19 ივლისი, პარასკევი, 2024

შეხ­ვედ­რა ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურ­თან

spot_img

25 მა­ისს, ამაღ­ლე­ბის დღეს, დე­დოფ­ლის­წყა­როს სას­წავ­ლო ცენტრ „სპექ­ტ­რ­ში“, გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რა ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურ­თან. სო­ფელ ხორ­ნა­ბუ­ჯის სა­ჯა­რო სკო­ლის უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას ფრთა შე­ას­ხა სას­წავ­ლო ცენ­ტ­რის „სპექ­ტ­რი“ დი­რექ­ტორ­მა, ნუ­ნუ ცა­კაშ­ვილ­მა. იგი თა­ვად უძღ­ვე­ბო­და ამ შთამ­ბეჭ­დავ სა­ღა­მოს. შეხ­ვედ­რას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ სო­ფელ ხორ­ნა­ბუ­ჯის, სო­ფელ სამ­რეკ­ლოს, ქა­ლაქ დე­დოფ­ლის­წყა­როს პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი და ამა­ვე სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი.

წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გეს იმ დღე­ებ­ში გარ­დაც­ვ­ლი­ლი დე­დოფ­ლის­წყა­რო­ე­ლი პო­ე­ტის, ლე­ვან ალა­ვერ­დაშ­ვი­ლის ხსოვ­ნას.

შეხ­ვედ­რის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბას­თან და პე­და­გო­გებ­თან დი­ა­ლოგს და­ეთ­მო. თი­თო­ე­უ­ლი ემო­ცი­უ­რი და გულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მი შე­კითხ­ვა და პო­ე­ტის პა­სუ­ხი თვალ­ზე ცრემ­ლის კვალს ტო­ვებ­და. მიხ­ვ­დე­ბო­დით, რომ შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უაღ­რე­სად კარ­გად იც­ნობ­დ­ნენ ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რის შე­მოქ­მე­დე­ბას, მის თი­თო­ე­ულ ლექსს.

მე­ო­რე ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად პო­ე­ზი­ას და­ეთ­მო. დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა სულ­გა­ნა­ბუ­ლი უს­მენ­და მგოს­ნის მი­ერ წარ­მოთ­ქ­მულ თი­თო­ე­ულ სიტყ­ვას. სა­ღა­მოს­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი დრო სრუ­ლად და­ეთ­მო სიტყ­ვის ძა­ლას, ლექსს.

სი­ურ­პ­რი­ზი გახ­ლ­დათ ახალ­გაზ­რ­და დე­დოფ­ლის­წყა­რო­ე­ლი პო­ე­ტის, ქე­თე­ვან ნა­თე­ლა­ძის მი­ერ წა­კითხუ­ლი ლექ­სე­ბი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვი­და თბი­ლი­სი­დან, უსაყ­ვარ­ლე­სი პო­ე­ტის, ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რის შეხ­ვედ­რას რომ დას­წ­რე­ბო­და.

ამაღ­ლე­ბის დღე იყო ლექ­სის დი­დი ზე­ი­მი!

პო­ე­ზი­ის დი­დი გაკ­ვე­თი­ლი მხურ­ვა­ლე აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით დას­რულ­და.

მა­რი­კა პო­პი­აშ­ვი­ლი

 

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდები გრძელდება

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები