19 აპრილი, პარასკევი, 2024

ახალგაზრდები ახალციხიდან და ახალქალაქიდან სკოლებში პირისპირ სწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ახალქალაქსა და ახალციხეში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. ისაუბრეს სკოლების გახსნის აუცილებლობაზე, იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც დისტანციური სწავლებისას იქმნებოდა, ხარისხიან განათლებაზე.

ღასან ხალილი: „მშვენიერი სანახავია ბავშვების დაბრუნება სკოლებში. ისინი ბედნიერები არიან, მოსწონთ სწავლის პროცესი და გვიზიარებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის მასწავლებლებთან ურთიერთობა და მეგობრებთან თამაში. სკოლები არის ადგილი არა მხოლოდ სწავლისთვის, არამედ ადგილი, სადაც ბავშვები ვითარდებიან ფსიქოლოგიურად, სოციალურად, სადაც ისინი იზრდებიან და სიამოვნებას იღებენ სწავლის პროცესით. ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს სწავლის პირისპირ ფორმატში დაბრუნებას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ უსაფრთხო სასწავლო გარემო და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება.“

სკოლების გახსნა ამცირებს ციფრული უთანასწორობის გაზრდის შანსს. მაშინ, როცა მოსწავლეებს ხელი არ მიუწვდებათ ციფრულ მოწყობილობებზე ან უხარვეზო ინტერნეტზე, დისტანციური სწავლება მათ განათლების შესაძლებლობას ართმევს.

სკოლა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ განათლების მიღების ადგილია. ეს არის ის აუცილებელი სოციალური სივრცე, რომელიც მათი პიროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს.

ახალგაზრდები ახალციხიდან და ახალქალაქიდან გვიყვებიან თავიანთ სამომავლო გეგმებზე და საუბრობენ სკოლებში პირისპირ სწავლის აუცილებლობაზე:

 

სალომე ბერიძე, 15 წლის

მე მინდა გამოვიდე ტექნოლოგიური ინჟინერი.

სკოლა ჩემთვის არის ურთიერთობა, ახლის გაგება, განათლება, მეგობრობა და ყველაფერი.

 

 

ავთანდილ ჯივნუზაშვილი, 16 წლის

მე მინდა გამოვიდე ვებდიზაინერი და რატომ? იმიტომ, რომ ჩემს თავს ამ პროფესიაში ვხედავ ბავშვობიდან.

სკოლას აქვს უამრავი თავისი დადებითი მხარე, მაგალითად, ის უშუალო კონტაქტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწვლისთვის.

 

ლიკა გუმბერიძე, 14 წლის

მომავალში მინდა გავხდე ფსიქოლოგიდა ვიმუშაო ახალგაზრდებთან, რადგანაც ვფიქრობ, რომ კარგად ვიცნობ მათ პრობლემებს და, შესაბამისად, მათ დახმარებასაც შევძლებ.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სკოლები გაიხსნა, ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მით უმეტეს, ჩემს თანატოლებთან და ვიმედოვნებ, სკოლები აღარასდროს არ დაიკეტება.

 

არევიკ ბალასანიანი, 16 წლის

მე მინდა გამოვიდე ონკოლოგი ან პროგრამისტი, რადგან ამით დავეხმარები ადამიანებს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლები გაიხსნა, რადგან ონლაინ სწავლა ნამდვილად საშინელებაა ჩემთვის.

 

მათე ნებაძე, 16 წლის

ჩემი მომავლის მიზნები უკავშირდება განათლების ადმინისტრირებას, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მწვავე პრობლემაა განათლება და მინდა ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, რათა ქვეყანას დავეხმარო ამ საკითხში.

მიხარია სკოლების გახსნა, რადგან სკოლა არა მხოლოდ ის ადგილია, სადაც განათლებას ვიღებთ, არამედ აქ მეგობრებსაც ვიძენთ, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგვყვებიან.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები