19 აპრილი, პარასკევი, 2024

ამე­რი­კა სავ­სეა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და შე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხალ­ხი­სად­მი დიდ როლს თა­მა­შობს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ჩე­ნის­თ­ვის

spot_img

 

რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია სა­ბა ხე­ლა­ძე, Francis Marion university-ს ბიზ­ნე­სის მე­ნეჯ­მენ­ტის და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტე­ტის IV კურ­სის სტუ­დენ­ტი

მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თქვენს მკითხ­ველს გა­ვაც­ნო ჩე­მი თა­ვი. შე­ვეც­დე­ბი, არა­ფორ­მა­ლურ ფორ­მატ­ში გი­ამ­ბოთ ჩემ­ზე, თუ რო­გორ შევ­ძე­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ჩა­მოს­ვ­ლა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­მია ფან­ცუ­ლა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის ყვე­ლა იმ წარ­მა­ტე­ბა­ში, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვაღ­წიე. სკო­ლა და­მეხ­მა­რა, გა­მეც­ნო ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ყვე­ლა სფე­რო­დან, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩე­მი ინ­ტე­რე­სი, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. 15 წლის ასა­კი­დან და­ვიწყე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა (AIESEC, ევ­რო­პულ-ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ამე­რი­კუ­ლი კუთხე და სხვ.).

ლი­დერ­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა და ჩე­მი ამე­რი­კუ­ლი ოჯა­ხი

FLEX-ის პროგ­რა­მა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი, რა­მაც ჩე­მი ცხოვ­რე­ბა მკვეთ­რად შეც­ვა­ლა. ამე­რი­კა­ში წა­მოს­ვ­ლა ძა­ლი­ან დი­დი წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ყო­ველ­თ­ვის მქონ­და ინ­ტე­რე­სი, მეს­წავ­ლა სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა და წე­სე­ბი, რა­თა გა­მე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა რო­გორც პი­რა­დი ცნო­ბი­ე­რე­ბა, ასე­ვე მათ­თ­ვის გა­მეც­ნო ჩე­მი ქვე­ყა­ნა. ამე­რი­კა მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც შევ­ხ­ვ­დი და გა­ვი­ცა­ნი ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანი, მსოფ­ლი­ოს თით­ქ­მის ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ცხოვ­რე­ბის­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვით შე­მე­ხე­და.

თუ გინ­და გახ­დე ფლექ­სის სტუ­დენ­ტი, ერ­თა­დერ­თი რჩე­ვა, რაც შე­მიძ­ლია მივ­ცე მოს­წავ­ლე­ებს, ის არის, რომ, პირ­ველ რიგ­ში, მათ უნ­და გა­მო­ხა­ტონ სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რი­სად­მი ინ­ტე­რე­სი. ფლექ­სის ფი­ნა­ლის­ტო­ბის­თ­ვის არ არ­სე­ბობს ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი ფორ­მუ­ლა, ჩვენ ყვე­ლა გან­ვ­ს­ხ­ვავ­დე­ბით პი­როვ­ნუ­ლად და სწო­რედ ეს ხდის ფლექსს, და ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას, სა­ინ­ტე­რე­სოს.

ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ გა­მი­მარ­თ­ლა და სა­უ­კე­თე­სო ამე­რი­კუ­ლი ოჯა­ხი შემ­ხ­ვ­და. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, რა­თა შევ­ჩ­ვე­ო­დი ამე­რი­კულ კულ­ტუ­რას, ძა­ლი­ან გა­მი­ად­ვი­ლეს ადაპ­ტი­რე­ბა ახალ გა­რე­მოს­თან, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას­თან. ამე­რი­კა­ში ჩე­მი მე­ო­რედ ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, ამ ოჯახ­ში ვიცხოვ­რე ორი წე­ლი და შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტე, და­მო­უ­კი­დებ­ლად მეცხოვ­რა, ზუს­ტად ისე, რო­გორც თით­ქ­მის ყვე­ლა სხვა ამე­რი­კე­ლი სტუ­დენ­ტი, რა­თა და­მეგ­რო­ვე­ბი­ნა უფ­რო მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბა. დღეს­დღე­ო­ბით, ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ბურ­კე­ტე­ბის ოჯახ­თან — ის ჩე­მი მე­ო­რე ამე­რი­კუ­ლი ოჯა­ხია.

ამე­რი­კუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა

ამ­ჟა­მად ვსწავ­ლობ ფრენ­სის მე­რი­ო­ნის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სის მე­ნეჯ­მენ­ტი­სა და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტეტ­ზე. ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტებს მრა­ვა­ლი სა­ხის სტი­პენ­დი­ას სთა­ვა­ზო­ბენ, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს აკა­დე­მი­უ­რიც და ასე­ვე, სპორ­ტუ­ლიც. დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ფი­ზი­კის, ინ­ჟი­ნე­რი­ის და მა­თე­მა­ტი­კის სფე­რო­ებს, მაგ­რამ არის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი ან მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბე­ბი აქვთ, აგ­რეთ­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის არა­ნა­ი­რი სა­ხის და­ფი­ნან­სე­ბა არ აქვთ. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ხარ სტუ­დენ­ტი და ცდი­ლობ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სწავ­ლას, ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა ად­რე­ვე და­იწყო, რა­თა სა­ჭი­რო და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის უფ­რო დი­დი შან­სი გქონ­დეს. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა არ აფი­ნან­სებს საცხოვ­რე­ბელს და შე­სა­ბა­მი­სად, უნ­და წა­რად­გი­ნო ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს, რომ გაქვს ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, საკ­მა­რი­სი თან­ხა საცხოვ­რებ­ლი­სა და საკ­ვე­ბის­თ­ვის.

ამე­რი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა იმით, რომ აქ, ერ­თი შე­ხედ­ვით, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ად­ვი­ლია. სტუ­დენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას აქვს მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა — 40-45 სა­ა­თი კვი­რა­ში, რაც გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას საკ­მა­ოდ გა­მომ­წ­ვევს ხდის. მე გა­ვა­კე­თე დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ვი­მუ­შაო ჩემს სფე­რო­ში, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ბიზ­ნეს ანა­ლი­ტი­კას მო­ი­ცავს. ამ სა­ბუ­თის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ თუ გჯე­რა სა­კუ­თა­რი თა­ვის, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის და მზად ხარ, ამ რთუ­ლი ნა­ბი­ჯის გა­და­სად­გ­მე­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. დო­კუ­მენ­ტის აპ­ლი­კა­ცი­ის შე­სავ­სე­ბად და სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე და­სას­წ­რე­ბად ერ­თი წე­ლი დამ­ჭირ­და, შემ­დეგ პო­ზი­ტი­უ­რი პა­სუ­ხის მი­ღე­ბას კი­დევ ერ­თი წე­ლი ვე­ლო­დი.

დღეს­დღე­ო­ბით, ვმუ­შა­ობ „Full time“ — თით­ქ­მის 50-55 სა­ა­თი კვი­რა­ში, მე­ნე­ჯე­რად, ერთ-ერთ პო­პუ­ლა­რულ ავ­ს­ტ­რა­ლი­ულ-ამე­რი­კულ რეს­ტო­რან­ში — „Outback Steakhouse“. ვიდ­რე სტუ­დენ­ტე­ბი ამე­რი­კა­ში წა­მოს­ვ­ლას გა­დაწყ­ვე­ტენ, მზად უნ­და იყ­ვ­ნენ რთუ­ლი სა­მუ­შა­ო­სა და სას­წავ­ლო გრა­ფი­კის­თ­ვის.

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და ამე­რი­კუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ძა­ლი­ან ცო­ტა თა­ვი­სუ­ფალ დროს, რაც მე მაქვს, უმე­ტე­სად, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ. ამე­რი­კელ ახალ­გაზ­რ­დებს, რო­გორც ქარ­თ­ვე­ლებს, უყ­ვართ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გა­ტა­რე­ბა კა­ფე­ტე­რი­ებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა რეს­ტორ­ნებ­ში, სა­დაც თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვის შე­გიძ­ლია შეხ­ვ­დე სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს და გა­ეც­ნო მათ საქ­მი­ა­ნო­ბებს. ჩე­მი ამ­ჟა­მინ­დე­ლი სამ­სა­ხუ­რი სწო­რედ ერთ-ერთ ბარ­ში შე­მომ­თა­ვა­ზა უცხო პირ­მა, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე, ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რე. მას­ზე ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ვახ­დი­ნე, რომ სამ­სა­ხუ­რი შე­მომ­თა­ვა­ზა და ორ კვი­რა­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ რეს­ტო­რან­შიმ მე­ნე­ჯე­რად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. ამე­რი­კა სავ­სეა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და შე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხალ­ხი­სად­მი დიდ როლს თა­მა­შობს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ჩე­ნის­თ­ვის.

ძა­ლი­ან რთუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან შორს ყოფ­ნა. მიყ­ვარს ჩე­მი ქვე­ყა­ნა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ იგი მსოფ­ლი­ოს გა­ვაც­ნო, დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევს. ეს კი გა­დამ­წყ­ვე­ტი ფაქ­ტო­რია ჩემს ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა­ში.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები