25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და პრო­ცე­დუ­რე­ბის პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა

spot_img

⇒ ინ­ტერ­ვიუ  კა­ხა­ბერ ერა­ძესთან, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე

–  წლის და­საწყის­ში ცენ­ტ­რ­მა წა­რად­გი­ნა სა­კუ­თა­რი ხედ­ვა, თუ რო­გორ უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს კა­ნო­ნით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, 2026 წლი­სათ­ვის, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის რე­ჟიმ­ში ჩარ­თ­ვის თა­ო­ბა­ზე. რა ეტაპ­ზე იმ­ყო­ფე­ბით ახ­ლა?

– მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცენ­ტ­რი­სათ­ვის და მთლი­ა­ნად, სის­ტე­მი­სათ­ვის ეს დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­გორც მას­შ­ტა­ბის თვალ­საზ­რი­სით, ისე ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც. პირ­ველ რიგ­ში უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ სა­უ­ბა­რია 2000-ზე მეტ სა­ჯა­რო სკო­ლა­ზე. ამ­დე­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, ერ­თად აღე­ბუ­ლი, ცენტრს არა­სო­დეს ჰყო­ლია. ამას ემა­ტე­ბა კერ­ძო სკო­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც უკ­ვე წლე­ბია ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბენ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის რე­ჟიმ­ში და მათ უმე­ტე­სო­ბას მო­მა­ვალ წლებ­ში ხე­ლა­ხა­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცია უწევს. სა­უ­ბა­რი არაა მხო­ლოდ ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხე­ბის დაძ­ლე­ვა­ზე, არა­მედ უკ­ვე საკ­მა­რი­სი დროა გა­სუ­ლი იმი­სათ­ვის, რომ გა­და­ვა­ფა­სოთ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა. სწო­რედ ამ გა­და­ფა­სე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში და­ვი­ნა­ხეთ, რომ არ­სე­ბულ­მა მიდ­გო­მებ­მა თა­ვი ამო­წუ­რა. დღის წეს­რიგ­ში დად­გა ხა­რის­ხის ში­და და გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის ცვლი­ლე­ბის სა­კითხი. სწო­რედ ამით და­ვიწყეთ. ამ­ჟა­მად ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის და პრო­ცე­დუ­რე­ბის ცვლი­ლე­ბის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში ვართ.

– თუმ­ცა ცენტრს უკ­ვე აქვს, უმაღ­ლე­სი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წილ­ში, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. გა­ნი­ხი­ლავთ თუ არა ამას ერ­თ­გ­ვარ ხელ­შემ­წყობ ფაქ­ტო­რად?

– გმად­ლობთ ასე­თი შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, უმაღ­ლე­სი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წილ­ში, ნამ­დ­ვი­ლად პროგ­რე­სუ­ლია ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ. რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი – ამას შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ და­ვი­ნა­ხავთ. ჯერ ამი­სი დრო არ დამ­დ­გა­რა. კითხ­ვას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ვფიქ­რობთ, უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, სკო­ლის ხა­რის­ხის რე­ფორ­მაც წა­ად­გე­ბა იმი­ჯის თვალ­საზ­რი­სით, რაც ცენ­ტ­რ­მა ცალ­სა­ხად შე­ი­ძი­ნა ბო­ლო წლებ­ში. გახ­ს­ნი­ლო­ბა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ეს ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია, რაც ხა­რის­ხის სის­ტე­მე­ბის რე­ფორ­მის პრო­ცეს­ში აუცი­ლებ­ლად გვჭირ­დე­ბა. თუმ­ცა სკო­ლის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სის­ტე­მა არ­სე­ბი­თად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მიდ­გო­მებს გუ­ლის­ხ­მობს. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით უმაღ­ლე­სი ან პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა­გან, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ი­თაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო და სა­ხელ­მ­წი­ფომ მი­სი სა­ყო­ველ­თაო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს. ამი­ტო­მაც სკო­ლი­სათ­ვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა სუ­ლაც არაა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის რე­ჟიმ­ში ყოფ­ნა უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც მუდ­მი­ვი და სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე შედ­გო­მა. ჩემს კო­ლე­გას და­ვე­სეს­ხე­ბი, თუ ვიტყ­ვი, რომ ხა­რის­ხის ცენ­ტ­რი ხა­რა­ჩოს როლს შე­ას­რუ­ლებს ხა­რის­ხი­ა­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­ნე­ბის პრო­ცეს­ში. ამით ის ხა­რის­ხის გან­მა­ვი­თა­რებ­ლის ფუნ­ქ­ცი­ას შე­ას­რუ­ლებს.

– თქვენ ბრძა­ნეთ, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა არაა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი. ეს მიდ­გო­მა კერ­ძო სკო­ლებ­ზეც გავ­რ­ცელ­დე­ბა?

– ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნე­ბი­სათ­ვის სუ­ლაც არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა იმას, თუ ვი­ნაა სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სა­ხელ­მ­წი­ფო თუ კერ­ძო სექ­ტო­რი. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წილ­ში დად­გე­ნი­ლი სტან­დარ­ტი აუცი­ლე­ბე­ლი მი­ნი­მუ­მია და არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, ამ სტან­დარ­ტ­ზე უარე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სერ­ვი­სი შეს­თა­ვა­ზოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მჯობ­ნის მჯობ­ნი კი არა­სო­დეს და­ი­ლე­ვა. მი­ხა­რია, რომ ქარ­თულ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არი­ან სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის გა­ნათ­ლე­ბას უკ­ვე აწ­ვ­დი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბას. გვინ­და, რომ ამი­სი მას­შ­ტა­ბე­ბი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა გა­ი­ზარ­დოს. ამას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა. ჩვენ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა არაა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ უკი­დუ­რეს შემ­თხ­ვე­ვა­ში ამ გა­მო­სა­ვალს არ მივ­მარ­თავთ. ჩვენ ყვე­ლა პი­რო­ბას შევ­ქ­მ­ნით სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, კერ­ძო იქ­ნე­ბა ეს თუ სა­ჯა­რო. თა­ვი­სი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სის­ტე­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­თან ერ­თად, იზ­რუ­ნებს სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. და თუ ეს შე­დეგს არ გა­მო­ი­ღებს, იძუ­ლე­ბულ­ნი გავ­ხ­დე­ბით, და­ვიც­ვათ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა არა­სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბი­სა­გან. პირ­და­პირ გეტყ­ვით, კერ­ძო სკო­ლე­ბი და ის რამ­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­რი­ზე­ბულ რე­ჟიმ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბენ, ბევ­რად წინ არი­ან ამ საქ­მე­ში, რად­გა­ნაც უკ­ვე გა­აჩ­ნი­ათ ღი­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხებ­ში.

– რო­გო­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით უნ­და ვე­ლო­დოთ პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას გან­საზღ­ვ­რუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად?

– თა­მა­მად უნ­და ვთქვათ, რომ ჩვე­ნი ხედ­ვა სრუ­ლი­ად გა­ზი­ა­რე­ბუ­ლია სის­ტე­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან. ხა­რის­ხის რე­ფორ­მის შე­სა­ხებ ათო­ბით პრე­ზენ­ტა­ცია, სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა ჩა­ტარ­და და გვაქვს თით­ქ­მის ერ­თ­სუ­ლო­ვა­ნი მან­და­ტი. არ დარ­ჩე­ნი­ლა სკო­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­მელ­საც არ მი­ე­ცა სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის, ხედ­ვის, პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი გა­კეთ­და სა­კითხით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სამ­თავ­რო­ბო და თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სათ­ვის. გვი­ხა­რია, რომ ხედ­ვე­ბი, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლია და პროგ­რე­სუ­ლად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა შემ­დ­გომ პრო­ცე­სებს, უკ­ვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია ცვლი­ლე­ბე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი პა­კე­ტე­ბი კა­ნო­ნებ­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ, რაც, იმავ­დ­რო­უ­ლად, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის სა­ფუძ­ვ­ლებს შექ­მ­ნის. აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და პრო­ცე­დუ­რე­ბის პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა, რა­საც და­ე­ფუძ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი წლი­სათ­ვის სკო­ლე­ბის მას­შ­ტა­ბუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი.  პა­რა­ლე­ლუ­რად, უკ­ვე შე­იქ­მ­ნა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სპე­ცი­ა­ლის­ტის პრო­ფი­ლი და მა­ლე მა­თი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სიც და­იწყე­ბა, რაც სა­ჯა­როდ გა­მოცხად­დე­ბა. სწო­რედ ამ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყონ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა სკო­ლე­ბის დო­ნე­ზე. გვინ­და ეს პრო­ცე­სი მას­შ­ტა­ბუ­რი იყოს და ქვეყ­ნის ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

მო­მა­ვა­ლი წლის დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად ამი­სათ­ვის შექ­მ­ნი­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც ცენ­ტ­რ­მა სა­კუ­თა­რი რე­სურ­სით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი თვით­შე­ფა­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ქვეპ­როგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნა მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით. ამ პლატ­ფორ­მის ანა­ლი­ტი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მო­მა­ვა­ლი წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის ანა­ლი­ზი და მომ­ზად­დე­ბა სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გეგ­მა. პირ­ველ რიგ­ში, 2023 წლი­დან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში მა­ღა­ლი მზა­ო­ბის მქო­ნე სკო­ლე­ბი ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს ნაკ­ლე­ბი მზა­ო­ბის სკო­ლე­ბი­სათ­ვის მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მე­ბი შე­ვი­მუ­შა­ოთ და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი უწყე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით გავ­წი­ოთ ძა­ლის­ხ­მე­ვა კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, რა­თა 2026 წლამ­დე ისი­ნი სტან­დარ­ტე­ბის დად­გე­ნილ დო­ნეს­თან ეტა­პობ­რი­ვად მო­ვიდ­ნენ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში. ამ ნა­წილ­ში იმე­დი გვაქვს ასე­ვე აქ­ტი­უ­რი დო­ნო­რუ­ლი დახ­მა­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ვა­დებ­ში წა­მოჰ­ყ­ვეს ხა­რის­ხის რე­ფორ­მის გეგ­მას.

– რა მო­ლო­დი­ნი უნ­და ჰქონ­დეთ უკ­ვე ავ­ტო­რი­ზე­ბულ სკო­ლებს, რომ­ლებ­საც მო­მა­ვა­ლი წლი­სათ­ვის ხე­ლა­ხა­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა უწევთ? რო­მე­ლი სტან­დარ­ტე­ბით  მოხ­დე­ბა მა­თი ავ­ტო­რი­ზა­ცია?

– ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი პროგ­რე­სუ­ლო­ბი­სა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ არ შე­ვა ძა­ლა­ში. ნე­ბის­მი­ერ ცვლი­ლე­ბას, მათ შო­რის, უკე­თე­სო­ბი­სა­კენ მი­მარ­თულს, მომ­ზა­დე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა და სკო­ლებს ამი­სათ­ვის დრო უნ­და მივ­ცეთ. თუმ­ცა არც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი შე­ჩერ­დე­ბა, ამი­ს სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა სკო­ლა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას დად­გე­ნილ დროს გა­ივ­ლის, რო­ცა ეს კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით უწევთ. ამი­ტო­მაც, მო­მა­ვალ წელს ის სკო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც უწევთ ხე­ლა­ხა­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა, ამას გა­ა­კე­თე­ბენ მოქ­მე­დი სტან­დარ­ტე­ბის და პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მელ­თა­ნაც შე­სა­ბა­მი­სო­ბა ჯერ კი­დევ წი­ნა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დროს და­ა­დას­ტუ­რეს. ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი მო­მა­ვა­ლი წლის თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში კი­დევ გა­და­ი­ხე­დე­ბა და და­იხ­ვე­წე­ბა. ისი­ნი, ჩვე­ნი გეგ­მის მი­ხედ­ვით, მო­მა­ვა­ლი წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში დამ­ტ­კიც­დე­ბა და ძა­ლა­ში ეტა­პობ­რი­ვად შე­ვა. მა­თი სრუ­ლი ამოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, რა­თა არც ერთ სკო­ლას, რო­მელ­საც პირ­ვე­ლა­დი ან ხე­ლა­ხა­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცია უწევს, არ შე­ექ­მ­ნას დის­კომ­ფორ­ტი. თუმ­ცა არც ერ­თი სკო­ლი­სათ­ვის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი არ იქ­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა. მა­თი და­ნერ­გ­ვა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში – კო­რექ­ტი­რე­ბა, მა­თი­ვე სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამი­სათ­ვის კი, სკო­ლე­ბის მხრი­დან, თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­ურ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, სრულ გახ­ს­ნი­ლო­ბას და გულ­წ­რ­ფე­ლო­ბას ვე­ლო­დე­ბით.

ესა­უბ­რა  ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები