19 მარტი, სამშაბათი, 2024

აიცრებიან თუ არა ბავშვები – Pfizer ახლა მუშაობს 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინის ეფექტურობის შეფასებაზე

spot_img

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინა რეკომენდებული არ არის.

„ბავშვებში, როგორც მოგეხსენებათ, ჯერჯერობით, არც ერთი ვაქცინა 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის. Pfizer ახლა მუშაობს 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინის ეფექტურობის შეფასებაზე. ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებული დასკვნები და რეკომენდაციები ჯანმოს არ გამოუქვეყნებია, ამდენად ველოდებით რეკომენდაციებს. როგორც კი იქნება კონკრეტული ვაქცინა ავტორიზებული ბავშვთა ასაკის პოპულაციაში გამოყენებისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ შემდეგ განვიხილავთ ამ ვაქცინის ქვეყანაში დანერგვის შესაძლებლობას, თუმცა, ჯერჯერობით ასეთი რამ არ ხდება,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები