29 მარტი, პარასკევი, 2024

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიეტი უმასპინძლებს – IOAA-ს ოლიმპიადაში წელს 46 ქვეყანა მონაწილეობს

spot_img

14 აგვისტო, 19.00 საათზე, ქუთაისის ოპერის თეატრში (ქ. ქუთაისი, წმ. ნინოს ქ. N17) ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის საზეიმო გახსნა გაიმართება.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა 2007 წლიდან იმართება და მასში ტრადიციულად დამამთავრებელი კლასების წარჩინებული მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.

წელს ოლიმპიადის ფერგლებში ქუთაისს 39 ქვეყნის 45 გუნდი ეწვევა, 7 ქვეყნის გუნდი კი ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას,  მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე. ჯგუფურად და ინდივიდუალურად ამოხსნიან მიცემულ  დავალებებს და გამოსცდიან საკუთარ ცოდნას ასტრონიმიაში.  გამარჯვებული გუნდი  საერთაშირისო ჟიურის მიერ 21 აგვისტოს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოვლინდება.

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა – IOAA წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება. 350 სტუმარი და IOAA-ს დელეგატი ერთი კვირის განმავლობაში KIU-ს კამპუსზე იცხოვრებს და ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილ საინტერესო ღონისძიებებშიც მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეებისთვის ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი პროგრამა და საინფორმაციო ტური.

რიგით მეთხუტმეტე ოლიმპიადაში, წელს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იღებს მონაწილეობას. გუნდის წევრებმა გასულ წელს წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში, ხოლო 2021 წელს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში ოქროს მედალი მოიპოვეს.

IOAA-ს მასპინძელი ქვეყნის ვინაობა ტრადიციულად რამდენიმე წლით ადრე ხდება ხოლმე ცნობილი. პანდემიიდან გამომდინარე 2020 და 2021 წელს ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, ხოლო 2022 წელს  ღონისძიების ჩატარება უკრაინაში იყო დაგეგმილი. თუმცა, საერთაშორისო აღმასრულებელი კომიტეტისა და უკრაინის საორგანიზაციო კომიტეტის თხოვნის საფუძველზე ოლიმპიადას პირველად მისი ისტორიის განმავლობაში საქართველო უმასპინძლებს.

IOAA-ს მთავარი მიზანია ასტრონომიისა და მასთან დაკავშირებული STEM საგნების მიმართ მზარდი ინტერესის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლების გზით და სხვადასხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო კონტაქტების ჩამოყალიბებისა და სკოლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პოპულარიზაციის მიზნით.

ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ოლიმპიადის ვებ ბგვერდი: www.ioaa2022.ge

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები