­ბელ­მა ხე­ლი უნ­და შე­უწყოს მოს­წავ­ლე­ებს, რომ შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ში­ნა­არ­სობ­რივ კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­და­იყ­ვა­ნონ და გა­მო­ი­ყე­ნონ. საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის გარ­და, გა­ნათ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში კონ­კ­რე­ტულ უნა­რებ­საც უნ­და ავი­თა­რებ­დეს, მას­წავ­ლე­ბე­ლი სას­წავ­ლო პრო­ცესს ისე უნ­და წარ­მარ­თავ­დეს, საგ­ნობ­რივ ცოდ­ნას­თან ერ­თად, შე­მეც­ნე­ბი­თი უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­საც ცდი­ლობ­დეს.

მო­ცე­მუ­ლი უნა­რე­ბის ხელ­შემ­წყობ მე­თო­დად კი პრო­ექ­ტულ სწავ­ლებას მო­ვი­აზ­რებ, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ცოდ­ნა­სა და კე­თე­ბას. პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის და­დე­ბით მხა­რედ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და ინ­ტე­რე­სის ამაღ­ლე­ბა, თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლის პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ტა­ნა მი­მაჩ­ნია.

მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ მეშ­ვი­დე კლას­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი – სას­კო­ლო სტა­ტია „ევ­კ­ლი­დეს გე­ო­მეტ­რი­ის საწყი­სე­ბი“.

სას­კო­ლო სტა­ტი­ის მი­ზა­ნი:

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ტა­ნა;

♦ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა-და­მუ­შა­ვე­ბა;

♦ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა;

♦ კრი­ტი­კუ­ლი-და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა;

♦ მა­თე­მა­ტი­კის ინ­ტეგ­რა­ცია და ტრან­ს­ფე­რი სა­გან­თა­შო­რის ჭრილ­ში;

♦ ევ­კ­ლი­დე­სა და მი­სი პირ­ვე­ლი წიგ­ნის გარ­ჩე­ვა სას­კო­ლო პროგ­რა­მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მელ­ზე წვდო­მაც ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში ქარ­თულ და უცხო­ურ ენებ­ზე არ ხერ­ხ­დე­ბა.

სა­ნამ სას­კო­ლო სტა­ტი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას და­ვიწყებ­დით, ვა­ყა­ლი­ბებ­დით მო­საზ­რე­ბებს, მი­ზანს თუ რა შე­დეგ­ზე უნ­და გავ­სუ­ლი­ყა­ვით, რა ცოდ­ნა უნ­და მო­ე­ცა მო­ცე­მულ სტა­ტი­ას, რო­გორ შე­ვას­რუ­ლებ­დით ამო­ცა­ნას, გვე­ყო­ფო­და ჩვე­ნი რე­სურ­სი თუ დაგ­ვ­ჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა?

გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა მო­ცე­მუ­ლი იდეა, მი­მე­ღო მათ­გან რჩე­ვე­ბი, იდე­ე­ბი, რაც ასეც მოხ­და. კონ­სულ­ტა­ცია გა­ვი­ა­რე დი­რექ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, გავ­წე­რეთ გეგ­მა, ავა­გეთ კონ­ს­ტ­რუქ­ცია თუ რო­გო­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო სტა­ტია ში­ნა­არ­სობ­რი­ვად. რო­გორც მე, ასე­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბი იაზ­რებ­დ­ნენ იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ სტა­ტია მარ­ტი­ვი და­სა­წე­რი არ იყო, მით უმე­ტეს, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ახა­ლი სიტყ­ვა — ნა­ბი­ჯი სას­კო­ლო გა­რე­მო­ში. თუმ­ცა, ამ ფაქ­ტ­მა მე­ტი მო­ტი­ვა­ცია შე­მა­ტა ჩემს მოს­წავ­ლე­ებს და და­ვიწყეთ იდე­ის ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. პრო­ექ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, მო­ვახ­დი­ნე მა­თი დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია ინ­ტე­რე­სი­სა და გე­მოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

თავ­და­პირ­ვე­ლად, და­ვიწყეთ სას­კო­ლო პროგ­რა­მის გარ­ჩე­ვა, რო­გორც ესგ-ში იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მოს­წავ­ლე­ებ­მა და­იწყეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­ძი­ე­ბა ევ­კ­ლი­დეს გე­ო­მეტ­რი­ის ირ­გ­ვ­ლივ რო­გორც ქარ­თულ, ასე­ვე ინ­გ­ლი­სურ და რუ­სულ ენებ­ზე. მათ, თა­ვი­ან­თი ძა­ლე­ბით და ჩე­მი დახ­მა­რე­ბით, თარ­გ­მ­ნეს პა­ტა­რა ფრაგ­მენ­ტე­ბი, რაც სტა­ტი­ის გეგ­მით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. შემ­დ­გომ, სა­პარ­ლა­მენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, მო­ვი­ძი­ეთ ქარ­თუ­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც თა­რიღ­დე­ბა 1945 წლით — „მა­თე­მა­ტი­კის ის­ტო­რია“ და და­ვიწყეთ მი­სი გარ­ჩე­ვა. კარ­გად ვი­აზ­რებ­დით, რომ სტა­ტი­ის და­სა­წე­რად და და­სა­ბეჭ­დად გრძელ­ვა­დი­ა­ნი პე­რი­ო­დი დაგ­ვ­ჭირ­დე­ბო­და.

ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა, რო­გო­რი­ცაა: დის­კუ­სი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლი, მა­თე­მა­ტი­კის ინ­ტეგ­რი­რე­ბა ყვე­ლა იმ სა­გან­თან, რო­მელ­საც თა­ვად მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლობ­დ­ნენ; პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და სხვა, რაც სტა­ტი­ა­ში­ცაა შე­სუ­ლი ერთ-ერთ თა­ვად.

სტა­ტი­ა­ზე ვმუ­შა­ობ­დით პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის მო­ი­ცავს ოთხ ძი­რი­თად თავს და რამ­დე­ნი­მე ქვე­თავს:

  1. ევ­კ­ლი­დეს გე­ო­მეტ­რი­ის საწყი­სე­ბი;
  2. სამ­კუთხე­დე­ბი და მა­თი ძი­რი­თა­დი თვი­სე­ბე­ბი, VII კლა­სის პროგ­რა­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;
  3. გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში;
  4. ინ­ტეგ­რა­ცია მა­თე­მა­ტი­კა­სა და სას­კო­ლო საგ­ნებს შო­რის, რო­გორც სიმ­რავ­ლე­თა თა­ნაკ­ვე­თა.

სა­ბო­ლო­ოდ კი მო­ვაწყ­ვეთ სტა­ტი­ის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მელ­საც ეს­წ­რე­ბოდ­ნენ მშობ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დი­რექ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მოს­წავ­ლე­თა კო­მენ­ტა­რე­ბი:

⇓⇑ „ამ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო, აგ­ვე­მაღ­ლე­ბი­ნა ცნო­ბი­ე­რე­ბა ევ­კ­ლი­დეს გე­ო­მეტ­რი­ის შე­სა­ხებ. პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და შე­მეც­ნე­ბი­თი იყო, გა­ვე­ცა­ნით ისეთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ფაქ­ტებს, რო­მე­ლიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და სა­ჭი­რო. შე­ვის­წავ­ლე მა­თე­მა­ტი­კის რო­ლი ჩვენს სას­კო­ლო საგ­ნებ­ში, გე­ო­მეტ­რი­ის რო­ლი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, გა­ვი­გე ინ­ფორ­მა­ცია ევ­კ­ლი­დეს შე­სა­ხებ, თუ ვინ იყო და რამ­ხე­ლა წვლი­ლი მი­უძღ­ვის გე­ო­მეტ­რი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სა­ბო­ლო­ოდ სტა­ტია ისე­თი გა­მო­ვი­და, რო­გო­რიც თა­ვი­დან­ვე და­ვი­სა­ხეთ.“

⇓⇑ „თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­ცა პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ვიწყეთ, ყვე­ლამ თა­ვი­სი აზ­რი გა­მოთ­ქ­ვა და თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა გეგ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში; ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი რო­გორც ჩემს კლა­სე­ლებ­თან, ასე­ვე მას­წავ­ლე­ბელ­თან, ვი­ზი­ა­რებ­დით და პა­ტივს ვცემ­დით ერ­თ­მა­ნე­თის აზ­რებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს. სტა­ტი­ის წე­რა­ში ყვე­ლა მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ვი­საც უჭირ­და მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლა და ვინც ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და მა­თე­მა­ტი­კა. ყვე­ლა და­ინ­ტე­რეს­და, მოგ­ვე­ცა მო­ტი­ვა­ცია, გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა რა­ღაც ახა­ლი, ჩვენს მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, სა­ბო­ლო­ოდ კი, დამ­რ­ჩა დი­დი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გამ­ყ­ვე­ბა.“

მო­ცე­მულ სტა­ტი­ა­ზე მუ­შა­ო­ბამ მოს­წავ­ლე­ებს ხე­ლი შე­უწყო იდე­ა­თა ახ­ლე­ბუ­რი კავ­ში­რე­ბი­სა და შე­ხა­მე­ბე­ბის პოვ­ნა­ში, კრი­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ისე­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­გო­რი­ცაა: თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა, კო­მუ­ნი­კა­ცია, წიგ­ნი­ე­რე­ბა.

ლი­კა ბე­რაია
გო­გი­ტა კიკ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ თბი­ლი­სის №182 სა­ჯა­რო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები