14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

„ფუტ­კა­რი ბა­რამ­ბოს ტოტ­ზე“ – ნა­თია როს­ტი­აშ­ვი­ლის გზავ­ნი­ლი მას­წავ­ლებ­ლებს

spot_img
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის, ჟურ­ნალ „მას­წავ­ლებ­ლის“ და ინ­ტერ­ნეტ­გა­ზეთ mastsavlebeli.ge-ს მი­ერ, ლი­ბერ­თი ბან­კის მხარ­და­ჭე­რით, გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის – „ვწერ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის“ 2023 წლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ნა­თია როს­ტი­აშ­ვი­ლი გახ­და მოთხ­რო­ბით „ფუტ­კა­რი ბა­რამ­ბოს ტოტ­ზე“; II ად­გი­ლი თამ­თა დო­ლი­ძეს ხვდა წი­ლად, მოთხ­რო­ბის­თ­ვის – „ამ ომ­ში არა­ვინ და­ბერ­დე­ბა“ და III ად­გი­ლი სო­ფიო კუბ­ლაშ­ვილს მოთხ­რო­ბის­თ­ვის – „მე­სა­მე მე“.
კონ­კურ­სის პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი იყ­ვ­ნენ: გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტი“, „ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა“, „თბი­ლი­სის მუ­ზე­უ­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა“, „სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრო­ფე­სი­ო­ნალ ქი­მი­კოს­თა ასო­ცი­ა­ცია“.
ნა­თია როს­ტი­აშ­ვი­ლი: „ვა­ღი­ა­რებ, ამ კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა სხვა და­ნარ­ჩენ გა­მარ­ჯ­ვე­ბებ­ზე მე­ტად გა­მი­ხარ­და. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მას­წავ­ლებ­ლის შვი­ლი ვარ და რაც მას­წავ­ლე­ბელს, მის ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა, ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი და სა­თუ­თია ჩემ­თ­ვის. ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა დე­დას მი­ვუძღ­ვე­ნი, მა­რა­დი­ულ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც ჩემს და­ბა­დე­ბამ­დე უკ­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და აი, სულ რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც სკო­ლი­დან წა­მო­ვი­და. დე­და­ჩე­მის­თ­ვის მი­სი პრო­ფე­სია ყო­ველ­თ­ვის იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, იმ­დე­ნად თა­ნაბ­რად გრძნობ­და დე­დო­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლო­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, ბავ­შ­ვო­ბა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ქვეყ­ნად ყვე­ლა დე­და მას­წავ­ლე­ბე­ლია, არა­მას­წავ­ლე­ბე­ლი დე­დის არ­სე­ბო­ბა სამ­ყა­რო­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნ­და…
მოთხ­რო­ბის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი ისაა, რომ მას­წავ­ლე­ბელს, გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მის გარ­და, შე­უძ­ლია მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს. ამა­შია მი­სი დი­დი ძა­ლა და ჯა­დოქ­რო­ბა.“

ჩვე­ნი გა­ზე­თი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გთა­ვა­ზობთ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­რის მოთხ­რო­ბას.

ფუტ­კა­რი ბა­რამ­ბოს ტოტ­ზე

 

სი­ჩუ­მის ეს ხორ­კ­ლი­ა­ნი სა­ხე­ო­ბა ბავ­შ­ვო­ბი­დან მძულს.

თით­ქოს ხმას არა­ვინ იღებს, მაგ­რამ მხარ­ზე თი­თის წვე­რე­ბით შე­ხე­ბა, ამო­სუნ­თ­ქ­ვა, შემ­ჭ­კ­ნარ ყვა­ვილს უცებ ჩა­მომ­ძ­ვ­რა­ლი ფურ­ცე­ლი რა­ღაც მო­გუ­დულ, ხორ­კ­ლი­ან რხე­ვებს აჩენს ჰა­ერ­ში, ყუ­რის აპ­კ­ზე მაწ­ვე­ბა და მტკენს.

ყვე­ლა, ვინც ოთახ­შია, თა­ი­გუ­ლებს შო­რის უად­გი­ლოდ გა­მოჩხე­რილ ბა­რამ­ბოს ტოტს მის­ჩე­რე­ბია გა­ო­ცე­ბუ­ლი. რომც არ და­მე­ნა­ხა, ვინ მო­ი­ტა­ნა, მა­ინც მივ­ხ­ვ­დე­ბო­დი. მარ­ტო დო­დი­კოს შე­უძ­ლია, მკვდა­რი მე­გობ­რის­თ­ვის სოფ­ლი­დან ქა­ლაქ­ში ბა­რამ­ბოს ტო­ტი ჩა­მო­ი­ტა­ნოს, ზედ ფურ­ც­ლის ნაგ­ლე­ჯი მი­ა­მაგ­როს ტექ­ს­ტით: „ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას ნა­ზის!“ და შავ არ­ში­ა­მოვ­ლე­ბულ გვირ­გ­ვი­ნებს შო­რის კმა­ყო­ფილ­მა „და­ა­ად­გი­ლოს“.

ნა­ზის გა­ცე­მულ რჩე­ვებ­ში ბა­რამ­ბოს „ლუ­მი­ნა­ლის“ ად­გი­ლი ეკა­ვა. კუ­ჭი გა­წუ­ხებს? ბა­რამ­ბო უება­რია! ნევ­რო­ზი გიშ­ლის ნერ­ვებს? აჰ, რა თქმა უნ­და, ბა­რამ­ბო! ჰი­პერ­ტო­ნია? ას­თ­მა? რევ­მა­ტიზ­მი? ბა­რამ­ბო, ბა­რამ­ბოოო!

დო­დი­კო, ამ შა­ვი შა­ლით შე­ფუ­თუ­ლი ჭა­ღა­რა თა­ვით, ისეთ ბავ­შ­ვუ­რად გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო აზ­რებს და­ა­ტა­რებს, არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, სადღაც იმის იმე­დიც ჰქონ­დეს, რომ ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე ბა­რამ­ბოს ადა­მი­ა­ნის სიკ­ვ­დი­ლის­გან გან­კურ­ნე­ბაც შე­უძ­ლია.

ტოტს ვაკ­ვირ­დე­ბი. არ მეჩ­ვე­ნე­ბა, ბა­რამ­ბოს ფო­თოლ­ზე ფუტ­კა­რი ზის და თავს ირ­წევს არ­ხე­ი­ნად, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­აქვს ამ მო­გუ­დუ­ლი სი­ჩუ­მის ქსო­ვა­ში. თით­ქოს წარ­სუ­ლი­დან ნა­ზის არა­ერ­თხელ ნათ­ქ­ვა­მი ფრა­ზის ვიბ­რა­ცი­აც გა­მო­იხ­მო და რიტ­მ­ში აიყო­ლია: „ბა-რამ… ბო-სი… გი-ჟემ… დე-უყ… ვართ-ფუტ… კრე-ებს“.

ფუტ­კა­რი ირ­წე­ვა, ბა­რამ­ბოს ფო­თოლს მტვე­რი­ვით სცვი­ვა სურ­ნე­ლი, წრე­ზე მო­სი­ა­რუ­ლე ხალ­ხი მან­ტ­რა­სა­ვით იმე­ო­რებს:

„ვი­ზი­ა­რებ, ვი­ზი­ა­რებ, ვი­ზი­ა­რებ…“ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნელ-ნე­ლა მა­ჰიპ­ნო­ზებს, სიმ­შ­ვი­დის­კენ მე­ქა­ჩე­ბა, სიმ­შ­ვი­დის იმ უიშ­ვი­ა­თეს სა­ხე­ო­ბა­ში მით­რევს, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად ულო­გი­კოდ მო­დის ზუს­ტად მა­შინ, რო­ცა ყვე­ლა­ზე ცუ­დად ხარ.

ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ჩვე­ვა იყო – ნა­ზის­თ­ვის ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი სა­ხე­ო­ბე­ბად იყო­ფო­და. ეს ჩვე­ვა მეც გად­მომ­დო. მე და ლუ­კას ოდეს­მე შვი­ლი თუ გვე­ყო­ლე­ბა, სიკ­ვ­დი­ლის წინ მო­ვიხ­მობ და საგ­ვა­რე­უ­ლო ბეჭ­დის ნაც­ვ­ლად, ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბად და­ხა­რის­ხე­ბის ბა­ჯაღ­ლო ნიჭს გა­დავ­ცემ.

♦ ♦ ♦

– დე­დი, შე­ნი ცო­ლი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბის ადა­მი­ა­ნია, – ლუ­კას უთხ­რა ერ­თხელ ნა­ზიმ, – ძა­ლი­ან უნ­და გა­უფ­რ­თხილ­დე, ძა­ლი­ან! ჩათ­ვა­ლე, „წი­თე­ლი წიგ­ნის მცვე­ლი ხარ“ და გე­ვა­ლე­ბა.

– აუუუუუ! – „უ“ უსაშ­ვე­ლოდ გა­წე­ლა ლუ­კამ. – რა „წი­თე­ლი წიგ­ნის მცვე­ლი“, რე­ებს იგო­ნებ, ქა­ლო?!

არას­დ­როს უთ­ქ­ვამს, მაგ­რამ ვგრძნობ­დი, შვი­ლის­გან ნათ­ქ­ვა­მი „ქა­ლო“ ძა­ლი­ან სწყინ­და. ეს თით­ქოს უწყი­ნა­რი მი­მარ­თ­ვა რა­ღაც ძა­ლი­ან სა­თუთს უჭ­კ­ნობ­და გუ­ლის ქო­თან­ში.

ადა­მი­ა­ნი თა­ვის სა­ხელს ასე ჰგავ­დეს, სხვა არც არა­ვინ ვი­ცი. რა­ღაც­ნა­ი­რი საფ­რ­თხი­ლო იყო, მსხვრე­ვა­დი, მაგ­რამ რა­კი ღმერ­თ­მა მის შე­საქ­მ­ნელ მა­სა­ლად შუ­შა კი არა, ხორ­ცი ჩა­ი­ფიქ­რა, რო­გორ­ღაც გა­და­ურ­ჩა ნამ­ცე­ცე­ბად ჩა­მოშ­ლას. აქამ­დე გა­და­ურ­ჩა, თო­რემ ახ­ლა…

♦ ♦ ♦

დო­დი­კო ამო­წით­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით მო­მიჯ­და გვერ­დით. თავ­ზე მოხ­ვე­უ­ლი შა­ვი შარ­ფი შე­ის­წო­რა და ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა:

– დე­და­სა­ვით გყავ­და ცხო­ნე­ბუ­ლი… რამ­დენ­ჯერ უთ­ქ­ვამს ჩემ­თ­ვის: „დო­დი­კო, ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ვი­ძი­ნე! დრო რომ მო­მი­ვა, ვი­ცი, ცრემ­ლით დამ­შ­ვი­დო­ბე­ბას არ და­მა­მად­ლის!“

იქ­ნებ ოდეს­მე რა­მე ამ­დაგ­ვა­რი მარ­თ­ლაც უთხ­რა ნა­ზიმ, მაგ­რამ მე მა­ინც მგო­ნია, ჩე­მი უხ­მო, უც­რემ­ლო ჭი­რი­სუფ­ლო­ბით გულ­ნატ­კენ­მა დო­დი­კომ ძა­ლა მო­იკ­რი­ბა, სა­კუ­თარ თავ­ში ეშ­მა­კო­ბის ძლივს შე­სამ­ჩ­ნე­ვი პა­წა­წი­ნა ნამ­ცე­ცე­ბი წა­მოფხი­კა, შე­ა­კო­წი­წა და გა­მო­გო­ნი­ლი ტექ­ს­ტით მი­მა­ნიშ­ნა, რომ დროა, რა­მე და­ვა­ტი­რო დე­დამ­თილს, რო­მე­ლიც დე­დაც იყო ჩემ­თ­ვის, მე­გო­ბა­რიც, მაგ­რამ რა ვქნა, არ შე­მიძ­ლია. თით­ქოს ჩე­მი ქცე­ვის მარ­თ­ვის პულ­ტი მე არ მე­კუთ­ვ­ნის, სადღაც გდია ელე­მენ­ტ­დამ­ჯ­და­რი და დო­დი­კო ხან ერთ ღი­ლაკს და­აწ­ვე­ბა, ხან მე­ო­რეს – ვე­რა­ფე­რი.

მე და ლუ­კა რომ დავ­ქორ­წინ­დით, პირ­ვე­ლი, ვინც მო­სა­ლო­ცად მო­ვი­და, დო­დი­კო იყო. გა­ვა­ღეთ კა­რი და დგას ზღურ­ბ­ლ­თან ფუმ­ფუ­ლა, წი­თელ­ლო­ყე­ბა, გულ­წ­რ­ფე­ლი სი­ხა­რუ­ლით გა­ბად­რუ­ლი დო­დი­კო. ხელ­ში თა­ვი­სი ბოს­ტ­ნის ქლი­ა­ვით, ბად­რიჯ­ნით, კიტ­რი­თა და კარ­ტო­ფი­ლით გა­მო­ტე­ნი­ლი დი­დი შა­ვი ჩან­თა უჭი­რავს და, რაც მთა­ვა­რია, ამ ჩან­თის გაქ­ლე­ტილ სა­ხე­ლურ­ზე თეთ­რი, კარ­გად გა­ხა­მე­ბუ­ლი უგ­რ­ძე­სი მაქ­მა­ნი აქვს ბაფ­თად გა­მო­ნას­კ­ვუ­ლი.

– წუ­ხელ მო­მა­ფიქ­რ­და. შე­ნა­ხუ­ლი მქონ­და, ახალ­გაზ­რ­დო­ბის დრო­ინ­დე­ლი. გავ­რეცხე, „კრახ­მალ­ში“ ამო­ვავ­ლე, გა­ვა­კოხ­ტა­ვე. ასე გა­ბაფ­თუ­ლი ჩან­თა ხომ უფ­რო სა­ზე­ი­მოა, არა? ხომ უფ­რო ეტყო­ბა, რომ სა­ქორ­წი­ნო სა­ჩუ­ქა­რია?! – რი­ტო­რი­კუ­ლად გვკითხა სა­კუ­თა­რი იდე­ით ბავ­შ­ვი­ვით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ­მა და მე­რე­ღა შე­მო­ვი­და, მოგ­ვი­ლო­ცა.

დღემ­დე მახ­სოვს ნა­ზის უც­ნა­უ­რი რე­აქ­ცია: ბავ­შ­ვო­ბის მე­გობ­რის და­ნახ­ვა­ზე თვა­ლე­ბი კი გა­უბ­რ­წყინ­და, მაგ­რამ კი არ მი­ე­გე­ბა, უკან და­ი­ხია, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და იდ­გა ეგ­რე, სუნ­თ­ქ­ვა­შეკ­რუ­ლი. სა­ღა­მოს, ძი­ლის­წი­ნა რი­ტუ­ალს, ქოთ­ნის ყვა­ვი­ლებ­თან ლა­პა­რაკს რომ მორ­ჩა, და­მი­ძა­ხა.

– დეა, მო­დი, ვი­ცი, გა­ინ­ტე­რე­სებს… ემო­ცია, დო­დი­კოს და­ნახ­ვი­სას რომ გა­მიჩ­ნ­და, ისე­თი იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბი­საა, რო­გორც, მა­გა­ლი­თად, ceroid cacti ჯგუ­ფის ერ­თი კაქ­ტუ­სი. კაქ­ტუ­სის ეს სა­ხე­ო­ბა მთელ წელ­ში მხო­ლოდ ერ­თი ღა­მით იშ­ლე­ბა. თუ ვერ მი­უს­წა­რი და დატ­კ­ბი, მორ­ჩა! დი­ლის­თ­ვის უკ­ვე დამ­ჭ­კ­ნა­რი დაგ­ხ­ვ­დე­ბა. ჰო­და, მინ­დო­და, ჩან­თა­ზე მაქ­მან­გა­მო­ბაფ­თუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი დო­დი­კოს და­ნახ­ვით გა­ჩე­ნი­ლი ემო­ცი­ის­თ­ვის ჩა­მევ­ლო, ჩემ­ში შე­მე­კა­ვე­ბი­ნა, გა­მე­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბი­ნა, ბო­ლომ­დე შე­მეგ­რ­ძ­ნო. ეგე­თი კად­რი მეტ­ჯერ ხომ აღარ გან­მე­ორ­დე­ბა, არა?

მო­გუ­დუ­ლი სი­ჩუ­მის­გან ჩა­მოქ­სო­ვი­ლი ჰა­ე­რის ფარ­და უცებ აფ­რი­ალ­და, გა­მოვ­ფხიზ­ლ­დი. ვხე­დავ, ლუ­კა დგას კა­რის ზღურ­ბ­ლ­თან. თვა­ლე­ბი აქვს დაჭყე­ტი­ლი და ისე­თი არა­ბუ­ნებ­რი­ვად თეთ­რი ფე­რი ადევს, რა დროს ესაა, მაგ­რამ გო­ნე­ბა­ში უნე­ბუ­რად ვა­გებ წი­ნა­და­დე­ბას: „და ჰა, გა­ნე­ძარ­ც­ვა მას ყო­ვე­ლი ფე­რი ძე­ხორ­ცი­ე­ლი­სა“.

შე­ნე­ლე­ბულ კად­რად ვხე­დავ, ლუ­კამ ხალ­ხი მის­წი-მოს­წია, თან თვალს არ მა­ცი­ლებს, მო­ი­წევს და­ფე­თე­ბუ­ლი და უცებ მივ­ხ­ვ­დი, მე კი არა, ნა­ზის ფე­ხებ­თან მიწ­ვე­ნილ ბა­რამ­ბოს ტოტს მის­ჩე­რე­ბია, ფუტ­კა­რი და­ი­ნა­ხა და მე­ქა­ნი­კუ­რად გა­მო­ე­ქა­ნა, რომ აუქ­ში­ოს. ნა­ზის ალერ­გია ჰქონ­და ფუტ­კ­რის ნაკ­ბენ­ზე და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ ტრა­გე­დი­ად ოჯა­ხის დან­გ­რე­ვა კი არა, ეს ალერ­გი­უ­ლო­ბა მი­აჩ­ნ­და, რა­კი ბუ­ნე­ბა­ზე ყუ­რე­ბამ­დე შეყ­ვა­რე­ბულ ბი­ო­ლოგს არ შე­ეძ­ლო, რო­გორც თვი­თონ იტყო­და, „ამ გამ­რ­ჯე მწე­რებს ჯე­როვ­ნად მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ბო­და“.

ლუ­კას თვა­ლებს ვუ­ქა­ჩავ, ნა­ზი­ზე ვა­ნიშ­ნებ. ისიც მი­ქა­ჩავს და ფუტ­კარ­ზე მა­ნიშ­ნებს. ვცდი­ლობ, თვა­ლე­ბით­ვე ვუთხ­რა, რომ ლუკ, აღა­რაა ადა­მი­ა­ნი ცოცხა­ლი, ფუტ­კ­რის ნაკ­ბე­ნი ნა­ზის უკ­ვე აღარ გა­უ­სივ­დე­ბა, დამ­შ­ვიდ­დი! თან ფუტ­კარ­მაც არა მგო­ნია, იმ მკვდა­რი ქა­ლის კბე­ნა იკად­როს, მოს­წავ­ლე­ებ­თან ლა­მის დე­დაშ­ვი­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით რომ სა­უბ­რობ­და მის მოდ­გ­მა­ზე.

ლუ­კამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­გო და აყ­ვი­რე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი უცებ ჩა­ი­ჩუ­მა. თით­ქოს ახ­ლა, ამ წამს, ნა­ზის სახ­ლ­ში ყოფ­ნის ამ ბო­ლო წუ­თებ­ში­ღა მიხ­ვ­და, რომ მორ­ჩა, დას­რულ­და დე­და­მი­სი, აღა­რაა.

♦ ♦ ♦

ნა­ზი ჩე­მი და ლუ­კას დამ­რი­გე­ბე­ლი იყო სკო­ლა­ში. ერ­თხელ გავ­ბე­დე და ვუთხა­რი: მას, მიყ­ვარს, მცე­ნა­რე­ებ­ზე რომ გვიყ­ვე­ბით, თით­ქოს თქვე­ნი მო­ყო­ლი­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი უფ­რო ჯა­დოს­ნუ­რე­ბი არი­ან, ვიდ­რე ჩვე­ნი და­ნა­ხუ­ლე­ბი-მეთ­ქი, და ისე გა­უ­ხარ­და! იმის მე­რე სულ ცდი­ლობ­და, „მწიკ­ვი“ ჯა­დოქ­რო­ბა ყო­ველ გაკ­ვე­თილ­ში გა­მო­ე­რია. გაკ­ვე­თი­ლის ახ­ს­ნის მა­ნე­რაც კი შე­ეც­ვა­ლა. ერ­თხელ, მა­გა­ლი­თად, ისე­თი ფრა­ზა თქვა, ისე­თი თე­ატ­რა­ლუ­რო­ბა ჩა­აქ­სო­ვა, მთელ კლასს გა­ე­ცი­ნა, ლუ­კა­საც. მაგ­რამ რა­კი ნა­ზი ახ­ს­ნი­სას მხო­ლოდ მე მი­ყუ­რებ­და და მე კი­დე არც გამ­ღი­მე­ბია, და­ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ცი­ნე­ბა თუ ჩა­ცი­ნე­ბა არ შე­უ­ნიშ­ნავს (მად­ლო­ბა ღმერთს!). ფრა­ზა კი ასე­თი იყო:

– …და ეს სი­ცოცხ­ლით სავ­სე თეს­ლი უცებ – ჰო­ო­ოპ! ამოღ­ვივ­დე­ბა, სას­წა­უ­ლებ­რი­ვად ამო­ყოფს თავს შა­ვი მი­წი­დან. პა­ტა­რა, თავ­წ­ვე­ტა გნო­მი­ვით!

ახ­ლა ვფიქ­რობ, ამ „თავ­წ­ვე­ტა გნო­მი­ვით“-ზე რა­ნა­ი­რად არ გა­მე­ცი­ნა, მა­ინც რა­ნა­ი­რი უგერ­გი­ლო ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვი?! მე­რე, უკ­ვე რძა­ლი რომ და­მერ­ქ­ვა, სიცხი­ა­ნი ვი­წე­ქი ნა­ზის ტახ­ტ­ზე და ვთხო­ვე, ყვე­ლა­ზე ჯა­დოს­ნურ მცე­ნა­რე­ზე მო­მი­ყე­ვი-მეთ­ქი.

– ოჰ, დეა, რომ იცო­დე, რო­გო­რი ჯა­დოს­ნუ­რი მცე­ნა­რეა მი­სი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა ნე­პენ­ტე­სი! ბერ­ძ­ნუ­ლი­დან ითარ­გ­მ­ნე­ბა, რო­გორც „არა­ვი­თა­რი მწუ­ხა­რე­ბა“. ne – არა­ვი­თა­რი, penthos – მწუ­ხა­რე­ბა. დო­ქის ფორ­მა აქვს და ამ „დოქ­ში“ ეშ­მა­კუ­რად იზი­დავს ცოცხალ ორ­გა­ნიზ­მებს, შიგ გა­მო­კე­ტავს და მა­თით იკ­ვე­ბე­ბა. ასე­თია ნე­პენ­ტე­სის ბუ­ნე­ბა, მაგ­რამ რა ქნა ერ­თ­მა სა­ო­ცარ­მა სა­ხე­ო­ბამ? ვერ გა­მო­იც­ნობ! უარი თქვა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მით კვე­ბა­ზე და ფოთ­ლე­ბი­ჭა­მი­ად გა­და­იქ­ცა! წარ­მო­გიდ­გე­ნია? ხო­მაა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ჯა­დოქ­რო­ბა?

არა­და, ნე­პენ­ტეს­ზე მე­ტი ჯა­დოქ­რო­ბა თვი­თონ აქვს ჩა­დე­ნი­ლი. სა­კუ­თა­რი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი, კვამ­ლი ხორ­ცად რო­გორ გა­და­აქ­ცია.

მშო­ბელ­თა კრე­ბა იწყე­ბო­და. საკ­ლა­სო ოთახ­თან ჩე­მი კლა­სე­ლე­ბის გაპ­რან­ჭუ­ლი, მზამ­ზა­რე­უ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ცხოვ­რე­ბა­ა­ფუ­ე­ბუ­ლი დე­დე­ბი იდ­გ­ნენ. და­ვი­ნა­ხე, რო­გორ ფე­ხათ­რე­ვით, კვამ­ლი­ვით ზან­ტად მი­იზ­ლაზ­ნე­ბო­და მათ­კენ ნა­ხევ­რად გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე, ნა­ხევ­რად ნაც­რის­ფე­რი ბე­ბი­ა­ჩე­მი. ღია კარ­ში ისე შე­ცურ­და, ვე­რა­ვინ შე­ამ­ჩ­ნია. მახ­სოვს, გა­ვი­ფიქ­რე, რომ ასე ლან­დი­ვით გა­ლე­ულ ადა­მი­ანს არც ჩა­კე­ტილ კარ­ში გა­უ­ჭირ­დე­ბო­და გავ­ლა.

კრე­ბა­ზე კვამ­ლად შე­ვი­და და იქი­დან ადა­მი­ა­ნად გა­მო­ვი­და.

– ბე­ბი… მად­ლო­ბაო, იმან… ნა­ზიმ, – იქ­ვე ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა თვა­ლებ­გაბ­რ­წყი­ნე­ბულ­მა, – მად­ლო­ბას გიხ­დით კარ­გი შვი­ლიშ­ვი­ლის გაზ­რ­დის­თ­ვი­სო!

ასე­თი ბედ­ნი­ე­რი მეტ­ჯერ აღარც მი­ნა­ხავს ბე­ბი­ა­ჩე­მი. კი, ნა­ზი ჯა­დო­ქა­რი იყო. მას­წავ­ლებ­ლის ის იშ­ვი­ა­თი, ჯა­დოს­ნუ­რი სა­ხე­ო­ბა, რო­მელ­მაც გა­რი­ყუ­ლი, ჩა­კე­ტი­ლო­ბის გა­მო ორო­სა­ნი (ვი­ცო­დი და მო­ყო­ლას ვერ ვბე­დავ­დი) ბავ­შ­ვი სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლედ აქ­ცია! ყო­ველ­დღე, გაკ­ვე­თი­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, დამ­ს­ვამ­და ცა­რი­ელ კლას­ში, ამო­ა­ლა­გებ­და სახ­ლ­ში გა­მომ­ცხ­ვარ კექსს, ქი­ლით – მუ­რა­ბას და „მა­ი­ძუ­ლებ­და“, ერ­თად გვე­ჭა­მა, გვე­ლა­პა­რა­კა, გვე­ცი­ნა. ხან ლუ­კა­საც შე­მო­იყ­ვან­და ხოლ­მე და მთხოვ­და: „დეა, მგო­ნი, ლუ­კა მა­თე­მა­ტი­კა­ში ვერ გა­ერ­კ­ვა, მი­დი, აუხ­სე­ნი, რაა. შენ­სა­ვით კარ­გად ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და ახალ მა­სა­ლას“.

ნელ-ნე­ლა გაკ­ვე­თი­ლე­ბის მთე­ლი კლა­სის წი­ნა­შე მო­ყო­ლაც გავ­ბე­დე, მას­წავ­ლებ­ლებ­მაც ამაძ­რეს თა­ვი­ან­თი მო­წე­ბე­ბუ­ლი იარ­ლი­ყე­ბი: „თვა­ლე­ბი­ა­ნი კუნ­ძი“ და „უსი­ცოცხ­ლო“. ბავ­შ­ვებ­საც გა­უჩ­ნ­დათ ჩემ­თან და­მე­გობ­რე­ბის სურ­ვი­ლი. ჩე­მი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის აქამ­დე ვე­რაფ­რით გაღ­ვი­ვე­ბულ­მა თეს­ლ­მა ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ამო­ყა­რა ნედ­ლი ყლორ­ტე­ბი. უკ­ვე აღარ ვფიქ­რობ­დი, რომ რა­კი დე­დამ ღრმა ბავ­შ­ვო­ბა­ში მი­მა­ტო­ვა, რა­კი გრა­ფა­ში „მა­მის სა­მუ­შაო სტა­ჟი“ მხო­ლოდ „ლო­თო­ბა“ შე­იძ­ლე­ბო­და ჩა­წე­რი­ლი­ყო, რა­ხან ქრო­ნი­კუ­ლად გა­დაქ­ლე­ტი­ლი ფეხ­საც­მ­ლით დავ­დი­ო­დი და ბე­ბი­ა­ჩე­მი კი­დე კვამლს ჰგავ­და, არ ვი­ყა­ვი ღირ­სი, ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ნას­წო­რი­ვით მომ­ქ­ცე­ოდ­ნენ.

ნა­ზის­თან სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის მე­რეც ვმე­გობ­რობ­დი. ამ სახ­ლ­ში ამოვ­დი­ო­დი ხოლ­მე სტუმ­რად, ამ მი­სა­ღებ ოთახ­ში ვსხდე­ბო­დით. ახ­ლა რომ წევს, ზუს­ტად აქ, ოთა­ხის შუ­ა­გულ­ში, კუ­ბოს ნაც­ვ­ლად, ხის მრგვა­ლი მა­გი­და იდ­გა. რო­ცა გამ­ხ­მა­რი ყვა­ვი­ლე­ბის ჩა­ის ვსვამ­დით, კედ­ლის იმ სარ­კე­ში ვი­ყუ­რე­ბო­დი, ახ­ლა ჩემ ზურ­გ­სუ­კან თეთ­რი ნა­ჭე­რი რომ აქვს ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი, ვი­ღი­მო­დი და მიკ­ვირ­და: აი, რა­ნა­ი­რად ვჩან­დი ნა­ზის სარ­კე­ში გა­ცი­ლე­ბით ლა­მა­ზი, ვიდ­რე ჩე­მი სახ­ლი­სა­ში? მე­რე და მე­რე, მე და ლუ­კა რომ და­ვახ­ლოვ­დით, ამ სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვა აღარ მჭირ­დე­ბო­და თა­ვის გა­სამ­ხ­ნე­ვებ­ლად, ჩე­მი სათ­ქ­მე­ლი ლუ­კამ გა­და­ი­ბა­რა: „რა ლა­მა­ზი ხარ, დეა!“ ახ­ლა ვერ ვიხ­სე­ნებ, ნე­ტა მაგ პე­რი­ოდ­ში რო­გორ მი­მარ­თავ­და დე­და­მისს, მა­ში­ნაც „ქა­ლო“-თი?

პირ­და­პირ არას­დ­როს უთ­ქ­ვამს, მაგ­რამ სულ ვგრძნობ­დი: ლუ­კას ნათ­ქ­ვა­მი „ქა­ლო“ რომ ხიჭ­ვი­ვით ჩა­ე­სო­ბო­და, იმ ხიჭ­ვის ამო­ღე­ბა ჩემს ნათ­ქ­ვამ „დე­დას“ შე­ეძ­ლო, მაგ­რამ ნა­ზი­მაც იცო­და და მეც, რომ ძნე­ლი იყო ჩემ­თ­ვის, ლა­მის შე­უძ­ლე­ბე­ლიც, სათ­ქ­მე­ლი სიტყ­ვის­თ­ვის ამ მარ­ტი­ვად და­სა­ლა­გე­ბე­ლი ასოთ­შე­თან­ხ­მე­ბის ფორ­მა მი­მე­ცა.

♦ ♦ ♦

ხალ­ხ­მა სა­ათ­ზე და­ხედ­ვას მო­უხ­ში­რა, თვალს ჩემ­კენ აპა­რე­ბენ. რო­გორც ჩანს, უკ­ვე დროა…

სი­ჩუ­მის ეს სა­ზიზღა­რი, დამ­ხორ­კ­ლა­ვი სა­ხე­ო­ბა ახ­ლა, ნა­ზის სახ­ლ­ში ყოფ­ნის ბო­ლო წუ­თებ­ში, კი­დევ უფ­რო აუტა­ნე­ლი გახ­და. არ ვინ­ძ­რე­ვი, მაგ­რამ ამ სი­ჩუ­მის დაშ­ვე­ბით თუ ხელ­შეწყო­ბით თით­ქოს უკ­ვე რა­ღაც უპა­ტი­ე­ბელს ვა­კე­თებ. თით­ქოს ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, სი­ჩუ­მის ეს სა­ძა­გე­ლი სა­ხე­ო­ბა აქ, პირ­და­პირ ჩემ ცხვირ­წინ, ჭე­რის ყვე­ლა კუთხი­დან გად­მო­ბი­ბინ­დე­ბა, ამ დღის სამ­ყო­ფი მო­გო­ნე­ბის ყვე­ლა მტკა­ველს ხვი­ა­რა­სა­ვით მო­ე­დე­ბა, ყვე­ლა ნივთს გა­და­უვ­ლის, ფან­ჯ­რი­დან გა­და­ე­ფი­ნე­ბა და მთელ სამ­ყა­როს და­ფა­რავს, თუ ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ამოვ­ძირ­კ­ვავ აქ და ახ­ლა და დი­ნო­ზავ­რი­ვით სა­მუ­და­მოდ გა­და­შენ­დე­ბა.

ღმერ­თო, რა­ტომ გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეს არ ხდი მგლო­ვი­ა­რე ადა­მი­ა­ნის ხორცს, რომ გუ­ლი და გო­ნე­ბა გა­მო­უჩ­ნ­დეს? რა­ტომ სჭირ­დე­ბა ხალხს, ხე­ლი ჩა­ი­ყო სულ­ში, თა­ვი ამო­იტ­რი­ა­ლო და სა­ნა­ხა­ო­ბა აჩ­ვე­ნო, შე­ნი მკვდრის სიყ­ვა­რუ­ლი და­უმ­ტ­კი­ცო? იქ­ნებ იმი­ტომ, რომ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მგლო­ვი­ა­რე­საც აწუ­ხებს ეს სი­მუნ­ჯე და ასე ეხ­მა­რე­ბი, ხალ­ხის „ში­შით“ მა­ინც ამო­ი­ღოს ხმა, შიგ­ნი­დან ტკი­ვი­ლი ამო­ი­წუ­როს, უკან ჩაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ემო­ცი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლ­დეს?

ალ­ბათ ნევ­რო­ზის ახა­ლი სა­ხე­ო­ბაა: ენას ვერ ვა­მოძ­რა­ვებ და თვა­ლებს ვერ ვა­ჩე­რებ, სწრაფ-სწრა­ფად დახ­ტი­ან ერ­თი გვირ­გ­ვი­ნის წარ­წე­რი­დან მე­ო­რე­ზე:

„უსაყ­ვარ­ლეს ნა­ზი მას­წავ­ლე­ბელს მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან“

„თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­გან“

„მე­ზობ­ლე­ბის­გან“

„ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას ნა­ზის!“

გა­მომ­შ­რალ ტუ­ჩებს ძლივს ვახ­ლეჩ ერ­თ­მა­ნეთს. თით­ქოს ხორ­ბალს ეკა­ლი არ აქვს, არ უნ­და ჰქონ­დეს, მაგ­რამ პირ­ში მოგ­რო­ვი­ლი ხორ­ბ­ლის მარ­ც­ვ­ლი­სო­დე­ნა ასო­ე­ბი ენა­ზე მჩხვლე­ტენ, ვერ ვა­ლა­გებ სა­ჭი­რო მწყობ­რ­ში.

დო­დი­კო ზის ჩემ პირ­და­პირ. ნა­ზის აქეთ – მე, ნა­ზის იქით – დო­დი­კო და თვა­ლე­ბით ისეთ იმ­პულ­სებს მიგ­ზავ­ნის, გა­მომ­შ­რალ ტუ­ჩებ­ზე ნესტს მიბ­რუ­ნებს, ენის ნარ-ეკალს უცებ-უცებ კა­ფავს და სიტყ­ვის ხორ­ბა­ლიც ღვივ­დე­ბა:

– მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თ­ვის, შეხ­ვედ­რამ­დე, დე.

რა­ღაც­ნა­ი­რი, ხიჭ­ვე­ბი­ა­ნი ხმით ვამ­ბობ და რომ ნამ­დ­ვი­ლად ვთქვი, ამას დო­დი­კოს თვა­ლე­ბი მარ­წ­მუ­ნებს. დო­დი­კოს თვა­ლე­ბი­დან წა­მით, სულ ერ­თი წა­მით ნა­ზი მი­ყუ­რებს ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლით, სიყ­ვა­რუ­ლის ისე­თი იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბით, რომ ღრი­ა­ლი მინ­და. ვღრი­ა­ლებ კი­დეც. ოღონდ ვე­რას­დ­როს ვე­რა­ვის­თან შევ­ძ­ლებ ვა­ღი­ა­რო, ვერ შევ­ძ­ლებ ავ­ხ­ს­ნა, რომ ეს ღრი­ა­ლი სი­ხა­რუ­ლი­საა. რომ დი­ახ! მე ის ჯა­დოს­ნუ­რი ნე­პენ­ტე­სი ვარ, უარს ვამ­ბობ მწუ­ხა­რე­ბის აღ­ქ­მა­ზე! ჩემს თავ­ში, რო­გორც დოქ­ში, მკვდა­რი სხე­უ­ლის დარდს კი არა, სიყ­ვა­რულს ვი­ტო­ვებ საკ­ვე­ბად და იმ სი­ხა­რუ­ლის ფოთ­ლებს, რო­მე­ლიც ამ ორი ასო-ბგე­რის თქმამ და­ბა­და ჩვენ­თ­ვის, ცოცხა­ლი და მკვდა­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ერ­თ­დ­რო­უ­ლად. რომ ეს კი­დევ უფ­რო იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბის სი­ხა­რუ­ლია, ვიდ­რე მთელ წელს მხო­ლოდ ერ­თი ღა­მით გაყ­ვა­ვი­ლე­ბუ­ლი კაქ­ტუ­სის საკ­რა­ლუ­რო­ბა.

„ადა­მი­ა­ნი ერ­თხელ იბა­დე­ბა და ერ­თხელ კვდე­ბა,“ – ნა­ზი ამ­ბობ­და ხოლ­მე, მაგ­რამ მე მა­ინც მგო­ნია, რომ ნა­ზის სა­ხე­ო­ბის ადა­მი­ა­ნი „მრა­ვალ­წ­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რეა“. ოდეს­მე სხვა ფორ­მით, სხვა სა­ხით, სხვა გან­ზო­მი­ლე­ბის მორ­გე­ბით აუცი­ლებ­ლად ამოღ­ვივ­დე­ბა, სას­წა­უ­ლებ­რი­ვად ამო­ყოფს თავს შა­ვი მი­წი­დან პა­ტა­რა, თავ­წ­ვე­ტა გნო­მი­ვით და მხო­ლოდ ბა­რამ­ბოს ტოტ­ზე დარ­წე­უ­ლი ფუტ­კ­რის სმე­ნის­თ­ვის სამ­ყოფ სიხ­ში­რე­ზე იტყ­ვის:

– ჰო­ო­ოპ!

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები