19 აპრილი, პარასკევი, 2024

აფორიზმები და ანდაზები

spot_img

მოკლე  მხატვრულ, გონებამახვილურ  გამონათქვამს, რომელსაც  დამრიგებლური შინაარსი  აქვს, ანდაზა ჰქვია. ანდაზათა შემსწავლელ მოძღვრებას პარმიოლოგია ეწოდება. ანდაზა (ლათ. proverbium) ხალხური სიტყვიერების ჟანრია და მისი ძირითადი მახასიათებლებია:

♦ სინამდვილის ასახავა და განზოგადება გონებამახვილურად;

♦ სატირულ-იუმორისტული და/ან დამრიგებლობითი შინაარსის თქმა;

♦ მცირე ფორმის მხატვრული თქმა, წარმოდგენილი, ძირითადად, ერთი წინადადების სახით;

♦ პოლიფუნქციურობა – ანდაზაში შეიძლება იდოს სხვადასხვა აზრი, რაც დამოკიდებულია ინდივიდისა და კოლექტივის სუბიექტურ აღქმაზე.

ანდაზები ამგვარად შეგვიძლია დავაჯგუფოთ:
  1. ანდაზათა უმავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან პრაქტიკულ კონცეფციას აკადემიურად გამოხატავს (მაგალითად: კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო);
  2. ანდაზათა მცირე ნაწილი კი აუცილებლად სიბრძნეს (ხალხურ სიბრძნეს) არ გამოხატავს და არც  პროგრესულ მორალურ-ეთიკურ ნორმას გადმოსცემს, შეიძლება ეფუძნებოდეს უმეცარ, მაგრამ ხალხში გავრცელებულ და ფეხმოკიდებულ საერთო აზრს.

ანდაზები ხშირად ნასესხებია სხვადასხვა კულტურიდან და, შესაძლოა, მომდინარეობდეს ერთზე მეტი წყაროდან.

ანდაზას, რომელიც აღწერს ქცევის ნორმას, შეიძლება ეწოდოს მაქსიმი. თუ ანდაზა გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი სტილით და შეიძლება არც განეკუთვნებოდეს ხალხურ სიტყვიერებას, აფორიზმი ჰქვია.

ანდაზა ალეგორიული გამონათქვამია. მისი პირველი მთქმელი  პიროვნებაა, მაგრამ შემდეგ პირველმთქმელის ვინაობის დაკარგვის გამო ხალხურად არის ქცეული, როგორც გონებამახვილობის, მოსწრებულობის, დაკვირვებულობის გამომხატველი გამონათქვამი.

აფორიზმი არის ორიგინალური აზრი, რომელსაც ახასიათებს ლოგიკური სისრულე. აფორიზმი არის ლაკონიური განცხადება ან წინადადება, რომელიც მიზნად ისახავს პრინციპის მოკლე, თანმიმდევრულ და, ერთი შეხედვით, დახურულ ფორმას. ასეთი გამონათქვამების დამახსოვრება ადვილია სიმოკლის გამო. ხშირად აფორიზმი ათზე ნაკლები სიტყვისგან შედგება.

ტერმინი აფორიზმი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან, რომელიც ითარგმნება როგორც განმარტება. მართლაც, ეს არის ლიტერატურული გამოხატულებით შემოსილი მოქმედების, საქმის, გრძნობის, მოვლენის განმარტება. აფორიზმი შეიძლება პოეტურიც იყოს და პროზაულიც.

ტერმინი აფორიზმი პირველად გამოიყენა ჰერაკლიტე ეფესოელმა. ქართულ ლიტერატურაში აფორიზმების დიდოსტატი არის  შოთა რუსთაველი.

ყველა ისეთი შემთხვევის აღსანიშნავად, როცა სიტყვას ან გამოთქმას თავისი პირდაპირი მნიშვნელობით არ ვიყენებთ, როცა მასში ჩადებულია ისეთი შინაარსი, რომელიც უშუალოდ ამოკითხვადი არაა, ტროპი ეწოდება. ამ დებულიდან გამომდინარე, ანდაზა და აფორიზმი ტროპის სახეებიაა. ანდაზა და აფორიზმიც, თავისი არსით, ფრაზეოლოგიზმია.

⇒ მარიამ გრიგალაშვილი, ქ.თბილისის 186-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

⇒ მარიამ ჩაჩანიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის  X  კლასის მოსწავლე

 ⇒ გუგა მენაბდიშვილი, მაშავერის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები