13 ოქტომბერი, კვირა, 2024

ტო­ლე­რან­ტო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბი­სა­თვის

spot_img

საკ­ლა­სო ოთახ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი ბევრ სირ­თუ­ლეს ვაწყ­დე­ბით და მათ­თან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად სწავ­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან სტრა­ტე­გი­ებს და მე­თო­დებს ვი­ყე­ნებთ.

მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლე­ებ­ში ხში­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბა ტო­ლე­რან­ტო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, ეს კი ის სა­ბა­ზო უნა­რია, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი­სათ­ვის. ჩემს პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში ხში­რად მივ­მარ­თავ ისეთ აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებ­ში ტო­ლე­რან­ტო­ბას გა­ნა­ვი­თა­რებს.

ქე­ი­სე­ბით და დი­ლე­მე­ბით სწავ­ლე­ბა ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებს გა­მო­უ­მუ­შავ­დეთ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი/და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­თან, კულ­ტუ­რულ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მიმ­ღებ­ლო­ბა. ეს არის პრობ­ლე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლის მე­თო­დი, რომ­ლის დრო­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, კონ­ტექ­ს­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მო­უ­მუ­შავ­დე­ბათ ემ­პა­თი­ის გრძნო­ბა.

კოლ­ბერ­გის თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, დი­ლე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია მო­რა­ლუ­რი მსჯე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ის მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან მო­ითხოვს და­ფიქ­რ­დ­ნენ სა­კუ­თარ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე, იფიქ­რონ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად და ლო­გი­კუ­რად, თა­ნა­უგ­რ­ძ­ნონ სხვებს. ამას­თა­ნა­ვე, კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით (McNmee, 1977, Blasi, 1980), სწო­რი მო­რა­ლუ­რი მსჯე­ლო­ბა არ არის მო­რა­ლუ­რი ქცე­ვის პირ­და­პირ­პ­რო­პორ­ცი­უ­ლი. სწო­რი მო­რა­ლუ­რი მსჯე­ლო­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად არ აუმ­ჯო­ბე­სებს  მო­რა­ლურ მოქ­მე­დე­ბას, ადა­მი­ა­ნე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად არ იქ­ცე­ვი­ან თა­ვი­ან­თი გან­ს­ჯის შე­სა­ბა­მი­სად. თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­წე­ვენ მო­რა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის მა­ღალ სა­ფე­ხუ­რებს, უფ­რო ხში­რად იქ­ცე­ვი­ან თა­ვი­ან­თი მსჯე­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ვიდ­რე და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე მყოფ­ნი. (Kohlberg & Candee, 1984). ამი­ტომ აუცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­ებს ხში­რად შევ­თა­ვა­ზოთ ისე­თი დი­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც მათ­გან მო­რა­ლურ, ეთი­კურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე მსჯე­ლო­ბას მო­ითხოვს.

მა­გა­ლი­თის­თ­ვის გი­ზი­ა­რებთ ჩემ მი­ერ შექ­მ­ნილ, უმე­ტეს­წი­ლად, ნამ­დ­ვილ ამ­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ რამ­დე­ნი­მე ქე­ისს და დი­ლე­მას, რომ­ლებ­საც ჩემს სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კა­ში ვი­ყე­ნებ, თან­დარ­თუ­ლი ღია კითხ­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ მო­ცე­მუ­ლო­ბა და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად გა­მოთ­ქ­ვან სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა.

ერთ-ერ­თი ქე­ი­სი, „მას­წავ­ლებ­ლის მო­ყო­ლი­ლი“, ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბი აანა­ლი­ზე­ბენ მხო­ლოდ პირ­ველ ნა­წილს. გა­მოთ­ქ­ვა­მენ სა­კუ­თარ ვა­რა­უდს,  და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. მას შემ­დეგ, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბი პირ­ველ ნა­წილ­ზე მუ­შა­ო­ბას და­ას­რუ­ლე­ბენ, ეც­ნო­ბი­ან მე­ო­რე ნა­წილს, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია ამ­ბის და­სას­რუ­ლი და ირ­კ­ვე­ვა და­ფა­რუ­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლე. მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ადა­რე­ბენ პირ­ველ და სა­ბო­ლოო მო­საზ­რე­ბებს, აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ წი­ნას­წა­რი გან­ს­ჯა უმე­ტეს­წი­ლად მცდა­რია. ასე­თი მე­თო­დი ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის,  ემ­პა­თი­ი­სა და ტო­ლე­რან­ტო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

ქე­ი­სე­ბი და დი­ლე­მა შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ბმულ­ზე:

https://drive.google.com/drive/folders/1FGSdyDV5uLna0jxauXZo3PZbxiJVPoVR?usp=sharing

სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოწ­ვე­ვა ასე­ვე არის მოს­წავ­ლე­თა ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა. ყვე­ლა თან­ხ­მ­დე­ბა, რომ მო­ტი­ვა­ცია მთა­ვა­რი ბიძ­გი და ძა­ლაა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სა­კითხ­ში. ვი­ცით რო­გორ თავ­და­უ­ზო­გა­ვად მი­ი­წევს მიზ­ნის­კენ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვი­რე­ბა ჩემ­თ­ვის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია და ყო­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის ვცდი­ლობ ისე­თი გა­რე­მო, სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი შევ­ქ­მ­ნა, რომ მოს­წავ­ლე­თა ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია წა­ვა­ხა­ლი­სო. ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის გა­საზ­რ­დე­ლად ბევ­რი სტრა­ტე­გია არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, ცვა­ტა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი სტა­ტი­ა­ში „სტრა­ტე­გი­ე­ბი სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის გა­საზ­რ­დე­ლად“, ერთ-ერთ სტრა­ტე­გი­ად თა­მა­შით სწავ­ლას ასა­ხე­ლებს. სტა­ტი­ა­ში ვკითხუ­ლობთ: „აქცი­ეთ სას­წავ­ლო ამო­ცა­ნა გარ­თო­ბად. ბევ­რი გაკ­ვე­თი­ლი შე­იძ­ლე­ბა წა­რი­მარ­თოს სი­მუ­ლა­ცი­ე­ბის და თა­მა­შე­ბის გზით. თუ მარ­თე­ბუ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ასე­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი და იმავ­დ­რო­უ­ლად, სა­ხა­ლი­სოც იყოს“ (მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი. მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი. „სწავ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გია“) .

სწო­რედ ამ თვალ­საზ­რი­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შევ­ქ­მე­ნი სას­წავ­ლო სა­მა­გი­დო თა­მა­ში „დიქ­ტა­ტო­რი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“. ეს არი­სი შე­მეც­ნე­ბით, სა­მო­ტი­ვა­ციო, კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაა შექ­მ­ნი­ლი. თა­მა­შის პრო­ცეს­ში ხდე­ბა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ტერ­მი­ნე­ბის, ცნე­ბე­ბის თა­ვის­თა­ვა­დი შეს­წავ­ლა და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, პრო­ცე­სი მო­ი­ცავს რო­გორც სას­წავ­ლო, ასე­ვე სა­ხა­ლი­სო ელე­მენ­ტებს. ის ქმნის კარგ მო­ტი­ვა­ცი­ას და ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში სწავ­ლის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას. ყა­ლიბ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი. ამ რე­სურ­სის დახ­მა­რე­ბით მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია მა­ტუ­ლობს, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი, სა­ხა­ლი­სო ხდე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლო მა­სა­ლას  თა­მა­შის პრო­ცეს­ში თა­ვის­თა­ვად, ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვის გა­რე­შე შე­ის­წავ­ლი­ან და აანა­ლი­ზე­ბენ.

თა­მა­შის მე­თო­დუ­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვის ნახ­ვა შე­გიძ­ლი­ათ ბმულ­ზე:  https://drive.google.com/file/d/12qiKtpEVrGC-KtF­qC­cc­c­T­5f­z­i­s­­Xh­td2­X/v­iew­?usp=sharing

გი­სურ­ვებთ სა­სი­ა­მოვ­ნო და შე­მოქ­მე­დე­ბით სას­წავ­ლო პრო­ცესს.

და­მა­ტე­ბი­თი კითხ­ვე­ბი შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­აგ­ზავ­ნოთ ელექ­ტ­რო­ნულ ფოს­ტა­ზე: topuria19@yahoo.com

მა­რი­ამ თო­ფუ­რია – სსიპ რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხაშ­მის სა­ჯა­რო სკო­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლ

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები