19 მარტი, სამშაბათი, 2024

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ახ­ლე­ბუ­რი გა­აზრე­ბა

spot_img

მიმ­დი­ნა­რე წლის და­საწყის­ში, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე კა­ხა­ბერ ერა­ძე იმ სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა, რაც ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. აქ­ცენ­ტი სა­ჯა­რო სკო­ლებ­ზე გა­კეთ­და და გა­და­უ­დე­ბელ აუცი­ლებ­ლო­ბად მა­თი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­კითხი და­სა­ხელ­და. გა­სუ­ლი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. ბა­ტონ კა­ხას ვთხო­ვეთ, უფ­რო დე­ტა­ლუ­რად მო­ეთხ­რო ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ.

სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბა სკო­ლებ­ში

2026-27 სას­წავ­ლო წლის და­საწყი­სის­თ­ვის ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა უნ­და ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­დეს ავ­ტო­რი­ზე­ბულ რე­ჟიმ­ში. ასე­თია კა­ნო­ნის მოთხოვ­ნა და მი­სი შეს­რუ­ლე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, უზარ­მა­ზა­რი გა­მოწ­ვე­ვაა არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ცენ­ტ­რის, არა­მედ მთლი­ა­ნად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის. ჩვენ წი­ნა­შე დგას ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის არა მხო­ლოდ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვის, არა­მედ სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბის ამო­ცა­ნა, რო­მე­ლიც ერ­თ­ნა­ი­რად უნ­და შე­ე­ხოს სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლებს.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბით ხში­რად გა­ი­გო­ნებთ, რომ ეს არის სკო­ლის მე­ნეჯ­მენ­ტის მო­დე­ლის ცვლი­ლე­ბა. ვგუ­ლის­ხ­მობთ თუ არა ორ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ რე­ფორ­მას, რო­ცა ვსა­უბ­რობთ სკო­ლის მე­ნეჯ­მენ­ტის ცვლი­ლე­ბა­სა და, ზო­გა­დად, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ცვლი­ლე­ბა­ზე? იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სკო­ლის მე­ნეჯ­მენ­ტის მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ცია სხვა არა­ფე­რია, თუ არა ყო­ველ­დღი­უ­რი ზრუნ­ვა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბის­თ­ვის, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სკო­ლის მე­ნეჯ­მენ­ტის მო­დე­ლის ცვლი­ლე­ბა სწო­რედ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბაა. ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ მე­ქა­ნიზმს კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას ვუ­წო­დებთ. ასე რომ, სკო­ლის მე­ნეჯ­მენ­ტის მო­დე­ლის ცვლი­ლე­ბა სხვა არა­ფე­რია თუ არა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­კითხე­ბის ახ­ლე­ბუ­რი გა­აზ­რე­ბა.

ამ ცვლი­ლე­ბას სა­ფუძ­ვ­ლად და­ე­დე­ბა რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი, მათ შო­რის, ახა­ლი თა­ო­ბის ესგ-ს და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სის­თ­ვის ხელ­შეწყო­ბა და და­ნერ­გ­ვის მას­შ­ტა­ბე­ბის გაზ­რ­და. არის ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კითხი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის პრო­ცეს­ში მუ­დამ მხედ­ვე­ლო­ბის არე­ში გვექ­ნე­ბა. პირ­ვე­ლი ისევ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლია“ (ანუ მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ), თა­ვი­სი პროგ­რე­სუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბით, მი­საღ­წე­ვი სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბის ახ­ლე­ბუ­რი გა­აზ­რე­ბით. ეს არის ის, რა­საც, ალ­ბათ, სის­ტე­მის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თ­ვის ელ­ტ­ვოდ­ნენ. დღეს შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად ვთქვათ, რომ ამ ახა­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მის და­ნერ­გ­ვა, დაწყე­ბით და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რებ­ზე სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ახ­ლა სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე ვსა­უბ­რობთ და სწო­რედ რომ დრო­უ­ლია (თუ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი არა) ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბა­ზე ფიქ­რი. ეს ორი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა უნ­და გა­ვი­აზ­როთ რო­გორც პა­რა­ლე­ლუ­რი პრო­ცე­სი, რო­ცა ერ­თი მე­ო­რეს ავ­სებს და თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­მიჯ­ნო, სად იწყე­ბა ერ­თი და სად მთავ­რ­დე­ბა მე­ო­რე. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვამ­ბობ, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ეს არის ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის და­ნერ­გ­ვი­სათ­ვის ხელ­შემ­წყო­ბი პრო­ცე­სი და აუცი­ლე­ბე­ლია მი­სი სინ­ქ­რო­ნუ­ლად წარ­მარ­თ­ვა სის­ტე­მურ დო­ნე­ზე. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი რე­ფორ­მა, ისიც წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თ­ვი­საა გან­წი­რუ­ლი.

ავ­ტო­რი­ზა­ცია — გან­ვი­თა­რე­ბის მუდ­მი­ვი პრო­ცე­სი

წარ­მა­ტე­ბის თა­ვი და თა­ვი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის, რო­გორც კონ­ცეფ­ცი­ის ახ­ლე­ბუ­რი გა­აზ­რე­ბაა. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ჩვენ უკ­ვე გვაქვს პრო­ფე­სი­ულ და უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში. თუმ­ცა, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მოგ­ვიხ­დე­ბა, პრო­ცესს უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რად შევ­ხე­დოთ, 2300-მდე სკო­ლას ვგუ­ლის­ხ­მობ. ავ­ტო­რი­ზა­ცია არ არის ერ­თ­ჯე­რა­დი აქ­ტი (რო­გორც ამას ზო­გი­ერ­თი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი თუ გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი გა­ნი­ხი­ლავს), რო­ცა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, სკო­ლა მომ­დევ­ნო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებს ამ სტა­ტუსს. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ახა­ლი გა­აზ­რე­ბა სულ სხვაგ­ვა­რია — ეს არის მუდ­მი­ვი (უწყ­ვე­ტი) გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სის და­საწყი­სი. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბით რა­ი­მე კი არ მთავ­რ­დე­ბა, არა­მედ იწყე­ბა — ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის.

ავ­ტო­რი­ზა­ცია ჩვენ უნ­და გა­ვი­გოთ, რო­გორც შე­სა­ბა­მი­სო­ბა აუცი­ლე­ბელ სტან­დარ­ტებ­თან, რომ სკო­ლამ შეძ­ლოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბა. აქ სკო­ლის წი­ნა­შე დგე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ამო­ცა­ნა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად უჩ­ვე­ნოს პროგ­რე­სი. სწო­რედ ამას გუ­ლის­ხ­მობს სკო­ლის მე­ნეჯ­მენ­ტის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა — ავ­ტო­რი­ზე­ბულ სივ­რ­ცე­ში შე­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თვით­შე­ფა­სე­ბა სტან­დარ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბით და და­გეგ­მოს გან­ვი­თა­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ეს ყო­ველ­წ­ლი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, თუმ­ცა, არც ცენ­ტ­რი და არც სხვა რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნო არ ითხოვს სკო­ლის­გან თვით­შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენტს. ეს არის ორი­ენ­ტი­რი სკო­ლის­თ­ვის, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით სჭირ­დე­ბა მას ინ­ვეს­ტი­ცია შეზღუ­დუ­ლი ფი­ნან­სუ­რი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის პი­რო­ბებ­ში. რაც უფ­რო რე­ა­ლის­ტუ­რი იქ­ნე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბა, მით უფ­რო სწო­რად წა­რი­მარ­თე­ბა ძა­ლის­ხ­მე­ვა თვით­შე­ფა­სე­ბით გა­მოკ­ვე­თი­ლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­უ­სა­ბა­მო­ბის და­საძ­ლე­ვად. წლი­დან წლამ­დე, სკო­ლის თვით­შე­ფა­სე­ბი­დან ნათ­ლად უნ­და გა­მოჩ­ნ­დეს სკო­ლის პროგ­რე­სი, მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცია სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს არის სკო­ლის ავ­ტო­რი­ზე­ბულ რე­ჟიმ­ში დარ­ჩე­ნის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა.

რა ქნან იმ სკო­ლებ­მა, რომ­ლებ­საც, შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ სტან­დარ­ტებ­თან სრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბა ჰქონ­დეთ

დარ­წ­მუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ სრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბა არ გა­მო­რიცხავს სტან­დარ­ტის ზე­მოთ კი­დევ უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბას. არას­დ­როს არ უნ­და თქვას სკო­ლის მე­ნეჯ­მენ­ტ­მა, რომ ამ ნა­წილ­ში გან­ვი­თა­რე­ბის არა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ არის, მაქ­სი­მუ­მი მიღ­წე­უ­ლია. ეს არას­წო­რი მე­ნეჯ­მენ­ტი და არას­წო­რი ხედ­ვაა, გან­ვი­თა­რე­ბა არას­დ­როს მთავ­რ­დე­ბა, ის მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია. და­ბო­ლოს, კი­დევ ერ­თხელ ვიტყ­ვი, ავ­ტო­რი­ზა­ცია არ არის ერ­თ­ჯე­რა­დი აქ­ტი ან საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა — ავ­ტო­რი­ზა­ცია სკო­ლის შიგ­ნით გან­ვი­თა­რე­ბის მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია.

ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა, რო­გორც სკო­ლის უწყ­ვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბა

მე­ო­რე დი­დი თე­მა, რო­მე­ლიც ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ რე­ფორ­მა­ში, სკო­ლის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის ხა­რის­ხის გაზ­რ­დაა. დღეს სკო­ლებს საკ­მა­ოდ ბევ­რი შემ­ზღუ­და­ვი რე­გუ­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში უწევთ მუ­შა­ო­ბა. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში იმ­დე­ნად რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია ცალ­კე­უ­ლი სფე­რო, რომ მე­ნეჯ­მენ­ტი­სათ­ვის თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რ­ცეც აღარ რჩე­ბა სკო­ლის შიგ­ნით. და ეს, რა თქმა უნ­და, სის­ტე­მის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, რად­გან სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის ხა­რის­ხი მი­სი მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. სკო­ლა უნ­და გახ­დეს პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ზე, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში იგი დარ­ჩე­ბა უსიტყ­ვო შემ­ს­რუ­ლებ­ლად და ვე­რა­სო­დეს შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის წარ­მო­ჩე­ნას, რაც, თა­ვის მხრივ ნიშ­ნავს იმას, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე სა­სა­უბ­როც არა­ფე­რი გვექ­ნე­ბა. ერ­თ­მა ჩემ­მა კო­ლე­გამ, სკო­ლე­ბის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის სა­კითხ­ზე სა­უბ­რი­სას, ბრძა­ნა — მა­შინ ფრთას გაშ­ლის სკო­ლა და სულ სხვა სი­მაღ­ლე­ზე ავაო. დი­ახ, ასეა, ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა სწო­რე­დაც ფრთის გაშ­ლაა სკო­ლის­თ­ვის და ჩვენ ამას ხე­ლი უნ­და შე­ვუწყოთ. სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მი ის სფე­როა, სა­დაც მე­ტი კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის შე­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა. სას­წავ­ლო გეგ­მი­სად­მი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მა ხომ ბევრ რა­მეს გუ­ლის­ხ­მობს, მათ შო­რის: სწავ­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბის შე­მო­ტა­ნას, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბას, სა­ავ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის შექ­მ­ნას.

ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხა­დია, რომ რე­ფორ­მას სულ სხვა დო­ნის რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის სა­ხით. დღეს ცო­ტა ად­რეა ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ, ზო­გა­დად გეტყ­ვით, რომ სწო­რედ ამ მიზ­ნით, მას­შ­ტა­ბურ ცვლი­ლე­ბებს ვგეგ­მავთ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე მე­ქა­ნიზ­მებ­ში, ეს შე­ე­ხე­ბა ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუსს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც სკო­ლებ­ში უნ­და უზ­რუნ­ველ­ყონ ხა­რის­ხის მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა; რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებს, ვგუ­ლის­ხ­მობ მა­თი რო­ლი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ახ­ლე­ბურ გა­აზ­რე­ბას, გარ­კ­ვე­უ­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბით აღ­ჭურ­ვას, რომ რე­სურ­ს­ცენტრს რე­ა­ლუ­რად ედოს ხე­ლი სკო­ლის პულ­ს­ზე და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სკო­ლის მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტერ­ვენ­ცია, ან გა­და­ა­მი­სა­მარ­თოს შე­სა­ბა­მის ინ­ს­ტან­ცი­ა­ში. ერ­თი სიტყ­ვით, სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ეს რგო­ლი უფ­რო აქ­ტი­უ­რად უნ­და ჩა­ერ­თოს სა­კითხე­ბის გა­დაჭ­რა­ში.

რამ­დე­ნად არი­ან სკო­ლე­ბი მზად ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­სავ­ლე­ლად

ეს შე­კითხ­ვა ხში­რად ის­მის. ჩვენ, ამ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ჯა­რო სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნელს შევ­ხ­ვ­დით. ამი­ტომ შე­მიძ­ლია, და­ბე­ჯი­თე­ბით გითხ­რათ, რომ მა­თი დი­დი ნა­წი­ლი მზა­დაა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­სავ­ლე­ლად. არც ისაა არა­ვის­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო, რომ მუდ­მი­ვად გა­და­ვა­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი ჰქონ­დეს, მზად არი­ან მი­ი­ღონ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და ჩა­ერ­თონ მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. მარ­თა­ლია, ამ პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ისე­დაც არი­ან — გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი, სის­ტე­მა­ტუ­რად სთა­ვა­ზო­ბენ მათ სი­ახ­ლე­ებს, მაგ­რამ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რომ ჩვე­ნი ცენ­ტ­რი, ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ით და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის ახ­ლე­ბუ­რი გა­აზ­რე­ბით, სა­ჯა­რო სკო­ლებს სულ სხვა პლატ­ფორ­მას და სივ­რ­ცეს შე­უქ­მ­ნის ცვლი­ლე­ბე­ბის კომ­პ­ლექ­სუ­რად გან­ხილ­ვი­სა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის.

ასე რომ, სკო­ლე­ბის მზა­ო­ბის მხრივ, მჯე­რა, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იქ­ნე­ბა, მთა­ვა­რია, ჩვენ შევ­ძ­ლოთ ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად და უშეც­დო­მოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. თქვენ იცით, რამ­დე­ნად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სპექ­ტ­რი, თუნ­დაც ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არი­ან სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხით, რე­პუ­ტა­ცი­ით, სკო­ლის ფი­ლო­სო­ფი­ის სწო­რი გა­აზ­რე­ბით ნამ­დ­ვი­ლად არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან ოფი­ცი­ა­ლუ­რად ავ­ტო­რი­ზა­ცია და­დას­ტუ­რე­ბულ სკო­ლებს. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, სკო­ლე­ბის მზა­ო­ბის კუთხით, რა­ი­მე შე­ფერ­ხე­ბას არ ვე­ლი, აქ მთა­ვა­რია მას­შ­ტა­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი და­საძ­ლე­ვია. სწო­რედ ამი­ტომ გა­ნი­საზღ­ვ­რა სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის, კა­ნონ­მ­დებ­ლე­ბის მი­ერ, 6 წე­ლი.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის მზა­დე­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი

ბუ­ნებ­რი­ვია, წლე­ბის მი­ხედ­ვით გა­წე­რი­ლია ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. მიმ­დი­ნა­რე წე­ლი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­მარ­თ­ვას და­ეთ­მო­ბა, რაც უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია. გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი და დე­ტა­ლუ­რი მსჯე­ლო­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რებ­თან, კერ­ძო სკო­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ჯგუფ­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან… უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვებ­ში აშ­კა­რა იყო შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის სრუ­ლი გა­ზი­ა­რე­ბა, მაგ­რამ იყო და­მა­ტე­ბი­თი კითხ­ვე­ბიც სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის მხრი­დან, რო­მელ­თა ნა­წი­ლი სცდე­ბა ცენ­ტ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ას, მაგ­რამ ვპირ­დე­ბი მათ, რომ არც ერ­თი კითხ­ვა არ დარ­ჩე­ბა პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი და არც ერ­თი შე­ნიშ­ვ­ნა — გა­ნუ­ხილ­ვე­ლი.

მი­მაჩ­ნია, რომ რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ სრუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სე­სუ­სის პი­რო­ბებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, იმი­ტომ რომ გა­ნათ­ლე­ბა და აღ­ზ­რ­და ვინ­მეს კომ­პე­ტენ­ცია, სა­კუთ­რე­ბა ან პრე­რო­გა­ტი­ვა კი არა, მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა — რო­გო­რიც იქ­ნე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა, ისე­თი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბაც. და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რე­ფორ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე, ესაა მოს­წავ­ლის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, რა თქმა უნ­და, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ იგი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის უმე­ტე­სო­ბის­თ­ვის იყოს მი­სა­ღე­ბი, მაგ­რამ თუ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დ­გე­ბით, ეს იქ­ნე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უპა­სუ­ხებს მოს­წავ­ლის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებს.

მო­მა­ვა­ლი წე­ლი პი­ლო­ტი­რე­ბის და­საწყი­სი და ექ­ს­პერ­ტ­თა ახა­ლი თა­ო­ბის შერ­ჩე­ვის, მა­თი ას­პა­რეზ­ზე გა­მოს­ვ­ლის წე­ლი იქ­ნე­ბა. ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის მომ­ზა­დე­ბაც აუცი­ლე­ბე­ლია ასეთ მას­შ­ტა­ბურ საქ­მეს­თან შე­სა­ჭი­დებ­ლად. აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი მი­ე­ნი­ჭე­ბა პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფო­ორ­მა­ციო სის­ტე­მას. 2023 წლი­დან კი, და­ვიწყებთ სკო­ლე­ბის ეტა­პობ­რივ ჩარ­თ­ვას ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში. პირ­ველ ეტაპ­ზე პრო­ცე­დუ­რას ის სკო­ლე­ბი გა­ივ­ლი­ან, რო­მელ­თა თვით­შე­ფა­სე­ბა მა­ღა­ლი დო­ნის შე­სა­ბა­მი­სო­ბას გვიჩ­ვე­ნებს სტან­დარ­ტებ­თან, უფ­რო და­ბა­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბის მქო­ნე სკო­ლე­ბის­თ­ვის კი მთე­ლი 4 წე­ლი გვექ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­საყ­ვა­ნად.

მეს­მის, რომ მი­ზა­ნი საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რია, მაგ­რამ რე­ა­ლის­ტურ დრო­ზეა გათ­ვ­ლი­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი. რე­ფორ­მას ჩვენ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი, გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვით გა­ვუძღ­ვე­ბით. გვი­ხა­რია, რომ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბაც იზი­ა­რებს ნო­ვა­ტო­რულ, პროგ­რე­სულ მიდ­გო­მებს. ვფიქ­რობ, სწო­რედ ასეთ გარ­და­ტე­ხას ელის ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ­ლის მო­ლო­დი­ნიც აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მარ­თ­ლ­დეს.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები