20 აპრილი, შაბათი, 2024

არ გა­ჩერ­დეთ! პრობ­ლე­მე­ბი არ და­მა­ლოთ!

spot_img
პან­დე­მი­ით შექ­მ­ნილ­მა რე­ა­ლო­ბამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ბევ­რი სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე გა­მო­ა­ჩი­ნა. სი­სუს­ტე­ე­ბი არ ახა­ლია, უბ­რა­ლოდ, კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი­დევ უფ­რო გაღ­რ­მავ­და და თვალ­ში­სა­ცე­მი გახ­და. ქარ­თუ­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის ძლი­ერ მხა­რედ კი, დღეს, რო­გორც არას­დ­როს, მას­წავ­ლე­ბე­ლი იქ­ცა, რად­გან სწო­რედ მის მხრებ­ზე გა­და­დის პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის გა­ნათ­ლე­ბა. მა­თი დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის, მცდე­ლო­ბის შე­დე­გად არა­ერ­თი მოს­წავ­ლე გა­და­ურ­ჩა, ასე ვთქვათ, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა ყოფ­ნას (სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ვერ გა­და­ურ­ჩა, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში გვყავს ათი­ა­თა­სო­ბით მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა აღ­მოჩ­ნ­და). ბევ­რი პრე­ცე­დენ­ტი შე­იქ­მ­ნა, ბევ­რიც უკ­ვე კარ­გად ნა­ცა­დია. რთუ­ლია, 60 ათა­სი მას­წავ­ლებ­ლიდან კონ­კ­რე­ტუ­ლი პე­და­გო­გე­ბი გა­მო­არ­ჩიო და მათ­ზე  მოყ­ვე, თუ რო­გორ ცდი­ლო­ბენ ბავ­შ­ვე­ბის დახ­მა­რე­ბას, რო­გორ თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მო­ბენ ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებ­თან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად, ამით ვფიქ­რობ, სხვე­ბი არ გა­ვა­ნაწყე­ნო, რად­გან ყვე­ლას ერ­თი და იმა­ვე მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში უწევს შრო­მა. თუმ­ცა, მა­ინც მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუყ­ვე მას­წავ­ლებ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­თან ერ­თად, თან­ად­გო­მის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თებს ქმნი­ან. არა­ორ­დი­ნა­რულ ლა­დო მას­წავ­ლე­ბელ­ზე, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებს მე­გა­ბა­ი­ტე­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ იებს სთა­ვა­ზობს ან პე­და­გოგ­სა და დი­რექ­ტორ­ზე, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სებ­ში მი­ღე­ბულ  თან­ხის ნა­წილს სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თი­ლებ­ში ჩარ­თ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბებს ახ­მა­რენ.
✔?ლა­დო აფხა­ზა­ვა, ✔?მაია ტყე­მა­ლა­ძე, ✔?ლი­კა გო­მარ­თე­ლი – სა­გა­ნ­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში კარ­გად ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რო­გორ უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის გა­ნათ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს.

ჯილ­დო­თი მი­ღე­ბულ თან­ხას უკე­თეს საქ­მეს რას მო­ვახ­მარ­დი

მაია ტყე­მა­ლა­ძე –  საჩხე­რის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი

 

მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტ­რი, რა თქმა უნ­და, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია გა­ზაფხუ­ლის სე­მეს­ტ­რის­გან. მა­შინ უფ­რო თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა­ზე და, ზო­გა­დად, მთე­ლი სის­ტე­მის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ვი­ყა­ვით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი. ბევ­რი რამ არ ვი­ცო­დით ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ და ხში­რად ბრმად ვა­კე­თებ­დით, რა­საც ვა­კე­თებ­დით. ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და (ორ-სამ­თ­ვი­ა­ნი საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გე­ბი მაქვს გავ­ლი­ლი), მაგ­რამ მხო­ლოდ მე ან რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი ხომ ვერ გა­დაწყ­ვეტს პრობ­ლე­მას, სა­ერ­თო სის­ტე­მა­ზე, სკო­ლა­ზე ვსა­უბ­რობ. უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ ვი­ცო­დით რო­გორ ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი, მაგ­რამ ახ­ლა ნამ­დ­ვი­ლად ვიტყ­ვი, რომ სკო­ლა, ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით, მომ­ზა­დე­ბუ­ლია ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის­თ­ვის, ჯერ დი­რექ­ტორ­მა გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი იმის­თ­ვის, რომ არც ერ­თი ბავ­შ­ვი არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სწავ­ლე­ბის მიღ­მა — ვი­საც არ ექ­ნე­ბა წვდო­მა ინ­ტერ­ნეტ­თან და ტექ­ნი­კას­თან, დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვეთ­ილ­ში რომ ჩა­ერ­თოს. თუ­კი რა­მე სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და სკო­ლას, ტექ­ნი­კას ვგუ­ლის­ხ­მობ, ჩვენ­მა დი­რექ­ტორ­მა, ლი­კა გო­მარ­თელ­მა, მას­წავ­ლებ­ლებს და ბავ­შ­ვებს სახ­ლ­ში გა­ა­ტა­ნა. ამის გარ­და, ვის­წავ­ლეთ ტექ­ნი­კა, რო­გორ ვას­წავ­ლოთ ონ­ლა­ინ. სწავ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ტრე­ნინ­გებს გავ­დი­ო­დით, ვცდი­ლობ­დით გვეს­წავ­ლა, რო­გორ გვე­მარ­თა ონ­ლა­ინ 30 ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც კლას­ში გვყავს. და­მე­თან­ხ­მე­ბით, მარ­თ­ლა რთუ­ლია 20 ან 30 მოს­წავ­ლეს­თან დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბა.

ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის ტექ­ნი­კის/მე­თო­დე­ბის შესწავ­ლის შემ­დეგ უფ­რო გა­ბე­დუ­ლე­ბი გავ­ხ­დით, ამა­სო­ბა­ში თიმ­სიც მო­წეს­რიგ­და – ვი­ცით რა და რო­გორ გა­ვა­კე­თოთ, ჩე­მი თა­ვით ამი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ – უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გავ­ხ­დი. გა­სულ სე­მეს­ტ­რ­ში ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი ყვე­ლა დე­ტალ­ზე, მა­გა­ლი­თად, სის­ტე­მი­დან რომ გა­მოვ­ვარ­დე­ბო­დი და ა.შ. წელს ბავ­შ­ვე­ბიც უფ­რო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ისი­ნიც გა­ერ­კ­ვ­ნენ სის­ტე­მა­ში, იცი­ან რო­გორ გა­ა­ზი­ა­რონ ან შექ­მ­ნან რე­სურ­სი, მოკ­ლედ, ამ მხრივ, უფ­რო მომ­ძ­ლავ­რე­ბუ­ლი ვართ.

რე­ა­ლუ­რად, ჩვენს სკო­ლა­ში ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რო­გორც კი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ისე­თი მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც ვერ ეს­წ­რე­ბა გაკ­ვე­თილს იმის გა­მო, რომ ტექ­ნი­კა ან ინ­ტერ­ნე­ტი არ აქვს, ვცდი­ლობთ, და­ვეხ­მა­როთ. სწო­რედ ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა მქონ­და, რო­ცა ორი მოს­წავ­ლე ვერ ერ­თ­ვე­ბო­და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ში იმის გა­მო, რომ ერთს ინ­ტერ­ნე­ტი არ ჰქონ­და, მე­ო­რეს — ტექ­ნი­კა (ცხა­დია, პე­რი­ო­დუ­ლად, სხვა მოს­წავ­ლე­ებ­საც უდ­გე­ბათ ასე­თი სა­ჭი­რო­ე­ბა), ჩვენ მათ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ვეხ­მა­რე­ბით და აუცი­ლებ­ლად და­ვეხ­მა­რე­ბით მო­მა­ვალ­შიც. დაწყე­ბით კლა­სებს ვას­წავ­ლი და ახ­ლა შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი დას­წ­რე­ბა მაქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ორ მოს­წავ­ლეს, რომ­ლის დახ­მა­რე­ბაც მე შევ­ძე­ლი, ეს 2019 წლის ბო­ლოს,  სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ში (ბრი­ტა­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია – ინ­გ­ლი­სურად მო­სა­უბ­რე­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა) გა­მარ­ჯ­ვე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. კონ­კურ­ს­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან მე წარ­მად­გი­ნეს და, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვე­დი, პირ­ველ ად­გილ­ზე – შოტ­ლან­დი­ე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ამას ჯილ­დოც მოჰ­ყ­ვა. თუმ­ცა, შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თან­ხა დაგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ი­რიცხა. თა­ვი­დან­ვე მქო­ნდა გა­მიზ­ნუ­ლი, რომ ამ თან­ხას ჩემს კლუბს მო­ვახ­მარ­დი – სა­ჯა­რო მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და დე­ბა­ტე­ბის კლუბს, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. მინ­დო­და, რე­სურ­სე­ბი შე­მე­ძი­ნა. ამა­სო­ბა­ში პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დიც და­იწყო. თან­ხის ნა­წი­ლი ვე­ბი­ნა­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნე – მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის­თ­ვის, რე­სურ­სე­ბის­თ­ვის. მაგ­რამ თან­ხის ნა­წი­ლი დამ­რ­ჩა. რად­გან მა­ინც ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის უნ­და მო­მეხ­მა­რა ეს ჩე­მი ჯილ­დო, ბუ­ნებ­რი­ვია, ვი­ფიქ­რე, უკე­თეს  საქ­მეს რას მო­ვახ­მარ­დი, ვიდ­რე ჩემს მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა იმის გა­მო დარ­ჩა, რომ ინ­ტერ­ნე­ტი არ ჰქონ­და, თან ისე­თი მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც გა­ზაფხუ­ლის სე­მეს­ტ­რ­ში ერ­თი გაკ­ვე­თი­ლი არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია. სხვე­ბი ხან­და­ხან აც­დენ­დ­ნენ, ვერ ან არ შე­მო­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ ეს მოს­წავ­ლე არას­დ­როს აც­დენ­და. აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მი­სი ასე­თი  პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბით და სა­ოც­რად შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და­ვა­ლე­ბე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, წელს აღ­მოჩ­ნ­და, რომ ასე­თი მონ­დო­მე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე გაკ­ვე­თილ­ზე ინ­ტერ­ნე­ტის არ­ქო­ნის გა­მო ვე­ღარ შე­მო­დი­ო­და. დუ­ფიქ­რებ­ლად მი­ვი­ღე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, დავ­ხ­მა­რე­ბო­დი და ამ სას­წავ­ლო წელს, ვიდ­რე ვიქ­ნე­ბით დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე, ის ინ­ტერ­ნე­ტით  უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა.

ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე დი­დი დი­ლე­მა, ვფიქ­რობ, მა­ინც მას­წავ­ლებ­ლის ტექ­ნი­კა,   მე­თო­დუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბაა. მას­წავ­ლე­ბე­ლი აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს ძლი­ე­რი, რომ სრულ­ფა­სოვ­ნად შეძ­ლოს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა. ამის­თ­ვის კი, მას ონ­ლა­ინ კურ­სე­ბის სა­ხით სჭირ­დე­ბა გაძ­ლი­ე­რე­ბა — ცა და დე­და­მი­წა­სა­ვით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ონ­ლა­ინ და ოფ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლი თვი­თონ ეძებს და ცდი­ლობს მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია. ხან­და­ხან შუ­ა­ღა­მემ­დე არ ვი­ძი­ნებ ხოლ­მე, ვიდ­რე და­მა­ტე­ბით არ ვი­პო­ვი რა­მეს მე­ო­რე დღის გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის. მაგ­რამ მინ­და, რომ ეს ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს შე­ე­ხოს. აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­დამ­ზად­დ­ნენ პე­და­გო­გე­ბი, ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­დეს, ხომ უნ­და შევ­ძ­ლოთ სრულ­ფა­სო­ვან ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბა. თან ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ და­ვი­ნა­ხეთ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს მო­მა­ვალ­ში დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა თუ არა, ჩვენ მა­ინც მზად უნ­და ვი­ყოთ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის­თ­ვის, რაც იმ სა­თა­ნა­დო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი­სა და უნა­რე­ბის გა­რე­შე, ცხა­დია, ვერ მი­იღ­წე­ვა. ერ­თია მას­წავ­ლებ­ლე­ბის ამ კუთხით გაძ­ლი­ე­რე­ბა და მე­ო­რეა მი­სი მი­ტა­ნა მოს­წავ­ლემ­დე, თო­რემ მხო­ლოდ ცოდ­ნა არა­ფერს ნიშ­ნავს, თუ სა­ბო­ლოო სი­კე­თე­ე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­ზე არ აისა­ხა. ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა­ტით სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნიც ხომ ეს არის.

კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხა­ზი, რაც დღე­ვან­დე­ლო­ბამ გა­მოკ­ვე­თა, არის თა­ნად­გო­მა და ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი – ბავ­შ­ვი უნ­და გენ­დოს და თუ არ გენ­დო­ბა, ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებ. ჩვენს სკო­ლა­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ასე­თი კულ­ტუ­რაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი – ყვე­ლა ერ­თ­მა­ნე­თის გერ­დით დგას, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­დან დაწყე­ბუ­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნამ­შ­რომ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ჩვენ ერ­თად ვიბ­რ­ძ­ვით ყვე­ლაფ­რის­თ­ვის. ბავ­შ­ვებს დი­რექ­ტო­რის ნდო­ბაც აქვთ და მას­წავ­ლებ­ლის ნდო­ბაც. ლი­კა გო­მარ­თე­ლის ძა­ლის­ხ­მე­ვით, სკო­ლა­ში უამ­რა­ვი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი მხო­ლოდ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ამა­რა არ არი­ან დარ­ჩე­ნი­ლე­ბი. ისი­ნი ჩარ­თუ­ლი არი­ან დის­კუ­სი­ებ­ში, კლუ­ბებ­ში, სა­დაც კი­დევ სხვაგ­ვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყა­ლიბ­დე­ბა ჩვენ  შო­რის – მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის. პრო­ექ­ტებ­ში უშუ­ა­ლოდ ბავ­შ­ვე­ბი არი­ან. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად ვთარ­გ­მ­ნით მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლებს. ბავ­შ­ვებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა გა­და­ვუ­ნა­წი­ლე და ერ­თად ვიღ­წ­ვით ამ ფრონ­ტ­ზე. ასე­თი  და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ვფიქ­რობ, უფ­რო გა­უ­ად­ვი­ლებს მათ ამ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ას.

რაც შე­ე­ე­ხე­ბა იმ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც გა­ზაფხულ­ზე სწავ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩ­ნენ, რა თქმა უნ­და, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. ცხა­დია, მა­თი პროგ­რა­მას­თან და­წე­ვა და ჩა­მორ­ჩე­ნის შემ­ცი­რე­ბა, ჩვე­ნი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, საზ­რუ­ნა­ვია. თუმ­ცა, ეს ბო­ლომ­დე მე პი­რა­დად ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ვფიქ­რობ­დი, სკო­ლა­ში მი­ვალთ და აუცი­ლებ­ლად და­მა­ტე­ბით გაკ­ვე­თი­ლებს ჩა­ვუ­ტა­რებ ამ მოს­წავ­ლე­ებს-მეთ­ქი, მაგ­რამ რო­გორც იცით, ეს არ მოხ­და და მა­ლე­ვე მოგ­ვი­წია დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლა. თუმ­ცა, ერ­თი მე­ზო­ბე­ლი მოს­წავ­ლე მყავს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხი­დან, რო­მე­ლიც გაკ­ვე­თი­ლებს ინ­ტერ­ნე­ტის არ­ქო­ნის გა­მო ვერ ეს­წ­რე­ბო­და. მას მთე­ლი  ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­მე­ცა­დი­ნებ­დი.

სა­ერ­თო ჯამ­ში, პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის გა­ნათ­ლე­ბამ მარ­თ­ლა ბევ­რი პრობ­ლე­მა წარ­მოშ­ვა —  სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი და­ი­კარ­გა, ვერ ვა­ხერ­ხებთ ჯგუ­ფურ და წყვი­ლებ­ში მუ­შა­ო­ბას.  შარ­შან მეცხ­რე კლასს ვას­წავ­ლი­დი და ძა­ლი­ან ბევრ აქ­ტი­ვო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი მათ­თან,  პრო­ექ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბით. ახ­ლა ამას ვერ ვა­ხერ­ხებ. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა ბევრ პრობ­ლე­მას ქმნის, ზუმ ოთა­ხებ­ში გა­ნა­წი­ლე­ბის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი ფა­სი­ა­ნია, ამი­ტომ ვე­ღარ ვმუ­შა­ობ მოს­წავ­ლე­ებ­თან ჯგუ­ფებ­ში. ამის გარ­და, ბავ­შ­ვე­ბი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­საც   ნაკ­ლე­ბად გრძნო­ბენ. სა­მი თვის შემ­დეგ, რო­ცა სექ­ტემ­ბერ­ში სკო­ლა­ში დავ­ბ­რუნ­დით,  ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ  რო­გო­რი შეც­ვ­ლი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი, ამო­ვარ­დ­ნი­ლი კა­ლა­პო­ტი­დან და ეს იყო არა ზაფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბის სინ­დ­რო­მი, არა­მედ იმ თვე­ე­ბის,   რო­ცა ონ­ლა­ინ რეჟ­იმ­ში ვსწავ­ლობ­დით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ეს პე­რი­ო­დი აუცი­ლებ­ლად იქო­ნი­ებს ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას მოს­წავ­ლე­ებ­ზე.

 

იები მე­გა­ბა­ი­ტე­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ

ლადო აფხაზავა – „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული“, ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი 

 

 

 

სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ისე­თი გან­ც­და მაქვს, რომ ახ­ლა უფ­რო ქა­ო­სია სის­ტე­მა­ში, ვიდ­რე გა­ზაფხულ­ზე, პან­დე­მი­ის დაწყე­ბი­სას, რო­ცა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­დაწყო­ბა მოგ­ვი­წია. პირ­ვე­ლად უფ­რო მე­ტი ინ­ტე­რე­სი გვქონ­და მას­წავ­ლებ­ლებ­საც,  რომ ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბი შეგ­ვეს­წავ­ლა, რაც მთა­ვა­რია, იოლად და სწრა­ფად ავუ­ღეთ ალ­ღო. მე­ო­რე ტალ­ღის დროს, ვფიქ­რობ, უფ­რო დაბ­ნე­უ­ლო­ბაა და, ცო­ტა არ იყოს, ეს გა­სა­ო­ცა­რია. გა­ზაფხუ­ლის სე­მეს­ტ­რის დროს თუ რა­მე შეც­დო­მე­ბი და­ვუშ­ვით ან სწო­რად ვერ ვმარ­თავ­დით სას­წავ­ლო პრო­ცესს, შე­მოდ­გო­მა­ზე ოდ­ნავ მა­ინც გა­მარ­თ­ული რომ ყო­ფი­ლი­ყო ონ­ლა­ინ გა­ვე­თი­ლე­ბი, ეს შეც­დო­მე­ბი ხომ უნ­და გა­მოგ­ვეს­წო­რე­ბი­ნა? თით­ქოს შეც­დო­მებს ვას­წო­რებთ, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ ვა­ხერ­ხებთ. მი­ზე­ზი? ალ­ბათ, ყვე­ლამ და­ვი­ჯე­რეთ, რომ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლი­სას ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ვა­კე­თეთ, მაგ­რამ ყო­ველ­დღე ჩნდე­ბა ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია, სი­ახ­ლე თიმ­სის პროგ­რა­მა­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ ახალ რა­მეს ვი­გებ. თვალ­სა­ჩი­ნოა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლომ­დე არ გვაქვს შეს­წავ­ლი­ლი და არ უნ­და ვი­ფიქ­როთ, რომ ამის სწავ­ლა/შეც­ნო­ბა უკ­ვე და­ვამ­თავ­რეთ. და­ვამ­თავ­რეთ კი არა, დაწყე­ბუ­ლიც არ გვაქვს.

წელს ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა წა­მო­ვიწყე ლან­ჩხუ­თე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.  ინი­ცი­ა­ტი­ვას – ყვა­ვი­ლე­ბის გა­ყიდ­ვას და ამით ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბას – ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი გა­მო­უჩ­ნ­და. 516 ქო­თა­ნი ია გავ­ყი­დეთ. თა­ვი­დან, რო­ცა ეს იდეა მო­მი­ვა­და, 100 იის ფო­თო­ლი ჩავ­რ­გე და იებ­მა ისე მო­ი­წო­ნეს თა­ვი, რომ  5 და 6- ჯერ მე­ტი გახ­დ­ნენ. მე­რე ვი­ყი­დე პა­ტა­რა, 8-თეთ­რი­ა­ნი ქოთ­ნე­ბი, მი­წა და ვაქ­ციე ცალ­კე იებად, რა­საც ჩე­მი ხელ­ფა­სი შე­ე­წი­რა, მაგ­რამ, მარ­თა­ლი გითხ­რათ, ეს ღირ­და. რა­ტომ გა­ვა­კე­თე? იმი­ტომ, რომ ვემ­ზა­დე­ბო­დი შემ­დე­გი ტალ­ღის­თ­ვის და თა­ვის­თა­ვად ვფიქ­რობ­დი, რომ, ალ­ბათ, ასე  მო­ემ­ზა­დე­ბო­და ყვე­ლა და ყვე­ლა სფე­რო. მაგ­რამ მე­ო­რე ტალ­ღა და­იწყო თუ არა,  მივ­ხ­ვ­დი, რომ ასე არ არის, უკე­თე­სად მომ­ზა­დე­ბა იყო სა­ჭი­რო.  მე ჩემს თავს გა­ვუბ­რაზ­დი, 516 ქო­თა­ნი ძა­ლი­ან ცო­ტაა, ალ­ბათ მე­ტი უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა…

პან­დე­მი­ის დაწყე­ბი­სას, ბუ­ნებ­რი­ვია, არც მე და არც არა­ვინ ამის­თ­ვის მზად არ იყო, რე­ა­ლუ­რად დროც არ გვქონ­და მომ­ზა­დე­ბის­თ­ვის, ამი­ტომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­ვა­წუ­ხე, რომ სწავ­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის თან­ხა შე­მეგ­რო­ვე­ბი­ნა ინ­ტერ­ნეტ­პა­კე­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად. შე­ვა­წუ­ხე სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ასო­ცი­ა­ცია „ქარ­თ­ვე­ლე­ბი საფ­რან­გეთ­ში“ და სხვე­ბი… მათ ვუგ­ზავ­ნი­დი მოს­წავ­ლე­ე­ბის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებს და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ტერ­ნე­ტის სა­ფა­სურს ურიცხავ­დ­ნენ – 19 ლარს. მე­ო­რე ტალ­ღის დროს, ბუ­ნებ­რი­ვია, ვე­ღარ ვთხოვ­დი, რომ ისევ ჩა­ე­რიცხათ თან­ხა, უნი­ვერ­სი­ტეტ­საც ხომ თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს,  თუნ­დაც ამ კუთხით… ამი­ტომ ვი­ფიქ­რე, თა­და­რიგს და­ვი­ჭერ, იებს გა­ვამ­რავ­ლებ და,  სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გავ­ყი­დი-მეთ­ქი, თა­ნაც ეს იდეა იმი­ტომ გა­მიჩ­ნ­და, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად იები ქარ­თულ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­ვა­კავ­ში­რე – ჩვე­ნი სწავ­ლის დაწყე­ბა ხომ  „აი ია“-სთან ასო­ცირ­დე­ბა. ცხა­დია, იების გარ­და, სხვა მცე­ნა­რე­ე­ბიც მაქვს, კოლ­ხუ­რი ბზა, წი­თე­ლი კა­ლე­ბი… და სხვ. ამ აქ­ცი­ის­თ­ვის არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც იებ­ზე შე­ვა­ჩე­რე. ბავ­შ­ვე­ბიც სი­ხა­რუ­ლით ჩა­ერ­თ­ვ­ნენ აქ­ცი­ა­ში, მარ­ტო მე სახ­ლ­ში 516 ქო­თანს ვერც კი და­ვა­ტევ­დი. კა­ლა­თე­ბით ვუგ­ზავ­ნი­დი 20-20 ქო­თანს, რომ მო­ევ­ლოთ. ბავ­შ­ვებ­საც აუყ­ვავ­დათ იები, ნა­წი­ლი სკო­ლა­ში გა­და­ვი­ტა­ნე და იქ ვუვ­ლი­დი. დად­გა მა­თი გა­ყიდ­ვის დროც და გა­მო­ვაცხა­დეთ აქ­ცია – „იები მე­გა­ბა­ი­ტე­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ“. თბი­ლის­ში  იების მა­ღა­ზია „პან­დეა“ და­მეხ­მა­რა გა­ყიდ­ვა­ში (ახ­ლო­ბელს უსას­ყიდ­ლოდ გა­ვა­ტა­ნე ყუ­თებ­ში ჩაწყო­ბი­ლი აყ­ვა­ვე­ბუ­ლი იები თბი­ლის­ში), ნა­წი­ლი კი, ბა­თუმ­ში ერ­თ­მა  ყვა­ვი­ლე­ბის გამ­ყიდ­ველ­მა ქალ­ბა­ტონ­მა გაგ­ვი­ყი­და.

მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი თან­ხით 512 მოს­წავ­ლეს ჩა­ვუ­რიცხეთ ული­მი­ტო ინ­ტერ­ნე­ტი; 10  მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ან ოჯახს, რომ­ლებ­საც 4-5 მოს­წავ­ლე ჰყავთ, ახა­ლი კომ­პი­უ­ტე­რი გა­და­ვე­ცით და 18-თვი­ა­ნი ინ­ტერ­ნე­ტით უზ­რუნ­ველ­ვ­ყა­ვით. იების აქ­ცი­ას ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი გა­მო­უჩ­ნ­და, მა­თი თა­ნად­გო­მით 14 ათა­სი ლა­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა შევ­ძე­ლით. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შეგ­ვეხ­მი­ა­ნა, გვი­რიცხავ­დ­ნენ 20 ლარს, 50 ლარს, ზოგს იები სულ არ უნ­დო­და, ისე ჩაგ­ვი­რიცხეს თან­ხა.

იების ქუ­დის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მარ­თ­ლა სა­ოც­რე­ბა შეძ­ლეს. ჰო­ლან­დი­ა­ში მცხოვ­რებ­მა ერ­თ­მა ქარ­თ­ველ­მა ქალ­ბა­ტონ­მა,  6 ბავ­შ­ვი შე­არ­ჩია, რომ­ლებ­საც სახ­ლ­ში ვა­ი­ფაი აქვთ შეყ­ვა­ნი­ლი და ყო­ველ­თ­ვი­ურ გა­და­სა­ხადს, 30 ლარს ვერ იხ­დი­ან.  ამ კე­თილ­მა ადა­მი­ან­მა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო ექ­ვ­სი­ვე ბავ­შ­ვის, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­ტერ­ნე­ტის თან­ხით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

მოკ­ლედ, ლან­ჩხუ­თის მი­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­საც გავ­ც­დით კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნად­გო­მით. ჩი­ბა­თის სკო­ლი­დან დახ­მა­რე­ბა მხო­ლოდ 72 მოს­წავ­ლეს დას­ჭირ­და, მაგ­რამ, რო­გორც გითხა­რით, სულ 512 მოს­წავ­ლეს და 10 ოჯახს და­ვეხ­მა­რეთ. ეს რიცხ­ვი კი­დევ იზ­რ­დე­ბა, რად­გან ყო­ველ­დღე მხვდე­ბა გად­მო­რიცხ­ვე­ბი 10-5 ლა­რი… დღეს 80 ლა­რი დამ­ხ­ვ­და, მა­შინ­ვე გა­და­ვუ­რიცხე 4 ბავშვს ინ­ტერ­ნე­ტის თან­ხა. ხვალ ისი­ნიც უკ­ვე გაკ­ვე­თილ­ზე იქ­ნე­ბი­ან.

იმა­საც ვერ ვიტყ­ვი, რამ­დე­ნად ვალ­დე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ჩა­უ­რიცხოს ინ­ტერ­ნე­ტის თან­ხა, ყვე­ლა უზ­რუნ­ველ­ყოს ული­მი­ტო ინ­ტერ­ნე­ტით, მაგ­რამ ვერც იმას ვიტყ­ვი, რომ გვერ­დი უნ­და აუაროს სწავ­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნილ ბავ­შ­ვებს, თვა­ლი და­ხუ­ჭოს პრობ­ლე­მებ­ზე. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პრობ­ლე­მე­ბი  უფ­რო თა­მა­მად ვა­ღი­ა­როთ, ვი­ლა­პა­რა­კოთ ყვე­ლა­ფერ­ზე. მე რომ ხმა არ ამო­მე­ღო და პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი იმის გა­მო არ და­მეწყო, რომ ვინ­მე არ გა­ვაბ­რა­ზო-მეთ­ქი, ამ­დენ  მოს­წავ­ლეს რო­გორ შე­ვუწყობ­დი ხელს? ამი­ტომ არის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი, რომ თი­თო­ე­ულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, გა­ნათ­ლე­ბის მუ­შა­კებ­მა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ღი­ად და თა­მა­მად ილა­პა­რა­კონ. მერ­წ­მუ­ნეთ, ეს შე­დე­გი­ა­ნია. რო­გორც კი პრობ­ლე­მა წა­მოვ­წიე, იმ­დე­ნი მხარ­დამ­ჭე­რი გა­მო­მიჩ­ნ­და, რომ თვი­თო­ნაც არ ვე­ლო­დი.

კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რებ ძა­ლი­ან ბევრ ბავშვს ჩა­ვურ­თეთ ინ­ტერ­ნე­ტი და მათ­თ­ვის სწავ­ლა ხელ­მის­წ­ვ­დო­მი გავ­ხა­დეთ, მაგ­რამ ისიც მა­ხა­რებს, რომ ლან­ჩხუთს გავ­ც­დით და აჭა­რის რე­გი­ო­ნის სტუ­დენ­ტებ­საც ვუ­რიცხავთ ინ­ტერ­ნეტ პა­კე­ტის შე­სა­ძენ თან­ხას. მა­ღალ­მ­თი­ა­ნი აჭა­რი­დან მოგ­ვ­მარ­თეს სტუ­დენ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც, უსახ­ს­რო­ბის გა­მო, ლექ­ცი­ებს ვერ ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. ჩვენ ისი­ნიც და­ვა­ფი­ნან­სეთ. რაც მთა­ვა­რია, მა­ხა­რებს ის, რომ ამ საქ­მე­ში მარ­ტო არ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­მო­ვიკ­რი­ბე მათ და­სახ­მა­რებ­ლად.

ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლად სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას უნ­და მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია, მე-7  კლას­ში რამ­დე­ნი მოს­წავ­ლე შე­მო­ვი­და გაკ­ვე­თილ­ზე, რამ­დე­ნი არ შე­მო­ვი­და და რა მი­ზე­ზით, შემ­დეგ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია რე­სურ­ს­ცენტრს უგ­ზავ­ნის, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი – სა­მი­ნის­ტ­როს. რო­ცა იმ­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცია გროვ­დე­ბა, რომ სათ­ვა­ლა­ვი აღარ არის, ეს პრობ­ლე­მე­ბი არ უნ­და ვა­ღი­ა­როთ? თუნ­დაც იმის­თ­ვის, რომ მა­თი  გა­დაჭ­რის გზე­ბი გა­მოჩ­ნ­დეს? მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ქარ­თ­ვე­ლებს გვიყ­ვარს სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვა.

გარ­და იმი­სა, რომ ინ­ტერ­ნე­ტის პრობ­ლე­მა ასო­ბით მოს­წავ­ლეს მო­ვუგ­ვა­რეთ და ისი­ნი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა აღარ იქ­ნე­ბი­ან, იების აქ­ცი­ით, მათ მთა­ვა­რი რამ და­ვა­ნა­ხე –  გა­მოწ­ვე­ვებ­მა არ უნ­და შე­ა­ში­ნოთ, არ გა­ჩერ­დ­ნენ, არ და­მა­ლონ პრობ­ლე­მე­ბი. პი­რი­ქით, იმოქ­მე­დონ!!! აღი­ა­რონ და ეძე­ბონ გა­მო­სავ­ლის გზე­ბი. ამი­ტო­მაც და­ვარ­ქ­ვი იების აქ­ცი­ას „სო­ცი­ა­ლუ­რი გაკ­ვე­თი­ლი“, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ჩემს მოს­წავ­ლე­ებს, არა­მედ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ჩა­ვუ­ტა­რე.

ჩე­მი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ასე იქ­ცე­ვი­ან…

ლი­კა გო­მარ­თე­ლი – ლი­დე­რო­ბის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, საჩხე­რის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

 

 

ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ზაფხულ­ზე უფ­რო მე­ტი პრობ­ლე­მა იყო და უფ­რო დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მით გვი­წევ­და მუ­შა­ო­ბა, ყვე­ლას­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლა – ამის­თ­ვის არც ოჯა­ხე­ბი იყ­ვ­ნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი და არც სკო­ლა და მას­წავ­ლე­ბე­ლი. თუმ­ცა, სკო­ლამ და მას­წავ­ლებ­ლებ­მა უფ­რო ად­ვი­ლად მო­ახ­დი­ნეს ადაპ­ტი­რე­ბა – მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან მა­ლე უზ­რუნ­ველ­ვ­ყა­ვით კომ­პი­უ­ტე­რე­ბით  (ვი­საც ეს სჭირ­დე­ბო­და), ასე­ვე, ინ­ტერ­ნეტ­ზე ხელ­მის­წავ­დო­მო­ბაც მოგ­ვარ­და. ამის გარ­და, რაც გვქონ­და – ბუ­კე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, მოს­წავ­ლე­ებ­ს გა­და­ვე­ცით დრო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ში. თა­ვის­თა­ვად, ინ­ტერ­ნე­ტის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა ბო­ლომ­დე ვერ შევ­ძე­ლით, მო­დე­მე­ბი შე­ვაგ­რო­ვეთ და ვათხო­ვეთ ბავ­შ­ვებს. თუმ­ცა, ბავ­შ­ვე­ბის ნა­წი­ლი მშობ­ლებ­მა შორ სოფ­ლებ­ში წა­იყ­ვა­ნეს პან­დე­მი­ის დროს და მათ­თან მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით ვკონ­ტაქ­ტობ­დით, პე­რი­ო­დუ­ლად ამო­ბეჭ­დილ და­ვა­ლე­ბებს ვუგ­ზავ­ნი­დით. წელს ამის სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ გვაქვს, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღ­მო­იფხ­ვ­რა პრობ­ლე­მა და აღარც ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი გვყავს სკო­ლა­ში. დარ­წ­მუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ყვე­ლა ოჯახ­ში, მი­ნი­მუმ, ერ­თი ტექ­ნი­კუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბა და ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა აქვთ, მცი­რე  გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და. მა­გა­ლი­თად, ერთ ოჯახს პი­რა­დად მე შე­ვუ­ძი­ნე ინ­ტერ­ნეტ­მო­დე­მი, ასე­ვე, ერთ მოს­წავ­ლეს ვუ­ყი­დე პლან­შე­ტი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ყვე­ლა­ფე­რი პი­რა­დი ბი­უ­ჯე­ტით შევ­ძე­ლი. დი­რექ­ტო­რე­ბის კონ­კურ­ს­ში რომ გა­ვი­მარ­ჯ­ვე სკო­ლამ საპ­რი­ზო თან­ხა – 30 ათა­სი ლა­რი მი­ი­ღო, რომ­ლი­თაც სტემ აკა­დე­მი­ას ვა­ფუძ­ნებთ. პი­რა­დად მე კი, გად­მო­მე­ცა 5 ათა­სი ლა­რი კო­ა­ლი­ცია- გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის და გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის­გან. ეს პი­რა­დად ჩე­მი ჯილ­დოა. სწო­რედ ეს თან­ხა გა­მო­ვი­ყე­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად –  ერთ მოს­წავ­ლეს ვუ­ყი­დე პლან­შე­ტი და ერ­თი ოჯა­ხი, სა­დაც სა­მი მოს­წავ­ლე ცხოვ­რობს, მათ შო­რის, ერთ-ერ­თი სსს მქო­ნეა, უზ­რუნ­ველ­ვ­ყა­ვი ინ­ტერ­ნეტ მო­დე­მით. ჩე­მი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ასე იქ­ცე­ვი­ან, რო­ცა მა­თი რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლე სას­წავ­ლო პრო­ცესს ეთი­შე­ბა, ინ­ტერ­ნე­ტის ან კომ­პი­უ­ტე­რის არ­ქო­ნის გა­მო.

ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით კი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ახ­ლა უფ­რო მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი  არი­ან გა­ზაფხულ­თან შე­და­რე­ბით, ტრე­ნინ­გე­ბი გა­ი­ა­რეს თიმ­ს­ში, ანუ უკეთ ის­წავ­ლეს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. სა­მი­ნის­ტ­რო გა­ზაფხულ­ზეც ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და ტრე­ნინ­გებს და ახა­ლაც გრძელ­დე­ბა ყო­ველ­კ­ვი­რე­ულ რე­ჟიმ­ში. ამის გარ­და, ძა­ლი­ან წა­მოგ­ვეშ­ვე­ლა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რუბ­რი­კაც, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც უკ­ვე ვი­ცით, რო­გორ და­გეგ­მოს მას­წავ­ლე­ბელ­მა ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლი, რო­გო­რი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი გა­უგ­ზავ­ნოს მოს­წავ­ლეს სახ­ლ­ში სა­მუ­შა­ოდ, თა­ვად  რა­ზე უნ­და გა­ა­მახ­ვი­ლოს ყუ­რადღე­ბა და ა.შ. მოკ­ლედ, მე­თო­დუ­რა­დაც უფ­რო გა­ვი­მარ­თეთ. ვერ ვიტყ­ვი, რომ 100 პრო­ცენ­ტით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა და პრობ­ლე­მე­ბი აღარ გვაქვს, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და მა­სა­ლე­ბის მი­წო­დე­ბას უკ­ვე ყვე­ლა ახერ­ხებს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა არ დავ­ტო­ვოთ.

♦♦♦

სა­მი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ კეთ­დე­ბა საქ­მე თა­ნად­გო­მით და რომ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნელ­ვა­ნი მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბაა, მაგ­რამ, ალ­ბათ, ყვე­ლას­თ­ვის სა­­სურ­ვე­ლი მა­ინც ისე­თი სა­გან­მანა­თ­ლებ­ლო სის­ტე­მა და სა­ხელ­მ­წი­ფო იქ­ნე­ბა, სა­დაც ლა­დო მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვა­ვი­ლებს აღარ გა­ყი­დის იმის­თ­ვის, რომ ლან­ჩხუ­თელ მოს­წავ­ლე­ებს ინ­ტერ­ნე­ტი ჩა­ურ­თოს და არც სა­კუ­თა­რი პროფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით მო­პო­ვე­ბული ჯილ­დოს უკა­ნას­კ­ნელ კა­პი­კებს არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ წლის სა­უ­კე­თე­სო დი­რექ­ტო­რი და მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით  აღი­ა­რე­ბუ­ლი ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი იმის­თვის, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი გაკ­ვე­თი­ლებს მიღ­მა არ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. კონ­კ­რე­ტულ პერ­სო­ნებ­ზე დამ­დ­გა­რი სის­ტე­მა, ცხა­დია, გრძელ­ვა­დი­ან ჭრილ­ში უიმე­დოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ისევ ლა­დოს სიტყ­ვე­ბით რომ და­ვას­რუ­ლო: „უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, თი­თო­ე­ულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, გა­ნათ­ლე­ბის მუ­შა­კებ­მა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ღი­ად და თა­მა­მად ილა­პა­რა­კონ“ – ეს პრობ­ლე­მის სის­ტე­მუ­რად გა­დაჭ­რის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, თო­რემ, მი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი გაკ­ვეთ­ლე­ბი რომ კი­დევ ბევრ სი­კე­თეს მო­ი­ტანს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამა­ში ეჭ­ვი არა­ვის ეპა­რე­ბა.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები