29 მარტი, პარასკევი, 2024

აღ­ზ­რ­დი­სა და აღ­მ­ზ­რ­დე­ლის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­უ­რი სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა

spot_img

 

კე­სო ქო­ბა­ლია

სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დარ­ჩე­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-3 კლა­სის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

🔳 დამ­რი­გებ­ლის მთა­ვა­რი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცია სკო­ლა­ში

ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის, მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის, უნა­რე­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გარ­კ­ვე­ვა და მის­თ­ვის ისე­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მელ­შიც მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ავ­ლენს თა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს; ისე­თი პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა, რომ­ლე­ბიც და­ეხ­მა­რე­ბა ბავშვს იმ ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის მო­ტი­ვა­ცი­უ­რი სფე­როს სა­ფუძ­ვე­ლია. იმის­თ­ვის, რომ ბავ­შ­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დეს, უნ­და მი­ის­წ­რა­ფო­დეს მის­კენ, კმა­ყო­ფი­ლე­ბას პო­უ­ლობ­დეს წარ­მა­ტე­ბა­ში. აღ­ზ­რ­დი­სა და აღ­მ­ზ­რ­დე­ლის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა მოს­წავ­ლის არა გო­ნე­ბის, კუნ­თე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი უნა­რე­ბის, არა­მედ მო­ტი­ვა­ცი­უ­რი სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა, ანუ გაღ­ვი­ვე­ბა მა­ღა­ლი ზნე­ო­ბის ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის სურ­ვი­ლი­სა, მის­წ­რა­ფე­ბი­სა, რო­მე­ლიც გან­მ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გო­ნე­ბით და გრძნო­ბით.

🔳 მა­გა­ლი­თე­ბი სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან

მოს­წავ­ლის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, ფი­ზი­კურ და სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ბევ­რი ფაქ­ტო­რი ახ­დენს უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას. პა­ტა­რა ნი­ნოს შემ­თხ­ვე­ვა ამ ფაქ­ტის შე­სა­ნიშ­ნავ დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ის მე­სა­მე  კლა­სის მოს­წავ­ლე იყო, მშვი­დი, წყნა­რი, აუღელ­ვე­ბე­ლი, გაკ­ვე­თილ­ზე მას­წავ­ლე­ბელს ყუ­რადღე­ბით უს­მენ­და, თუმ­ცა, დას­მულ შე­კითხ­ვებს ვერ პა­სუ­ხობ­და. სა­ინ­ტე­რე­სო იყო ის ფაქ­ტი, რომ ნი­ნო გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნით ხა­სი­ათ­დე­ბო­და. ცოდ­ნაც საკ­მა­რი­სი ჰქონ­და იმი­სათ­ვის, რომ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ გას­ჭირ­ვე­ბო­და, თუმ­ცა, ხელს არა­სო­დეს იწევ­და, პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სა და ცოდ­ნის გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბის არა­ნა­ირ სურ­ვილს არ ამ­ჟ­ღავ­ნებ­და. ხო­ლო, რო­ცა მას პი­რა­დად მი­მარ­თავ­დი, მორ­ცხ­ვად, თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი იდ­გა და ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მ­ნე­ბო­და, თით­ქოს არა­ფე­რი იცო­და.

ერთ-ერ­თი ასე­თი შემ­თხ­ვე­ვის დროს შე­ვე­ცა­დე, ნი­ნოს ღირ­სე­ბებ­ზე მი­სი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის თან­დას­წ­რე­ბით მე­სა­უბ­რა. „ნი­ნო ისე­თი ჭკვი­ა­ნი და გო­ნი­ე­რი გო­გო­ნაა, ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია, რო­მელ­საც ზო­გი მას­ზე უფ­რო­სი ბავ­შ­ვიც კი ვერ ას­რუ­ლებს“ (ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბავ­შ­ვ­მა ნამ­დ­ვი­ლად გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნა ჩვე­ნი პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რის დროს). ამ სიტყ­ვე­ბის მოს­მე­ნი­სას ნი­ნომ თა­ვი ას­წია, გა­ე­ღი­მა და შე­კითხ­ვას უპ­რობ­ლე­მოდ უპა­სუ­ხა. მორ­ცხ­ვი ბავ­შ­ვე­ბი ხში­რად ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან. თუმ­ცა სა­კუ­თარ თავ­ში და­ურ­წ­მუ­ნებ­ლო­ბი­სა და იმ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­მო, რომ­ლებ­საც გა­ნიც­დი­ან თა­ნა­ტო­ლებ­თან და უფ­რო­სებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, ისი­ნი პო­ზი­ცი­ებს იმათ უთ­მო­ბენ, ვინც შე­საძ­ლოა ნაკ­ლე­ბად ნი­ჭი­ე­რი, თუმ­ცა უფ­რო აქ­ტი­უ­რია. ამი­ტომ აუცი­ლე­ბე­ლია დამ­რი­გებ­ლის ზრუნ­ვა, ყუ­რადღე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა მათ მი­მართ, რა­თა თა­ვი ავა­რი­დოთ მსგავ­სი პრობ­ლე­მის გარ­თუ­ლე­ბას.

🔳 მოს­წავ­ლე­თა რან­ჟი­რე­ბა

თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბი ფარ­თო­დაა მი­მარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ჰუ­მა­ნი­ზა­ცი­ა­ზე და სწავ­ლე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, რაც ხელს უწყობს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას. სწო­რედ ამი­ტომ,მოს­წავ­ლე­თა რან­ჟი­რე­ბა ყო­ველ­თ­ვის სტრა­ტე­გი­უ­ლია, თუმ­ცა, არა დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის. მოს­წავ­ლე­ე­ბი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან დას­წავ­ლის ტი­პის მი­ხედ­ვით, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ხე­ლი უნ­და შე­ვუწყოთ მათ გა­აქ­ტი­უ­რე­ბას სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ე­ბი­თა და მე­თო­დე­ბით. ჩვე­ნი მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­თა უნი­კა­ლუ­რი უნა­რე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მოვ­ლე­ნა, რაც ხელს შე­უწყობს მათ მი­ერ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვას.

🔳 ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მა მო­ზარ­დებ­ში

დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ დგას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სკო­ლა­ში ადაპ­ტა­ცი­ი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ასე­ვე ბავ­შ­ვის ზედ­მე­ტი დატ­ვირ­თუ­ლო­ბი­სა და ყუ­რადღე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის პრობ­ლე­მა. მოგ­ვა­რე­ბა­ში კი ბავშვს უნ­და და­ეხ­მა­როს მშო­ბე­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სპე­ცი­ა­ლის­ტი, რა­თა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს ამას.

🔳 თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის რა უნ­და გა­ა­კე­თოს დამ­რი­გე­ბელ­მა

21-ე სა­უ­კუ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი /დამ­რი­გე­ბე­ლი/ თა­ვი­სი საგ­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ერუ­დი­რე­ბუ­ლი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, შე­მოქ­მე­დი, ნო­ვა­ტო­რი, მოქ­ნი­ლი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და კო­ლე­გი­ა­ლუ­რი უნ­და იყოს, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს თა­ვი­სი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა. მუდ­მი­ვად ზრუ­ნავ­დეს იმა­ზე, რომ მოს­წავ­ლე ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს კე­თილ­შო­ბილ, სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქედ, რო­მელ­საც ეცო­დი­ნე­ბა თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი, მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და ეცა­დოს თი­თო­ე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი გა­ხა­დოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სა­ხა­ლი­სო და ამავ­დ­რო­უ­ლად შე­მეც­ნე­ბი­თი. მის­ცეს მოს­წავ­ლეს კვლე­ვა-ძი­ე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თვი­თონ იყოს გე­ზის მიმ­ცე­მი, მუდ­მი­ვად იყოს სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბა­ში.

🔳 შე­სა­ბა­მი­სო­ბა გა­წე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და ანაზღა­უ­რე­ბას შო­რის

დამ­რი­გებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა, ვფიქ­რობ, ნაკ­ლე­ბად შე­ე­სა­ბა­მე­ბა მის მი­ერ გა­წე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლის მო­ტი­ვა­ცია თუ ენ­თუ­ზი­აზ­მი მხო­ლოდ ანაზღა­უ­რე­ბა­ზე ნამ­დ­ვი­ლად არ არის მი­მარ­თუ­ლი, პი­რი­ქით, იყო დრო, რო­დე­საც ისი­ნი უფა­სოდ ას­რუ­ლებ­დ­ნენ ამ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო მო­ვა­ლე­ო­ბას, ეს ბავ­შ­ვე­ბის უან­გა­რო სიყ­ვა­რულ­მა გა­ნა­პი­ო­ბა.

🔳 ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის გარ­და, რა არის სა­ჭი­რო დამ­რი­გებ­ლის­თ­ვის

მშვი­დი გა­რე­მო, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რა სკო­ლა­ში და მოს­წავ­ლის შე­დე­გი, რო­მე­ლიც მის მო­ტი­ვა­ცი­ას გაზ­რ­დის. ამას­თა­ნა­ვე, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი რე­სურ­სი.

🔳 არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მოს­წავ­ლეს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მკვეთ­რად გა­მო­ავ­ლი­ნოს ში­ნა­გა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, იმავ­დ­რო­უ­ლად, კავ­შირ­შია პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან, რაც მოს­წავ­ლეს ეხ­მა­რე­ბა კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვა­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვით­ვა­ლის­წი­ნებ მოს­წავ­ლე­თა სურ­ვი­ლებ­სა და ინ­ტე­რე­სებს, შე­სა­ბა­მი­სად ვარ­ჩევ „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კლუ­ბის­თ­ვის“ სა­ჭი­რო თე­მას, რო­მე­ლიც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, ამ ეტაპ­­ზე, მე და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბმა მას­წავ­ლებ­ლის დღი­სა­დ­­მი მი­ძღ­ვ­ნილი ვი­დე­ო­კო­ლა­ჟი მოვამზადეთ.

სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ბევ­რი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­მიძ­ლია, თუმ­ცა აღ­ვ­ნიშ­ნავ ერთ ფაქტს, „ეკო კლუ­ბის“ შექ­მ­ნის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში ვიდ­რე ამ კლუ­ბის შექ­მ­ნამ­დე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები