29 მარტი, პარასკევი, 2024

ავტორიზაციის პროცესმა დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია

spot_img

გოგი თოდუა

სსიპ ზუგდიდიდს მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის დირექტორი

⇒ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

დი­რექ­ტო­რი სკო­ლა­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რია, რომ­ლის­გა­ნაც ყვე­ლა ელო­დე­ბა სკო­ლის გა­დაქ­ცე­ვას წარ­მა­ტე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად, ვი­საც ენ­დო­ბა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მ­წი­ფო.

⇒ სკო­ლის ლი­დე­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა

ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ბავ­შ­ვე­ბის სი­ცოცხ­ლე, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა და მა­თი მო­მა­ვა­ლი ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

⇒ სკო­ლის მარ­თ­ვის პრაქ­ტი­კა

სკო­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო­ში პა­ტა­რა სა­ხელ­მ­წი­ფო­სა­ვი­თაა, სა­დაც წარ­მა­ტე­ბა მი­იღ­წე­ვა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბით.

ღი­ა­ო­ბა­ზე, სა­ჯა­რო­ო­ბა­ზე, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, თა­ნას­წო­რო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სას­კო­ლო სის­ტე­მა მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. არ არ­სე­ბობს პრობ­ლე­მა, რომ­ლის გა­დაჭ­რაც, დღეს, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ შე­ეძ­ლოს გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბით, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის პრინ­ცი­პით.

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ რუ­ხის სა­ჯა­რო სკო­ლა წარ­მა­ტე­ბით მო­ნა­წი­ლო­ებს სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფორ­მა­ლურ და არა­ფორ­მა­ლურ პრო­ექ­ტ­ში, რომ­ლის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბაა, მათ შო­რის: „USAID სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა“, SHE’s GREAT! (კლუ­ბი „გენ­დე­რი და ჩე­მი გა­რე­მო“) — ტრე­ნინ­გე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის 5-წლი­ა­ნი პროგ­რა­მა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და ინო­ვა­ცი­ე­ბის ცენ­ტ­რ­თან ერ­თად სკო­ლის ტექ­ნოკ­ლუ­ბე­ბის 3-წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პრო­ექ­ტი „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა სკო­ლებ­ში“, „ტვი­ნე­ბის ბრძო­ლა“ — გუნ­დუ­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­ში, ეტა­ლო­ნი გა­ნათ­ლე­ბა; ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ აშშ-ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან „მშვი­დო­ბის კორ­პუ­სი“, ასე­ვე ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს­თან კავ­კა­სი­ა­ში და ა.შ. წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ სას­კო­ლო საგ­ნობ­რივ თუ სპორ­ტულ ოლიმ­პი­ა­დებ­ში, ჩვე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის 90%, ყო­ველ წელს, წარ­მა­ტე­ბით აბა­რებს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს, წელს ათ­მა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­მა აიღო სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში.

⇒ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა

დი­რექ­ტორ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ამ ორი რგო­ლის მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხი სკო­ლა­ში. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს რო­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, მარ­თა­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მზა­ო­ბის მხრივ ვაწყ­დე­ბით პრობ­ლე­მებს, თუმ­ცა მა­თი დაძ­ლე­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ,დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო უმაღ­ლე­სი არ­ჩე­ვი­თი ორ­გა­ნოა სკო­ლა­ში, ის ამ­ტ­კი­ცებს სკო­ლის ბი­უ­ჯეტს, ში­ნა­გა­ნა­წესს, ითან­ხ­მებს სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მას, აკომ­პ­ლექ­ტებს დის­ციპ­ლი­ნა­რულ კო­მი­ტეტს, ირ­ჩევს სკო­ლის დი­რექ­ტორს და ა.შ. მგო­ნი, ამით ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქ­ვა­მია.

⇒ ზრდის თუ არა დღეს სკო­ლა აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ებს

შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ გა­და­სა­ხე­დია და ასე მარ­ტი­ვად დი­აგ­ნოზს ვერ დას­ვამ. თუმ­ცა, და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო თუ სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის დო­ნე­ზე, ბევ­რად წი­ნაა წა­სუ­ლი დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წი­ნა წლებ­თან შე­­და­რებით.

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტ­ში და ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ნათ­ლა­დაა მო­ცე­მუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც სკო­ლას წარ­მა­ტე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აქ­ცევს.

შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დღე­ვან­დე­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბებს აღ­წე­ვენ რო­გორც ქვეყ­ნის ში­და, ასე­ვე გა­რე შრო­მით ბაზ­რებ­ზე, ეს შე­იძ­ლე­ბა საწყის ნა­ბი­ჯე­ბად ჩავ­თ­ვა­ლოთ, აგ­რეთ­ვე ისიც, რომ ქრე­ბა გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი. გვყავს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს სწავ­ლო­ბენ თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში, პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მო­მა­ვა­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი, მფრი­ნა­ვი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რი ფეხ­ბურ­თ­ში, მოქ­მე­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი კრივ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის გუნ­დის კა­პი­ტა­ნი რაგ­ბ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რი მძლე­ოს­ნო­ბა­ში და ა.შ. ეს პრო­ფე­სი­ე­ბი მა­თი არ­ჩე­ვა­ნი იყო, ხო­ლო სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ხე­ლი შე­უწყო მათ მომ­ზა­დე­ბას და ბო­ლომ­დე მა­თი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, გა­ვი­ზი­ა­რებთ მათ წარ­მა­ტე­ბას.

⇒ სკო­ლის დი­რექ­ტო­რის პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის ხელ­შეწყო­ბა ჯერ კი­დევ და­პა­უ­ზე­ბუ­ლია…

მთლად ასე ვერ ვიტყ­ვით… დი­რექ­ტო­რი თვი­თო­ნაც უნ­და ზრუ­ნავ­დეს პრო­ფე­სი­ულ ზრდა­სა და წინ­ს­ვ­ლა­ზე. სას­კო­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა ისე­დაც ზრდის დი­რექ­ტორს, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დერს. ასე­ვე, პე­რი­ო­დუ­ლად, დი­რექ­ტო­რე­ბი გა­დი­ან პრო­ფე­სი­ულ ტრე­ნინ­გებს. ვფიქ­რობ, დი­რექ­ტო­რი უფ­რო სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო დო­ნე­ზე უნ­და იყოს და­ცუ­ლი და, ასე­ვე, მი­სი შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბაც პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი უნ­და იყოს.

⇒ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის რო­ლი ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ულ ორ­გა­ნოს — რე­სურ­ს­ცენტრს, ალ­ბათ, მე­ტი უფ­ლე­ბე­ბი უნ­და ჰქონ­დეს, რომ უკეთ გა­მო­ხა­ტოს სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა სა­კითხ­ში და ყვე­ლა დო­ნე­ზე.

⇒ სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია

2022 წლის 30 მარტს „გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა (ამოქ­მე­დე­ბის თა­რი­ღი — 2022 წლის 06 აპ­რი­ლი), რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გა­ნახ­ლ­და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა: ა) სკო­ლის ფი­ლო­სო­ფი­ას, ბ) სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუმს, გ) სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ მხარ­და­ჭე­რას, დ) მოს­წავ­ლე­თა მხარ­და­ჭე­რას.

სკო­ლე­ბი, ყო­ველ 3 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, ისე­დაც გავ­დი­ო­დით თვით­შე­ფა­სე­ბას. უბ­რა­ლოდ, დღეს გვთხო­ვენ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დ­გე­ნას და იმის აღ­წე­რას, რო­გორ ახერ­ხებს სკო­ლა ამ ყვე­ლაფ­რის პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ამ მო­ცუ­ლო­ბის მა­სა­ლის დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რად და­მუ­შა­ვე­ბა, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია მთელ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ზე, რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნი იყო, თუმ­ცა, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია.

ავ­ტო­რი­ზა­ცია მთლი­ა­ნო­ბა­ში აწეს­რი­გებს სის­ტე­მას და ერ­თ­გ­ვა­რი ორი­ენ­ტი­რია მო­წეს­რი­გე­ბულ, წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. გა­მო­იკ­ვე­თა, ასე­ვე, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და, პირ­ველ რიგ­ში, ის, რომ უნ­და ვის­წავ­ლოთ, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გზით, იმის დო­კუ­მენ­ტად გარ­დაქ­მ­ნა, რა­საც სას­კო­ლო პრაქ­ტი­კა­ში ვა­კე­თებთ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები