4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად

spot_img

მეშ­ვი­დე წე­ლია, რაც გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, საქ­ველ­მოქ­მე­დო მი­მარ­თუ­ლე­ბით, მრა­ვალ­ფე­რო­ვან პრო­ექ­ტებს უჭერს მხარს ან სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით ახორ­ცი­ე­ლებს. ფონ­დის მი­ზა­ნი – ხე­ლი შე­უწყოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბას, სა­ჯა­რო და კერ­ძო პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლია.

ფონ­დის მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტე­ბი­დან, პირ­ველ რიგ­ში, გვახ­სენ­დე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის­თ­ვის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი პრო­ექ­ტი – „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნული ჯილ­დო“, რო­მელ­მაც არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ში, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბით მა­გა­ლითს აძ­ლე­ვენ რო­გორც ახალ­ბე­და პე­და­გო­გებს, ისე და­ნარ­ჩენ კო­ლე­გებს. რაც მთა­ვა­რია, ჯილ­დომ შეძ­ლო მთა­ვა­რი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა – პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ზიდ­ვა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში. მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გე­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად კი, გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დ­მა, 2020 წელს, კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინი­ცი­ა­ტი­ვას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი – მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გე­ბის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­იწყო შვიდ პარ­ტ­ნი­ორ სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, რი­თაც მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა შექ­მ­ნა.

პე­და­გო­გე­ბი­სა და მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გე­ბის მხარ­დამ­ჭერ მრა­ვალ­ფე­რო­ვან და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებს გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დ­მა, გა­სულ წელს, კი­დევ ერ­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა და­ა­მა­ტა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბას დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის.

ფონ­დის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი და მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტის ვრცელ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ად­გილს იკა­ვებს „დე­ბა­ტე­ბი უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, ათე­უ­ლო­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი და ასე­უ­ლო­ბით მოს­წავ­ლე ეუფ­ლე­ბა დე­ბა­ტე­ბის კულ­ტუ­რას. პრო­ექ­ტ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გი სტუ­დენ­ტე­ბიც ჩა­ერ­თ­ვ­ნენ.

ამ­ჯე­რად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა გვინ­და ერთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს პრო­ექ­ტ­ზე შე­ვა­ჩე­როთ, რო­მე­ლიც სკო­ლებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. უფ­რო დე­ტა­ლუ­რად, თუ რას გუ­ლის­ხ­მობს პრო­ექ­ტი და რა სი­კე­თის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას რო­გორც თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის და ლტოლ­ვი­ლი უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის, ისე სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი.

 

ზუ­რაბ კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი:

„ქარ­თ­ლად ფრი­ა­დი ქუ­ე­ყა­ნაჲ აღი­რაცხე­ბის, რო­მელ­სა­ცა ში­ნა ქარ­თუ­ლი­თა ენი­თა ჟა­მი შე­ი­წირ­ვის“ – გი­ორ­გი მერ­ჩუ­ლეს ეს სიტყ­ვე­ბი ზუს­ტად გად­მოს­ცემს ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. ჩვე­ნი ქვეყ­ნის უნი­კა­ლუ­რო­ბის ერთ-ერ­თი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლია ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო ენა და ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი, ხო­ლო, რაც ყვე­ლას­გან გა­მოგ­ვარ­ჩევს და რი­თაც შეგ­ვიძ­ლია ვი­ა­მა­ყოთ, ის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბაა, რო­მე­ლიც ათას­წ­ლე­უ­ლე­ბის წინ ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა შექ­მ­ნეს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს და ჩვე­ნამ­დე მო­ი­ტა­ნეს. ჩვე­ნი ვა­ლია, ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თუ­ლი ენა სრულ­ყო­ფი­ლად ის­წავ­ლე­ბო­დეს რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის, ისე თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის და ლტოლ­ვი­ლი უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის. ამ უკა­ნას­კ­ნელ­თათ­ვის ენის ცოდ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჰარ­მო­ნი­უ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ამი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია: შე­იქ­მ­ნას ქარ­თუ­ლის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი; მომ­ზად­დ­ნენ და გა­დამ­ზად­დ­ნენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი; გა­ტარ­დეს ისე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­დევ უფ­რო გა­უ­მარ­ტი­ვებს ლტოლ­ვილ უცხო­ე­ლებს ახალ გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცი­ას და ინ­ტეგ­რა­ცი­ას.

სწო­რედ ამი­ტომ, გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი, სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს ისეთ ინი­ცი­ა­ტი­ვებს, რო­მელ­თა მი­ზა­ნია სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა. ასეთ პრო­ექ­ტებს შო­რი­საა ფონ­დის მი­ერ 2022 წელს და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი „მოს­წავ­ლე­თა უნა­რე­ბი­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი პრო­ექ­ტი“, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და ტრე­ნე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას, სპე­ცი­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნას და 165 არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის­თ­ვის ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას. გპფ-ს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი კი­დევ ერ­თი პრო­ექ­ტის – „ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის“ მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და: უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სკო­ლის მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის მო­დე­ლის შექ­მ­ნა; ასე­ვე, სკო­ლის ბა­ზა­ზე სტუ­დენ­ტის პრაქ­ტი­კის გავ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შე­მუ­შა­ვე­ბა; მო­ნი­ტო­რინ­გის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი­სა და საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბი­სათ­ვის ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მის შექ­მ­ნა.

ფონ­დის მიდ­გო­მაა – ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ექ­ტი თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან და გა­ნათ­ლე­ბის ქო­მა­გებ­თან ერ­თად და­ა­ფი­ნან­სოს. ჩვენ­თ­ვის ძალ­ზე სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ლტოლ­ვი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის მხარ­და­ჭე­რა“, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის – UNHCR და World Vision – თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რის­თ­ვი­საც ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მა გვინ­და გა­მოვ­ხა­ტოთ ყვე­ლა მხა­რის მი­მართ. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­უწყოს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ და ლტოლ­ვილ მოს­წავ­ლე­ებს, შე­ის­წავ­ლონ ქარ­თუ­ლი ენა და ეზი­ა­რონ ქარ­თულ კულ­ტუ­რას. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, პირ­ვე­ლად შე­იქ­მ­ნა ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი სას­წავ­ლო რე­სურ­სი – კუ­რი­კუ­ლუ­მი და ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად დაძ­ლი­ონ საგ­ნობ­რი­ვი სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი ამო­ცა­ნე­ბი და და­ვა­ლე­ბე­ბი. უნი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლო რე­სურ­სი თა­ნაბ­რად სა­სი­კე­თოდ წა­ად­გე­ბა რო­გორც პრო­ექ­ტ­ში უკ­ვე ჩარ­თულ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებს, ასე­ვე მათ, ვინც სა­მო­მავ­ლოდ გა­დაწყ­ვეტს ქარ­თუ­ლი ენის და­უფ­ლე­ბას, ასე­ვე, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც. ვი­მე­დოვ­ნებთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო კარგ სა­ფუძ­ველს შექ­მ­ნის, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის, სხვა და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად.

გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი (გპფ) მი­ე­სალ­მე­ბა და მო­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბა, მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­შუ­ა­ლო და გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ზე გათ­ვ­ლილ ყვე­ლა თა­ნა­მიმ­დევ­რულ და მდგრად პრო­ექტს, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს ქარ­თუ­ლის, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სხვა ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რე­ბიც გახ­დე­ბი­ან პრო­ექ­ტის არა მხო­ლოდ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, არა­მედ მსგავ­სი წა­მოწყე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბიც.

◊◊◊

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი, 2017 წელს, ქალ­ბა­ტო­ნი ინ­ნა გუ­და­ვა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­არ­ს­და და მი­სი მი­ზა­ნია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა და ისე­თი პრო­ექ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ზრდა­ზე, რა­თა სკო­ლა­ში გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და პატ­რი­ო­ტი მო­ქა­ლა­ქე აღი­ზარ­დოს. გპფ-ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია სას­კო­ლო და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა; უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა მხო­ლოდ ფონ­დის ინ­ვეს­ტი­ცი­ით რე­გი­ო­ნულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბი­სა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა თუ პრო­ცე­სე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით. დღე­ი­სათ­ვის გპფ-ს, ჯამ­ში, 5 მი­ლი­ო­ნი ლა­რის 45-ზე მე­ტი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გრან­ტი აქვს და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები