19 მარტი, სამშაბათი, 2024

ასი შეკითხვა „აბოს წამებიდან“

spot_img
  1. ვინ არის „აბოს წამების“ ავტორი?
  2. როგორი ჟანრის ნაწარმოებია „აბოს წამება“?
  3. რა ერქვა კათალიკოზს, რომელმაც იოვანე საბანისძეს წერილი მისწერა?
  4. რა სთხოვა კათალიკოზმა იოვანე საბანისძეს?
  5. ვის მიმართავს ავტორი ნაწარმოების დასაწყისში?
  6. „ამისთჳცა მოვავლინე წიგნი ესე ჩემი ჴელითა ხსართან მღდელისა ჩემისაჲთა.“ მოცემულ წინადადებაში, რას ნიშნავს სიტყვა „წიგნი“?
  7. რას ნიშნავს მარტვილობა?
  8. დასთანსხმდა თუ არა იოვანე კათალიკოსის შემოთავაზებას?
  9. „რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი და სიყუარულითა მისითა ნათელ გჳღებიეს.“ ვისზე საუბრობს ავტორი მოცემულ წინადადებაში?
  10. რას ნიშნავს სიტყვა „ტარიგი“?
  11. „გარდაუქცეველ და განუქარვებელ და უცვალებელ.“ ვის მოიხსენიებს მსგავსი სიტყვებით ავტორი?
  12. რომელი რელიგიის მიმდევარი იყო აბო, თავდაპირველად?
  13. თქვენი აზრით , რას ნიშნავს „საჩინონნი ეგე სასმენელნი“?
  14. რა სიტყვებით მოიხსენიებს იოვანე საბანისძე დამპყრობლებს?
  15. როგორ აღწერს ავტორი ადამიანებს, რომელთა დამორჩილებაც არაბებმა ვერ შეძლეს?
  16. ტექსტის მიხედვით, როდის გავრცელებულა ქრისტიანობა საქართველოში?
  17. რას გულისხმობს გამონათქვამი „ესევითარსა ჟამსა შინა“?
  18. რატომ წარმოაჩინა ხაზგასმით ნაწარმოებში ავტორმა ეპოქა?
  19. რამდენი მეომარი ახლდა თან ნერსე ერისთავს?
  20. რას ნიშნავს სიტყვა „ერქუმის“?
  21. სად გაიცნო აბომ ნერსე?
  22. რა გადაწყვიტა ერისთავის გაცნობის შემდეგ აბომ?
  23. რა პოზიცია აქვს ნერსე ერისთავს აბოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?
  24. რით ემსგავსება აბო აბრაამს?
  25. როგორ აღწერს ავტორი აბოს საქართველოში წამოსვლის პროცესს?
  26. რა მიზნით გადავიდა ნერსე ერისთავი ხაზარეთში?
  27. სად ჰყავდა ნერსეს გახიზნული ოჯახი?
  28. რას ნიშნავს „უეჭველი სარწმუნოებაჲ“?
  29. სად ცხოვრობს აბო, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ?
  30. თქვენი აზრით, გამოუტანა თუ არა თავად განაჩენი საკუთარ თავს აბომ?
  31. როგორ გესმით „ჟამი პირველი“?
  32. რამდენჯერ შეიპყრეს აბო?
  33. რატომ ცდილობენ არაბები აბოს შეპყრობას?
  34. სურს თუ არა მსაჯულს აბოს დასჯა?
  35. როგორია აბოს პოზიცია მსაჯულის წინაშე?
  36. რა არის აბოსთვის ყველაზე აღმატებული ფასეულობა?
  37. იგდებს თუ არა აბო თავს საფრთხეში?
  38. რას ნიშნავს „ღუაწლი კეთილი მოიღუაწა“?
  39. როგორც ცხოვრობს აბო საპყრობილეში?
  40. რა ეტაპს გამოხატავს საპყრობილე აბოს ცხოვრებაში?
  41. რას ადარებს ავტორი აბოს?
  42. როგორ გესმით „წამებითა წიგნთაგან საწინაჲწარმეტყუელოთა“?
  43. „მოვიდოდიან აღმოსავალით და დასავალით და ინაჴიდგმიდენ წიაღთა აბრაჰამისთა, ისაკისათა და იაკობისთა“ ვინ ამბობს ამ სიტყვებს?
  44. რატომ ამწვავებს აბო ამირასთან ურთიერთობას?
  45. რამ გამოიწვია ამირას გაღიზიანება?
  46. როგორია ქართველთა დამოკიდებულება არაბების მიმართ?
  47. აცნობიერებდა თუ არა აბო სიტუაციის სირთულეს?
  48. რა აძლევდა აბოს იმედს?
  49. რატომ არ ეშინოდა აბოს სიკვდილის?
  50. რას ნიშნავს „წოდებულ არს დედად წმიდათა“?
  51. რას გულისხმობს „მოწამედ გამოჩინება ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა“?
  52. რა უქნეს არაბებმა აბოს ცხედარს?
  53. რა დადებითი გავლენა მოახდინა ერზე აბოს წამებამ?
  54. რატომ იყო მიუღებელი არაბთათვის აბოს რჯულის შეცვლა?
  55. მოჰყვა თუ არა აბოს წამებას უარყოფითი შედეგები არაბთათვის?
  56. რა მიაჩნდათ არაბებს აბოს დანაშაულად?
  57. მიაჩნდა თუ არა აბოს თავი დამნაშავედ?
  58. რამ განაპირობა აბოს რჯულის ცვლილება?
  59. რას ნიშნავს სიტყვა „შესმენა“?
  60. როგორ გესმით, „განუტევა იგი კუალად ერისმთავრობით აქა, ქუეყანადვე თჳსა“?
  61. რას ნიშნავს „აბრამეანი“?
  62. რატომ უწოდებს ავტორი აბოს ახალმოწამეს?
  63. როგორ გესმით „განუტევა იგი კუალად ერისმთავრობით აქა, ქუეყანადვე თჳსა“?
  64. რომელი წმინდანის სიხარულს წააგავს აბოს განცდა?
  65. რას საქმიანობდა აბო საქართველოში ჩამოსვლამდე?
  66. მოიპოვა თუ არა აბომ ტანჯვით ბედნიერება?
  67. განიცდის თუ არა აბო სულიერ ზრდას?
  68. მოახდინა თუ არა აბოზე ვინმებ/რამემ ზეწოლა რჯულის შეცვლისას?
  69. როგორ გადმოგვცემს ავტორი აბოს სულიერ მდგომარეობას?
  70. რა მოხდა აბოს წამების შემდეგ?
  71. რა იყო აბოს მთავარი ძალა?
  72. რა ასაკში აწამეს აბო?
  73. გარდა აბოს წამებისა რა სიუჟეტურიგადახვევები გვხვდება ნაწარმოებში?
  74. რატომ რთავს ხშირად სიუჟეტებში ავტორი რელიგიურ ისტორიებს?
  75. როგორ გესმით „უშიშად ვიდოდეს დღჱ და ღამჱ სამისა თთჳსა გზასა“?
  76. განიცადა თუ არა აბომ დიდი პროვნული ცვლილებები?
  77. ჰქონდა თუ არა აბოს არჩევანის თავისუფლება?
  78. იყო თუ არა აბო გმირი?
  79. იყო თუ არა აბო თავისუფალი?
  80. რამ განარისხა ამირა?
  81. განიცდის თუ არა აბოს სული „ზრდას“?
  82. ნაწარმოებში რისი წარმოჩენა იყო ავტორის მიზანი?
  83. რომელ საუკუნეში ხდება აღწერილი მოქმედება?
  84. რომელ საუკუნეში დაიწერა „აბოს წამება“?
  85. არის თუ არა ნერსე ერისთავი ნაწარმოების მეორეხარისხოვანი პერსონაჟი?
  86. რას ნიშნავს „არავინ ურწმუნოთაგანი მკჳდრად იპოვების საზღვართა მათთა“?
  87. რა შეცვალა ქრისტიანულმა რელიგიამ აბოში?
  88. რა მიუთითებს აბოს რწმენის სიმტკიცეზე?
  89. რა არგუმენტით ადასტურებენ არაბები, რომ აბო მოღალატეა?
  90. არის თუ არა აბო მოღალატე?
  91. რატომ გრძნობს აბო თავს ბედნიერად, ყველაფრის მიუხედავად?
  92. რა ოლოდინი აქვს აბოს დილეკში ყოფნისას?
  93. როგორ აიხსნება აბოს ასეთი სიმტკიცე?
  94. ინანეს თუ არა არაბებმა თავიანთი საქციელი?
  95. თქვენი აზრით, რას იშნავს „ტრაპეზუნტია“?
  96. როგორ გესმით „შემდგომად მცირედთა დღეთა“?
  97. როგორ გესმით, „ამას რაჲ შეასმენდეს, ესმა ვიეთმე ქრისტეანეთა კაცთა“?
  98. გამართლებული იყო თუ არა არაბთა ქმედება?
  99. ვისი კარნახით მოქმედებდა აბო?
  100. რა იყო აბოს მთავარი მიზანი?

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები