28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი მო­ზარ­დის ცხოვ­რე­ბა­ში

spot_img

ნა­ნა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი

ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე, 

თბი­ლი­სის №51 სა­ჯა­რო სკო­ლის

სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის 

მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

სკო­ლის გა­რეთ და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და დრო­უ­ლი სა­კითხია. ცნე­ბა „არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა“ ქარ­თულ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში, 2005-2007 წლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შემ­დ­გომ გაჩ­ნ­და. სხვა­დას­ხ­ვა კვლე­ვის შე­დეგ­მა აჩ­ვე­ნა, რომ უმე­ტე­სი წი­ლი, ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სწო­რედ არა­ფორ­მა­ლუ­რი გზით მი­ღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე მო­დის. შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლე­ბე­ლი და მშო­ბე­ლი თან­ხ­მ­დე­ბა იმა­ზე, რომ მოს­წავ­ლის­თ­ვის, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მოს­წავ­ლეს კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის უკეთ წარ­მო­ჩე­ნა­ში.

თუ ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში პროგ­რა­მა წი­ნას­წა­რაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მთლი­ა­ნად ინ­დი­ვი­დის მოთხოვ­ნებ­ზეა აგე­ბუ­ლი და მოს­წავ­ლეს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მკვეთ­რად გა­მო­ავ­ლი­ნოს ში­ნა­გა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, იმავ­დ­რო­უ­ლად, კავ­შირ­შია პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან, რაც მოს­წავ­ლეს ეხ­მა­რე­ბა კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რგო­ლია გა­ნათ­ლე­ბა­სა და შრო­მის ბა­ზარს შო­რის.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ში ხელს უწყობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ეს­თე­ტი­კუ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც მოს­წავ­ლეს გა­ნუ­ვი­თა­რებს შემ­დეგ უნა­რებს: ანა­ლი­ტი­კუ­რი/კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის,   გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი, სის­ტე­მუ­რი აზ­როვ­ნე­ბის. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე, თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც იძენს.

არა­ფორ­მა­ლუ­რად მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მო­ი­ცავს არა­ფორ­მა­ლუ­რი სივ­რ­ცის არ­სე­ბო­ბას. სკო­ლის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა უნ­და იყოს არა­ფორ­მა­ლუ­რი სივ­რ­ცის შექ­მ­ნა, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო გა­რე­მო იქ­ნე­ბა. მსგავს გა­რე­მოს ქმნის სას­კო­ლო კლუ­ბე­ბი.

ვი­ნა­ი­დან სკო­ლა ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე უნ­და უყა­ლი­ბებ­დეს მოს­წავ­ლეს პრო­ფე­სი­უ­ლი/სა­ხე­ლოვ­ნე­ბო გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ ინ­ტე­რესს, ის უნ­და გახ­დეს უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და თა­ნა­მედ­რო­ვე. ამ მი­ზანს კი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი.

და­ახ­ლო­ე­ბით 10 წე­ლია ვმუ­შა­ობ მო­ზარ­დებ­თან. მათ­თან ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებ სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს. ყვე­ლა და­გეგ­მილ­მა აქ­ტი­ვო­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის და და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ნა­ბა­რი ინ­ტე­რე­სით ერ­თ­ვე­ბი­ან.

თუ აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლე მი­იჩ­ნევს, რომ მის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა, ამა­ვე დროს, აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მი­სი ჩარ­თუ­ლო­ბით და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაც პრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა. და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლის­თ­ვის კი მსგავ­სი შე­თა­ვა­ზე­ბა წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია. მოს­წავ­ლე იძენს თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის უნარს და მე­ტად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა.

პი­რის­პირ და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს, მო­ზარდ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მე­ტი შე­მოქ­მე­დე­ბით-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, რა­თა მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი სწო­რად წა­რი­მარ­თოს.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სკო­ლა­ში დავ­გეგ­მე მოს­წავ­ლე­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, სა­ხელ­წო­დე­ბით — „მე შე­მოქ­მე­დი“. ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნი იყო, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებს, კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით, შე­ექ­მ­ნათ ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დარ­გე­ბის ნი­მუ­შე­ბი. ფეს­ტი­ვალ­მა ისე­თი დარ­გე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა, რო­გო­რი­ცაა: სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა, ლი­ტე­რა­ტუ­რა, კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა. გა­ი­მარ­თა ონ­ლა­ინ გა­მო­ფე­ნე­ბი, მას­ტერ­კ­ლა­სე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­მა მშობ­ლებს და მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს სა­კუ­თა­რი და მე­გობ­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­აც­ნეს. ფეს­ტი­ვალ­მა ხე­ლი შე­უწყო მოს­წავ­ლე­ებ­ში ერ­თ­მა­ნეთ­ზე ზრუნ­ვი­სა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მო­ხატ­ვას, მოს­წავ­ლე­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნას და გაძ­ლი­ე­რე­ბას.

ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი „მე შე­მოქ­მე­დი“ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი. ფეს­ტი­ვა­ლის თე­მე­ბი და მი­მარ­თუ­ლე­ბა კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით და­ი­ყო.

დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს კა­ლიგ­რა­ფი­ის კონ­კურ­ს­ში, აქ­ტი­ვო­ბა­ში — „მი­წე­რე ბა­რა­თი მე­გო­ბარს“; გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბი­სას კი შექ­მ­ნეს ხელ­ნა­კე­თი სა­თა­მა­შო­ე­ბი.

V კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და­ი­გეგ­მა აქ­ტი­ვო­ბე­ბი კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათ გა­და­ი­ღეს ფილ­მე­ბი მე­გობ­რო­ბა­ზე, გა­ეც­ნენ კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას, სი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ი­დან კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბამ­დე.

VI კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კი ჩა­ტარ­და მოს­წავ­ლე­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კონ­ფე­რენ­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით — „ხე­ლოვ­ნე­ბაა თა­ვად უკ­ვ­და­ვე­ბა“. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი თე­მის პი­რო­ბა იყო — ეპა­სუ­ხა კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­ხელ­წო­დე­ბის­თ­ვის.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ვში­შობ­დი რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თ­ლებ­და დის­ტან­ცი­უ­რად და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ერ­თი წლის ან­გა­რიშ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა იმ აქ­ტი­ვო­ბის, ღო­ნის­ძი­ე­ბის თუ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­ზა­ნი იყო ერ­თ­მა­ნეთ­ზე ზრუნ­ვი­სა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მო­ხატ­ვა, მოს­წავ­ლე­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა-გა­მოვ­ლე­ნა. ბავ­შ­ვე­ბი დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ეკი­დე­ბოდ­ნენ ყვე­ლა შე­თა­ვა­ზე­ბას, ინა­წი­ლებ­დ­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის როლს.

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­მა ცხად­ყო და უფ­რო მე­ტად გა­ამ­ყა­რა მო­საზ­რე­ბა, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბით მოს­წავ­ლეს ეხ­ს­ნე­ბა გზა წარ­მა­ტე­ბის­კენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები