წუწაობის ტრადიცია თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში

0
686
თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში წლების განმავლობაში დამკვიდრდა წუწაობის ტრადიცია, რომელიც მეოთხეკურსელ სტუდენტებს უნივერსიტეტში სწავლის დასრულების ხმაურიანად აღნიშვნის საშუალებას აძლევს ამ დღეს სტუდენტები ერთმანეთს, ლექტორებს და ადმინისტრაციის წევრებს დაუნდობლად წუწავენ.
წუწაობის ტრადიცია თავდაპირველად თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში (ESM) ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, ამ ინიციატივას სხვა პროგრამების სტუდენტებიც შეუერთდნენ. დღესდღეობით წუწაობის ტრადიცია უკვე მთლიანად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტური კულტურის ნაწილი გახდა
წელსაც სტუდენტები პროგრამების მიხედვით სხვადასხვა ფერი მაისურებით, მაისურებზე საგულდაგულოდ შერჩეული წარწერებითა და წყლით სავსე იარაღით შეიკრიბნენ კახა ბენდუქიძის კამპუსში

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ