13 ოქტომბერი, კვირა, 2024

საგანმანათლებლო რესურსი ქიმიის პედაგოგებისთვის

spot_img

„ახალი განათლება“ წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო რესურსს, რომელიც მომზადდა სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის პედაგოგთან, ქიმიის დოქტორთან, ქალბატონ მაია გაწერელიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

რესურსი, ძირითადად, დააინტერესებთ, ქიმიის პედაგოგებს, ასევე ხელს შეუწყობს კლუბური მუშაობის ფარგლებში ეკოგანათლების მიღებას, პრიოროტეტული თემის – გარემოს დაცვის – ათვისებას.

რესურსი მარტივი, მრავალჯერადი სახისაა. ადვილია მასში იმ ცვლილებების შეტანა, რომლებიც საჭიროების მიხედვით წარმოჩინდება სასწავლო პროცესში.

რესურსი: ჰაერის ქიმიური დაბინძურება

ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლების თვისებები დამაბინძურებლების წარმოქმნის პირობები
პირველადი დამაბინძურებლები ხანძარი ჰაერის პირველადი დამაბინძურებელია. წვის დროს წარმოქმნილი პროდუქტები პირდაპირ ერევა ჰაერში (როცა იწვის ნავთობი, გაზი, ქვანახშირი, ტორფი, მერქანი, პოლიმერები…) ადამიანის მიერ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა
მეორეული დამაბინძურებლები მიიღება პირველადი დამაბინძურებლების ურთიერთქმედებით მზის სინათლესთან, ჰაერთან ან ერთმანეთთან. ისინი პირდაპირი გზით არ აბინძურებენ ჰაერს, როცა ჰაერის სხვა კომპონენტთან ურთიერთქმედებენ, გარდაიქმნებიან დამაბინძურებლად. ოზონი მიიღება ზოგიერთ პირველად დამაბინძურებელზე მზის სინათლის ზემოქმედებით. ატმოსფეროში ოზონის მაღალი დონე ადამიანისთვის სახიფათოა. მზის სინათლესთან, ჰაერთან ან ერთმანეთთან პირველადი დამაბინძურებლების ურთიერთქმედება

რესურსის მოხმარების ინსტრუქცია:

  • გაარკვიეთ/დაადგინეთ, მოსწავლეები ფლობენ თუ არა ინფორმაციას ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლებისა და მათი თვისებების, დამაბინძურებლების წარმოქმნის პირობების შესახებ;
  • თუ მოსწავლეებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა ან იციან არაორგანიზებულად, მაშინ რესურსი წარუდგინეთ ვორდული დოკუმენტით და მოამზადებინეთ ცოდნის გასამტკიცებლად, ელექტრონული ან მატერიალური სახით, თვალსაჩინო პროდუქტები, დიფერენცირებული მიდგომების პრინციპების გათვალისწინებით:
  1. როგორ იწვის ნავთობი, გაზი, ქვანახშირი, ტორფი, მერქანი, პოლიმერები… (ეფექტიანია ნახატების, გრაფიკულ-ციფრული მასალების შექმნა);
  2. ოზონის წარმოქმნის შესახებ ილუსტაციის მომზადება (წვიმისა და ჭექა-ქუხილის შემთხვევაში).

შენიშვნა: შესაძლებელია, სხვა სახის, მოსწავლეთა შესაძლებლობებზე მორგებული პროდუქტების შექმნა სასკოლო ან საოჯახო პირობებში. შექმნილი პროდუქტების შესახებ, კარგი იქნება, თუ მიმდინარე აქტივობად დაგეგმავთ პროდუქტის გასიტყვებას (საპრეზენტაციო-საკომუნიკაციო უნარების გასაუმჯობესებლად). ამ რესურსის საშუალებით, მოსწავლე ეუფლება შემდეგ სასწავლო ერთეულებს: თემა – „ჰაერი“, ასევე ცნებებს – ნივთიერება, ქიმიური ბმა.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები