13 ოქტომბერი, კვირა, 2024

ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე აღარ ფიქ­რო­ბენ

spot_img

ირ­მა ბრეგ­ვა­ძე – სსიპ ქა­ლაქ ახალ­ცი­ხის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, 2019-20 სას­წავ­ლო წლის ახალ­ცი­ხის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი

და­ვამ­თავ­რე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ­ცი­ხის ფი­ლი­ა­ლის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლის სპე­ცი­ა­ლო­ბით. 2014 წელს გავ­ხ­დი ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი. 2020 წელს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მო­მე­ნი­ჭა.

ჩე­მი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა 30 წელ­ზე მეტს ით­ვ­ლის და 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის მიზ­ნით დაწყე­ბულ პროგ­რა­მებს უკავ­შირ­დე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, სა­დაც რუ­სი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა შვი­ლე­ბი სწავ­ლობ­დ­ნენ. ორი წლის შემ­დეგ, ახალ­ცი­ხის №3 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ, სა­დაც დღემ­დე ვაგ­რ­ძე­ლებ მუ­შა­ო­ბას. რთული პე­რი­ოდი იყო, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­ცა და მოს­წავ­ლე­ე­ბიც უნ­დობ­ლად გვი­ყუ­რებ­დ­ნენ. ენა არ ვი­ცო­დი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ვერ ვამ­ყა­რებ­დი, ამი­ტომ მიზ­ნად და­ვი­სა­ხე თა­ვა­დაც მეს­წავ­ლა სომ­ხუ­რი ენა და წე­რა-კითხ­ვა, რი­თაც ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი და მო­ტი­ვა­ტო­რი გავ­ხ­დე­ბო­დი. ვის­წავ­ლე ან­ბა­ნი და, უკეთ და­მახ­სოვ­რე­ბის მიზ­ნით, ქარ­თულ ლექ­სებს სომ­ხუ­რი ასო­ე­ბით ვწერ­დი. მოს­წავ­ლე­ებს ეს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ათ და დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო ჩემ­თ­ვის, რომ, მოკ­ლე დრო­ში, მა­თი გულ­წ­რ­ფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა და­ვიმ­სა­ხუ­რე. ის მძი­მე წლე­ბი დი­დი ხა­ნია უკან მო­ვი­ტო­ვეთ და ახ­ლა ისე გა­დის დრო, სომ­ხუ­რად სიტყ­ვის თქმაც კი აღარ მჭირ­დე­ბა. თუ რა­ი­მეს სომ­ხუ­რად წა­ვი­კითხავ, გა­ო­ცე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით მი­ყუ­რე­ბენ და მე­კითხე­ბი­ან: — „მას­წავ­ლე­ბე­ლო, თქვენ სომ­ხუ­რი იცით?“

მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბი­დან მა­ლე­ვე მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს სწო­რედ ის საქ­მეა, რო­მელ­საც სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ხა­ლი­სით ვა­კე­თებ. დღეს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის მი­მართ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. აღარ ფიქ­რო­ბენ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე. ისი­ნი თა­ვი­დან ახალ­ცი­ხის, ხო­ლო ახ­ლა თბი­ლი­სის სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ირ­ჩე­ვენ ცოდ­ნის გა­საღ­რ­მა­ვებ­ლად. ამა­ში ხელს უწყობს მათ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა. მა­ხა­რებს ისიც, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბის გარ­და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი მუ­დამ მზად­ყოფ­ნა­ში არი­ან, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში და კლას­ში თუ კლა­სის გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ი­ყე­ნონ და ამ გზით გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ ენის ფლო­ბის დო­ნე. ამი­ტომ აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­ში, კონ­კურ­ს­სა და ოლიმ­პი­ა­და­ში. მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ პრო­ექ­ტ­ში „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი“ ორ­ჯერ მო­ვი­პო­ვე და­ფი­ნან­სე­ბა და სკო­ლა­ში დღემ­დე არ­სე­ბობს „თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რი“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნილ თო­ჯი­ნებს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­შიც აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებთ დაწყე­ბით კლა­სებ­ში და გაკ­ვე­თი­ლე­ბი უფ­რო სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­დის.

ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, მოს­წავ­ლე­ებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ნი­ჭი და უნა­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნო, ხე­ლი შე­ვუწყო მათ გან­ვი­თა­რე­ბას და შევ­ძ­ლო და­ფა­რუ­ლი ნი­ჭის რეა­ლი­ზე­ბა. ამი­ტომ ჩემს უდი­დეს წარ­მა­ტე­ბად მი­მაჩ­ნია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ კონ­კურ­ს­ში „ჩე­მი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რო­ლი“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, სა­დაც ჩე­მი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი III საპ­რი­ზო ად­გი­ლი­თა და 1000 ლა­რით და­ჯილ­დოვ­დ­ნენ; ამას მოჰ­ყ­ვა კონ­კურ­სი „სას­კო­ლო თე­ატ­რა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის“ ფეს­ტი­ვა­ლი თბი­ლის­ში, სა­დაც ჟი­უ­რის სიმ­პა­თია, სი­გე­ლე­ბი და თბი­ლის­ში ექ­ს­კურ­სია და­ვიმ­სა­ხუ­რეთ.

ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის ერთ-ერ­თი წი­ნა­პი­რო­ბაა ქარ­თ­ველ ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ამ მიზ­ნით, კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ქა­ლაქ ახალ­ცი­სის №5 და ქუ­თა­ი­სის №31 სკო­ლებ­თან და­დე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბის მე­მო­რან­დუ­მი, რო­მ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც არაერთ  ღო­ნის­ძი­ე­ბას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი სტუმ­რობ­დ­ნენ და შემ­დეგ მას­პინ­ძ­ლობ­დ­ნენ ქუ­თა­ი­სელ თა­ნა­ტო­ლებს. გა­ეც­ნენ ერ­თ­მა­ნე­თის ტრა­დი­ცი­ებ­სა და წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს. მო­აწყ­ვეს ექ­ს­კურ­სი­ე­ბი ქუ­თა­ის­სა და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, სა­დაც ქარ­თ­ველ ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად შე­ის­წავ­ლეს და შე­ას­რუ­ლეს სიმ­ღე­რე­ბი, ცეკ­ვე­ბი, გა­ეც­ნენ ქარ­თ­ველ და სო­მეხ მწე­რალ­თა შე­მოქ­მე­დე­ბას. და­მე­გობ­რ­დ­ნენ და დღემ­დე აგ­რ­ძე­ლე­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბას.

„არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მას“, 2016 წელს კონ­კურ­სის შე­დე­გად შე­ვუ­ერ­თ­დი და ისევ ჩემს სკო­ლა­ში, უკ­ვე კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლის რან­გ­ში, გა­ვაგ­რ­ძე­ლე საქ­მი­ა­ნო­ბა. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ საქ­მე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დის წევ­რი ვარ, რო­მელ­საც უდი­დე­სი წვლი­ლი შე­აქვს სრულ­ფა­სო­ვა­ნი, ტო­ლე­რან­ტი, სამ­შობ­ლოს მოყ­ვა­რუ­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­და­ში.

სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნა რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის და ენის გა­რე­შე სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცია წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ეს ყვე­ლას­თ­ვის ცხა­დია და ამა­ზე აღა­რა­ვინ დავ­ობს. ისიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩე­მი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლა­ში შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით აგ­რ­ძე­ლე­ბენ სწავ­ლას ქარ­თულ სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით; ეუფ­ლე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ას. წარ­მა­ტე­ბით ამ­თავ­რე­ბენ  და პრო­ფე­სი­ო­ნალ ექი­მე­ბად, ინ­ჟინ­რე­ბად, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბად, მას­წავ­ლებ­ლე­ბად უბ­რუნ­დე­ბი­ან სა­კუ­თარ კუთხეს, ან კა­რი­ე­რის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად დე­და­ქა­ლაქ­ში ან ევ­რო­პა­ში მი­დი­ან. ამით მათ სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­აქვთ ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მა­თი სა­ხით სა­ქარ­თ­ვე­ლოს არა მარ­ტო კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, არა­მედ კარ­გი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჰყავს.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ქალბატონი სუსანა აკოფოვა, პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე, სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი და ხელ­შემ­წყო­ბია. ამი­ტომ სკო­ლა უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­შია ჩარ­თუ­ლი და წარ­მა­ტე­ბა­საც ვაღ­წევთ. კო­ლექ­ტი­ვიც კარ­გი და შრო­მის­მოყ­ვა­რეა, ამი­ტომ ყო­ველ­თ­ვის ისე­თ პრო­ექ­ტებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­თა კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბას უწყობს ხელს.

 

არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვ­ნიშ­ნო პროგ­რა­მის წვლი­ლი ჩე­მი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თა წარ­მა­ტე­ბა­სა და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ში. სწო­რედ პროგ­რა­მის ენის კურ­სის დამ­სა­ხუ­რე­ბაა (რო­მელ­საც კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი ვუძღ­ვე­ბით), რომ ყვე­ლა ცდი­ლობს სრულ­ყო­ფი­ლად შე­ის­წავ­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო ენა და წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს. სკო­ლა­ში, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­სა და ნდო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. კო­ლე­გე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ სი­ახ­ლე­ებს, გა­მოც­დი­ლე­ბას, გან­ვი­ხი­ლავთ ხარ­ვე­ზებს, ვგეგ­მავთ სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლებს, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ პრო­ექ­ტებს და სწო­რედ ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ უმე­ტე­სო­ბას უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. პრო­ექ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ისიც, რომ დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლის, თა­მარ ჩი­ლინ­გა­რაშ­ვი­ლის თა­ოს­ნო­ბით, ეროვ­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ 500 ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­კითხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა სა­ჩუქ­რად გად­მოგ­ვ­ცა და მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ შე­არ­ჩი­ონ და ქარ­თულ ენა­ზე გა­ეც­ნონ სხვა­დას­ხ­ვა მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას.

მიმაჩნია, რომ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში ბევ­რი სა­სი­კე­თო და სა­სარ­გებ­ლო საქ­მე კეთ­დე­ბა, რაც ხელს უწყობს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ას და მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ცოდ­ნის ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში გა­მო­ყე­ნე­ბას.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები