4 დეკემბერი, ორშაბათი, 2023

უნივერსალური დიზაინი საკლასო ოთახში

spot_img

სწავლების უნივერსალური დიზაინი თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ყველა მოსწავლისათვის სწავლის თანაბარ შესაძლებლობას ქმნის, მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებისა. მისი ძირითადი პრინციპია,  სწავლა-სწავლებისას მოხდეს ყველა მოსწავლისათვის რელევანტური სასწავლო მეთოდების, მასალის და შეფასების სისტემის გამოყენება. სწორედ ამიტომ, სწავლების ამ მიდგომას „უნივერსალური“ ეწოდება.

ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი, პრინციპების გათვალისწინებით დაგეგმილი სწავლის პროცესი შედეგის მომტანია ყველასთვის და არა მხოლოდ მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფისათვის.

ალბათ, ყველას გვიფიქრია იმაზე, თუ როგორ ახერხებენ პედაგოგები, წარმატებით ასწავლონ მთლიან კლასს? ყველამ ვიცით, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია საკუთარი გამოცდილებითა და სხვადასხვა უნარით. ერთ კლასში შეიძლება იყოს როგორც რადიკალურად განსხვავებული უნარ-ჩვევის მქონე, ასევე, სსსმ მოსწავლე.

სასწავლო პროცესის სწორად დასაგეგმად და სასწავლო რესურსების მიზანმიმართულად გამოსაყენებლად  საჭიროა ბევრი შრომა. როდესაც მასწავლებელი სასწავლო რესურსს ქმნის, მან უნდა გაითვალისწინოს კლასში მოსწავლეთა განსხვავებული შესაძლებლობები, მზაობა, სწავლის სტილი, ტემპი და ასე შემდეგ.

საგანმანათლებლო სივრცეში მატერიალური რესურსების სწორად შერჩევას და გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს  იმისათვის, რომ მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიონ. სასკოლო სივრცე ადაპტირებული უნდა იყოს ყველა ტიპის მოსწავლისათვის. არ უნდა იყოს სკოლაში ისეთი ადგილი ან ინვენტარი, რომლის გამოყენების თანაბარი საშუალება არ ექნება ყველა მოსწავლეს. ეტლით მოსარგებლე თუ მხედველობის არმქონე ბავშვი ყველა სართულზე და ყველა სასწავლო კაბინეტში უნდა გადაადგილდებოდეს. როგორც ვიცით, კლასში ყველა მოსწავლე ერთი სიმაღლის არ არის და უმოძრაოდ დაკიდებული დაფა უხერხულ მომენტს უქმნის განსხვავებული სიმაღლის მოსწავლეებს, ასევე, სველ წერტილებში უნდა განთავსდეს სხვადასხვა ზომის ხელსაბანი ნიჟარები, სხვადასხვა ზომის კარადები, რათა ყველამ იგრძნოს იმ გარემოს წევრად თავი , სადაც იმყოფება და არ დათრგუნოს სკოლამ.

არქიტექტურისა და პროდუქტის დიზაინის დარგებმა წარმოადგინეს კონცეფციები, რომლებიც წარმოადგენენ Universal Design Learning- ს (UDL). UDL არის დიზაინის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო ხელმისაწვდომობას და შედეგებს. მიზანი კი არის თითოეული მოსწავლისათვის – იქნება ის განსაკუთრებული საჭიროებების, ტიპიური თუ  მოწინავე – მიწოდება  იმისა, რისი  საჭიროებაც მას აქვს.

რა არის UDL განათლებაში?

UDL წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპების კომპლექსს, რომელიც გამოიყენება ადრეულ ეტაპებზე სასწავლო პროგრამებისა და გაკვეთილების შესაქმნელად ისე, რომ მოსწავლეთა უმეტესობა შეძლებს ყველაზე ეფექტურად და ღრმად სწავლას. დიზაინის პროცესი თავის თავში მოიაზრებს მოქნილ მასალებს და გაკვეთილებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი მოსწავლის მიერ.

UDL მიიჩნევს, რომ თითოეული მოსწავლის გონებრივი შესაძლებლობები განსხვავებულია. უნივერსალური დიზაინის სწავლების ეროვნული ცენტრის თანახმად, ნეირომეცნიერებამ გამოკვლევით გამოავლინა სამი სხვადასხვა სასწავლო ქსელი:

  1. აღიარების ქსელი – მოსწავლის ტვინის ეს ქსელი ეძიებს იცოდეს, თუ რა ხდება. ნაცვლად იმისა, რომ ისწავლოს მხოლოდ ბეჭდვური სახელმძღვანელოდან, მოსწავლეები ირჩევენ სხვადასხვა სახის ვარიანტებს, მათ შორის აუდიტორულ ლექციებს ან აუდიო წიგნებს, ვიზუალურ ნახატებს ან ანიმაციებს.
  2. უნარ-ჩვევების და სტრატეგიების ქსელი -ეს ქსელი მიმართავს სწავლის პროცესს, თუ როგორ შეუძლია მოსწავლეს გამოხატოს ის, რაც ისწავლა. ვარიანტები შეიძლება მოიცავდეს ზეპირი ან წერილობითი ანგარიშის მომზადებას, ვიდეოს სეგმენტის ან მოდელის შექმნას, რომელიც ასახავს მასალებს.
  3. ზრუნვა და პრიორიტეტული ქსელი – ეს ქსელი მიუთითებს იმაზე, თუ რატომ არის საჭირო ცოდნა და მასალა. ეს ხშირად განიხილება, როგორც ჩართულობა. მოსწავლე შეიძლება განსაკუთრებით ცვალებადი იყოს იმით, თუ რა იქნება მისთვის საინტერესო. ზოგიერთ მოსწავლეს ურჩევნია მშვიდი, რუტინული სტრატეგია მატერიალური ჩართულობისთვის, ხოლო სხვა მოსწავლეს სურს მრავალფეროვნება და ექსპერიმენტებისთვის მზაობა. ზოგიერთი მოსწავლე ჯგუფურ სწავლებას ამჯობინებენ, ზოგიც კი ინდივიდუალურს.

UDL უზრუნველყოფს გაკვეთილების ან ცალკეული აქტივობების ჩარჩოს შექმნას. მასწავლებლები იწყებენ სწავლის მიზნების იდენტიფიცირებას ყველა მოსწავლისათვის. სასწავლო მიზნები, ჩვეულებრივ, სწავლობენ სწავლის სტანდარტებს და მოლოდინებს, რომლებიც განსაზღვრულია სკოლის ან სახელმწიფოს მიერ. მაგალითები მოიცავს ერთი კლასის დონის სტანდარტებს, რომლებიც მოცემულია ესგ- ში.

სწავლის მიზნების განსაზღვრის შემდეგ, მასწავლებელი ირჩევს სწავლების მეთოდებს, რომლებიც შეამცირებს ბარიერებს მისი მოსწავლეებისათვის, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი სამი ქსელის ხელმისაწვდომობას გაზრდის. მეთოდები ეფუძნება გარემოს, თუ როგორ უნდა წარმოადგინონ მასალა.

დიზაინი საგნობრივი გარემოს შესაქმნელად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ის ეხმარება ადმიანებს, ფიზიკურად ხელმისაწვდომი იყოს გარემო და სასიამოვნო გახადოს სასწავლო პროცესი.

შეუძლებელია, ერთ კონკრეტულ თარგზე გამოჭრილი მიდგომა მიუსადაგო ყველა მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს. სწავლების უნივერსალური დიზაინი, რომელიც გულისხმობს მრავალფეროვანი გზების გამოყენებას, ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს, მათ შესაძლებლობებსა და ხელმისაწვდომობას, აკომოდაციის გამოყენებით ყველას აძლევს სწავლის შესაძლებლობას, მათ შორის, სირთულეების მქონე მოსწავლეებსაც.

სწავლის უნივერსალური დიზაინი დღეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღიარებული სწავლების სტრატეგიაა. იგი ერთიანად წარმატებით ინერგება ქალაქისა თუ სოფლის (მცირეკონტინგენტიან) სკოლებში, ბევრ თუ რამოდენიმე მოსწავლისაგან შემდგარ კლასებში. სწავლების ასეთი მიდგომით ჩვენ  მოსწავლეებში აღმოვაჩენთ ისეთ ნიჭს, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის მსოფლიოს.

 

სოფიო თაბაგარი 

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

ზაზა შულაია 

სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები